თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამული უზრუნველყოფა _ რომელ ანტივირუსს იყენებთ?

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 13 2009, 08:51 PM

სალამი ყველას,დავძებნე ფორუმზე და შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე,ხო და მეც ახალი გავხსენი smile.gif
აქ დავწეროთ ვის რომელი ანტივირუსი გვიყენია და გავიგებთ რომელი ანტივირუსი სარგებლობს დანარჩენებზე მეტი პოპულარობით.ძალიან დამაინტერესა compinfo-ს მომხმარებლები რომელი ანტივირით სარგებლობენ
დავწეროთ ასევე თუ რაიმე პრობლემაა ანტივირუსთან (მაგალითად ვადა აქვს გასული,რომელიმე ვირუსს ვერ იჭერს და ა.შ) და განვიხილოთ ერთად wink.gif

მე მიყენია Avira Antivir და კმაყოფილიც ვარ smile.gif თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს.
თქვენი აზრი დააფიქსირეთ...

პოსტის ავტორი: Bekward Jun 13 2009, 09:12 PM

Avira - დავისვენე რაც ეგ დავაყენე, აღარ მიწევს სერიულების ძებნა + არანაკლებად მიცავს ვიდრე სხვა ანტივირუსები მიცავდნენ,
კითხვა: რატომ ვიმტვრიო აბა თავი კრეკების ძებნით? smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 14 2009, 07:55 AM

მე ESET-ის Smart Security 4 და Avira მიყენია,
მართალია, ESET-ის პროდუქტი უფრო მოქნილია და ინტეგრირებული ფაერწოლიც აქვს, მაგრამ ამ ბოლოს ის კომპი, რომელზეც ეგ ეყენა win32.HLLP.Siggen.4 -ით დავირუსდა(300-მდე EXE-ზე იყო ვირუსი) ხოლო Avira სადაც ეყენა- არა, არადა ერთნაირე პირობებში უწევთ მუშაობა...

პოსტის ავტორი: domen Jun 14 2009, 08:05 AM

Avira AntiVir Personal smile.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Jun 14 2009, 08:20 AM

ESET Antivirus + Smart Security smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 14 2009, 09:05 AM

ჯერ ჯერობით Avira ლიდერობს smile.gif
მოსალოდნელი იყო 60%

პოსტის ავტორი: Bekward Jun 14 2009, 12:13 PM

ოფი:
ისე გამოკითხვაც მიაბით ამ თემას smile.gif უფრო თვალსაჩინო იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 14 2009, 03:12 PM

Bekward
მე არ ვიცი მაგის გაკეთება სამწუხაროდ.მასწავლეთ და დიდი სიამოვნებით smile.gif
ან დომენს თუ არ ეზარება გააკეთოს (ან მასწავლოს tongue.gif )

პოსტის ავტორი: domen Jun 14 2009, 03:22 PM

აჰა, რაც შემეძლო, სრულყოფილი გავაკეთე tongue.gif სია არ გაიკვირვოთ, AV-Comparatives-იდან ავიღე.

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 14 2009, 04:05 PM

ციტატა(domen @ Jun 14 2009, 06:22 PM) *
აჰა, რაც შემეძლო, სრულყოფილი გავაკეთე tongue.gif სია არ გაიკვირვოთ, AV-Comparatives-იდან ავიღე.

ნეტავ G-Data-ს ან Trust Port-ს თუ იყენებს ვინმე??
ისე, მე ხმა Avira-ს და უფასოს მივეცი, მაგრამ ვიყენებ ESET-ს ოღონდ არც გატეხილს არც საცდელს biggrin.gif მიმიხვდით ალბათ და ეგ რა პონტში გადის?? მოპარული??

პოსტის ავტორი: gearge Jun 14 2009, 07:09 PM

Avira AntiVir Personal + რამდენიმე დამატებითი დაცვის ფენა: ცეცხლოვანი კედელი (სამწუხაროდ ჯერკიდევ დასაკონფიგებელი მაქვს:-), პროაქტიული დაცვა, ფაილებისა და რეესტრის მონიტორი, მინიმალისტური HIPS, სკრიფტების აგრესიული კონტროლი საყვარელ ბროუზერში და გამორთული ავტომატური გაშვება ყველა გარე დამგროვებელზე. მთლიანობაში საკმაოდ მსუბუქად ვარ, სხვათაშორის! ყველა ერთად ჩართული (რაც იშვიათობაა) სისტემასთან ერთად 350 მეგაზე ნაკლებს იკავებენ ოპერატიულში. ჩვეულებრივ 300 მეგაზე ზევით არ ადის. პროციც 5%-ს ქვევით ფარფატებს და ეს მოძველებული P4-ის ფონზე. სისტემა ახალ დაყენებულია (WinXP SP3), მხოლოდ რამდენიმე საათია რაც ნეტში გავძვერი smile.gif ასე რომ ყველაფერი წინაა. განსაკუთრებით ფაიერვოლია მოსავლელი და ბროუზერი ლაქლაქებს ზედმეტს smile.gif რაღაც ნეტი მუშაობს გამორჩეულად კარგად და ვფიქრობ ბარემ პროქსიშიც ხომ არ გავაყოფინო ზოგ-ზოგიერთ პროგრამას თავი. ან პროქსი, ან "წინდაში" ან კიდევ რამე უფრო კონსპირაციულში biggrin.gif ყველაფერი 100% Freeware ან OpenSource, ბუნებრივია. მომიტევეთ მაგრამ Win7-ზე ამის ნახევარიც კი ვერ განვახორციელე იგივე ჰარდზე.

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 14 2009, 07:16 PM

domen
დიდი მადლობა smile.gif ესეც სრულყოფილი გამოკითხვა მივეცით tongue.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jun 14 2009, 07:55 PM

gearge

ციტატა(gearge @ 14th June 2009 - 11:09 PM) *
მომიტევეთ მაგრამ Win7-ზე ამის ნახევარიც კი ვერ განვახორციელე იგივე ჰარდზე.

მოგიტევებ სიამოვნებით, რადგან იგივე დღეში ვარ biggrin.gif
1 გბ ოპერა თუ არ ჩავამატე სასწრაფოდ ბოლი ასდის კომპს უკვე, არადა ვეღარ ველევი ამ ოხერს laugh.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 15 2009, 08:00 AM

ისევდაისევ Avira Antivir Personal ლიდერობს smile.gif ჩემი რჩეული biggrin.gif

პოსტის ავტორი: achiko Jun 15 2009, 09:41 AM

მე ამას Avira Premium Security Suite ვიყენებ.

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 15 2009, 10:15 AM

achiko
გატეხლს ალბათ...

პოსტის ავტორი: achiko Jun 15 2009, 11:41 AM

Giga1
არა გასაღებები მაქვს.

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 15 2009, 12:10 PM

achiko
საიდან გასაღებები?მოყვა თუ...

პოსტის ავტორი: achiko Jun 15 2009, 02:30 PM

მე აქ დავრეგისტრირდი და სამთვიანი გასაღები მომივიდა

https://license.avira.com/en/promotion-hylm9fbv7chaxs8zbl83

პოსტის ავტორი: Bekward Jun 15 2009, 10:46 PM

achiko
ვაა, მადლობა smile.gif
მეც დავაყენე smile.gif

პოსტის ავტორი: sio777 Jul 6 2009, 11:19 AM

ბიტ დეფენდერს ვიყენებ.. მომწონს... ადრე ESET-ს ვიენებდი... თუმცა ბიტ დეფენდერი არაფრით არ ჩამოუვარდება... + ფუნქციონალური მხარე უკეთესი აქვს...

პოსტის ავტორი: Classical Jul 7 2009, 12:54 PM

რახან ყველას ავირა გიყენიათ მეც დავაყენბ ეხლა ვნახავ როგორი არის. smile.gif

პოსტის ავტორი: Goka710 Jul 7 2009, 05:33 PM

Avira რაც დავაყენე მის მერე მავიწყდევა რომ ანტივირუსუ მიყენია კომპზე biggrin.gif . მიზეზი კი მისი წყნარი და მუშაობაა cool.gif

პოსტის ავტორი: Gioma Jul 7 2009, 06:28 PM

ავასტს ჩემი ხმა 1 საათის წინ გადავედი მასზე. ავირა გამოვცვალე. ამით იმის თქმა არ მინდა რომ ავირას რამეს ვუწუნებ, პირიქით 6 თვეა დაახლოებით მასზე მქონდა ყველა ჩემი წინდგადაყენებული კომპების უსაფრთხოები მინდობილი. (და ალბათ კიდევ მივენდობი მას, ოღონდ არა ჩემსაზე). რადგან რაღაც ასპექტებში რასაც იგი ვერ აკეთებს , ამას ადვილად უმკლავდება ავასტი.

პოსტის ავტორი: Classical Jul 7 2009, 06:42 PM

Avira Premium Security Suite 9.0.0.376 ეს დავაყენე ეხლა. smile.gif სექტებრამდე აქტივაციის Key მოყვა tongue.gif torrent.ru Rulez biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 7 2009, 07:26 PM

Classical

ციტატა(classical @ 7th July 2009 - 09:42 PM) *
Avira Premium Security Suite 9.0.0.376 ეს დავაყენე ეხლა. სექტებრამდე აქტივაციის Key მოყვა torrent.ru Rulez

და ავირას უფასო ვერსიამ რით ვერ გადაკმაყოფილა?

პოსტის ავტორი: Classical Jul 7 2009, 07:52 PM

Avira AntiVir Personal - FREE Antivirus:

Avira AntiVir Personal - FREE antivirus
Basic protection
Protects your computer against dangerous viruses, worms, Trojans and costly dialers. New: Basic Anti-Spyware.

Avira Premium Security Suite:

Full protection
Along AntiVir Personal and AntiVir Premium, it includes: AntiSpam, Firewall, GameMode, backup, AntiBot, AntiDriveBy, ParentalControl and more.

მგონი Premium ჯობია არა ? biggrin.gif



პოსტის ავტორი: Bekward Jul 7 2009, 08:05 PM

Classical

ციტატა(classical @ 7th July 2009 - 11:52 PM) *
Full protection
Along AntiVir Personal and AntiVir Premium, it includes: AntiSpam, Firewall, GameMode, backup, AntiBot, AntiDriveBy, ParentalControl and more.

მგონი Premium ჯობია არა ?

მანდ ჩამოთვლილის ნახევარი მკიდია wink.gif

ციტატა(classical @ 7th July 2009 - 10:42 PM) *
Avira Premium Security Suite 9.0.0.376 ეს დავაყენე ეხლა. სექტებრამდე აქტივაციის Key მოყვა torrent.ru Rulez

ეგ არ ვიცი რა KEY-ა, მაგრამ პრემიუმ-ს სამი თვით უფასოდ გვთავაზობდნენ და დავაყენე, რამდენიმე დღეში დაცვა გაითიშა და აღარ ჩაირთო, დავუბრუნდი უფასოს. არ ვიცი რატომ გამოირთო, მაგრამ ფაქტია დაუცველი დავრჩი საერთოდ sad.gif

პოსტის ავტორი: Classical Jul 7 2009, 08:15 PM

ციტატა
მანდ ჩამოთვლილის ნახევარი მკიდია


მე არ მკიდია. tongue.gif

ციტატა
ეგ არ ვიცი რა KEY-ა, მაგრამ პრემიუმ-ს სამი თვით უფასოდ გვთავაზობდნენ და დავაყენე, რამდენიმე დღეში დაცვა გაითიშა და აღარ ჩაირთო, დავუბრუნდი უფასოს. არ ვიცი რატომ გამოირთო, მაგრამ ფაქტია დაუცველი დავრჩი საერთოდ


აგერ არის: http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=1795395 სექტემბრამდე აქვს ვადა. თუ არ გაქ ექაუნთი Torrents.ru ზე აგიტვირთავ თუ გინდა. smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 8 2009, 05:24 AM

Classical
მაქვს აქაუნთი, მარა არ მინდა tongue.gif უფასოც მყოფნის, წაშლა-დაყენებების თავი არ მაქვს wink.gif

პოსტის ავტორი: domen Jul 8 2009, 10:07 AM

Classical
არ მიწყინო და სულელური მიდგომაა, "ამას მეტი შეუძლია და ჯობია". მეტი შეუძლია Vista Ultimate-საც, მაგრამ ჩვეულებრივ სახლის კომპებზე Home Premium ჯობია სისწრაფით.

ზედმეტი შესაძლებლობების "აკიდება" არასდროსაა კარგი, ასე რომ, თუ მაინცდამაინც არ გჭირდება ეგ Premium და არ იცი, რისთვის იყენებ მაგას და არა Free-ს, ჯობია, Free დააყენო smile.gif


პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 10 2009, 06:28 PM

Microsoft FTW! biggrin.gif

Microsoft Security Essentials-ს ვიყენებ ამჟამად. იქამდე მივედი, რომ პირად კომპზეც კი დავაყენე (კი იცით, წლებია ანტივირს არ ვიყენებდი). ვერც კი ვგრძნობ, რომ დამატებით რაღაც პროგრამაა გაშვებული სისტემაში smile.gif

ამასობაში, ჯერჯერობით ფლეშკის ვირუსებს დაუნდობლად მუსრავს smile.gif

პოსტის ავტორი: mixomai Jan 7 2010, 10:54 AM

AVIRA ს ვიყენებ ძაან კაი რამეა და ლიდერობს კიდეც NOD 32 ის მერე რო დავაყენე 350 ვირუსი იპოვა xD

პოსტის ავტორი: maugli Mar 5 2010, 01:32 PM

ისე ჩემი გამოცდილებიდან kaspersky 2009 არის საუკეთესო და avastic კარგი მარა თქვენ რას მირჩევდით?? ოღონდ ლეპისთვის ძაან რო არ დავგრუზო

პოსტის ავტორი: Goka710 Mar 5 2010, 08:17 PM

Microsoft Security Essentials მაქ და ყველაზე კმაყოფილი ვარ რაც კი ოდესმე ანტივირუსი მქონია smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 6 2010, 11:53 AM

maugli

ციტატა(maugli_17 @ 5th March 2010 - 05:32 PM) *
ისე ჩემი გამოცდილებიდან kaspersky 2009 არის საუკეთესო და avastic კარგი მარა თქვენ რას მირჩევდით?? ოღონდ ლეპისთვის ძაან რო არ დავგრუზო

Avira Free version smile.gif

პოსტის ავტორი: maugli Mar 7 2010, 06:49 AM

ციტატა(otosaxel @ Mar 6 2010, 12:53 PM) *
maugli

Avira Free version smile.gif


დახმარება ხო არ ჭირდება?? ნუ მე ისე ვარ მიჩვეული რო თავისით უნდა ქნას ყველაფერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 17 2010, 08:36 AM

ისე, ამ სიაში MSE რომ ჩაემატოს არ მოსულა?
უპს, ყოფილა

პროგრამული კოდი
Microsoft

ამ ბოლო დროს ხშირად ვიყენებ, განსაკუთრებით 64 ბიტიან ვინდზე, სახლშიც Avira მიყენია Win7-ზე, XP-ზე კი MSE

პოსტის ავტორი: davizo70 Mar 18 2010, 07:43 AM

ისე, საინტერესო შედეგები მივიღეთ–მსოფლიოში კასპერსკი ლიდერობს გამოკითხვების უმრავლესობაში, აქ კი მას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენთან კომპიუტერების უმრავლესობაზე უარყოფითად აისახება მის მიერ დიდი რესურსების მოხმარება (თუმცა მე კასპერსკის ანტივირუსისი ბოლო ვერსია სადაც დამიყენებია, ეს პრიბლემა არ შემინიშნავს) და გასაღებების ხშირი დევნა (აქაც შესანიშნავად მუშაობს ტრიალ ვერსიის გასაგრძელებელი პროგრამა). მოკლედ, კასპერსკი ჩემი არჩევანია.

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 18 2010, 06:54 PM

davizo70
მე საერთოდ, ესეთი ჩვევა მქონდა, ანტივირუსს არ ვიყენებდი პირადი სარგებლობის კომპზე წლების განმავლობაში. მეორე კომპზე, რომელიც ოჯახის საერთო მოხმარების იყო, ყოველთვის ანტივირუსი მეყენა ხოლმე.

აი როცა MSE გამოვიდა, ავდექი და დავაყენე საკუთარ კომპზეც, იმის მერე ეგრე მაქვს, ვერც კი ვგრძნობ ანტივირის არსებობას, ანუ რესურსებზე პრაქტიკულად არ აისახება. იგივე ავირა, იგივე კასპერსკი, იგივე NOD-ი... მუდამ თავს მახსენებდნენ ხოლმე, ხან აპდეიტი, ხან KEY-ს ვადა გაუვიდა, ხან ესა, ხან ისა... ეს MSE დგას და არ იგრძნობა, სანამ სისტემაში ვირუსი არ ამოყოფს თავს, აპდეიტებსაც ჩუმად აკეთებს, KEY ამას არ სჭირდება და... smile.gif

კასპერა მძიმე ანტივირია მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძლიერ კომპზე ვერ იგრძნო დიდად, გაატარე ბენჩმარკები ჩართულ და გამორთულ KAV-ზე და მიხვდები.

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 24 2010, 03:15 PM

Power_VANO
ავირაც რომაა გაშვებული არ იგძნობა მანდამაინც, ვგულისმობ სსასტარტო ვერსიას smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 25 2010, 09:19 AM

otosaxel
გეთანხმები, Secure Start მაქვს ჩარტული და სისტემის ჩართვისას ანტივირის splash screen-იც არცანს, მომენტ5ალურადაა ჩართული და თრეიშია გაშლილი ქოლგა smile.gif (ამას ცუდი დაბოლოებაც აქვს smile.gif )
ასევე, სკანირების სიჩქარეც მოშნად გაზრდილია...(მე-10 ვერსიაში)
Profesional-ის და Security suite-ს ბეტები მიყენია სხვა კომპზებზე (სანამ საფორთი აქვს იყოს)და არც მაქ იგრძნობა ტორმუზებბი,
მართალია ბენჩმარკი არ გამიკეთება ცართულ/გამორთულზე, მაგრამ მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 25 2010, 03:46 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 25th March 2010 - 01:19 PM) *
გეთანხმები, Secure Start მაქვს ჩარტული და სისტემის ჩართვისას ანტივირის splash screen-იც არცანს, მომენტ5ალურადაა ჩართული და თრეიშია გაშლილი ქოლგა smile.gif (ამას ცუდი დაბოლოებაც აქვს smile.gif )

ეგ არ გამახსენო biggrin.gif, საერთOდ მაგას არ ვრთავ ხოლმე მაგრამ რომ დამეტესტა ერთხელ ჩავრთე....


მაგას რამდნიმე მინუსი ქონდა ჩემთან, თუმცა შენც გიწერია რომ ცუდი დაბოლოება ქონდა tongue.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 29 2010, 07:18 PM

otosaxel
ცუდ დაბოლოება "გაშლილ ქოლგას" აქვს ტერმინს უბრალოდ smile.gif უფრო სწორად აზრი აქვს ცუდი smile.gif

პოსტის ავტორი: fashisti Mar 29 2010, 09:21 PM

gi0_kiborg
ეგ Secure Start არასდროს არ მომინიშნია და რა პლიუს მინუსები აქვს? ნუ მანდ კი წერია უფრო ნელა ჩაირთვებაო ეგ კომპი მაგრამ თქვენი აზრით დაახლოებით ეგ სინელე რამდენ წამში გამოიხატება?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 29 2010, 10:50 PM

fashisti
ვერ გეტყვი რამდენი წამით შეანელებს, არ დამითვლია ნამდვილად smile.gif
მაგრამ ვერ იგრძნობ
უნრალოდ, Windows-ის ჩარტვისას ყველაზე სწრაფად ცდილობს ჩატვირთვას და შემდეგ ამოწმებს დანარჩენ ავტოგაშვებად პროგრამებს
ვთქვათ ვირუსი რომ ჩაჯდეს აუტორანში გიშველის იდეაში

პოსტის ავტორი: zaza.r Mar 30 2010, 12:50 PM

მე MSE მომწონს,მაგრამ რამდენ კომპზეც დამიყენებია რაღაც თითქოს გრუზავს კომპს.ამის შემოწმება როგორ შეიძლება MSE გრუზავს თუ რაიმე სხვა პროცესი?

პოსტის ავტორი: Giga1 Mar 30 2010, 01:10 PM

zaza.r

ციტატა(zaza.r @ 30th March 2010 - 01:50 PM) *
მე MSE მომწონს,მაგრამ რამდენ კომპზეც დამიყენებია რაღაც თითქოს გრუზავს კომპს.ამის შემოწმება როგორ შეიძლება MSE გრუზავს თუ რაიმე სხვა პროცესი?

მარტივად,თუნდაც Task Manager-ში.სანამ ჩართავ MSE-ს ნახე რამდენი ოპერატიული მიაქვს კომპს,შემდეგ ჩართე MSE და ნახე რამდენი დაიკავა smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 30 2010, 01:21 PM

ციტატა(zaza.r @ Mar 30 2010, 03:50 PM) *
მე MSE მომწონს,მაგრამ რამდენ კომპზეც დამიყენებია რაღაც თითქოს გრუზავს კომპს.ამის შემოწმება როგორ შეიძლება MSE გრუზავს თუ რაიმე სხვა პროცესი?

არადა MSE ერთ-ერთი "უმსუბუქესი" ანტივირუსია, ფაქტიურად ვერც გრძნობ რომ აყენია

პოსტის ავტორი: fashisti Mar 30 2010, 03:10 PM

რავი მე ჩემ ლეპტოპზე რომ დავაყენე 99-100 პროცენტზე გრუზავდა პროცესორს ხოლო ის ფუნქცია რომ გავუთიშე რაც კომპს გრუზავდა მერე საერთოდ აღარ ასკანირებდა ფაილებს ანუ ვირუსი შეიძლება გამეშვა და ანტივირუსი არ შეამოწმებდა მას შესაბამისად ვერც აღმოაჩენდა ასე რომ წაშლა მომიწია...

gi0_kiborg
ოკ გასაგებია... მერე დავტესტავ წამზომით ჩატვირთვის დრო როგორ შეიცვლება და აქაც დავწერ

პოსტის ავტორი: fashisti Mar 31 2010, 11:18 AM

აუ Secure Start როგორ ჩავურთო ხომ არიცით ვინმემ? მთელი ანტივირუსი გადავქექე და ვერ ვიპოვე ეგ ფუნქცია და მხოლოდ ინსტალაციის დროს შეიძლება მაგის მითითება?

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 4 2010, 02:23 PM

fashisti

ციტატა(fashisti @ 31st March 2010 - 03:18 PM) *
აუ Secure Start როგორ ჩავურთო ხომ არიცით ვინმემ? მთელი ანტივირუსი გადავქექე და ვერ ვიპოვე ეგ ფუნქცია და მხოლოდ ინსტალაციის დროს შეიძლება მაგის მითითება?

მაგას ინატალაციის დროს უთIტებ და კომპის ჩატვირთვას ცოტა ანელებს, ნუ ნაკლებად შესამჩნევია, Weclcome screen-ამდე, ცოტა ხნით ადრე და +-ი ისაა, რომ დრაივერივით ირთვება უფრო სწრაფად და უფრო დაცულად მუშაობს, თუმცა ამ ჩატვირთვას ქონდა ხოლმე --ები, BUG-ის პონტში რა. ნუ მაგ რეჟიმს ირჩევ ინსტალციის დროს, ოღონდ custom უნდა აირჩიო რა smile.gif

პოსტის ავტორი: zvi_akon777 Jun 6 2010, 08:45 AM

მე ავასი მიყენია ეხლა და კმაყოფილი ვარ Avast Pro Antivirus 5 dll ფაილით გატეხილი.
სხვათაშორის მეყენა Eset Smart Security 4 და ეგეც ძაან კარგია (კომპის ჩარვისთანავე 15-20მბ იკავებს)(კიდევ egui.exe მარტო კი არა ესეტის არამედ ekrn.exe-ც
ეგუი მენიუს წარმოადგენს ეკრნ კი მაგის ფირევალლ-ს ანტივირუს,ანტისპამს და სხვას)
Kaspersky არ მქონია (ერთ ბირთვიანი 1.6გჰზ მაქ პროცი და რამიც DDR2 256მბ)
AVG-ც მქონდა და მგრუზავდა
Mcafee-ც მქონდა და ტვინი ჭაჭამა
symantec კი ისე მაკონტროლებდა და მგრუზავდა...
Malwarebytes - ც ძაან მაგარია
მოკლედ თუ ხარისხიანი დაცვა გინდა და ძაან ბევრი კაცი ჯდება კომპზე დააყენე Avast! 5 Free მთავარ ანტივირუსად (მაგის სერიალების კოლეკცია მაქ) Malwarebytes-ი ან Doctor Web Cure.it სკანერად(მე მალვეარბიაითსი მირჩევნია) ფაირვოლი comodo ან Outpost

პოსტის ავტორი: fashisti Jun 6 2010, 09:31 AM

ეხლა დავრწმუნდი რომ ლამერებს ავირა არ უნდა დაუყენოს კაცმა... ყოველ შემთხვევაში მე როცა მიყნია ავირა არანაირი ვირუსი არ მაწუხებს და კარგადაა ყველაფერი 3 დღის წინ ერთს დავუყენე ავირა ვინდოუსის გადაყენების შემდეგ და გავგიჟდი რომ ავედი სულ სავსე იყო კომპი ვირუსებით ავირა კი საერთოდ ვირუსებმა დაბლოკეს და ითიშებოდა... იგივე ერთ ჩემ მეგობარს დავუყენე რამდენიმე კვირის წინ ავირა და ასევე ბლომად აქვს ვირუსები...


მემგონი კასპერსკია ყველაზე კარგი ესეთ შემთხვევებში არც შეეკითხება ისე წაშლის ვირუსს და თავდაცვაც კარგი აქვს (აი უფასო ვერსია რომ არ არის ეგ ტეხავს) თუმცა ავირას მეოთხე ვერსიას როგორც მახსოვს არ აქვს ეგ ფუნქცია რომ ვირუსი გაატაროს და ეგ ყველაფერი როგორ მოახერხეს არვიცი...

პოსტის ავტორი: zvi_akon777 Jun 6 2010, 12:31 PM

ვაბშე Eset Smart Security 4

პოსტის ავტორი: compserv Jul 6 2010, 09:17 AM

მე ESET-ს ვამჯობინებ ყველა ანტივირუსს, განსაკუთრებით Eset Smart Security 4, რადგან მალ-მალე განახლებადი ბაზები აქვს, გასაღებების შოვნა არ ჭირს, მსუბუქია კომპიუტერისთვის, ამიტომ თითქმის ყველა სიძლიერის კომპიუტერი იტანს და ნორმალური და გასაგები ინტერფეისი აქვს, შესაბამისად ვირუსებსაც კარგად იჭერს.

პოსტის ავტორი: compserv Jul 11 2010, 08:59 AM

მე საერთოდ eset-ის ფანი ვარ განსაკუთრებით ESET Smart Security, მსუბუქია კომპიუტერისთვის, მალ-მალე განახლებადი ბაზები აქვს და შესაბამისად ეფექტურია, ნორმალური ინტერფეისი აქვს და გასაღებების შოვნას არ ჭირს. kaspersky-ც ძალიან კარგია ჩემი აზრით ოღონდ ძლიერ კომპიუტერზე, მოკლედ მე მომწონს eset და kaspersky და მათი აქტიური მომხმარებელი ვარ.

პოსტის ავტორი: archila1 Oct 9 2010, 10:10 PM

bitdefender total security 2010 მიყენია რამდენიმე თვეა smile.gif სუულ ადრე ნოდზე ვყავი, მაგრამ მერე შევატყე რო განახლებებში უჭირდა. გვიან დებდნენ ახალი ვირუსების ბაზებს და ამიტომ სულ გვიან მიწევდა ხოლმე კომპის გაწმენდა, არადა როგორ მიყვარდა sad.gif biggrin.gif მერე ავირას ვაყენებდი ხოლმე, მაგრამ არ ვიცი სად ახერხებს ეს ხალხი ამ ვირუსების აკიდებას, მოკლედ ან ანტივირუსს ერხეოდა ან კომპს და ანტივირუსს ერთად და მოკლედ ვერც ვწმინდავდი და ვერც ვაჩუმებდი... გადავედი მერე ავასტზე. ახალი როა, ყვითელი smile.gif 5.0.594 ვერსია მაქ მგონი საინსტალაციო, მოკლედ რაც გადმოვწერე ავასტის საიტიდან თავის დროზე ის. მშვენივრად მუშაობს და ავირასაც წინიდან და უკნიდან biggrin.gif თან Silent mode აქვს. ჩართე ნასტროიკებიდან და სულ არ გეცოდინება რომ ანტივირუსი გიყენია თუ კუთხეში ხატულას არ შეხედავ ხოლმე smile.gif თან სუსტ კომპებზეც საკაიფოდ მუშაობს, თითქმის არ ტვირთავს. DR.Web მეყენა ერთი პერიოდი მაგრამ რესურსებსის ჭამა უყვარს და საქმის კეთება არა sad.gif თან სკანირებას დიდ დროს ანდომებს სასწაულად, მაგრამ ერთადერთი პლიუსი ის აქვს რომ ვირუსებს კარგად უმკლავდება. ანუ უმეტესობას რასაც სხვა ანტივირუსები უბრალოდ მიაშლიდნენ ეს კურნავს. ხოოდა ბოლოს რო გამიჩნდა ცოტა ნორმალური კომპი ვეძგერე bitdefender-ს. რამდენიმეგან წავიკითხე რომ კარგად მუშაობს და დატესტვის მიზნით. ხოდა დავრჩი კიდეც ამაზე biggrin.gif რაცდ შეეხება MSE ძალიან არ გაომადგა. თუ ინერნეტი არ გაქ და განახლება არ გაუკეთე წითლდება და სასწაულად ტვირთავს კომპს, და რომ მქონდა ინტერნეტი მაინც მოშნად ტვირთავდა სანამ არ ჩაირთვებოდა. ვირუსს თუ იპოვიდა სანამ ხელით არ წავაშლევინებდი იდგა ვირივით და თან გაწითლებული + ჭედავდა. ხოდა მოკლედ დავაყენე ბიტდეფენდერი და დავისვენე ხალხო smile.gif ჩართე Game mode და იგულავე biggrin.gif ანუ დატვირთე კომპი,გამორთე და შევარდი ინტერნეტში და გადაურბინე თავზე ავირებს, ავასტებს, ნორტონებს, AVG სისულელეებს და ასე შემდეგ smile.gif tongue.gif ეუფ რამდენი ვწერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: gormeri Apr 7 2011, 05:00 PM

მირჩიეთ რა რომელი ანტივირუსი დავაყენო და საიდან გადმოვიწერო რომ უპრობლრმოდ დავაინსტალირო?

პოსტის ავტორი: ucha08 Apr 7 2011, 05:08 PM

ავასტ 6

პოსტის ავტორი: gormeri Apr 7 2011, 05:35 PM

გაიხარე ასეთი ოპერატიულობისთვის. დღევანდელ ხარებასაც გილოცავ...

http://www.radikal.ru
ეს მაქვს, მაგრამ ეჩვი მაქვს რომ მთლად კარგად ვერ მუშაობს, რადგან ჯერ არაფერი დაუჭერია (2-3 თვეა რაც დავაყენე) და დავიჯერო ასე უსაფრთხოდ ვმუშაობთ? smile.gif

ეგ როგორ და საიდან გადმოვიწერო და რაც მთავარია ... ლიცენზიის პრობლემა როგორ მოვაგვარო? smile.gif

http://www.radikal.ru

უი, სურათი რატომ არ გახსნა?

http://www.radikal.ru

ისე დაგიწერ : avast! free antivirus ასე აწერია