XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
XO OLPC ჩვენს სკოლებში, ყველა პირველკლასელს!, კარგი ახალი ამბავი |
Apr 6 2010, 05:32 PM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
მოკლედ, ახლა ვნახე სიუჟეტი, მთავრობის გასვლითი სხდომის.
რაც ვნახე საინტერესო, ისაა, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნების პაკეტის ნაცვლად დაურიგებენ ნეტტოპებს საჩუქრად, რომლებშიც იქნება ჩატვირთული სახელმძღვანელოები. აი ლინკი სიუჟეტზე: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...04-2010%2020:33 ნუ იგივე სიუჟეტი იყო სხვა არხებზეც. ნეტტოპი, რაც მაგ სიუჟეტში ჩანს, 100%-ით არის აშკარად XO OLPC. რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ზოგადად კომპების დარიგება ძალიან კარგია მოსწავლეებისთვის, თან ყველასთვის და თან საჩუქრად, კარგია ისიც, რომ ეს XO OLPC საკმაოდ კარგი კომპია, პირველკლასელისთვის განსაკუთრებით. მოკლედ, 1-2 დღის მანძილზე იქნებ კიდევ შევაგროვოთ ინფო ამ ახალი კარგი ამბის შესახებ, იქნებ თქვენ იცოდეთ მეტი (ვთქვათ რომელი რევიზიის XO OLPC-ები რიგდება, 1.0 თუ 1.5) და მერე ნიუსადაც გავუშვებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰო, + კარგია რომ ზოგადად XO OLPC აირჩა პირველკლასელებისთვის. კონკურენტი Intel Classmate PC გაცილებით "ნავაროჩენია" და ცოტა ძვირიც ღირს, ეგ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება უკეთესი, ვთქვათ ესე მე-5 კლასიდან კლასმეიტ პისი გაასწორებდა IMO. XO OLPC პირველკლასელებისთვის აშკარად კარგი არჩევანია, უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს 1.0-ა თუ 1.5 რევიზიის ეგ კომპები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ესეც მცირე ფოტოგალერეა: (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/1.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/2.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/3.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/4.jpg) (IMG:http://www.compinfo.ge/power_vano/images/xo_olpc_school/5.jpg) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 8 2010, 09:44 AM
პოსტი
#2
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 344 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი წევრი №: 9.173 |
მეც მგონია, რომ კომპიუტერი ამ ეტაპზე წიგნს ნამდვილად ვერ შეცვლის. თუნდაც მონიტორიდან ტექსტის აღქმის თვალსაზრისით. მე მხატვრულ ლიტერატურას უფრო მეტი სიამოვნებით ვკითხულობ წიგნიდან, ვიდრე კომპიუტერიდან. თუმცა, ეს არ ეხება სასწავლო პროგრამას-აქ ნამდვილად არაა პრობლემა კომპიუტერიდან კითხვა.
სკოლებში კომპიუტერებს კი არიგებენ ,მაგრამ არავინ უკრძალავს მშობლებს წიგნები უყიდონ თავიანთ ბავშვებს. არჩევანი მთლიანად მათზეა. პირადად მე კომპიუტერით სწავლების პროცესი უფრო მეტი კონტროლის საშუალების მომცემი მგონია. ბავშვი აკეთებს საშიანო დავალებას კომპიუტერში, კლასში მისვლისას მოსწავლეთა კომპიუტერები ერთვება საერთო ქსელში, სადაც სერვერის როლს თამაშობს მასწავლებლის კომპიუტერი. მომენტალურად ხდება საშინაო დავალებების შემოწმება და ქულების დაწერა, გაკვეთილზე გამოძახებისა და მოყოლის ნაცვლად მოსწავლეები თავიანთ კომპიუტერებში ღებულობენ შემთხვევით კითხვებსა და ტესტებს მასწავლებლის კომპიუტერიდან და იქვე სცემენ პასუხებს და მოწმდება მათი ცოდნა... ეს არც თუ ისე შორი მომავლის საქმეა და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უკეთესად გაკონტროლდება თითოეული მათგანის ცოდნის ხარისხი. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 12:33 PM |