თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ "მ(უ)აგადი"

პოსტის ავტორი: gearge May 3 2009, 07:11 PM

... "დზაან" ტრაგიკულია sad.gif

პოსტის ავტორი: giogio7196 May 3 2009, 07:16 PM

ეს იმის მეათედია რაც მაგ საიტზე კიდეა biggrin.gif ეგეთი "მაგარი" რაღაცეები biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen May 3 2009, 07:25 PM

ზუსტი პროცენტები არ მაქვს, სამწუხაროდ (არადა ეფექტი ექნებოდა :-)), მაგრამ მახსოვს, რომ მოსახლეობის (განსაკუთრებით თინეიჯერების) წიგნიერების მხრივ საქართველო ძაააალიან დაბლაა მსოფლიო რეიტინგში. ეგეც იმის გამოძახილია :-)

პოსტის ავტორი: CHABA May 3 2009, 09:48 PM

ბოდიშს ვიხდი იქნებ ამიხსნათ და დააკონკრეტოთ რა არის დზაან ტრაგიკული და სიტყვა მაგარი რატოა შემოხაზული biggrin.gif რა შინაარს ატარებს ეს თემა მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 4 2009, 05:24 AM

domen

ციტატა(domen @ 3rd May 2009 - 10:25 PM) *
ზუსტი პროცენტები არ მაქვს, სამწუხაროდ (არადა ეფექტი ექნებოდა :-)), მაგრამ მახსოვს, რომ მოსახლეობის (განსაკუთრებით თინეიჯერების) წიგნიერების მხრივ საქართველო ძაააალიან დაბლაა მსოფლიო რეიტინგში. ეგეც იმის გამოძახილია :-)

გუშინ გვქონდა მაგაზე საუბარი ლექციაზე biggrin.gif განათლების და წიგნიერიერების მხრივ, მოზამბიკის (ამის დედაქალაქი ჩვენი საყვარელი მაპუტუა tongue.gif ) და სუდანის გვერდით ვყოფილვართ smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 6 2009, 11:43 AM

ციტატა(Power_VANO @ May 4 2009, 09:24 AM) *
domen

გუშინ გვქონდა მაგაზე საუბარი ლექციაზე biggrin.gif განათლების და წიგნიერიერების მხრივ, მოზამბიკის (ამის დედაქალაქი ჩვენი საყვარელი მაპუტუა tongue.gif ) და სუდანის გვერდით ვყოფილვართ smile.gif

wacko.gif
არაა გასაკვირი... რაც განათლების რეფორმა მიდის კიდე კარგ დღეში არიან მოზარდები...

CHABA
ციტატა
ბოდიშს ვიხდი იქნებ ამიხსნათ და დააკონკრეტოთ რა არის დზაან ტრაგიკული და სიტყვა მაგარი რატოა შემოხაზული რა შინაარს ატარებს ეს თემა მაინტერესებს

რაზე და აზრის ჩამოყალიბება რომ არავის შეუძლია ნორმალურად და ერთი და იგივე პრიმიტიულ ფრაზებს გაიძახიან მეტი არაფერი, ბოლო ბოლო კომენტარებს რომ შეხედავ და სიტყვა "მაგარი" 100 ჯერაა გამოყენებული, შენ რამე ალტერნატიული ვარიანტი უნდა მოძებნო, ან ერთი "მაგარი"-თ (ცუდად არ გამიგოთ biggrin.gif)უნდა დაკმაყოფილდე
ესაა სულ.... sad.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 19 2009, 04:08 PM

CHABA

ციტატა(CHABA @ 3rd May 2009 - 09:48 PM) *
ბოდიშს ვიხდი იქნებ ამიხსნათ და დააკონკრეტოთ რა არის დზაან ტრაგიკული და სიტყვა მაგარი რატოა შემოხაზული რა შინაარს ატარებს ეს თემა მაინტერესებს

მართლაც რომ ტრაგიკულია.წიგნის კითხვა რო არ უყვართ ქართველებს და სიტყვის მარაგი რომ არ აქვთ იმიტო კმაყოფილდებიან მხოლოდ ''მაგარი'' თ sad.gif

gearge
ჩავწვდი თემის დედააზრს

პოსტის ავტორი: CHABA Jun 19 2009, 06:39 PM

კარგით რა ერთერთი ქართული ჟარგონია არადა ქართული ჟარგონები თითქმის არ გვაქვს და მაინდამაინც ქართულ ჟარგონზე გულის არევა არცისე სწორად მიმაჩნია როცა ბევრი ინგლისური და რუსული ჟარგონი გვაქვს ჟარგონის გამოყენება საუბარში და თუნდაც ფორუმზე არანაირად არ გამოხატავს ადამიანის გაუნათლებლობას(მე არ ვამბობ რო განათლების დონე მაღალია ან თუნდაც ჩემ თავზე რო ვთქვა ძააან განათლებული ვარ თქო)

არ თქვათ ეხლა ჟარგონები სულ არუნდა არსებობდესო

მე მივესალმები ქართულ ჟარგონებს (თუ უცენზურო არაა ან არაკორექტული biggrin.gif) ძირს უცხოენოვანი ჟარგონები ვაშააააააააააა !!! biggrin.gif:D:D

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 19 2009, 06:45 PM

CHABA

ციტატა(CHABA @ 19th June 2009 - 10:39 PM) *
მე მივესალმები ქართულ ჟარგონებს (თუ უცენზურო არაა ან არაკორექტული ) ძირს უცხოენოვანი ჟარგონები ვაშააააააააააა !!! biggrin.gif:D

კი, მაგრამ ყველა მაგარს რომ გაიძახის მაგაზეა, ანუ რომ ნახავ სხვის კომეტნს და დაწერო, კარგია, საინტერესოა, ან რამე, ანუ უბრალოდ იმის თქმა უნდა ავტორს რომ ასეთს ბევრი ვერ დაწერს და იტყვის მხოლო მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: CHABA Jun 19 2009, 07:02 PM

otosaxel
მაშინ ჰო მე სიტყვა მაგარია დავიცავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 19 2009, 07:50 PM

CHABA

ციტატა(CHABA @ 19th June 2009 - 11:02 PM) *
მაშინ ჰო მე სიტყვა მაგარია დავიცავი

biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Jun 19 2009, 08:14 PM

CHABA
ჟარგონებს არ ვვუარყოფ, ის რაც დღეისთვის ჟარგონია, ხვალ შეიძლება ენის ნაწილი გახდეს (ოფიციალური, სასაუბრო). ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, ენა ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუდამ იცვლება, უფრო ხშირად კი მარტივდება. რაც შეეხება თანამედროვე კალკებს და არაქართულ ჟარგონებს, მათ სამწუხაროდ უღრმესად გაიდგეს ფეხი ენაში. უკანასკნელი ორი საუკუნის "რუსულიზაციამ" და ბოლო ორი ათწლეულის "ინგლისურიზაციამ" სრულიად ბუნებრივი გავლენა იქონია ენაზე, მაგრამ ასე იყო ყოველთვის. არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით გავლენა არ ექონიოს ენაზე, იქნებოდა ეს უცხო ერების შემოსევები თუ მათთან ახლო სავაჭრო ურთიერთობები, მოდა ენების მიმართ თუ ჩვენი ენის მიზანმიმართული განადგურება. რუსული და ინგლისური კალკების გამოყენების მაგალითია თუგინდ ჩემი ეს პოსტი. წმინდა გრამატიკულ შეცდომებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას (რაშიც ზედმეტად ვცოდავ), მიუხედავად ერთი შეხედვით დალაგებულობისა და მისაღებობისა, ტექსტი გაჯერებულია კალკებით და სხვა "არა ქართული" ან "ახალქართული" ფორმაციებით. ბუნებრივია ყველაფერს აქვს ზღვარი, მაგრამ სად გავავლოთ ის? ვაი რომ ის ორგანო რომელსაც ავად თუ კარგად უნდა ეზრუნა ლიტერატურული ენის შენარჩუნებაზე და თუგინდ შესაბამის სახეცვლაზე, უკვე აღარ არსებობს. ამის უკან კონკრეტული გეგმაა: ენის დეგრადაციით(აც) ერის დეგრადაცია. დააკვირდით რას ისმენთ ტელევიზიით, ამ ზომბირების ულტრა ეფექტური იარაღით. რაც შეეხება კონკრეტულად სიტყვა "მაგარს", როგორც ლევან ბერძენიშვილმა ერთხელ აღნიშნა: "მაგარიას" ჩვეულებრივ ციხეებში ხმარობდნენ ტუსაღები. კრიმინალური რომანტიკით შეპყრობილი ახალგაზრდობის შემხედვარეს, არც ეს ტენდენცია მიკვირს!

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 19 2009, 10:27 PM

ციტატა(gearge @ Jun 19 2009, 11:14 PM) *

განვითარებას მაინც ვერსად გავექცევითთანამედროვე ტექნიკური ტერმინოლოგიისთვის ქართული ენა მოძველებულია და ახალი ტერმინების გამოყენებას, ან ძველქართული სიტყვების გამოყენებას ახლის აღსანიშნავად ჯობს როგორც არის ისე დავტოვოდ, ან მცირედ სახეშეცვლილად,
მაგ. იმ სფეროში სადაც მე ვმუშაობ ლიტერატურა თითქმის სულ ინგლისურადაა და თარგმნა მიწევს სხვადასხვა მიზნებით ვიტანჯები რა, ვიყენებთ "ჩვენს წრეში" ინგლისურ ტრმინს და ყველამ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს მას, ქართული შესატყვისი ან არ აქვს, ან არ მიესადაგება სიტუაციას, მაგრამ როდესაც საჭიროა ან კონფერენციაზე, ან მოხსენებაზე, ან რაიმე ტიპის პუბლიკაციაში წარმოდგენა ამ ტერმინის ვეჭედებით, რადგან ინგლისურის გამოყენბა არ შეიძლება, ქართულად კი როგორც მოგახსენეთ ისეთი სიტუაციაა,
კი გამოუშვეს ჩვენი ტერმინოლოგიის ლექსიკონი მეცნიერებათა აკადემიამ, მაგრამ ჯობდა არ მენახა (ბექაფი-მარქაფის მსგავსი იყო)
ერთ იტალიელს ვკითხე თქვენ როგორ იქცევით ამ შემთხვევაშითქოდა უბრალოდ შესაბამის ტერმინს "ino"-ს ვამატებთ და უკვე იტალიურიაო biggrin.gif
ანუ პრობლემა არა მარტო თინეიჯერულ სლენგშია არამედ სამეცნიეროშიც და თუკი ამ უკანასკნელში ავად თუ კარგად ცდილობენ მაინც ამ ამბის გამოსწორებას, ზოგად სასაუბრო ენის სისუფთავეზე გეთანხმები პრაქტიკულად არავინ ფიქრობს...პირიქით, მოდაშიცაა ინგლისური აქცენტით თუ ლაპარაკობ მგონი sad.gif ეს უკანასკნელი კი მოგეხსენებათ საკმაოდ პრიმიტიული ენაა, უბრალოდ ბოლო საუკუნეების მსოფლიო მოწყობიდან გამომდინარე გაპოპულარულდა და თანამედროვე ტერმინების უმეტესობა ინგლისურად იქმნება

ციტატა
დააკვირდით რას ისმენთ ტელევიზიით, ამ ზომბირების ულტრა ეფექტური იარაღით

და რადიოთ ისაინფორმაციო ან სხვა გადაცემა თუ მიდის (განსაკუთრებით საინფორმაციო) უბრალოდ უნდა დაითვალო დიქტორის შეცდომები,-ის კი არა რომ ასო ვერ გამოთქვას სწორად, გრამატიკული შეცდომები და უაზრო ტერმინები: კინომცოდნეებს რომ კინოლოგებს უძახიან და ა.შ
მაგიტომაა პრაქტიკულად ტელევიზორს ა(ღა)რ ვუყურებ...

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 20 2009, 06:55 AM

CHABA

ციტატა(CHABA @ 19th June 2009 - 06:39 PM) *
კარგით რა ერთერთი ქართული ჟარგონია არადა ქართული ჟარგონები თითქმის არ გვაქვს და მაინდამაინც ქართულ ჟარგონზე გულის არევა არცისე სწორად მიმაჩნია როცა ბევრი ინგლისური და რუსული ჟარგონი გვაქვ

სიტყვა ''მაგარი'' ჟარგონი არაა smile.gif უბრალოდ ხომ გითხარი უწიგნურობის გამო შემოვიდა მასიურ ხმარებაში smile.gif
ციტატა(CHABA @ 19th June 2009 - 06:39 PM) *
არ თქვათ ეხლა ჟარგონები სულ არუნდა არსებობდესო

ჟარგონები უნდა არსებობდეს მაგრამ მაგას ხელს უშლის ''ნეოლოგიზმი'' ! ვგულისხმობ სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ჟარგონებსა და გამონათქვამებს ( მაგალითად ბლიად biggrin.gif ) და ა.შ
ციტატა(CHABA @ 19th June 2009 - 06:39 PM) *
მე მივესალმები ქართულ ჟარგონებს

მეც მაგრამ მასიურს არა
gearge
სად ნახე ეგ ფრაზები ? ჩათში ალბათ...

პოსტის ავტორი: CHABA Jun 20 2009, 07:12 AM

Giga1
ჟარგონია! (იმ მნიშვნელობით რაზეც ეხლაა ლაპარაკი)

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 20 2009, 11:39 AM

CHABA
ვერ მიმიხვდი ჯიგარო smile.gif
ჟარგონი ამ შემთხვევაშია ასე ხშირად რომ იხმარება თორე ჩვეულებრივი ენის შემადგენელი სიტყვაა wink.gif

პოსტის ავტორი: gearge Jun 20 2009, 12:25 PM

ციტატა(gigalobjanidze @ 20th June 2009 - 10:55 AM) *
სად ნახე ეგ ფრაზები ? ჩათში ალბათ...

მიხარია Giga1 რომ ვერ იცანი ეგ "ადგილი"! wink.gif "ყველაფილმი".ჯი-ზე ჯიმ კერის კომედიების ქვეშ ვიპოვე ეს ბრილიანტები, მაგრამ ამ საბადოს რესურსი პრაქტიკულად უშრეტია smile.gif

პოსტის ავტორი: CHABA Jun 20 2009, 01:50 PM

ციტატა(Giga1 @ Jun 20 2009, 03:39 PM) *
CHABA
ვერ მიმიხვდი ჯიგარო smile.gif
ჟარგონი ამ შემთხვევაშია ასე ხშირად რომ იხმარება თორე ჩვეულებრივი ენის შემადგენელი სიტყვაა wink.gif

რას ვერ მიხვდი ნეტა? smile.gif
ხშირად სიტყვის გამოყენება ლაპარაკისას ან წერისას სულაც არ ნიშნავს რო ის ჟარგონია. ჟარგონი არის სიტყვა რომელიც ადამიანების ჯგუფი ხმარობს და მისი მნიშვნელობა მხოლოდ მათთვისაა გასაგები. ანუ როო დავღეჭოთ სიტყვა მაგარი იგივეა რაც მყარი და მას ხმარობენ ამ შემთხვევაში ფილმის ასაღწერად მარა ჩვენ ვხვდებით რას გულისხმობენ, მაგრამ თუ ვინმემ ამ სიტყვის როგორც ჟარგონის მნიშვნელობა არ იცის ვერ მიხვდება როგორი შეიძლება იყოს მაგარი ფილმი

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 20 2009, 02:14 PM

CHABA
მაგას გეუბნებოდი მერე...
მაგარი (მკვრივი) ფილმი laugh.gif

პოსტის ავტორი: giogio7196 Jun 20 2009, 02:28 PM

ამ თემის მიზანი? blink.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 20 2009, 03:21 PM

giogio7196
მაგას თვითონ gearge გეტყვის,მაგრამ მე როგორც მივხვდი ამ თემის მიზანია წიგნის კითხვისკენ მოწოდება biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: gearge Jun 20 2009, 03:39 PM

ციტატა(giogio7196 @ 20th June 2009 - 06:28 PM) *
ამ თემის მიზანი? blink.gif

giogio7196, გულის ტკივილის გამოხატვა, თუგინდ უშედეგო და ფუჭი! როგორ ფიქრობ ღირსეული მიზანია?

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 20 2009, 04:24 PM

gearge

ციტატა(gearge @ 20th June 2009 - 04:39 PM) *
გულის ტკივილის გამოხატვა, თუგინდ უშედეგო და ფუჭი! როგორ ფიქრობ ღირსეული მიზანია?

მე ვფიქრობ რომ კი.თუნდაც ფუჭი wink.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jun 20 2009, 05:47 PM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 20th June 2009 - 08:24 PM) *
თუნდაც ფუჭი

თუ თავშივე იცი რომ ფუჭია რაღა აზრი აქვს ლაპარაკს? თუ გულის მოოხებაა და მეტი არაფერი?
ასე რომ ვფიქრობთ რომ ფუჭია, რასაც ვაკეთებთ იმიტომაცაა რომ ვიზიდავთ და ვიზიდავთ ასეთსავე ფუჭ რაღაცეებს და ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ და ვიყავით smile.gif

რაც მეტს ვფიქრობთ ცუდ, ფუჭზე და გამოუსადეგარზე, მით მეტად ვიზიდავთ იგივეს რისგანაც გაქცევა გვინდა smile.gif

მაპატიეთ გადახვევა smile.gif ეხლა თემაზე.
საერთოდ დაიკარგა დღეს ბევრი სიტყვის რეალური მნიშვნელობა და ვიძახით ისე რომ არც ვფიქრობთ რას ნიშნავს, თუნდაც ეს "მაგარია" (და მისი ჩემთვის პირადად გულისამრევი ნაირსახეობები: მუაგარია, მაგადია და ა.შ.)
და მითუმეტეს საიტებზე მასობრივად აზრს მოკლებული კომენტარები, ოღონდაც რამე დაწერონ. ბევრ ფორუმზეა კიდევ ეგრე biggrin.gif მადლობა რომ უნდა თქვა რომ რაღაც გადმოგიდგონ გადმოსაწერად (აუ ისევ გადავუხვიე sad.gif ) მაპატიეთ რა biggrin.gif მაკმარეთ 20% biggrin.gif
გტოვებთ შეწყალების იმედით smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 20 2009, 08:35 PM

Bekward

ციტატა(beka_sh @ 20th June 2009 - 05:47 PM) *
თუ თავშივე იცი რომ ფუჭია რაღა აზრი აქვს ლაპარაკს? თუ გულის მოოხებაა და მეტი არაფერი?
ასე რომ ვფიქრობთ რომ ფუჭია, რასაც ვაკეთებთ იმიტომაცაა რომ ვიზიდავთ და ვიზიდავთ ასეთსავე ფუჭ რაღაცეებს და ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ და ვიყავით

ფუჭში მე რაც ვიგულისხმე ვერ მიმივხვდი wink.gif
ჩვენ ჩვენ აზრს ვაფიქსირებთ ამ თემაში და იმას კი არ ვცდილობთ ეს პრობლემა ძირფესვიანად ამოვძირკვოთ ქართული ლექსიკიდან.ამას ამ ფორუმზე ორი სიტყვით და ერთი გაგებით (ჟარგონულად ისევ) ვერ მოვაგვარებთ.ამ პრობლემის მოგვარება რა გზითაა შესაძლებელი ეგ უკვე ცალკე განსახილავი საკითხია.ისე საერთოდ ძალიან დასანანია და გული შემტკივა რომ დღევანდელი ქართული მშობლიურ ენას აღარ გავს sad.gif ამდენმა ჟარგონმა და სიტყვების არასწორმა აგმოყენებამ სულ გადააშენა ქართული და შემოიტანა რაღაც ჩვენთვის ნაწილობრივ უცნობი ენა-ჟარგონული ქართული.მაგრამ როგორც მე ვატყობ ქართველობა (80%) ამაზე ყურსაც არ იბერტყავს და ამ პრობლემის მოგვარება არც თუ ისე ადვილი საქმეა.ვისაც გული შეგვტკივა და ოდნავ მაინც ვწუხთ ამაზე ამ თემაში ვპოსტავთ და განვიხილავთ საკითხს.
მაპატიეთ თუ თემას ავცდი smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Jun 21 2009, 08:55 AM

Bekward
Giga1
არ აცდენილხართ თემას რადგან ზუსტად ამ ტიპის განხილვისთვისაა გახსნილი ეს თემა.

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 21 2009, 10:17 AM

gearge
კარგი მაშინ გავაგრძელოთ...
გაგვიზიარეთ ხალხნო აზრი ! მე პირადად დაინტერესებული ვარ რას ფიქრობს ქართველობა ამის შესახებ