თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ციფრული ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები _ ფლეშკასთან ერთი პრობლემა

პოსტის ავტორი: LOADER Apr 24 2007, 08:06 PM

გამარჯობათ
ერთი ფლეშკა მაქვს და რო ვაერთებ არ მუშაობს და კითხვა რაში მდგომარეობს: ფლეშკებს დრაივერების საინსტალაციო დისკი უნდათ ?

პოსტის ავტორი: Sh@ko Apr 25 2007, 07:40 AM

LOADER, ადრე მუშაობდა რო?
არაფერი დრაივერი არ უნდა წესით XP-ში (USB-ს დრაივერს თვითონ აყენებს), მაგრამ უფრო ძველ სისტემებში ხოო...
შესაძლოა, ფლეშკა რომ იყიდე, უბრალოდ USB თავია ჩასმული ფლეშკას "სკინში"... tongue.gif (ძააალიან ბოროტი ხუმრობა, თუმცა ინტერნეტში ვნახე ეგეთი სურათი, როჟას "გამოუცვალეს" მაღაზიაში, გადაჭრილი USB ჩაედო ფლეშკის გარსში და არ მუშაობდაო... ორი ითრია... smile.gif )

პოსტის ავტორი: domen Apr 25 2007, 10:20 AM

LOADER
საერთოდ ვერ ხედავს?

პოსტის ავტორი: LOADER Apr 25 2007, 10:44 AM

როგორ ჩამივარდა ხელში იცით?
დედაჩემს სამსახურში დაჭირდა და პროგრამისტმა მოუტანა არ ვიცი იყენდებდნენ თუ არა ამ ფლეშკას
და მე დამჭირდა ეხლა და რო მომიტანა შევაერთე მარა ყურსაც არ იბერტყავს საერთოდ არაფერს არ შვრება ვერ გავიგე ვერაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: alchemist Apr 26 2007, 05:01 PM

found new hardware-საც არ წერს?

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Apr 27 2007, 10:25 AM

1 კვირის წინ გავასვენე ეგეთი ფლეშკა.

პოსტის ავტორი: domen Apr 27 2007, 10:45 AM

სიმპტომები როგორია გარდაცვალებამდე? თუ პირდაპირ უეცარი სიკვდილი?

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Apr 28 2007, 09:10 AM

სიკვდილი უეცარია და უკუქცევადი - ჩიკ და მორჩა. არანაირი წინასცარი გულის პრანჭვები ან რაიმე სხვა ამდაგვარი.

პოსტის ავტორი: domen Apr 28 2007, 09:18 AM

RIPPER_RUNA
მუშაობის პროცესში გარდაიცვალა თუ ხელახალი შეერთებისას არ იმუშავა?