თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web პროგრამირება _ ღირს ჩაბარება

პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 13 2006, 06:01 PM

მომავალ წელს ვაბარებ და ვერ გადამიწყვეტია სად ჩავაბარო. არის 2 ვარიანტი - ან სამედიცინო, ან პროგრამირება(ვებ)
ღირს პროგრამირებაზე ჩაბარება? ანუ შეიძლება მაგით თავის რჩენა?

პოსტის ავტორი: Davidus Jul 13 2006, 07:24 PM

სამედიცინოზე არ გირჩევ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ინფორმატიკის რა გითხრა! biggrin.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jul 13 2006, 10:01 PM

პროგრამირება რატომ "ვებ" ?!

წაი წაი სამედიცინოზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2006, 07:18 AM

M.W.S.
სამედიცინოზე რა გინდა მითხარი ერთი? მთელი ცხოვრება უნდა ისწავლო?

აი ინფორმატიკაზე რა ხდება ვერ გეტყვი არ ვიცი ნამდვილად.

პოსტის ავტორი: lasha_t Jul 14 2006, 08:11 AM

M.W.S.
ჯერ სასწავლებელი გვითხარი და მერე გეტყვით ღირს თუ არა wink.gif
თუ გეპეიში აპირებ, პირდაპირ გეტყვი, რომ ეხლაც გეცოდინება ალბათ იმ ლექტორებზე მეტი, რომლებმაც უნდა გასწავლონ biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 14 2006, 08:15 AM

მოკლედ, კარგად რომ ვისწავლო პროგრამირება, შეიძლება მაგითი თავის რჩენა? აქამდე სამედიცინო მინდოდა, მაგრამ კომპიუტერი უფრო მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: lasha_t Jul 14 2006, 08:21 AM

M.W.S.
შენთვითონვე უნდა გადაწყვიტო რა გინდა იყო ცხოვრებაში . . .
პრინციპში კი არ უნდა გადაწყვიტო, უნდა გრძნობდე და ატყობდე შენ თავს რისი გაკეთება უკეთ შეგიძლია და რომელი საქმე გისმოავნებს. შენი პროფესია ისე უნდა გიყვარდეს, რომ მუშაობა შენთვის სიხარული იყოს, სხვანაირად არაფერი არ გამოგივა wink.gif

რაც შეეხება კიდევ ფულს, აქ ერთი მცნების თქმა შეიძლება, რომ "ფული ყველგან იშოვნება თუ შოვნა იცი" smile.gif

პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 14 2006, 08:30 AM

ხოო, კომპი ნამდვილად მიყვარს (თამაშს არ ვგულისხმობ)
ვნახოთ, კიდევ გადავწყვეტ

P.S. PHP - ს სწავლას რამდენი დრო უნდა და სად ასწავლიან უკეთესად?

პოსტის ავტორი: lasha_t Jul 14 2006, 08:48 AM

M.W.S.

ციტატა
PHP - ს სწავლას რამდენი დრო უნდა და სად ასწავლიან უკეთესად?

სახლში წიგნებით biggrin.gif

დრო კი შენი აღქმის უნარზეა დამოკიდებული wink.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 14 2006, 10:25 AM

მე გირჩევ ერთ რამეს: გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის ორია, იმ შემთხვევაშიც, თუ გადაგყლაპეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif.
თუ ორ პროფესიას შორის მერყეობ, მაშინ გახდი კომპიუტერის ექიმი smile.gif, თუ ორივე საქმე ერთად გიზიდავს.
არ ვხუმრობ! თანამედროვე მედიცინაში თანდათან მკვიდრდება კომპიუტერი და შენც შეისწავლე სამედიცინო კომპიუტერები. (სად ასწავლიან, ეგ აღარ ვიცი. არც ის ვიცი რა სისტემაზე მუშაობენ, მგონი "დოს-ვინდოუს"-ზე smile.gif)

პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 14 2006, 10:55 AM

არა, ეგ არ მინდაsmile.gif მე ჩვეულებრივი, მამაპაპური (!) პროგრამირება მირჩევნია

პოსტის ავტორი: oracle Jul 14 2006, 12:32 PM

მამაკაცური პროგრამირება რას ქვია, თუ კაცი ხარ თქვი რა

პოსტის ავტორი: z125 Jul 14 2006, 02:38 PM

M.W.S.
გული საითკენაც გიწევს იქით წადი და კიდევ რომლის უკეთესად ათვისებაც შეგიძლია ის ისწავლე. საერთოდ მთავარი ისაა, რომ შენ საქმეში იყო მაგარი და სამუშაო ყოველთვის გამოგიჩნდება. საშუალო დონის ექიმს მაგარი პროგრამისტი ჯობია, ხოლო მაგარი ექიმი მაგარ პროგრამისტს. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია smile.gif
და კიდევ ერთი: გაითვალისწინე სად რა ცოდნას მოგცემენ რომ დრო ტყუილად არ დაკარგო. ისეც შეიძლება რომ სამედიცინოზე ჩააბარო და პარალელურად პროგრამირებაც ისწავლო. ამ უკანასკნელისთვის ალბათ ინსიტუტი არცაა საჭირო საქართველოს პირობებში, რადგან თვითონ გასანათლებლები არიან ალბათ (ჩვენ ლექტორებს ვგულიხმობ, რომლებიც დროს საკმაოდ არიან ჩამორჩენილები)

პოსტის ავტორი: Reechard Jul 14 2006, 05:48 PM

ციტატა(lasha_t @ Jul 14 2006, 11:21 AM) [snapback]3175[/snapback]

უნდა გრძნობდე და ატყობდე შენ თავს რისი გაკეთება უკეთ შეგიძლია და რომელი საქმე გისმოავნებს. შენი პროფესია ისე უნდა გიყვარდეს, რომ მუშაობა შენთვის სიხარული იყოს, სხვანაირად არაფერი არ გამოგივა wink.gif



101% smile.gif

ციტატა(z125 @ Jul 14 2006, 05:38 PM) [snapback]3191[/snapback]

საშუალო დონის ექიმს მაგარი პროგრამისტი ჯობია, ხოლო მაგარი ექიმი მაგარ პროგრამისტს.


საშინლად ცდები. გეტყობა რომ ჰიპოკრატეს ფიცი გაქვს ეხლახანს დადებული laugh.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jul 14 2006, 05:58 PM

მაღლივში ისწავლება მაგ ფაკულტეტზე მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა და სუუუუულ პატარაზე ინფორმატიკა. მიზეზი მარტივია: მათემატიკა სულ ცოტა ბოლო 60 წლის განმავლობაში (მნიშვნელოვნად) არ შეცვლილა და ამ სამოცი (და მეტი) წლის განმავლობაში (კომუნისტების დროს "გაწვრთნილ") ლექტორებს გადაღეჭილი აქვთ ეს მასალა, სახელმძღვანელო პრობლემა არაა და არაფერი (სამოცი წლის წინანდელი რუსული წიგნიც ივარგებს) და მიდის ცხრილის შევსება მათემატიკით. ინფორმატიკის სასწავლებელი უკანალი კი არ აქვთ. მოკლედ პირველი კურსი დავამთავრე და მათემატიკა მიყვარდა და შემაზიზღეს smile.gif და ინფორმატიკაში ის ვისწავლე რასაც მონდომებული კაცი ერთი წიგნიდან ერთ კვირაში ისწავლის. პროსტა ეგაა მარტო ნოლიდან დაწყება სახლში ძნელია. ჯგუფთან ერთად სულ სხვაა თავიდან თორე ეხლა სულ რომ დავანებო თავი უნივერსიტეტს და სხვა ენები სახლში დავამუღამო ასე მგონია არ გამიჭირდება. იმას ამბობდნენ აქაოდა ჩვენგან (უნივერსიტეტიდან) წასული სტუდენტები სახლში ნასწავლებს იმით ჯობიანო რომაო ალგორითმულ აზროვნებას ვაჩვევთო და ვავარჯიშებთო... არაფერი ისეთი... გაჩითავ წიგნს, ნეტში საკაიფო ამოცანებს და მემგონი ყველაფერი გამოვა. პროსტა როგორც ვთქვი თავიდან დაწყება ნოლიდან მასწავლებლის გარეშე ძნელია. ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და მერე რა იქნება არ ვიცი ...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2006, 06:08 PM

Reechard

ციტატა
პროსტა როგორც ვთქვი თავიდან დაწყება ნოლიდან მასწავლებლის გარეშე ძნელია.

რავი მე არ გამჭირვებია smile.gif ვებ პროგრამირებას ვგულისხმობ ოღონდ.

პოსტის ავტორი: z125 Jul 16 2006, 04:28 PM

ციტატა
საშინლად ცდები. გეტყობა რომ ჰიპოკრატეს ფიცი გაქვს ეხლახანს დადებული


აი აქ კი შენ ცდები ნამდილად, რადგან ჰიპოკრატეს ფიცთან არანაირი კავშირი არ მაქვს laugh.gif laugh.gif
ხოლო რაც შეეხება შენ მოსაზრებას, ეგ უფრო პირადი სიმპათიით ნათქვამს გავს, რადგან არანაირი არგუმენტი არ მოგიყვანია. მართალია პირადად მეც კომპიუტერი უფრო მაინტერესებს, მაგრამ მედიცინას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ და არამარტო მე (აქ ჩემი და შენი აზრი არაფერს წყვიტავს). უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება, რომ თავისი არსით და საციცოცხლო მნიშვნელობით მედიცინა გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე ინფორმატიკა და ამის დასადასტურებლად ისიც კმარა რომ ის დაიბადა (სწორედაც რომ დაიბადა და არა წარმოიქმნა) კაცობრიობასთან ერთად და იარსებებს ყოველთვის. კომპიუტერი კი ჯერ ახალი ხილია და არავინ იცის მისი მომავალი ან და მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. თუნდაც ის ფაქტი რომ იგი იწვევს ძალიან ბევრი ადამიანის რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტას და ვირტუალურ სამყაროში გადასროლას, ასევე სერიოზულად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა. შეიძლება ეს ყველაფერი თემიდან გადახვევა იყოს, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ მსოფლიოში ექიმის პროფესია უფრო მნიშვნელოვანი, დაფასებული და პრესტიჟულია ვიდრე პროგრამისტის. ხოლო ადამიანმა თავისი პროფესიის არჩევის დროს მხოლოდ ამ მოსაზრებით არ უნდა იხელმძღვანელოს. მთავარი კი ის არის რომ ადამიანი იყოს პროფესიონალი და თავისი საქმის მოყვარული, რაც ძალიან აკლია დღევანდელ საქართველოს სამწუხაროდ! sad.gif

პოსტის ავტორი: Baal Jul 16 2006, 06:14 PM

ისე ჩემი აზრით ჩვენი ძვირფასი უნივერსიტეტების გადამკიდე ჯობია სულ არ სად ჩააბარო და თვითონ ისწვლო რამე. პროგრამირებას კი გეპეიში აქეთ ვასწავლიდი ლექტორს მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არამგონია კარგი სიტუაცია იყოს მაგმხრივ. მონდომებაა და ყველაფერს შეისწავლი.

პოსტის ავტორი: lasha_t Jul 16 2006, 07:16 PM

"სწავლა, სწავლა და სწავლა" - ასე გვარიგებდა ძია ლენინი biggrin.gif


ისე ფორუმზე რომ გადაწყვიტავ სად ჩააბარო, მაგარია არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jul 16 2006, 07:36 PM

ციტატა(z125 @ Jul 16 2006, 07:28 PM) [snapback]3274[/snapback]

აი აქ კი შენ ცდები ნამდილად, რადგან ჰიპოკრატეს ფიცთან არანაირი კავშირი არ მაქვს ხოლო რაც შეეხება შენ მოსაზრებას, ეგ უფრო პირადი სიმპათიით ნათქვამს გავს, რადგან არანაირი არგუმენტი არ მოგიყვანია. მართალია პირადად მეც კომპიუტერი უფრო მაინტერესებს, მაგრამ მედიცინას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ და არამარტო მე (აქ ჩემი და შენი აზრი არაფერს წყვიტავს). უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება, რომ თავისი არსით და საციცოცხლო მნიშვნელობით მედიცინა გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე ინფორმატიკა და ამის დასადასტურებლად ისიც კმარა რომ ის დაიბადა (სწორედაც რომ დაიბადა და არა წარმოიქმნა) კაცობრიობასთან ერთად და იარსებებს ყოველთვის. კომპიუტერი კი ჯერ ახალი ხილია და არავინ იცის მისი მომავალი ან და მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. თუნდაც ის ფაქტი რომ იგი იწვევს ძალიან ბევრი ადამიანის რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტას და ვირტუალურ სამყაროში გადასროლას, ასევე სერიოზულად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა. შეიძლება ეს ყველაფერი თემიდან გადახვევა იყოს, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ მსოფლიოში ექიმის პროფესია უფრო მნიშვნელოვანი, დაფასებული და პრესტიჟულია ვიდრე პროგრამისტის. ხოლო ადამიანმა თავისი პროფესიის არჩევის დროს მხოლოდ ამ მოსაზრებით არ უნდა იხელმძღვანელოს. მთავარი კი ის არის რომ ადამიანი იყოს პროფესიონალი და თავისი საქმის მოყვარული, რაც ძალიან აკლია დღევანდელ საქართველოს სამწუხაროდ!


ჯერერთი მე ვგულისხმობდი არა ნივთს კომპიუტერს როგორც ასეთი IBM PC და რამე, არამედ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომელიც პირვდაპირკავშირშია დღევანდელი სამყაროს განვითარებასთან. ამ სფეროში იქმნება და შეიქმნება ყველაფერი რაც სამყაროს ამოძრავებს და აყავს უფროდაუფრო მაღალ საფეხურებზე! ლოლ შენ რა გგონია მედიცინა 90 პროცენტით არ არის დამოკიდებული IT-ს განვითარებასთან?!?! მიდი აბა შეადარე მედიცინის შესაძლებლობები რომელიც კომპიუტერის გამოგონებამდე იყო და რომელიც ეხლაა!!!
ამ სფეროს გარეშე დღეს უკვე ვერ განვითარდება ვერავითარი ფიზიკა ქიმია და ა.შ. ვერ გაფრინდებოდა ადამიანი კოსმოსში...
აბსოლუტურად ვერ განვითარდება კაცობრიობის ვერცერთი დარგი.
წარმოიდგინე სამყარო როგორი იყო 50 წლის წინ და როგორია დღეს. რამ შეცვალა, მედიცინამ?! ვაბშე მაგ ორის "შედარება" როგორც ასეთი სისულელეა პროსტა შენ რაღაც ბავშვურს აწვები და იმიტომ biggrin.gif

ეს კიდე იმას მეუბნება როგორი მავნეა კომპიუტერის მონიტორი ჯანმრთელობისათვის. LOOOOL

ექიმის პროფესია უფრო დაფასებულია ვიდრე პროგრამისტისო.... საქართველოში - კი laugh.gif საზოგადოდ კიდე როგორც უკვე აღვნიშნე... ეეჰ რა აზრი აქვს საუბარს ... (ისე თუ ამ მხრივ გინდა ჯახი გეტყვი ერთს: ამერიკაში პროგრამისტის ანაზღაურება რიგით მეორეა - პირველზეა მეხანძრე. მერე მოდიან ადვოკატები და ა.შ. ისე ანაზღაურება შეიძლება ბოზს ყველაზე მეტი ჰქონდეს მაგრამ მაგათ არ ვგულისხმობ biggrin.gif )

როგორც ასეთი მედიცინა ეს არის ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის (როგორც მეცნიერებების) უკვე აღიარებული დებულებების კონკრეტული კერძო ინტერპრეტაცია.

ინფორმატიკა არის სამყაროს განვითარების უმთავრესი პრიორიტეტი (რათქმაუნდა მონათესავე დარგებთან ერთად).

პროსტა კაცს ის მაინც უნდა გესმოდეს რომ ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ნებისმიერი სახის ტექნიკა, ის რაშიც შენ ცხოვრობ ამ სფეროს მოცემულია. და არა ექიმების biggrin.gif

ის რომ ადამიანი ჰაერში დაფრინავს და წყლის ქვეშ ცურავს ... და რომ უარესებს მიაღწევს... ამას მარტო ფიზიკა, მარტო მათემატიკა, ან მარტი ქიმია ვერ იზავდა. ამისათვის შეიქმნა ადამიანის მიერ დაგროვილ ინფორმაციასთან მუშაობის და მისი დამუშავების მეცნიერება.

კაროჩე არ ვიცი რამდენად მკაფიოდ გამოვთქვამ ჩემს აზრებს biggrin.gif მაგრამ გამგები გაიგებს, ტოესტ აქამდეც გაგებული ექნებოდა.

პოსტის ავტორი: Davidus Jul 16 2006, 08:48 PM

100 % -ით ვეთანხმები Reechard-ს, უბრალოდ შეადარეთ პრეკომპიუტერული განვითარების ტემპი - პოსტკომპიუტერული ხანის განვითარების რითმს, და მიხვდებით რომ თუ ადრე თუნდაც ტექნიკის სრულყოფას წლები და საუკუნეები სჭირდებოდა, ახლა ეს დრეების და თვეების ამბავია, რაც კომპიუტერული კულტურა შემოვიდა ყველაფერი ფორსმაჟორულ რეჟიმში გადაინაცვლადა ლამის არითმეტიკული პროგრესიიტ ვითარდება, 20 წელი რა იყო ადრე, 17-18-ე საუკუნეში, არც არაფერი, ახლა კი 20 წელში ისეთი გრანდიოზული მასშტაბების ცვლილებები ხდება რომ... კაცმა რა იფიქრო არ იცი და დაჟე რაღცნაირი შიშის გრძნობაც გეუფლება რომ ჩაუფიქრდები სადამდე მივდივართ, ეს ყველაფერი ისევ და ისევ IT სთან არის პირდაპირპროპორციული biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 17 2006, 05:57 AM

ციტატა
100 % -ით ვეთანხმები Reechard-ს

მეც smile.gif

ისე ეხლა ჩავფიქრდი რა იქნება ესე 80 წლის მერე მაგრად რომ დავბერდები smile.gif) დღევანდელი ჩემი P4 ანტიკვარი იქნება wink.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Jul 17 2006, 06:26 AM

მეგონი ცოტა ფილოსოფიაშიც გადავიჭერით :შევეხეთ რა მის უმთავრეს პრიციპებს მიზანს და საშუალებას
მემგონი აქ ინფირმატიკა უფრო საშუალებაა კონკრეტული დარგის განსავითარებლად, ვიდრე მიზანი
ხო ლო რაც შეეხება ნივთს კი Reechard ჯერჯერობით კომპები ნივთები არიან იქამდე სანამ არ დაუშვებენ რო:
True და Fulse გარდა არსებობს Maybe. smile.gif

პოსტის ავტორი: merabi Jul 17 2006, 09:38 PM

ციტატა
მემგონი აქ ინფირმატიკა უფრო საშუალებაა კონკრეტული დარგის განსავითარებლად

მართალია ინფორმატიკა საშუალებაა, მაგრამ პირველ რიგში ეს საშუალება უნდა განვითარდეს რომ მერე რომელიმე კონკრეტულ დარგს ქონდეს წინსვლა, თორე ფაფუ..

პოსტის ავტორი: Reechard Jul 18 2006, 07:26 AM

ციტატა(Davidus @ Jul 16 2006, 11:48 PM) [snapback]3286[/snapback]

რაღცნაირი შიშის გრძნობაც გეუფლება რომ ჩაუფიქრდები სადამდე მივდივართ, ეს ყველაფერი ისევ და ისევ IT სთან არის პირდაპირპროპორციული biggrin.gif


ეგრეა რო წარმოვიდგენ რა იყო სამყარო თუნდაც მე რო დავიბადე იმ წელს და როგორი იქნება ერთი 50 წლის შემდეგ. და როგორც ვუყურებ ჩემს მშობლებს ეხლა ისე შემომხედავენ ოდესმე მეც და იტყვიან: ეეეჰ თქვენ დროს კიდე ორგანზომილებიანი მონიტორები იყო, ვაბშე რა უნდა გელაპარაკოთო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.W.S. Jul 19 2006, 03:16 PM

ციტატა(lasha_t @ Jul 16 2006, 11:16 PM) [snapback]3279[/snapback]

"სწავლა, სწავლა და სწავლა" - ასე გვარიგებდა ძია ლენინი biggrin.gif
ისე ფორუმზე რომ გადაწყვიტავ სად ჩააბარო, მაგარია არა? biggrin.gif


ფორუმზე კი არ ვწყვეტ, უბრალოდ მაინტერესებს მცოდნეების აზრი. PHP - ს ქართული სახელმძღვანელო არა გაქვთ?

პოსტის ავტორი: Baal Jul 19 2006, 03:46 PM



ციტატა
ფორუმზე კი არ ვწყვეტ, უბრალოდ მაინტერესებს მცოდნეების აზრი. PHP - ს ქართული სახელმძღვანელო არა გაქვთ?


მაგას რუსულად თუ დაითრევ ქართული წიგნების წაგითხვას პირადად არ გირჩევ უმეტესობა მაგარი საზიზღრობაა.

პოსტის ავტორი: URiDiA Jul 19 2014, 09:46 AM

მაგალითად ჯავახიშვილში (ან რამე თუა უკეთესი სახელმწიფო უნივერსიტეტი) პროგრამირებაზე ჩაბარება ღირს?



ციტატა(Reechard @ Jul 14 2006, 06:58 PM) *
მაღლივში ისწავლება მაგ ფაკულტეტზე მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა მათემატიკა და სუუუუულ პატარაზე ინფორმატიკა. მიზეზი მარტივია: მათემატიკა სულ ცოტა ბოლო 60 წლის განმავლობაში (მნიშვნელოვნად) არ შეცვლილა და ამ სამოცი (და მეტი) წლის განმავლობაში (კომუნისტების დროს "გაწვრთნილ") ლექტორებს გადაღეჭილი აქვთ ეს მასალა, სახელმძღვანელო პრობლემა არაა და არაფერი (სამოცი წლის წინანდელი რუსული წიგნიც ივარგებს) და მიდის ცხრილის შევსება მათემატიკით. ინფორმატიკის სასწავლებელი უკანალი კი არ აქვთ. მოკლედ პირველი კურსი დავამთავრე და მათემატიკა მიყვარდა და შემაზიზღეს smile.gif და ინფორმატიკაში ის ვისწავლე რასაც მონდომებული კაცი ერთი წიგნიდან ერთ კვირაში ისწავლის. პროსტა ეგაა მარტო ნოლიდან დაწყება სახლში ძნელია. ჯგუფთან ერთად სულ სხვაა თავიდან თორე ეხლა სულ რომ დავანებო თავი უნივერსიტეტს და სხვა ენები სახლში დავამუღამო ასე მგონია არ გამიჭირდება. იმას ამბობდნენ აქაოდა ჩვენგან (უნივერსიტეტიდან) წასული სტუდენტები სახლში ნასწავლებს იმით ჯობიანო რომაო ალგორითმულ აზროვნებას ვაჩვევთო და ვავარჯიშებთო... არაფერი ისეთი... გაჩითავ წიგნს, ნეტში საკაიფო ამოცანებს და მემგონი ყველაფერი გამოვა. პროსტა როგორც ვთქვი თავიდან დაწყება ნოლიდან მასწავლებლის გარეშე ძნელია. ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და მერე რა იქნება არ ვიცი ...

გეთანხმები ნულიდან დამოუკიდებლად დაწყება რთულია მასწავლებლის გარეშე ვიდრე აზრზე იყო და მერე შენით იმეცადინო. მაგრამ მაინც დადიხარ უნივერსიტეტში იქ არ გასწავლიან და მერე სახლში მიდიხარ დაა შენით მეცადინეობ, სავარჯიშოებს აკეთებ. ან არავინ უნდა შეგიმოწმოს ან დავალება მოგცეს... ?? 8 წლის მერე ამ პოსტზე გამოხმაურება დაგვიანებულიც კია მარა იქნებ მითხარი საიდან უნდა გაჩითო ეს სახელმძღვანელოები? შეგიძლია დამილინკო?