მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ჟურნალი "კომპიუტერი", კდიევ ერთი მცდელობა
domen
პოსტი May 22 2010, 03:47 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



// შესაბამისი განყოფილება ვერ ვიპოვე და ყველაზე ახლოს რომელიც მომეჩვენა, იმაში ვხსნი.

შემთხვევით წავაწყდი გუშინ დელისზე ავტობუსების მოსაცდელში გაკრულ დიდ პლაკატს ჟურნალ "კომპიუტერის" რეკლამით. იმდენად დავინტერესდი, რომ 5 ლარიც მივაფშვენი დიდი იმედით, ნახევარ საათში გავისიგრძეგანე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ჩვენთან IT [მედიის] კულტურა საერთოდ არ არსებობს.

(IMG:http://img228.imageshack.us/img228/6047/image1uf.jpg)

რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე ზოგადად: 38 გვერდი, დაბეჭდილი უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე, საკმაოდ საშუალო შესრულებით.

რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე კარგი: დაბეჭდილია უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე.

რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე ცუდი: პრინციპი "შეპირდი ნაკლებს, გააკეთე მეტი" შესრულებულია, ოღონდ პირიქით. ასე მაგალითად, სტატია პაროლების გატეხვაზე თითქოს ოდნოების და ფეისბუკის გატეხვას გვთავაზობს, სინამდვილეში ბრაუზერებში დამახსოვრებული პაროლების ამოსაღებ პროგრამებს მიმოიხილავს, ფულის ინტერნეტით შოვნა მხოლოდ იდეების დონეზეა ჩამოყალიბებული, XP-ს ინსტალაცია კი სულ ერთ გვერდზე ეტევა და შესაბამისად, ინსტალაციის ძირითადი გზის მოკლე აღწერას წარმოადგენს (შეცდომების ანალიზის და მოგვარების, დრაივერების მოძებნის და ასეთი უწი-პუწიების გარეშე). მოკლედ, ძნელია ანალოგი არ გაავლო ქართული ყვითელი პრესის სათაურებთან. ძალიან დაუხვეწავია ზოგადად ახსნის და წერის კულტურა, რაც ძალიან კარგად ჩანს OSI მოდელის ახსნისას - მიპოვეთ ვინმე ახალბედა, ვინც აქიდან რამეს გაიგებს და პირობას ვდებ, ვიყიდო "კომპიუტერის" ყველა შემდეგი ნომერი :-) იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენი "განმარტებითი" სტატიების უმეტესობაზეც. ჟურნალის დანარჩენი ნაწილი კი ძველი და კარგად გადაღეჭილი თემებია.

რამე კურიოზს ხომ ვერ გავიხსენებდი: ძალიან უცნაურია და ჟურნალის ბოლო გვერდი ეთმობა სტატიას.. "როგორ გავაოცოთ ყველა უსიტყვოდ", რომელშიც მოცემულია ადამიანებთა კონტაქტის დამყარების და ფლირტის შაბლონური მეთოდები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მოკლედ, ჟურნალი ძალიან დაუხვეწავია და ისეთი ძირეული პრობლემები აქვს (წერის და ახსნის კულტურის უქონლობა), რომ მის ყიდვას კარგა ხანს აღარც ვიფიქრებ და არც თქვენ გირჩევთ ხუთი ლარის გადაყრას.

თუ რომელიმე კომპინფოელს (ხაზს ვუსვამ, კომპინფოელს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) მოგინდებათ ჟურნალის გაცნობა, შემატყობინეთ, დასკანერებული ვერსია მაქვს და ავტვირთავ. თავისუფლად ჯერ ნუ გავავრცელებთ - ვცეთ ავტორების შრომას პატივი.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:42 PM