თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ პროგრამა შემიფასეთ

პოსტის ავტორი: Bekward Dec 22 2008, 04:09 PM

პროგრამა დავწერე Visual Basic 2008-ზე, ეს ვერსია ავირჩიე უნიკოდის მხარდაჭერის გამო.
პროგრამა განკუთვნილია ავტომობილის განბაჟების საფასურის დასათვლელად, ითვალისწინებს რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, პროგრამა შედეგად იძლევა განბაჟების საფასურს ლარებში. კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო მოსაკრებელი, რომელიც განსაზღვრულია კანონში ევროში, ექვივალენტით ლარებში, კი შესაძლებელია დაზუსტდეს ევროს მიმდინარე კურსის მითითებით (მინდოდა კურსი მიეღო მაგალითად ეროვნული ბანკის საიტიდან, მაგრამ სამწუხაროდ ეგ ჩემს ცოდნის ფარგლებს ცდება sad.gif ), ასევე პროგრამა ანგარიშობს საწვავის ხარჯის ამერიკული სისტემის ექვივალენტს ჩვენებური სტანდარტისთვის smile.gif

ესაც პროგრამა http://www.mediafire.com/download.php?roytmouymmd

იმდენი ხანი ვეწვალე პროგრამა, რომ ამ დონემდე მიმეყვანა, რომ 2.1 ვერსიამდე ავედი biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 9 2009, 04:10 PM

Bekward
ძალზე საინტერესო და საჭირო ვეშია ვინც ავტობიზნესს ეწევა, (ეკონომიკურმა კრიზისმა თუ არ ჩააგდო ეგ საქმე biggrin.gif)
პატარა შენიშვნები:
საბაჟო მოსაკრებელში რომ წერია 60ფუნტის ეკვივალენტი 138.174-შიო პირდაპირ კურსი მიგეთითებინა?
საწვავის ხარჯის დათვლაში კიდე MPG რას ნიშნავს???

პოსტის ავტორი: Bekward Jan 9 2009, 05:31 PM

gi0_kiborg

ციტატა
საბაჟო მოსაკრებელში რომ წერია 60ფუნტის ეკვივალენტი 138.174-შიო პირდაპირ კურსი მიგეთითებინა

ფუნტი არა, ევროა ეგ wink.gif უბრალოდ კანონში ეგრე წერია და ეგრე გადმოვიტანე wink.gif თუ საჭიროა, კურსს ჩაწერ და მნიშვნელობაც შესაბამისად შეიცვლება smile.gif
ციტატა
საწვავის ხარჯის დათვლაში კიდე MPG რას ნიშნავს???

Miles Per Gallon ანუ მილი ერთ გალონზე. ეს არის ამერიკული სტანდარტი (მე რომელ ფირმაშიც ვმუშაობდი ამერიკიდან ჩამოყავდა მანქანები, ხელით გვიწევდა დათვლა და ბოლო ვერსიაში ეგაც ჩავამატე), ანუ ერთი გალონი (3.78541178 ლიტრი) საწვავით რამდენ მილს გაივლის მანქანა.

პოსტის ავტორი: Bekward Jan 9 2009, 08:21 PM

რავი მაგაზე მოკლე ვერ მოვიფიქრე თორე აუცილებლად, მარა source აღარ მაქვს მგონი sad.gif თავიდან რა გაიხსენებს sad.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 11 2009, 01:54 PM

Bekward
MPG რა იყო მე კიდე ვერაფრით მოვიფიქრე biggrin.gif
ქართულ კანონში ეწერა კაცო 60 დოლარის შესაბამისი????? biggrin.gif სირცხვილი ჩვენი

პოსტის ავტორი: Bekward Jan 11 2009, 05:27 PM

60 ევროს ექვივალენტი, კურსის ცვლილებით ფული ხო უნდა აკეთონ biggrin.gif