მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი
Power_VANO
პოსტი Apr 6 2010, 05:32 PM
პოსტი #1


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.

რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები.

აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33
ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც.


ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC.
რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით.



მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ესეც მცირე ფოტოგალერეა:

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg)

(IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Power_VANO
პოსტი Apr 7 2010, 08:47 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Giga1
ციტატა(gigalobjanidze @ 7th April 2010 - 08:47 PM) *
მასიური კომპიუტერიზაციის პროცესი იქნებაო,რომ იძახი,ეს რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ არა სწავლის მხრივ.ტექნოლოგია მეტნაკლებად უნდა ერეოდეს სწავლაში (ინფორმატიკის დონეზე) და არა ისე რომ წიგნები კომპიუტერებმა შეცვალონ

წიგნის კომპით შეცვლა არც უნდა იყოს ამ კომპების დარიგების მიზანი. მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ სკოლაში კომპი მხოლოდ ინფორმატიკის დონეზე უნდა იყოს საჭირო და ისწავლებოდეს. გაცილებით მეტია საჭირო, გაცილებით მაღალ დონეზე სწავლება და კომპის მოსწავლეების რეალურ ცხოვრებაში ჩართვა. რატომ? იმიტომ რომ უნივერსიტეტში უკვე კომპი ძალიან აქტიურად დასჭირდებათ, თითქმის ყოველდღე. და აღმოაჩენენე მერე ეს ბავშვები, რომ თურმე Word-ი არ იციან. რომ თურმე გვერდების დანომვრისთვის ციფრებს გვერდის ბოლოში სვამენ, მერე კი როცა რამეს ჩაასწორებენ ნაშრომში, ეს "დანომვრა" ერევათ. აღმოაჩენენ, რომ "პრობელით" აბზაცების გამოყოფა ძალიან ცუდია და ა.შ. პირადად ნანახი მაქვს და ვხედავ უამრავ ასეთ ნაშრომს, რომლის ავტორმა უბრალოდ არ იცის როგორ კეთდება ვორდში გვერდების დანომვრა, აბზაცების გამოყოფა, ხაზებს შორის დაშორების რეგულირება, სქოლიო... ხომ უმარტივესი რაღაცებია? მაგრამ არ იციან და ცდილობენ იოლი გზა ნახონ იგივე "პრობელებით", "ენტერებით" და ა.შ.

გასაგებია რომ შენ იცი, მე ვიცი, დომენმა იცის, ჩვენი ფორუმის წევრების უმეტესობამ იცის, მაგრამ რეალურად რომ ვუყურებ სიტუაციას, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს ყველაფერი არ იცის. თან აქ არაა საუბარი მარტო ვორდზე, იგივე ვინდოუსის ნორმალური ცოდნაც აუცილებელია, ბროუზერისაც უნდა გესმოდეს, მეილსაც უნდა ხმარობდე ნორმალურად და ა.შ.

ჰოდა ვფიქრობ, რომ რაც უფრო ადრინდელი ასაკიდან დაიწყება ბავშვის კომპ. განათლება, მით უკეთესია. + ის რომ ბავშვს კომპს აძლევენ, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბოდიშით და პამპერსივით ატარებს? მშობელი ჰყავს იმ ბავშვს და გააკონტროლებს (წინასწარ შევთანხმდეთ იმაზე, რომ მშობელი შვილის ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს და ზრუნავს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ).

+ მეზობელ ფორუმზე (oc.ge) გამოითქვა საინტერესო მოსაზრებაც:
ციტატა(OverDozeD @ 07 April 2010 - 11:07 PM) *
აუ ისეთი კომენტარები წავიკითხე თითქოს წიგნები ხელიდან გამოგვტაცეს გეყოფათ ამდენი სწავლაო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მე მიმაჩნია, რომ ბავშვი თუ თავიდანვე შეეჩვევა კომპს, მერე და მერე აღარ გახდება ე/წ კომპის "ხამი" და უფრო რაცინალურად გამოიყენებს მას.
ჩინეთში კიდევ მასიურადაა მოდებული და ერთერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ იქ იწყობა ძირითადად ესეთი მინი ნეტტოპები და ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე სხვაგან.

XP და ქაუნთერი დაივიწყეთ ამ ნეტტოპზე, ფედორასტი ლინუქსი აყენია, sugar UI-თ ბავშვებმა რომ ადვილად აღიქვან სიმბოლოებიანი გრაფიკა

აგერ ნახეთ და თავად განსაჯეთ
[media]http://www.youtube.com/watch?v=T40RG2FqjOc[/media]


გაბოლდებულ ნაწილს მეც ვეთანხმები ორივე ხელით. მე პირადად ოჯახში კომპი სადღაც 9 წლის წინ გამიჩნდა მგონი, თუ არ ვცდები, ნუ +-1 წელი. მანამდე კომპთან ურთიერთობა მხოლოდ 3-4-ჯერ თუ მქონდა, ისიც თამაშების დონეზე (პატარა ვიყავი მაშინ, 10 წლის მიახლოებით). და ვინ იცის, რამდენი დღე გამიტარებია ჩემს სახლის კომპთან რაღაც ენით აუწერელი ინტერესის გამო ამ ოთხკუთხა ყუთის მიმართ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხო, შეიძლება კომპის "ხამობაც" ვუწოდო იმას, მაგრამ ახალი ხილი იყო, ვეებერთელა ინტერესი მქონდა და უამრავ დროს ვუთმობდი კომპს. ახლა უფრო რაციონალურად ვიყენებ ნამდვილად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

დარწმუნებული ვარ, თქვენი უმეტესობაც ასევეა.


domen
ნამდვილად არის შენს პოსტში მშვენიერი არგუმენტები, გეთანხმები მეც რაღაცმხრივ, მაგრამ იმის გამო, რომ მინდა ეს თემა სადისკუსიოდაც გამოვიყენოთ და ზოგადადაც ვისაუბროთ ამ პროექტზე, რომ სანამ რეალურად განხორციელდება, უმეტესი ინფო და შეფასებები სახეზე გვქონდეს, ამიტომ "კონტრარგუმენტებიც" უნდა წამოვაყენო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


ციტატა(domen @ 7th April 2010 - 09:10 PM) *
ლეპტოპების დარიგება იზოლირებულად რომ განვიხილოთ, სპეციალისტი არ ვარ და არგუმენტად არ ვიყენებ, მაგრამ პროფესიონალი ექიმებისგან გამიგია, პატარა ბავშვისთვის დიდხანს ეკრანთან ჯდომა არ შეიძლებაო. მეორეც - ვითომ მარტო კითხვისთვის გამოიყენებენ ბავშვები ლეპტოპს? აი, ვთქვათ, Kindle-ები ან რამე მსგავსი დაერიგებინათ, სწავლის კუთხით (ტექნიკურად შეუძლებელია ასეთი მოწყობილობით კითხვის გარდა რამეს გაკეთება და თვალებისთვისაც უკეთესია) ნამდვილად მეტად გამართლებული იქნებოდა. არც ფასი იქნებოდა დიდად განსხვავებული.

პატარა ბავშვისთვის კი არა, ჩვენთვისაც არ შეიძლება, აგერ მე და შენ პრაქტიკულადაც გამოცდილი გვაქვს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
უბრალოდ, იგივე მშობლის ფაქტორს მოვიშველიებ და სკოლაში მასწავლებლის ფაქტორს, რომლებმა უნდა აკონტროლონ ბავშვების კომპთან ურთიერთობის ხანგრძლივობა. ანუ სიტყვაზე სახლში ამას მშობელი გააკეთებს, სკოლაში კი მასწავლებელი ხომ არ დაჯდება და უყურებს, როგორ იყურებიან მთელი დღე მოსწავლეები კომპებში, რაცხა სათქმელი იმასაც ხომ აქვს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
მოკლედ, IMHO არ უნდა იყოს რთული ბავშვების მაგ მხრივ გაკონტროლება, პირველკლასელების მით უმეტეს.

აი რაც შეეხება რისთვის გამოიყენებენ ბავშვები ლეპებს, როგორც გავიგე, XO-ზე ფედორაა ჩაწერილი Sugar UI-თი. ახლა ვერცერთი დაწყებითი კლასის მოსწავლე ფედორაზე თამაშებს ვერ ჩაწერს და იმედი ვიქონიოთ, რომ უაზრო და დროის გასაყვანი თამაშები თან არ მოჰყვება მაგ კომპებს.


ციტატა(domen @ 7th April 2010 - 09:10 PM) *
ცოტა ზოგადად რომ შევხედოთ - არავის არ ვახვევ თავზე, ჩემი მოსაზრებაა - განათლების სისტემა ჭაობშია. მასწავლებლები არაფერში ვარგიან - სპეციალურ ფსიქოლოგიურ მომზადებას თავი დავანებოთ, საკუთარი საგანი არ იციან; სკოლებში სიტუაცია კრიმინალურისკენ მიდის, ეგ ლეპტოპები იქნებ და მეორე დღეს აახიონ ბავშვებს უფროსმა ბიჭებმა; და ბოლოს, მახსოვს, ერთხელ როგორღაც ჩამივარდა ხელში სტატისტიკა - სკოლები ვერ იღებენ პროფესიონალ მასწავლებლებს და პედაგოგიური სასწავლებლები ძალიან ცოტაა, ანუ ჯერჯერობით ახლანდელი მასწავლებლების პროფესიონალებით ჩანაცვლების პროცესის დასაწყისის დასაწყისიც კი არ დაწყებულა. ამასობაში კი გამოდის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ვურიგებთ ბავშვებს $200-იან ლეპტოპებს, როცა წიგნები მაგის ნახევარიც არ დაჯდებოდა. კითხვა - არასწორი მიმართულებით ხომ არაა მიპყრობილი განათლების სამინისტროს ყურადღება და ფინანსები?

გეთანხმები, ჩვენ დროს დაწყებულმა რეფორმებმა არ გაამართლა, სისტემა ჭაობშია. მასწავლებლების უმეტესობაც ნამდვილად ვერ "ქაჩავს".
აი ფინანსების მიმართულებას რაც შეეხება, რა დასამალია, ამ გადამზადების და მასწ-ების მომზადების პროგრამებისა მე არაფერი ვიცი, მაგრამ ამ OLPC-ებს ვუყურებ, როგორც "ინვესტიციას" რომელიც ბავშვს გამოადგება მინიმუმ 5-7 წელი მაინც (წიგნს კი მხოლოდ 1 წელი ისწავლიდა, არც მეტი, არც ნაკლები). აბსოლუტურად საკმარისია XO OLPC-ს დონის კომპი მე-5 და ალბათ მე-7 კლასელისთვისაც.
თუმცა, აშკარაა, რომ მხოლოდ Sugar UI და პიქტოგრამები ვერ გვიშველიან და ვიღაცამ უნდა ასწავლოს კომპების მოხმარება ბავშვებს (მინიმუმ ჩართვა-გამორთვა ხომ უნდა იმ კომპს?). იმედია მინიმუმ დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადებაზე იზრუნებენ, რომ OLPC-ს სამართავი კომპ. ცოდნა მაინც მისცენ მასწ-ებს.

ციტატა(domen @ 7th April 2010 - 09:10 PM) *
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ოჯახებს არ აქვთ შესაძლებლობა კომპიუტერების შეძენის და ამით კარგია ეს აქცია, ბოდიში ვანო და უაზრობად მეჩვენება :-) თუ ოჯახს იმდენი შემოსავალი არ აქვს სტაბილურად, რომ რამე ნახმარი კომპი იყიდოს ვთქვათ, 200 ლარად, მაშინ დიდი შანსია, რომ ეგეთ ოჯახს მორიგი ფინანსური შეჭირვებისას ამ ლეპტოპის გაყიდვაც მოუწევს. არც ინტერნეტის ჩართვის შესაძლებლობა ექნება ბევრს - თბილისში ეგეთი გაჭირვებული არ მეგულება და რაიონებში ეგეთები ინტერნეტის გადასახადსაც ვერ გადაიხდიან. ან მერე ესე ხელოვნურად გამოწვეული "კომპიუტერიზაცია" კონკრეტულად რას და რას უწყობს ხელს? – მე ვერ ვხვდები.

მართალი ხარ ნამდვილად, მაგრამ დამეთანხმე იმაში, რომ ის 200 ლარად ნაყიდი ნახმარი კომპი 200-250 ვატ ელ-ენერგიას მოიხმარს ყოველ საათში და თავის 200 ლარიან ღირებულებას საკმაოდ სწრაფად და მუდმივად გაზრდის, მაშინ როცა ეს OLPC იქნება წყნარად თავისთვის.

არ გეგონოს რომ რაღაც იდეალისტურად ვუყურებ ამ პროექტს და მჯერა რომ ყველა OLPC-ს ადრესატი ოჯახი დიდი ენთუზიაზმით აიტაცებს იდეას. პირიქით, დარწმუნებულიც ვარ, ამ პროექტის შედეგად საკმაოდ ბევრი OLPC გასაყიდად გამოვა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ისევე, როგორც მოხდა Eee PC-ებზე, ოღონდ ამ შემთხვევაში მასშტაბები გაცილებით დიდი გვექნება.


სხვა მხრივ, ისიც რეალურია და ფაქტია, რომ ამ კომპების შეძენა ვიღაცის და რაღაცის ხარჯზე მოხდა და ეს კომპრომისია გასამართლებელი. ალბათ ჩვენს ხარჯზეც, ვალის აღების ხარჯზეც, რაღაცისთვსი ფულის მოკლების ხარჯზე და ა.შ.
თუ მართლა ეს ხარჯი იქნება "ინვესტიცია" ამ ბავშვებისთვის, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყნებენ, ალბათ გამართლებული ხარჯი იქნება, ალბათ (IMხO).

ისე, რამდენი პირველკლასელია ხოლმე ყოველწლიურად არის სადმე სტატისტიკა? მიახლოებითი ხარჯი რომ ვიცოდეთ, რაც ამ კომპებზე იქნება გაწეული.

ჰო, ესეც Sugar UI, oc.ge-ზე დადებული ვიდეო:



--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Power_VANO   XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!   Apr 6 2010, 05:32 PM
- - Power_VANO   იზ ენიბადი ჰეა?   Apr 7 2010, 01:52 PM
- - otosaxel   Power_VANO ჩემი აზრით პირ...   Apr 7 2010, 01:54 PM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 6...   Apr 7 2010, 02:01 PM
- - Power_VANO   Giga1 otosaxel ნუ იდეაში XO OLPC...   Apr 7 2010, 02:16 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Apr 7 2010, 02:32 PM
- - Power_VANO   otosaxel და მაგას ვის ურ...   Apr 7 2010, 03:45 PM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Apr 7 2010, 04:47 PM
- - domen   არ მომწონს. ლეპტოპ...   Apr 7 2010, 05:10 PM
- - Power_VANO   Giga1 ციტატა(gigalobjanidze @ 7t...   Apr 7 2010, 08:47 PM
- - AGAPO   კომპი წიგნს ვერ შე...   Apr 7 2010, 10:56 PM
- - სოსო   ციტატა(AGAPO @ Apr 8 2010, 02...   Apr 8 2010, 08:23 AM
- - Giga1   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Apr 8 2010, 09:25 AM
- - davizo70   მეც მგონია, რომ კომ...   Apr 8 2010, 09:44 AM
- - Giga1   davizo70 ციტატა(davizo70 @ 8th A...   Apr 8 2010, 09:48 AM
- - domen   პირველ რიგში, ცოტა ...   Apr 8 2010, 10:13 AM
- - სოსო   ვაბშე რა ბრძლოაზე ...   Apr 8 2010, 10:18 AM
- - mixomai   7კლასელს არ მომცემ...   Apr 8 2010, 10:18 AM
- - Giga1   ვააჰ,ხედავთ ?! ფორ...   Apr 8 2010, 10:21 AM
- - სოსო   ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 01...   Apr 8 2010, 10:22 AM
- - Giga1   სოსო ციტატა(utilizatori ...   Apr 8 2010, 10:27 AM
- - სოსო   ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 01...   Apr 8 2010, 10:33 AM
- - Giga1   სოსო ციტატა(utilizatori ...   Apr 8 2010, 10:38 AM
- - otosaxel   მოკლედ ამ კომპებს ...   Apr 8 2010, 03:51 PM
- - Giga1   ციტატა(otosaxel @ 8th April 2010 ...   Apr 8 2010, 06:58 PM
|- - davizo70   ციტატა(Giga1 @ Apr 8 2010, 11...   Apr 8 2010, 07:20 PM
- - maugli   ბავშვებს ხალხი ისე...   Apr 8 2010, 07:28 PM
- - Giga1   ციტატა(maugli_17 @ 8th April 2010...   Apr 8 2010, 07:40 PM
- - maugli   პატარა ძმა მყავს დ...   Apr 9 2010, 05:56 AM
- - davizo70   ისე, წიგნებიც აფუჭ...   Apr 9 2010, 06:42 PM
|- - maugli   ციტატა(davizo70 @ Apr 9 2010, 07...   Apr 10 2010, 08:19 AM
- - DONNER   სისულელეა...მე ვეწი...   Apr 10 2010, 05:37 PM
|- - maugli   ციტატა(DONNER @ Apr 10 2010, 05...   Apr 19 2010, 04:32 PM
- - domen   უკრაინელი მოსწავლ...   Apr 19 2010, 05:47 PM
- - davizo70   წიგნი თუ არ უყვარს,...   Apr 19 2010, 07:15 PM
- - smart22   სისულელეა ეგ კომპი...   Apr 20 2010, 04:25 AM
- - davizo70   ალბათ დრო გამოაჩნს...   Apr 20 2010, 07:32 AM
- - smart22   მაგრამ მერე გვიან ...   Apr 20 2010, 08:27 AM
- - maugli   ციტატაწიგნი თუ არ ...   Apr 20 2010, 12:00 PM
- - davizo70   არავის უთქვამს, რო...   Apr 20 2010, 12:17 PM
- - smart22   ხო მაგრამ რომელი ბ...   Apr 20 2010, 05:32 PM
- - davizo70   გააჩნია სკოლაში მა...   Apr 21 2010, 06:11 AM
- - maugli   ციტატაარავის უთქვ...   Apr 22 2010, 03:53 PM
- - Giena   ლექსის მწერალი ხში...   Apr 23 2010, 01:04 PM
- - maugli   ციტატამ.მ. მხოლოდ ვ...   Apr 24 2010, 07:46 AM
- - Giena   maugli ციტატა(maugli_17 @ 24th A...   Apr 24 2010, 10:43 AM
- - CHABA   დაწყებითი კლასები...   Apr 24 2010, 11:10 AM
- - Giena   ფილმი თუ გაქვთ ნან...   Apr 24 2010, 01:04 PM
- - smart22   გიენა +100000000000000   Apr 24 2010, 01:39 PM
- - Sh@ko   ფორუმ.გეზე ერთი მა...   Apr 26 2010, 12:22 PM
- - Giena   ძალიან საინტერესო ...   Apr 27 2010, 05:08 PM
- - SamaRa   მეც მგონია რომ ნამ...   Jan 20 2011, 12:27 PM
- - davizo70   მე მგონია, ჩვენს მს...   Jan 20 2011, 01:15 PM
- - AGAPO   პირველ კლასელს კომ...   Jan 21 2011, 04:17 AM
- - Power_VANO   ცოტა გამოვაცოცხლო...   Mar 26 2011, 08:41 PM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 26 2011, 09:48 PM
- - Power_VANO   Giena გმადლობ, გმადლო...   Mar 27 2011, 07:31 AM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 30 2011, 02:40 PM
- - nick_el_son   XO OLPC-ებს ჯობდა კინდლ...   Mar 30 2011, 06:24 PM
- - Power_VANO   ჰოოო, ახალი ამბავი ...   Mar 31 2011, 07:21 PM
- - Bekward   Power_VANO ციტატამაგრამ ...   Jun 3 2011, 10:15 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:31 PM