მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი
Power_VANO
პოსტი Apr 6 2010, 05:32 PM
პოსტი #1


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.

რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები.

აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33
ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც.


ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC.
რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით.



მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ესეც მცირე ფოტოგალერეა:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Apr 8 2010, 10:13 AM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



პირველ რიგში, ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა ლაპარაკი და მეც დავაფიქსირებ - არ მგონია, რომ კომპი წიგნს ვერ შეცვლის :-) პირიქით E-Ink-ზე დაფუძნებული ელ. წიგნები იძლევა საშუალებას, ზუსტად ფურცლის ანალოგიური, თვალების დამზოგავი გამოსახულება მივიღოთ და ამასობაში ერთი საშუალო სისქის ჟურნალისხელა მოწყობილებაში მთელი ბიბლიოთეკები ჩავატიოთ. მოქნილობაც მოწოდების სიმაღლეზეა - ერთ დატენვა შეიძლება კვირების მანძილზე იმყოფინოთ და ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მონიტორი მდგრადია როგორც დეფორმაციის, ასევე დაწნეხვის მიმართ (როგორც ფურცელი). შესაძლებელია ტექნოლოგიაზე სენსორული ეკრანის დამატება; და ბოლოს - მოწყობილობა ჩვეულებრივი კომპიუტერია და შეიძლება ისეთი გამოყენებების მოძებნა, როგორიც ჩვეულებრივ ფურცელზე შეუძლებელია. მაგალითად, სასურველ სიტყვაზე დაჭერით მისი განმარტების ნახვა (ჩაშენებული ლექსიკონი), წიგნში ფრაზის ძებნა, ბლოგების დათვალიერება და ჟურნალ-გაზეთების გამოწერა და ასე შემდეგ.

[ვინც ამ ინდუსტრიას არ იცნობთ, თვალს წყალი დაალევინეთ - იხილეთ Skiff E-Reader]

მოკლედ, უპირატესობა უზარმაზარია და ჩემი აზრით, 10-15 წელიწადში წიგნები უკვე "მოძველებულის" სტატუსს მიიღებს. ანუ ეს ინიციატივა არ მომწონს არა იმის გამო, რომ "წიგნებს ებრძვიან" და ასე შემდეგ.

Power_VANO
რაც შეეხება თამაშებს - შენს დადებულ Sugar UI-ს დემონსტრაციაში ჩანს თამაშები :-) თან ასე 10 ცალი. და ტექნიკურად (თუმცა გეთანხმები, რომ პირველკლასელი ვერ გააკეთებს ამას) შეიძლება უფრო საინტერესო თამაშების ჩაწერაც: მაგალითად, SimCity-სი (წყარო: ვიკიპედია).

გრძელვადიან ინვესტიციაზე - შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ რომ ამბობ, ეყოფა ბავშვს მე-5 კლასამდეო, ვერ ვხვდები - ცოტა ხნით შევეშვათ წიგნების ჩანაცვლების არგუმენტს - საერთოდ რაში სჭირდება ეს კომპი თუნდაც პირველ კლასში? ერთადერთი ის ვიფიქრე, კომპიუტერული უნარების განსავითარებლად-მეთქი და Sugar UI თურმე ჩვეულებრივ სამომხმარებლო ინტერფეისს არაფრით ჰგავს. ანუ როცა ვინდზე გადაჯდება (და ეს ნამდვილად მოხდება), ბავშვს ისევ თავიდან მოუწევს მთელი ინტერფეისის და თუნდაც იგივე ვორდის (Sugar UI-სეული ანალოგი უბრალოდ სასაცილოა) შესწავლა. და მართლა გადასარევი არგუმენტი - დაწყებითების მასწავლებლებს XO-1-ის ათვისებაღა აკლიათ :-)

[გეთანხმები ენერგომოხმარების საკითხში, მაგრამ როგორც დავწერე, OLPC-ს გადაცემის აზრს ვერ ვხედავ საერთოდ, ცარიელი კარგი ენერგომოხმარება კი ვის რად უნდა :-)]

მშობლების ფაქტორი ცოტა უფრო რთული რამეა - დავიჯერო, არცერთ პატარა ბავშვს არ იცნობ, რომელიც პირდაპირ გამოსულელებულია კომპიუტერთან ჯდომით იმიტომ, რომ მშობლებს დრო არ აქვთ მისახედად, ან არ/ვერ უკრძალავენ? ო, არა, არ ვამბობ, რომ OLPC-ების დარიგებით ერი დაშტერდება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ შეიძლება ასეთი სიტუაციები მომრავლდეს. და ეს მსხვერპლი გაიღება იმისთვის, რომ ბავშვებმა წიგნები არ ატარონ?

კარგი, თავისთავად ის ფაქტი, რომ ბავშვებს მძიმე წიგნებს ერთი მსუბუქი მოწყობილობით ვუცვლით, მისასალმებელია, მაგრამ როგორც სოსომ თქვა, ერთადერთი მინუსი კომპების ისაა, რომ მონიტორიდან კითხვა მოუხერხებელია. მაშინ რაღატომ გადავცემთ ბავშვებს "ფინტიკლუშკა" ყოვლად უსარგებლო კომპიუტერებს, როცა შეიძლება იმავე ფასში ცოტა არამიმზიდველი გარეგნობის, მაგრამ ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი ელექტრონული წიგნები დავურიგოთ?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Power_VANO   XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!   Apr 6 2010, 05:32 PM
- - Power_VANO   იზ ენიბადი ჰეა?   Apr 7 2010, 01:52 PM
- - otosaxel   Power_VANO ჩემი აზრით პირ...   Apr 7 2010, 01:54 PM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 6...   Apr 7 2010, 02:01 PM
- - Power_VANO   Giga1 otosaxel ნუ იდეაში XO OLPC...   Apr 7 2010, 02:16 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Apr 7 2010, 02:32 PM
- - Power_VANO   otosaxel და მაგას ვის ურ...   Apr 7 2010, 03:45 PM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Apr 7 2010, 04:47 PM
- - domen   არ მომწონს. ლეპტოპ...   Apr 7 2010, 05:10 PM
- - Power_VANO   Giga1 ციტატა(gigalobjanidze @ 7t...   Apr 7 2010, 08:47 PM
- - AGAPO   კომპი წიგნს ვერ შე...   Apr 7 2010, 10:56 PM
- - სოსო   ციტატა(AGAPO @ Apr 8 2010, 02...   Apr 8 2010, 08:23 AM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Apr 8 2010, 09:25 AM
- - davizo70   მეც მგონია, რომ კომ...   Apr 8 2010, 09:44 AM
- - Giga1   davizo70 ციტატა(davizo70 @ 8th A...   Apr 8 2010, 09:48 AM
- - domen   პირველ რიგში, ცოტა ...   Apr 8 2010, 10:13 AM
- - სოსო   ვაბშე რა ბრძლოაზე ...   Apr 8 2010, 10:18 AM
- - mixomai   7კლასელს არ მომცემ...   Apr 8 2010, 10:18 AM
- - Giga1   ვააჰ,ხედავთ ?! ფორ...   Apr 8 2010, 10:21 AM
- - სოსო   ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 01...   Apr 8 2010, 10:22 AM
- - Giga1   სოსო ციტატა(utilizatori ...   Apr 8 2010, 10:27 AM
- - სოსო   ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 01...   Apr 8 2010, 10:33 AM
- - Giga1   სოსო ციტატა(utilizatori ...   Apr 8 2010, 10:38 AM
- - otosaxel   მოკლედ ამ კომპებს ...   Apr 8 2010, 03:51 PM
- - Giga1   ციტატა(otosaxel @ 8th April 2010 ...   Apr 8 2010, 06:58 PM
|- - davizo70   ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 11...   Apr 8 2010, 07:20 PM
- - maugli   ბავშვებს ხალხი ისე...   Apr 8 2010, 07:28 PM
- - Giga1   ციტატა(maugli_17 @ 8th April 2010...   Apr 8 2010, 07:40 PM
- - maugli   პატარა ძმა მყავს დ...   Apr 9 2010, 05:56 AM
- - davizo70   ისე, წიგნებიც აფუჭ...   Apr 9 2010, 06:42 PM
|- - maugli   ციტატა(davizo70 @ Apr 9 2010, 07...   Apr 10 2010, 08:19 AM
- - DONNER   სისულელეა...მე ვეწი...   Apr 10 2010, 05:37 PM
|- - maugli   ციტატა(DONNER @ Apr 10 2010, 05...   Apr 19 2010, 04:32 PM
- - domen   უკრაინელი მოსწავლ...   Apr 19 2010, 05:47 PM
- - davizo70   წიგნი თუ არ უყვარს,...   Apr 19 2010, 07:15 PM
- - smart22   სისულელეა ეგ კომპი...   Apr 20 2010, 04:25 AM
- - davizo70   ალბათ დრო გამოაჩნს...   Apr 20 2010, 07:32 AM
- - smart22   მაგრამ მერე გვიან ...   Apr 20 2010, 08:27 AM
- - maugli   ციტატაწიგნი თუ არ ...   Apr 20 2010, 12:00 PM
- - davizo70   არავის უთქვამს, რო...   Apr 20 2010, 12:17 PM
- - smart22   ხო მაგრამ რომელი ბ...   Apr 20 2010, 05:32 PM
- - davizo70   გააჩნია სკოლაში მა...   Apr 21 2010, 06:11 AM
- - maugli   ციტატაარავის უთქვ...   Apr 22 2010, 03:53 PM
- - Giena   ლექსის მწერალი ხში...   Apr 23 2010, 01:04 PM
- - maugli   ციტატამ.მ. მხოლოდ ვ...   Apr 24 2010, 07:46 AM
- - Giena   maugli ციტატა(maugli_17 @ 24th A...   Apr 24 2010, 10:43 AM
- - CHABA   დაწყებითი კლასები...   Apr 24 2010, 11:10 AM
- - Giena   ფილმი თუ გაქვთ ნან...   Apr 24 2010, 01:04 PM
- - smart22   გიენა +100000000000000   Apr 24 2010, 01:39 PM
- - Sh@ko   ფორუმ.გეზე ერთი მა...   Apr 26 2010, 12:22 PM
- - Giena   ძალიან საინტერესო ...   Apr 27 2010, 05:08 PM
- - SamaRa   მეც მგონია რომ ნამ...   Jan 20 2011, 12:27 PM
- - davizo70   მე მგონია, ჩვენს მს...   Jan 20 2011, 01:15 PM
- - AGAPO   პირველ კლასელს კომ...   Jan 21 2011, 04:17 AM
- - Power_VANO   ცოტა გამოვაცოცხლო...   Mar 26 2011, 08:41 PM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 26 2011, 09:48 PM
- - Power_VANO   Giena გმადლობ, გმადლო...   Mar 27 2011, 07:31 AM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 30 2011, 02:40 PM
- - nick_el_son   XO OLPC-ებს ჯობდა კინდლ...   Mar 30 2011, 06:24 PM
- - Power_VANO   ჰოოო, ახალი ამბავი ...   Mar 31 2011, 07:21 PM
- - Bekward   Power_VANO ციტატამაგრამ ...   Jun 3 2011, 10:15 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 07:57 AM