XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
Apr 6 2010, 05:32 PM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.
რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები. აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33 ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც. ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC. რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით. მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც მცირე ფოტოგალერეა: (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 7 2010, 03:45 PM
პოსტი
#2
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
otosaxel
და მაგას ვის ურიგებდნენ? 10-სნების პროექტი რომ იყო? ითქვა რომ ეგ 10-სნების დაჯილდოების პროექტი გაგრძელდება ისევო. plastic გეთანხმები აბსოლუტურად. კარგის მეტი რა უნდა იყოს ესეთი სიახლე. ისე, არ ვიცი რა იქნება 6 წლის მერე, მაგრამ ვისურვებდი, რომ როცა ჩემი შვილი სკოლაში შევა ესე კარგად დაასაჩუქრონ. თუმცა ჯერ ბავშვიც პროექტშია და ამ ქვეყნის დატოვებაც აბა რა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კი არა, ძალიან გაიაფდა კომპები, მაინც პრობლემატურია ბევრი ოჯახისთვის თუნდაც ერთი კომპის ქონა. ეს OLPC კიდევ იგივე ენერგომოხმარების მხრივაც ძალიან მინიმალისტია და ფინანსურად სუსტი ოჯახის ბიუჯეტსაც არ დააწვება მძიმე ტვირთად. -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th April 2024 - 09:33 AM |