მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> სტანდარტების ორგანიზაცია, გავფანტოთ ქართული ქაოსი!
ქართული კიბერ-ISO
გსურს, შევქმნათ ქართული სტანდარტების ორგანიზაცია, თუნდაც ვირტუალური და მივიღოთ მონაწილეობა სტანდარტიზაციაში?
თანახმა ვარ, შევძლებთ [ 27 ] ** [100.00%]
ვერაფერს გავხდებით, სისულელეა [ 0 ] ** [0.00%]
სულ ხმები:: 27
  
Frrrredo
პოსტი Mar 23 2007, 04:50 PM
პოსტი #21


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



ჩვენც ანუ მე და Sh@ko _საც როგორც ვიცი, domen _შენ რას იზამ?


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 24 2007, 02:24 PM
პოსტი #22


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



giorgius
ციტატა
დომენის აღებაც მაგალითად www.search.ge ან www.research.ge ეგ თქვენი გასაკეთებელია

ეგ ყველაზე ნაკლებად პრობლემურია და ამ ეტაპზე ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანი..

Frrrredo
ციტატა
domen _შენ რას იზამ?

თუ იქნა შეკრება, წამოვალ, რა უნდა ვქნა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუმცა მე უფრო მესინჯერ-კონფერენციის აზრს ვემხრობი, ამწუთას შეკრება არაფერს მოიტანს, ჯერ ჩვენ-ჩვენი იდეები უნდა დავხვეწოთ ბოლომდე და მერე ამ ყველაფრის გასაერთიანებლად(+ საქმის დასაწყებად) შევიკრიბოთ.

Sh@ko
ციტატა
კომპინფოს სახელი უკვე აქვს! ვინდოუსის დაყენების შესახებ ტყუილად და ხელების სახანად არ მიწერია. კაცს დაევასა და თვითონ "დაიბრალა" სტატიის დაწერა. ეს მისი ბრალი კი არაა, ყველა ასე იქცევა

ცოტა ხნის წინ Beef.ge-ზე შევიხედე სტატიების განყოფილებაში და FAT vs NTFS აღმოვაჩინე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველაფერი იდენტური იყო(ჩემი ნაწერი თუ ვეღარ ვიცანი...), ერთი განსხვავება იყო, ავტორს ბოლოში მიწერილი ჰქონდა "დღეისთვის სულ ეს იყო (IMG:style_emoticons/default/wink.gif) "-ო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ის გამახსენდა, მოთხრობაში "მე ვხედავ მზეს" პოეტი რომ კითხულობს, "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, ასე ამბობდა აკაკი, მის კალამს ვენაცვალეო" (IMG:style_emoticons/default/laugh.gif)

ციტატა
ჩვენ, რა თქმა უნდა Ja_Ja-ს ნებართვითა და მონაწილეობით შევუდგეთ საქმეს.

საინტერესოა, თუ გვექნება უფლება დავირქვათ "კომპინფო ჯგუფი" ან რაიმე მაგვარი? და ან ja_ja თუ იმონაწილევებს თვითონ?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frrrredo
პოსტი Mar 24 2007, 02:51 PM
პოსტი #23


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



არვიცი ადმინს მემგონი არცალია რაღაც ჰოსტ პრობლემებია, კაი დავხვეწოდ...


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 25 2007, 09:40 AM
პოსტი #24


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მოკლედ, გადავათვალიერე თემა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დრო თითქმის უქმად დაგვიკარგავს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) გეგმა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს.

ვიფიქრე და შევადგინე არასრული გეგმა. შემიფასეთ:

1. ჩამოვაყალიბოთ გუნდი.

2. დავირქვათ სახელი, მოვიფიქროთ სლოგანი და შევარჩიოთ ლოგო.

3. დავჯავშნოთ შესაბამისი დომენი.

4. ავირჩიოთ ჰოსტი.

5. ავირჩიოთ ან შევუკვეთოთ ახალი ძრავა და სკინი, გავაქართულოთ ბოლომდე, დავხვეწოთ მართლწერა(ეს განსაკუთრებოთ მაწუხებს), განვათავსოთ საიტი ჰოსტზე და აქტიურად ვტესტოთ მინიმუმ 4-5 დღე.

7. მკაცრად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოქმედების არეალი. გასაგებია, რომ ქართული ინტერნეტი, მაგრამ კონკრეტულად რა? ვარეზები? ფორუმები? იქნებ პროვაიდერები? ან მსხვილი, "ყველაფერს მოდებული" საიტები? თუ საფოსტო სერვისები? ან იქნებ ყველაფერი ერთად??

8. შევადგინოთ დიდი მონაცემთა ბაზა მოქმედების არეალის მიხედვით და ვინმე პროფესიონალს(ეს აუცილებელია!) ჩავაწერინოთ შესაბამის ფორმატში.

9. სამოქმედო არეალი დავყოთ კონკრეტულ მიმართულებებად და დავინაწილოთ. სასურველია თითო მიმართულებაზე ორი-სამი კაცი. ასევე ვფიქრობ, რომ ერთი კაცის მაინცდამაინც ერთი მიმართულებაში ყოფნა აუცილებელი არაა.

10. ცალკეული მიმართულების მოდერებმა დაახლოებით 2-3 კვირის(ეს მინიმუმია!) მანძილზე საფუძვლიანად შეისწავლონ არსებული სიტუაცია და უცხოური ანალოგები.

11. მოვიფიქროთ, რა ფორმატი ექნება მომხმარებლამდე მისატან ინფორმაციას(სტატიის, პოსტის, უბრალოდ აქაური და უცხოური სიტუაციების შედარების...) და ვისწავლოთ ამ ფორმატში ინფორმაციის სრულყოფილად ჩამოყალიბება(ესეც კიდევ ორი კვირა).

12. შევადგინოთ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სია, შესაბამისად დავანაწილოთ და რაღა თქმა უნდა, დავწეროთ :-) შემდეგ შევასწოროთ მაქსიმალურად და გავიტანოთ საიტზე.

13. ჩამოვაყალიბოთ პროექტის დაწყების შემდეგ გასაკეთებელი საქმის გეგმა. ანუ, რა უნდა გამოვაქვეყნოთ იმისთვის, რომ საიტი ლეთარგიულ მდგომარეობაში არ გადავიდეს. სასურველია, დაწყებამდე მარქაფში გვქონდეს სამი-სამი სტატია მაინც, რომ შემდეგ გამოქვეყნება გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო არ დაგვაგვიანდეს(რისი ანალოგიც, სამწუხაროდ, კომპინფოა).

14. კიდევ ერთხელ(სასურველია მეტჯერ) გადავამოწმოთ ყველაფერი.

15. დავქოქოთ პროექტი!

შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ მითითებული დროები ძალიან გაწელილია, მაგრამ ისიც მართალია, რომ სიჩქარით და სულსწრაფობით არაფერი კეთდება, ამიტომაც ჯობია მოვიცადოთ ცოოტა უფრო მეტი და გავაკეთოთ უკეთესი პროექტი. ბოლო-ბოლო, თვითონ ბრუს ლი((IMG:style_emoticons/default/laugh.gif) ) ამბობდა: "სრულყოფილების მისაღწევად ყოველთვის გააკეთე ოდნავ უფრო მეტი, ვიდრე გევალება" (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

ჩემი აზრით, პროექტის დაწყებიდან სრული დატვირთვით ამუშავებამდე 4-5 თვე მაინცაა საჭირო. აქამდე ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ და შეიძლება ვცდებოდე. ამიტომაც გთხოვთ, საქმეში ჩახედულებმა გამოთქვით თქვენი აზრი.

მე შევეცადე, პუნქტები დამელაგებინა ქრონოლოგიურად, ანუ ჩამომეყალიბებინა, რა რის შემდეგ უნდა გაკეთდეს, თუმცა ვაღიარებ, რომ არსებული განლაგება საკამათოა. გთხოვთ, მეკამათოთ :-)

შემდეგ პოსტში ამ სიის მიხედვით ჩამოვაყალიბებ ჩემს შეხედულებებს.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
alchemist
პოსტი Mar 25 2007, 10:10 AM
პოსტი #25


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 337
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Münster
წევრი №: 16



ვადებში გეთანხმები. შეიძლება 5 თვე არც იყოს საკმარისი.
რაც შეეხება დომენის დაჯავშნას, სლოგანს, ლოგოს და ჰოსტს, მგონი ეგ ყველაფერი სულ ბოლოშია გადასატანი. ანუ ტექნიკური მხარე მოგვარდება მაშინ როცა სხვა ყველაფერი მზად იქნება.


--------------------
whenever people agree with me, I always feel I must be wrong
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 25 2007, 10:21 AM
პოსტი #26


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



1. აქტიური წევრები:
Sh@ko
Frrrredo
giorgius
domen

წევრები:
merabi
გიგა
nikolausi
alchemist

სასურველი წევრები(ჩემი აზრი):
Ja_Ja
gearge


2. სახელი შეიძლება იყოს GDT და ძალიანაც მომწონს, ყველაფერი გიორგიუსთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული. შაკოს სლოგანი მომეწონა, მაგრამ ძალიან გრძელია, სასურველია შემოკლდეს. და ლოგოზე პასს ვამბობ, არაფერი გამეგება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

3. ალბათ ყველას GDT.ge მოგივიდათ თავში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუმცა ის უკვე დაკავებულია Georgian Discovery Tours-ის მიერ. სხვა კი ჯერ მოფიქრებული არ მაქვს.

4. თუ ადმინი ჩაერთო, ალაბთ ჰოსტის ძებნა არ მოგვიწევს, და თუ არა, მაშინ ალბათ servage-ზე ჯობია არჩევანი შევაჩეროთ, ჩვენ მოთხოვნებს ნამდვილად დააკმაყოფილებს.

5. ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. ჯერ ის მოვიფიქროთ, საიტს რა ფორმატი ექნება. ძრავის კონტენტთან შეხამება ყოველთვის შეიძლება.

6. ეხლა შევამჩნიე, რომ გამომრჩენია (IMG:style_emoticons/default/laugh.gif)

7. ჩემი აზრით, ეს იქნება ქართული საიტები(განურჩევლად დანიშნულებისა) და ინტერნეტ და ჰოსტ პროვაიდერები, თუმცა პირველი პუნქტის სრულყოფილად შესრულება შეიძლება გაჭირდეს, თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი არ გვეყოლა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ შემცირება მოგვიწევს. ეს კი ერთობლოვად უნდა გადაწყდეს.

8. კომენტარს არ საჭიროებს.

9. დაყოფა იქნება შემდეგი: 1. ინტერნეტ და ჰოსტ პროვაიდერები და 2. ინტერნეტ-სივრცე. ესენიც, რა თქმა უნდა დაიყოფა, მაგრამ ჯერ ბოლომდე მოფიქრებული არ მაქვს.

10. კომენტარს არ საჭიროებს.

11. ჩემი აზრით, ეს საჭირო არაა, იყოს მკაცრად განსაზღვრული, მაგრამ პრიორიტეტული სტატია მგონია.

12. ეს წინა პუნქტების შესრულების შემდეგ გადაწყდება.

13. ესეც.

14 და 15 კომენტარს არ საჭიროებენ.

alchemist
აბსოლუტურად გეთანხმები, თუმცა იგივეა, რაც GDT-ს შემთხვევაში, შეიძლება მზადების პროცესში დაგასწროს ვინმემ, ამიტომ დომენი მაინც თავიდანვე უნდა დავიკავოთ. დომენი რომ დავიკავოთ, უნდა გვქონდეს მოფიქრებული პროექტის სახელი მაინც(შეიძლება სლოგანიც "რაღაც დოზით" საჭირო გამოდგეს). ასე რომ, რაღაც-რაღაცები ტექნიკური მხარიდან პირველადაა მოსაგვარებელი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Mar 25 2007, 06:11 PM
პოსტი #27


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



domen
მგონი ჯობია აქტიურ წევრებს შორის განიხილოთ ჩემი კანდიდატურა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მე რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ

ისე შერვედრა კაი აზრია

ჯობია ჯერ შევიკრიბოთ ყველა ერთად და გავიცნოთ ერთმანეთი სასურველია ყველა!!!!!!!!
და ჯერ იმით დავიწყოთ თუ ვის რა შეუძლია და რას მოკიდოს ხელი იმაზე ვილაპარაკოთ
და კიდე შევხვდეთ ამ დღეებში სადმე სადღაც საღამოს საათებში ყველას რო სცალია ისეთ დროს


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 25 2007, 06:33 PM
პოსტი #28


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



გიგა
ციტატა
მგონი ჯობია აქტიურ წევრებს შორის განიხილოთ ჩემი კანდიდატურა

დიდი სიამოვნებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

თუ ასე აუცილებელია შეხვედრა, მე წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს დროის ხარჯვაა.

P.S. ჩემს გეგმაზე რას იტყვით?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Mar 26 2007, 06:22 AM
პოსტი #29


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



domen
შენი გეგმები ძალიან დამეხმარა ჩამოყალიბებაში! ეხლა გავაკეთებ მონაცემთა ბაზას და მერე თანდათან შევავსოთ ან დავხვეწოთ.
გიგა
ჩემი აზრით "აქტიური წევრი" და "პასიური წევრი" აქ არ უნდა არსებობდეს. რაც მეტი ვიქნებით უფრო კარგი იქნება! მაგალითად, ბიძაშვილმა მთხოვა, მეც ჩამრთეთ პროექტშიო. PR მენეჯერად "ვამუშავებთ". სტუდენტია და მისი საკურსო ლექტორს ისე მოეწონა, რომ დაიტოვა ნამუშევარი. ვნახოთ ჩვენ როგორ პიარს აგვიგორებს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
მე არ მივიჩნევ აუცილებელ პირობად, რომ პროექტში მონაწილეობის მისაღებად "კომპინფოელი" უნდა იყოს ადამიანი, თუმცა სასურველია იყოს ან გახდეს, აბა, როგორ შეგვატყობინებს (ჯერ-ჯერობით) ამის შესახებ?)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frrrredo
პოსტი Mar 26 2007, 11:41 AM
პოსტი #30


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



domen -გეგმა კაია, ანუ მაინც იქეთ მივდივართ , რომ ჩამოყალიბდეს ქართული ინტერნეტ სტანდარტიზაციის ალიანსი ან რაღაც მაგის მსგავსი. არვიცი მარტო პოსტებით და სტატიებით რას მივაღწევთ მარა დასაწყისისთვის ესეც კაია , მოსაგვარებელია იურიდიული საკითხებიც.


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 26 2007, 12:42 PM
პოსტი #31


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



giorgius
როგორც alchemist-მა თქვა, ჰოსტის(და საერთოდ ტექნიკური) საკითხი ბოლოშია მოსაგვარებელი, ამიტომ ჯერ მაგაზე ფიქრით ტყუილად ნუ დაიღლი თავს. მითუმეტეს, უფასო სერვერი და ქვედომენი რაღაც ძალიან არაპრესტიჟულად ჟღერს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თან მოხერხებულიც ვერ იქნება...

Frrrredo
ციტატა
ანუ მაინც იქეთ მივდივართ , რომ ჩამოყალიბდეს ქართული ინტერნეტ სტანდარტიზაციის ალიანსი

რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შენ სხვა რამეს უმიზნებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
არვიცი მარტო პოსტებით და სტატიებით რას მივაღწევთ მარა დასაწყისისთვის ესეც კაია

დასაწყისის მერე? გაგვაცანი შენი გეგმა.

Sh@ko
ციტატა
ეხლა გავაკეთებ მონაცემთა ბაზას

სდექ! ისევ ისე ირევა საქმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯობია ჯერ გეგმა ჩამოვაყალიბოთ საბოლოოდ და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
ციტატა
ჩემი აზრით "აქტიური წევრი" და "პასიური წევრი" აქ არ უნდა არსებობდეს.

რატომღაც ინტუიცია მკარნახობს, რომ უნდა არსებობდეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეგეც პრობლემაა, ოღონდ მეორეხარისხოვანი. შესაბამისად, მაგაზე მერე ვიფიქროთ.
ციტატა
შენი გეგმები ძალიან დამეხმარა ჩამოყალიბებაში!

დავიჯერო, ერთი შენიშვნაც არ გაქვს? (IMG:http://forum.ge/html/emoticons/user.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frrrredo
პოსტი Mar 26 2007, 01:14 PM
პოსტი #32


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



domen - Sh@ko_მ რო მონაცემთა ბაზაზე დაიწყოს მუშაობა პირიქით წაგვადგება მთავარია ფორმა გამზადდეს და
"შავ საქმეს" მერე შევასრულებთ ლოკალიზაციაზე ვამბობ. არა შთაბეჭდილება იმიტო დაგრჩა რო ამ თემაში ბევრი გადახვევა იყო , მე უბრალოდ დავადასტურე. საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ ვიქნებით კონკ. ორგანიზაცია თუ კომპინფოს დანამატი? ან რაიმე სხვა იურიდიული სახე ? რა ლიცენზიის თანახმად დავიწყწებთ მოქმედებას ან ხომ არ დავწერთ საკუთარს? (მეორე შედარებით რთუკლიააა). დანარჩენი სამოქმედო გეგმა ჯერ არ გამაჩნია
.


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 26 2007, 01:21 PM
პოსტი #33


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Frrrredo
ციტატა
Sh@ko_მ რო მონაცემთა ბაზაზე დაიწყოს მუშაობა პირიქით წაგვადგება

გეგმის შედგენას ერთი-ორი დღის მეტი არ უნდა, რაც საბოლოო ჯამში არაფერს ნიშნავს და შაკომ რომ ეხლა მონაცემების გროვება დაიწყოს, გეგმის შესადგენად ვერ მოიცლის. უსაძირკვლო შენობა(ამ შემთხვევაში ორგანიზაცია) კი დიდხანს ვერ გაძლებს.

ციტატა
საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ ვიქნებით კონკ. ორგანიზაცია თუ კომპინფოს დანამატი?

თუ ადმინი დაგვრთავს ნებას, მგონია, რომ ჯერ კომპინფოს დანამატობაც გვეყოფა. მომძლავრების მერე შეიძლება პარტნიორიც გავხდეთ... ამწუთას ყველაფერი Ja_Ja-ზეა დამოკიდებული, მაგრამ თვითონ რატომღაც არ ჩანს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
რა ლიცენზიის თანახმად დავიწყწებთ მოქმედებას ან ხომ არ დავწერთ საკუთარს?

აი ეგ კი ნამდვილად არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Mar 26 2007, 03:58 PM
პოსტი #34


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



ნეტა სად იმალება ეს Ja_Ja (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ისე ერთი იდეა მაქ რომ შევქმნათ ქვეფორუმი მარტო წევრებს რო შეგვედზლოს შესვლა და სადაც დაიწერება თუ ვინ რას გააკეთებს და რა გააკეთა
დანარჩენებისთვის რომ დახურული იყოს!!!

ჩვენ რას შევქმნით ველოდები Ja_Ja ს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ასე რო ვთქვათ შინა სამზარეულო


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 26 2007, 04:05 PM
პოსტი #35


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



გიგა
მაგის გაკეთება სხვაგანაც უპრობლემოდ შეიძლება, მაგალითისთვის, მე მაქვს ჰოსტი და იქ ძრავის ამუშავება სულ 10-15 წუთის საქმეა, მაგრამ აქ უკეთესი იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 26 2007, 04:39 PM
პოსტი #36


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



აჰაა, წავიკითხე ეხლა კომენტარები, რაღაცეები ამვბეჭდე გეგმა და ა.შ. რომ კარგად წავიკითხო და სრულკ პასუხს ხვალ დავწერ. დღეს კი, ეს შემიძლია გითხრათ, რომ სასურველ წევრებში ვაკლივარ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ჰოსტს რაც შეეხება, ცხადია არ გვეკადრება უფასო ჰოსტი (რომელიც ღმერთმა იცის, როდის გაითიშება) და საბდომეინი.
ჰოსტინგს უფასოდ ვუზრუნველყოფ მე. servage.net-ზე მაქვს ექაუნთი, ტრაფიკი და მოცულობა იმდენი მაქვს, პრაქტიკულად ვერ ამოვწურავთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დომენს რაც შეეხება, ხომ არ ჯობია დომენი GE ზონაში იყოს? (მესმის, ეს საკითხი ბოლოსო, მაგრამ მაინც)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 26 2007, 04:45 PM
პოსტი #37


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Power_VANO
Welcome! (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

დიდი მადლობა ჰოსტინგისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და დომენზე მეც ეგრე ვფიქრობ, აუცილებელია .ge ზონა, რადგანაც პროექტი მხოლოდ ქართულ ინტერნეტზეა გათვლილი.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
alchemist
პოსტი Mar 26 2007, 05:03 PM
პოსტი #38


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 337
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Münster
წევრი №: 16



ლიცენზიასთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული აზრი მომივიდა.
მოკლედ ასე:
კანონი არ გვიშლის (და ვერც შეგვიშლის ძალიანაც რომ ეცადოს) ინტერნეტში გავავრცელოთ ის აზრი, რომელიც ჩვენ მოგვწონს. ასე რომ შეგვიძლია საწყის ეტაპზე საქმეს შევუდგეთ ლიცენზიის გარეშე. თუ შემუშავებული სტანდარტები რეალურად გამოსადეგი იქნება, ყველანაირი ლიცენზიის გარეშე ბევრი ორივე ხელით იქნება თანახმა ისარგებლოს ამ სტანდარტებით (და არა დაემორჩილოს მათ).
ეს იქნება ერთგვარი სასარგებლო აზრის თავს მოხვევა, ოღონდ ისე რომ არავინ იქნება წინააღმდეგი.


--------------------
whenever people agree with me, I always feel I must be wrong
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Mar 26 2007, 05:07 PM
პოსტი #39


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



კაი როგორც გავიგე აქ დიდის ამბით ხალხი ჩემს მოლოდინშია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
თუმცა არ ვიცი რატომ.

კაი მაშინ მოდით ჯერ გავერკვეთ.

1. სახელი და დომენი ასარჩევია საქმიანობიდან გამომდინარე, ასე რომ ჯერ იდეა ბოლომდე ჩამოყალიბდეს მერე ასე ვთქვათ სახელის შლიფოვკა შეიძლება, რომ თან ქართულში ჯდებოდეს, თან იდეას შეესაბამებოდეს.

2. იდეა მომწონს და გასაკეთებელია, მაგრამ სხვები ამდაგვარს ცდილობდნენ და მიახლოებით გეტყვით რაში ჩაიჭრენ, დაგეგმეს კაი საქმე, მაგრამ ჯერ თანხები და ადგილები გაწერეს და საქმე ბუნდოვნად იყო ჩამოყალიბებული, შედეგად სხვები ფულის ჩადებაში ვერ დააინტერესეს, ხოლო იდეა კი ნახევრად ჰაერში ეკიდა და ეგრევე დარჩა.

3. მოკლედ საბოლოოდ გამაგებინეთ რაზეა საუბარი მარტო ტერმინებზე თუ ვთქვათ კლავიატურის განლაგება, სტილი, ზომები და სხვა ყველა და ყველაფერი. მაგალითად მე აუცილებლად მიმაჩნია ქართული აბრევიატურების შემუშავება, მაგალითად ინგლისურად არის ISP ანუ ინტერნეტ სერვისი პროვაიდერი, იდეაში ქართულად უნდა იყოს "ისპ", მაგრამ ამას ბევრი ვერ გაიგებს, თან ბევრი აბრევიატურა ქართულში საშინლად ჟღერს. ამაზე არავინ ზღუნავს, აი თუ თქვენს ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას, ამ კეთილ საქმესაც აკიდებთ ნამდვილად კარგი იქნება.

4. ჩემის აზრით ჯერ ამ საქმეს დასჭირდება უსასყიდლო მუშაობა უზარმაზარი. შემდეგ კაი ხანი დასჭირდება ეგრეთწოდებულ ძალით თავში ჩადებას, რომ ხალხი აიძულო ტერმინები და შემოკლებები ამ ორგანიზაციისგან აიღონ, თან რაც მთავარია ყველაფერი ნორმალური სიტყვებით უნდა იყოს და არა ისე როგორც UGT-მ გადათარგმნა Windows-ში. ეს იქნება იმის საწინდარი რომ მომხმარებლები ამ იდეას იოლად მიიღებენ და შესაბამისად ეს იქნება იმის საწინდარი რომ ნელნელა ყველა დააკოპირებს, და შესაბამისად ძალაუბნებურად სტანდარტიც შეიქმნება.

5. ნუ მიწყენთ, მაგრამ რაც ნაკლები ხალხი იქნება ჩარეული მით უკეთესი, ნაკლები იქნება შეთანხმება უთანხმოებები და ვაი მე მცალია და ვუი მოდი ხვალე. ჩემის აზრით 10 მაქსიმუმ 15 კაცი სავსებით საკმარისია, ვიტყოდი რომ ეს რაოდენობაც კი ბევრია, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს რომ ამ ხალხმა ერთპიროვნულად თავისი ჭკუით უნდა შეიმუშოავოს რაღაც. არა, გადაწყვეტილება საბოლოოდ პატარა ჯგუფმა უნდა მიიღოს, რომ გარჩევაზე დიდი დრო არ დაიხარჯოს, თორემ კითხვა გამოკითხვა ალბათ საიტზეც და მოხმარებლებშიც წარამარა უნდა იყოს რომ ოპტიმალური რაღაცეები შეირჩეს.

6. ნუ მერე იგივე საიტებთან მიმართებაში შეიძლება ასეთი რაღაც შემოიღოთ, ვთქვათ რაიმე პატარა ლოგო, რომელიც აღნიშნავს, შეესაბამება მომხმარებლების ტერმინების არჩევანს. ნუ იმედია იდეას ხვდებით, ანუ მიუთითებს მომხმარებელს რომ საიტზე გამოყენებული ტერმინები შემუშავებული და აღებულია ამა და ამ რესურსიდან, ეს შესაბამისი რესურსის რეკლამა იქნება და სხვისთვის სტიმული იქნება რომ იგივე გამოიყენოს. თუმცა ეს ალბათ დაწყებიდან რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ ჯერ უნდა შეიმუშავო რაღაც, მერე ვიღაცას უნდა მოეწონოს და გამოიყენოს და ბოლოს, შესაბამისი რესურსის მფლობელს უნდა უნდოდეს რომ სხვებს აჩვენოს ასე ვთქვათ ყველაზე კორექტულ და ნორმატიულ ვარიაციას იყენებს.

7. მე მგონი იგივე ვარეზ და სხვა საიტებზე თავიდან სარბენი იქნება და შეთავაზებული უნდა იყოს უსასყიდლო დახმარება რაღაც სტანდარტიფიკაციაში ჩაჯენაზე, მეორე საკითხია რამდენად მიიღებენ ასეთ დახმარებას, მაგრამ იქ ერთი გამოჩნდება, აქ მეორე და ნელნელა აიკრიბება.

მოკლედ მსოფლიოში არაერთი პრეცენდენტი არსებობს, როდესაც მოყვარულების მიერ წამოწყებული პროექტი სპეციფიკაციათ და სტანდართად არის მიღებული, მაგალითად საქმის მოყვარულების (არ გაიგოთ სიტყვა მოყვარული როგორც დელეტანტი, აქ სხვა კუთხით ვიყენებ ამ ტერმინს) წამოწყება იყო THG, ალბათ ხვდებით Tom's Hardware Guide. დღეს კი დედა დაფის მწარმოებლები და ვიდეო მწარმოებლები ლამის აუცილებლად თვლიან თავიანთ პროდუქციაზე შესაბამისი რესურსის ლოგო მიუთითონ (როგორც ხარსხის და სტანდარტის მიმანიშნებელი), მეთვითონ არაერთხელ შევსწრებივარ როდესაც INTEL-ის პრეზენტაციაზე, ზემოთხსენებული რესურსი სტანდარტადაც და ათვლით წერტილადაც არის მიჩნეული,

ასე რომ პრეცენდენტები არსებობს, მაგრამ როგორც ყველა ასეთი პროექტი ესეც უნდა იყოს გრძელვარდიანი (შეიძლება 1-2 და 3 წლიანიც), თავიდან არავინ არ უნდა ელოდოს, ქებას დიდება, აღიარებას, ფულს და ასე შემდეგ, ანუ მუშაობა ბოლომდე თან უსასყიდლოდ. მხოლოდ სახელის მოხვეჭისას შეიძლება რაღაც სარგებელის მიღება, ისიც ალბათ უმნიშვნელოსი, ასე რომ თუ ახლავე მატერიალურ სარგებელზე ფიქრობთ ჯობია დაივიწყოთ ეს საქმე. იმიტომ რომ მოითხოვს ძალიან ბევრს და ენთუზიაზმი თუ ნახევრამდე გეყოთ შეიძლება ეს საქმეც ჩაიფუშოს, ასეთი ჩაფუშვა კი არა ერთი ყოფილა.

კაროჩე იდეები ალბათ კიდევ ოხრად გამოჩნდება, მაგრამ ჯერ თქვენ ჩამოაყალიბეთ რას და როგორ აპირებთ. ნაწილობრივ აქ ჩამოთვლილია domen-ის იდეები მომწონს, მაინცადამაინც ჩემს კურთხევას ნუ დაელოდებით, მე რა თქმა უნდა ასეთ კაი საქმეში თქვენთან ვიქნები, მაგრამ ნუ ჩამთვლით მამაზეციერად :-). მითუმეტეს რომ იდეა თქვენია და წამოწყებაც.

რაც შეეხება ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატიების მოტეხვას და საკუთრად გასაღებას, ასეთს უკვე ვეღარ დავსდევ, ნერვები აღარ მყოფნის, ბოლო ბოლო ეს ხალხი თავის თავს არ სცემს პატივს, ჰგონიათ თავისად გაასაღებენ შესაბამის ნამუშევარს, ერთი ორ საიტზე წავაწყდი ვარიანტს როდესაც ვიღაცამ აქედან მოტეხილი თავისთან დადო და მიაწერა, მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ ჩვენ. სასაცილო ის იყო რომ კომენტარში ერთმა მომხმარებელმა მიაწერა, კაცო ეს შტუკა კომპინფო-ზე არ იყო პირველადო? კაკრას 1-2 საათში მეც მაგ საიტზე მოვხვდი, მივაწერე კომენტებში მეთქი კაი მე დამიკიდე ხომ ხედავ შენივე მომხმარებლები გაპაზორებენ ვერ ხვდები მეთქი? შერცხვა და საერთოდ ის ნიუსი წაშალა.

მოკლედ არ ღირს მაგათი დევნა, დაე იხალისონ, თავიანთ უნიჭობას გამოავლენენ, ხალხი დამიჯერეთ ბრმა არ არის, შეიძლება 1-2 და 10 მოტყუვდეს, მაგრამ ძირითადმა მასამ იცის სად რა ხდება, ხოლო ჩირკვში მჯდომი დამიჯერეთ ასევთქვათ პაგოდას არ ქმნის :-) დრო მოვა და ეგეც მიხვდება, შესაბამისად მიხვდება რომ სხვაგან რომ ნახა ის რესურსი მდაბიოა.

ეგრე პროცესორებზე სტატია დავწერე, ქე იცით რამხელა მახინა დევს საიტზე, ერთმა დურაკმა ნაგლად დააკოპირა და FORUM.GE-ზე დადო მე დავწერეო. სასტავს ჩასაწიხლად არ ეყოთ ;-), დაჟე ერთმა მობილზე დამირეკა შენთან რომ სტატია დევს შენ დაწერე თუ ვინმემ გამოგიგზავნა და დადეო, რომ ვუთხარი ჩემი ნაჩალიჩარია მეთქი. გათიშა მობილი და ფორუმზე მთელი ვაი უშველებელი აუტეხია ;-). მოკლედ ხომ ხვდებით ეგეთმა უვიცმა რომც მოიპაროს, თქვენი ნაშრომი სრაზუ გაიყიდება ტიპი, თუ კაცმა ელემენტარული არ იცის და უცებ ასეთს აბერტყებს, ადრე თუ გვიან ხალხი დაუსვავს კითხვას კი მაგრამ ეს შენ არ დაწერეო? აი მერე გაიყიდება თავფეხიანად. ასე რომ მაგაზე ნერვებს აღარ ვიშლი. თავის უნიჭობას ამჟრავნებენ ი ვსიო.

კაი ცოტახნით პერერივს მოვიწყობ ახლა ერთი ორ ფაშისტს დავხოცავ და მერე შემოვიჭყიტები აქანე :-)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 26 2007, 05:40 PM
პოსტი #40


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ja_ja
პუნქტების მიხედვით:

1. ეგ კიდევ გასარკვევია, ზემოთ ვთქვი, რომ შეიძლება ვინმემ დაგასწროს მერე სასურველი დომენის აღება და ამის გამო ახალი სახელის მოფიქრებაც კი გახდეს საჭირო.

2. იხ. 4

3. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ინტერნეტ სტანდარტებზე, ანუ პროვაიდერები + საიტები. მეტისთვის, ჩემი აზრით, ხალხი არ გვეყოფა. თუ შეიქმნა ის ბირთვი, ანუ 15-20 კაცი, რომელსაც ნამდვილად ექნება რაღაცის შესაძლებლობა, მერე ვნახოთ.

4. ფინანსებს რაც შეეხება, არა მგონია, ვინმე ფულის შოვნისთვის მონაწილეობდეს, მაგრამ არც ის მგონია, რომ ყველას გაცნობიერებული აქვს დანახარჯები. ეს, ფაქტობრივად, ყველაფერს მოითხოვს. საქმის ნამდვილად ხარისხიანად გაკეთება თუ გვინდა, მაშინ ამაზე უნდა დაიხარჯოს უამრავი დრო(ფაქტობრივად, ფული) და "ნამდვილი" ფული. ამას კი 15-20 კაცი როგორ გაწვდება, ვრ ვხვდები.

5. შეიძლება მოხდეს დიფერენციაცია და პატარა მმართველმა ჯგუფმა მოიფიქროს ის, რაც იდეაში მთლიან, მაგრამ პატარა ჯგუფს უნდა მოეფიქრებინა. თუმცა ასეთები ჯერ ნაადრევია.

6. იდეა კარგია, მაგრამ დასახვეწი.

7. ასევე დასახვეწია.

6 და 7-ის მსგავს პუნქტებზე ჯერ ლაპარაკი არ არის, ჯერ გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს მყარად და ორგანიზაციას სახელი უნდა დაერქვას.

ციტატა
მაინცადამაინც ჩემს კურთხევას ნუ დაელოდებით, მე რა თქმა უნდა ასეთ კაი საქმეში თქვენთან ვიქნები, მაგრამ ნუ ჩამთვლით მამაზეციერად :-). მითუმეტეს რომ იდეა თქვენია და წამოწყებაც.

ყველა ორგანიზაციას უნდა, რაც შეიძლება კარგი თანამშრომლები ყავდეს :-) შენ თქვი, რამდენად იქნები "ჩვენთან".


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:32 PM