მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> განათლება უპირველეს ყოვლისა, სასკოლო მარგალიტები
Giena
პოსტი May 22 2010, 05:27 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



აი, რით ერთობიან განათლების სამინისტროში!

პოსტს დაემატა ახალი მარგალიტები!

ალბათ ყველას უყვარს ბავშვების ბოდიალის კითხვა. ძალიან ვკაიფობ ხოლმე მსგავს მარგალიტებზე (მორალისტი ბლოგერები ნუ აღშფოთდებით ახლა და “დასცინიან საწყალ ბავშვებს” პოსტები არ გამოაცხოთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ამ ბოლო დროს მომრავლდა აღშფოთებული პოსტები, ძირითადად, ჯეოსტარის პრიკოლებთან დაკავშირებით).

ჟანრში ყველაზე მაგარი, რაც წამიკითხავს – სკოლის დირექტორების კონკურსის მარგალიტები იყო, თუმცა მე მგონი სრული სახით ის მარგალიტები არსად დადებულა და მხოლოდ ვიწრო წრეში ვიხალისეთ. სამწუხაროდ, მაშინ ბლოგერობა სისხლში არ მქონდა ჯერ და არც მიფიქრია დამექსეროქსებინა პირატულად.

მოკლედ, Enjoy!

“ქართული ენა ისეთი მდიდარია, რომელ ბრუნვასაც გინდა გამოიყენებ ადამიანის სახსენებლად” – IX კლასი

“ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შედეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა” – VII კლასი

“შუშანიკზე გაბრაზებულს ვარსქენს ნადირობისთვის წასვლა მოუნდა, რადგან უნდოდა, ვიღაც მოეკლა და ეს ცოლს ვერ გაუბედა” – IX კლასი

“პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული” – VIII კლასი


“აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა” – V კლასი

“აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ” – V კლასი

“ალექსანდრე ყაზბეგი მსახიობიც იყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან მხოლოდ ცეკვა იცოდა და ისიც ლეკური” – VIII კლასი

“ჩანჩურამ იცოდა, ქუჩაში შარვლის ჩაცმის გარეშე გასვლა სირცხვილი იყო და ქალები დასცინებდნენ. ამიტომ ყოველდღე იცვამდა და ძაღლს ძალით აგლეჯინებდა თავის ერთადერთ ჩასაცმელს. მერე კი იჯდა და კერავდა, მაგრამ კერვაც არ იცოდა და არც ნემსი და ძაფი ჰქონდა” – IX კლასი

“გველეშაპი ადამიანებს ტანსაცმლიანად ყლაპავდა, მაგრამ მომღერალი მეჩონგურეს ფეხსაცმელები არ მოეწონა” – V კლასი

“ჯობია ადამიანმა უკან იაროს და წინ გაინათოს, ვიდრე მიდიოდეს და უკან მისდევდეს ლამპარიო. უთხრა ბრძენმა შვილმა მეფეს და გააოცა” – VI კლასი

“ღმერთმა დასწყევლა კაენის მოდგმა. უთხრა, რომ სულ იმუშავებდა და მაინც მშიერი იქნებოდა. კაენს რომ თავისი ძმა არ მოეკლა, ჩვენც არასოდეს მოგვშივდებოდა!” – X კლასი

“ჩარლი ჩაპლინი მუდამ ცდილობდა ანგელოზი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ადამიანი გამოდგა” – VI კლასი

“ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა” – VII კლასი

“ღამურა საკაცობრიო კანონების დარღვევისათვის ბუნებამ დასწყევლა და მას მერე თვალებდახუჭული დაფრინავს” – VII კლასი

“სვანეთში ვეფხვს ჯერ კლავდნენდა მერე რამდენი ზოლიც ქონდა, იმდენჯერ ტიროდნენ, რომ ვეფხვების ღმერთი არ გაბრაზებულიყო” – VIII კლასი

“დავით აღმაშენებელმა სამკურნალო საავადმყოფო ააშენა და იმ უბედურ ადამიანებს თვითონაც ნახულობდა მოსავლელად” – VI კლასი

“ერთ ღამეს დალის ქალღმერთს მონადირე შეეპარა და გვერდით მიუწვა და ამირანი ჩასახა” – IX კლასი

“თუ სწავლა არ გაქვს, თანამდებობა ვერ გიშველის” – V კლასი

“სოლომან მორბელაძე სირბილით შოულობს ტკიცინა ათლარიანებს” – VIII კლასი

“დავით აღმაშენებელს ისეთი ხმალი ჰქონდა, რომ მეხებს ებრძოდა და აღმაშენებელთან ერთად მეხისმბრძოლელიც შერაქვეს” – VII კლასი

“თბილისის შუაში მოედინება მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს და სხვადასხვა უბნებს წარმოშობს” – VII კლასი

“გალაქტიონ ტაბიძეს ეგონა, რომ ფრთები ჰქონდა. ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა. მანამდე კი ლექსად დაწერა ფრთები მააქვსო” – VIII კლასი

“პოეტი ხან წერს ‘გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შირია ამად კარგი’-ო და ხან ამბობს – ‘მოშაირე არა ჰქვია, ვერას იტყვის ვინაც გრძელად’ -ო. როგორც ჩანს, შოთაშო ერთმანეთს ორი აზრი მკაცრად ებრძოდა” – IXკლასი

“ამირანი ქრისტე ღმერთმა მონათლა. რადგან მან ნათლიასთან დაჭიდავება მოინდომა, დაისაჯა და რკინის პალოთი დამაგრებულ ჯაჭვზე გამოება” – IX კლასი

“არავინ იცის საიდან ჩასახლდა მარიტასთან ისეთი სილამაზე, რომელიც ჯერ არავის ენახა. ისიც გაურკვეველია სად ქრება ლამაზი ქალი” – VIII კლასი

“როცა ადამიანები პირველად გამრავლდნენ, არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ საკუთარი ხელები და ფეხები” VII კლასი

“ასტრიდ ლინდგრენი ცხენების საუკუნეში დაიბადა და სჯეროდა, რომ ჯობდა, ჩვენს თაობასაც ენახა ის დრო და მაშინდელი ფანტასტიკური წიგნებიც ბევრი ეკითხა. სინამდვილეში კი ჩვენ ახლა უკვე ავტომანქანებისა და კომპიუტერების საუკუნის შვილები ვართ” – VII კლასი

“ვაჟა-ფშაველას ოჯახში ყველა სტუმარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას, თან აჭმევდნენ და ასმევდნენ და რა გასაკვირია, რომ მან სტუმარ-მასპინძლობაზე პოემა დაწერა?” – IX კლასი

“ძუძუები, რომელსაც ნუკრი წოვდა, მონადირემ თან წაიღო. ამის დანახვაზე პატარა შველს გული წაუვიდა” – V კლასი

“ვინც საკუთარ მიწა-წყალზე ცხოვრებას აღარ მოინდომებს, ღამურასავით მოეკითხება” – VII კლასი

“ილია ჭავჭავაძე თერგდალეულების ლიდერი კი იყო, მაგრამ მდინარე თერგს ვერ იტანდა” – IX კლასი

“ძიძიასგან დაბრმავებული ონისე გაიძახოდა, მომკალითო, მაგრამ ყველა გაშტერებული უყურებდა. ვერავინ წარმოიდგინა, რომ როცა ქვეყანას უჭირდა, ხევისბერის შვილი ქალთან გულაობდა” – VIII კლასი.

“შუშანიკმა მოიწყინდა და სულ ტიროდა. მწუხარე ქალების გვერდით ცხოვრება კი კაცებისთვის სასიამოვნო არ არის” – IX კლასი

“ნაზიბროლა ერთი თვის გათხოვილი იყო, როცა მას თავზე ქმრის ძმაკაცი დაესხა” – X კლასი

“მედეა ჯადოქარი იყო და ყაყაჩოს წვენით აძინებდა ურჩხულებს. მერე კი ოქროს საწმისს ხან სხვებს მოატაცინებდა და ხან თავის იაზონს” – VI კლასი

“ალექსანდრე ყაზბეგი ფუფუნებაში იზრდებოდა, მაგრამ უცბათ კომბალს დაავლო ხელი და მეცხვარე გახდა. ვერავინ მიხვდა, რომ მწერლობა უნდოდა და მეცხვარეობაც იმიტომ აირჩია” – VIII კლასი

“შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა” – V კლასი

“ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებში მხოლოდ აუცილებელი სიტყვებია და არა – ყვირილი” – VIII კლასი

“ბაკულას ღორები სუფრის ქვეშ შეძვრნენ და სტუმრებს სულ წაწვეტებული დინგებით სცემეს” – X კლასი

“დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვამ ისე გაიტაცა, თურქების თავდასხმის ხმაც კი ვერ გაიგონა” – VI კლასი

“მსოფლიოს მეცნიერები სპეციალურად იგონებენ ისეთ რამეებს, რომ ბავშვებმა წიგნები აღარ წაიკითხონ” – VII კლასი.

“სანამ ღმერთი ადამიანს ცაში ააფრენს, ფეხებში ურტყამს და შრომას აიძულებს” – VI კლასი

“თუთა ფანჯარაში შეიჭრა, მერე წელზე შემოხვია ხელი და ჩურჩული დაიწყო. ანა კალანდაძეს ამ ამბავმა დასაწვავი გრძნობები გაუჩინა” – V კლასი

“მზეთუნახავი ნესტანი კიდობანში ჩასვეს და წყალში ჩააგდეს. ზედ კი ორი ზანგი მონა დაასვეს” – IX კლასი

“თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში” – V კლასი

“მასწავლებელს უფლება აღარ აქვს, მოსწავლწეს სცემოს, მაგრამ ისინითვითონ ცემით გაიზარდნენ, რადგან დავით გურამიშვილმა დიდებს პატარების წკეპლით ცემა ასწავლა” – XI კლასი

“ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა” – VIII კლასი

“ადამიანები პირველად თიხაზე წერდნენ, მერე ცხოველების ტყავზე. სულ ბოლოს ჩინელებმა ფურცლები გამოიგონეს, მაგრამ ახლა ყველაზე ადვილი ინტერნეტში წერა და კითხვაა” – VII კლასი

“ონისეს და ძიძას კოცნის გამო სოფელში თოფი გავარდა” მე-8 კლასი

“ხევისბერი გოჩა, რომელიც ხალხს სულლოცავდა ხოლმე, ძიძიას სიყვარულმა ისე გააგიჟა, საკუთარი შვილი დახვრიტა” მე-8 კლასი

“ჯობია თაგვად იცხოვრო, ვიდრე ფრთებიანი გახდე, რადგან თავზე დაგესხმებიან და დაგარბევენ. არც ადამიანმა უნდა მოინდომოს ფრთებიანი ანგელოზობა” მე-7 კლასი

“ლუარსაბ თათქარიძე მრგვალად და დარბაისლურად იყო გასუქებული” მე-8 კლასი

“ოქროსს საწმისს ურჩხული გველეშაპი იცავდა, რომელსაც მედეა ყაყაჩოების ჰიპნოზით აძინებდა” მე-6 კლასი

“შუშანიკმა ვარსქენი გააუბედურა და მერე ეკლესიაში გაიქცა” მე-9 კლასი
* * *
“მაგდანი ქეთოსთან ერთად სარკეში იხედებოდა, მაგრამ მხოლოდ თავის თავს ხედავდა, ქეთო არ ჩანდა” მე-5 კლასი

“ზევსი გაბრაზდა და ადამიანებს ცეცხლის დანთება აუკრძალა” მე-7 კლასი

“ჩვენმა ერმა ორი ათასი წელი იცხოვრა და ბევრი უვარგისი ქვებიც ჩადო წარსულის ძირში” მე-10 კლასი

“ტარიელი მზეს გავს, მთვარეს – ნესტანი. ანუ ორივე ისეთი ლამაზები არიან, რომ როგორც შუქი, ისე ანათებენ” მე-9 კლასი

“ვაჟა-ფშაველა არწივს გავდა, მაგრამ მთის დევს ეძახდნენ” მე-8 კლასი

“ილიას თვალით დანახული თერგი ისეთი მდუღარე და ჩუმია, თითქოს როზგებს ურტყამენ და მედლებს ურიგებენო” მე-10 კლასი

“ვეფხისტყაოსანი” ყველა ქართველი პოეტის უდიდესი პოემაა” მე-7 კლასი
* * *
“დავით გურამიშვილმა ბევრი იმოგზაურა, მაგრამ სწავლაზე უკეთესი საჭმელი ვერსად იპოვნა” მე-6 კლასი

“მგელს უყვარდა ადამიანის შვილი და ისე ზრდიდა, ზურგზე არ უფხაჭუნებდა” მე-7 კლასი

“ადრე წერილები ბოთლებს დაჰქონდათ. ბოთლებს კი ყველაზე ხშირად თევზების მუცლები ინახავდნენ” მე-8 კლასი

“ისეთი მშვიდი და წყნარი დღე იყო, რომ ავდრიანი ღამე დადგა” მე-7 კლასი

“დავით გურამიშვილს შვილი არ ეყოლა და თავისი ლექსების მამა გახდა” მე-9 კლასი

“ამირანს დღემდე ყოველდღე სტუმრობს არწივი და ზედ აჯდება” მე-9 კლასი

“როცა თბილისში ღამდებოდა და ქარი მტკვარს ეფინებოდა, ქალები გარეთ გამოდიოდნენ და კისკისებდნენ” მე-7 კლასი

“სტუმარ-მასპინძელის წესის დაცვა ქველმოქმედება და პატივისცემაა და მტერთან საერთო არაფერი აქვს” მე-10 კლასი

“უსახელო უფლისციხელმა ისიც კი იცოდა, მტერი რას ფიქრობდა და აკეთებდა, მაგრამ საერთოდ ვერავის აშინებდა, რადგან თავის დროზე ენა გადააყლაპეს” მე-6 კლასი

“ერეკლე მეფემ კრწანისის ომი წააგო და ისე დაიმალა, ქალები ვეღარ პოულობდნენ” მე-6 კლასი

—————————————————————————————-
“ქართველები მთელ მსოფლიოში განსხვავებული და საუცხოო ჯიშის ხალხია. აქ ყველა ლამაზია, მაგრამ ანგელოზის სახით ბევრს ვერ შეხვდებით” მე-8 კლასი.

“საქართველო სულ ცდილობდა ევროპისკენ მიმავალი გზა მოძებნა, რადგან ყველამ ვიცით, რომ პირველი ევროპელები ჩვენ ვიყავით და მომავალშიც ასე იქნება” მე-9 კლასი

“ოდისევსი უთავბოლოდ იქამდე დაეხეტებოდა, სანამ ყოჩაღი ციკლოპი არ გაიცნო, რომელიც ადამიანებს ღვიძლებიანად ყლაპავდა” მე-7 კლასი

“როცა ადამიანი კაიფშია, ხედავს, როგორ სხდებიან ტელევიზორში ჟირაფები, ლომები და სპილოები. ზოგი გეხახუნება. ანტილოპები და მარტორქები კი მოდგევენ და გაშინებენ” მე-7 კლასი

“აფხაზეთის ომმა ხელი შეუწყო წებოს გასაღებას, რადგან ახალგაზრდებმა მისი ცხვირში შესხმა დაიწყეს” მე-7 კლასი

“ქართველი ადამიანი ვერასოდეს მიხვდება, როგორ შეიძლება არ მოგინდეს ღორის მწვადის ჭამა” მე-8 კლასი

‘ალუდა ქეთელაურს მტრები ჰყავდა, რადგან ყველამ იცოდა, რმ კარგი კაცი იყო და სულ გრანგულად ომობდა” მე-10 კლასი

“ცოტნე დადიანმა ტიტველ სხეულზე თაფლი ისე წაისვა, რომ ბუზებს საჭმელი ჰგონებოდათ” მე-5 კლასი

“მონადირემ გაქცეული მელა დაინახა და ჰაერში განასკვა” მე-7 კლასი

“შვლის ნუკრი დედამისთან ერთად კუნტრუშობდა და ისეთი პატარა თავი ჰქონდა, აზრადაც არ მოსვლია, რომ მგლის მსგავსი ადამიანი მისნაირ სილამაზეს შეჭამდა” მე-5 კლასი

“ძველ ქართველებს ეგონათ, რმო ვინც გველის ხორცს შეჭამდა, დაბრძენდებოდა. მინდიაც იმიტმო დაბრძენდა. ახლა კი ბევრ ქვეყანაში ჭამენ გველებს, მაგრამ ქართველებზე ჭკვიანები მაინც არ არიან” მე-7 კლასი

“ილია ჭავჭავაძე სულ ფიქრობს და დარდობს. თავის ნაწერებში კი მხიარულებას გადმოსცემს” მე-10 კლასი

“იაკობ გოგებაშვილმა სულიერი განათლება თბილისის აკადებიის ცენტრში მიიღო” მე-5 კლასი

‘ვისაც საქმე არ აქვს, ურჩევნია პრეზიდენტივით გაერთოს. ვინც ბევრს მუშაობს, გართობაც უფრო ნაკლებად აწუხებს” მე-7 კლასი

“ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა” მე-9 კლასი

“ხალხურმა პოეზიამ საუკუნეები იარა და ჩვენამდე ძლივს მოაღწია” მე-8 კლასი

“ომი ქვეყნებს სიმწრითა და სირცხვილით ავსებს და ბომბავს” მე-7 კლასი

“სკოლაში სწვალა ვაჟა-ფშაველასთვისაც კი ჯოჯოხეთი იყო და სულ ნატრობდა, მალე გაეთავისუფლებინათ ამ საშინელებათა საპყრობილედან” მე-9 კლასი

“ვაჟა-ფშაველას ცოლის მოყვანამდე ორი გოგო უყვარდა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ მათ ახლოსაც კი არ მიკარებია, მხოლოდ შორიდან უთვალთვალებდა” მე-9 კლასი

“პოლიტიკოსები ნამდვილად ბაყაყებივით ყიყინებენ და ილანძღებიან” მე-6 კლასი

“ცოტნე დადიანმა თავი ისე შეაყვარა ყველას, რომ მწერლები მისი შურით იხოცებიან” მე-7 კლასი

“მამლები ქათმების მბრძანებლები ხდებიან ხოლმე და მათ ზემოდან დაჰყურებენ ხოლმე” მე-6 კლასი

“ლადო ასათიანმა კრწანისში საფლავთან მუხლის მოდრეკის ტრადიცია დაამკვიდრა” მე-5 კლასი

“ადამიანი თავიდან შიშველი და საცოდავი იბადება. მერე ღმერთი იმდენ ფულს აძლევს, რომ შეუძლია ჭამოს და დროც ატაროს. სიკვდილისას ისევ შიშვლდება და უბედურდება” მე-9 კლასი

“ხალხური ანდაზის მიხედვით ადამიანი თავიდან მწარეს ჭამს, რომ ბოლოს ტკბილად იცხოვროს” მე-6 კლასი

“ბუნება რა თვისებითაც დაგასაჩუქრებს, ის უნდა შეინარჩუნო, თორემ სხვების მონა გახდები” მე-10 კლასი

“პატარა გოგომ იმხელა ერეკლე მეფე ქლიავების სროლით დაარიგა” მე-6 კლასი

“ერეკლე მეფემ ინგილო ქალს ქლიავების სროლა არ დაუვიწყა და ქორწილის დროს მზითვები მოუგროვა” მე-6 კლასი

“როცა ადამიანები სასაცილო რამეებს აკეთებენ, ამას მწერლები აკვირდებიან და კომედიებსა და პერსონაჟების სიტუაციებს სიცილხარხარისთვის ქმნიან” მე-8 კლასი

“პოეტებს ღმერთი მხოლოდ ლექსების წერისთვის დაბადებს ხოლმე ამქვეყნად. ეს კი მათ აბრაზებს, რადგან სხვა რამის კეთება აღარ შეუძლიათ – დე და ღამე მხოლოდ ლექსებზე ფიქრობენ” მე-7 კლასი

“სულხან საბა ორბელიანი ჭკვიანი იყო და დაბადებიდან იცოდა უცხოური ენათმეცნიერება” მე-6 კლასი

“თინათინი მზეს მაშინ ჰგავდა, როცა ცაზე ღრუბლები აღარ იყვნენ ხოლმე” მე-9 კლასი

“ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო” მე-9 კლასი

“ლადო ასათიანს ღმერთმა ოცნებიანი ლექსების წერა დაავალა” მე-7 კლასი

:ჯოყოლამ ზვიადაური რომ დაინახა, უნდა ესროლა, მაგრამ უცბად გაახსენდა, შეიძლება მასპინძელი ვარო და გამოელაპარაკა” მე-10 კლასი

“ვაჟკაცმა უკან არ უნდა დაიხიოს, თორემ მისი მეორე თაობის ვაჟკაცები დაწყევლიან და გაამათრახებენ” მე-6 კლასი

“პოეტების სიტყვებს ფურცლებზე კარგად ადამიანის ტვინები ინახავენ” მე-7 კლასი

“მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ გარუსულდა და მერე თავიდან ისწავლა მშობლიური ქართველოლოგია” მე-8 კლასი

“ღმერთმა ადამს დაავალა, ადამიანის მოდგმა გაემრავალფეროვნებინა და ამისათვის ევა მისცა” მე-6 კლასი

“ყველამ უნდა იფიქროს, რომ მთის მწვერვალზე იცხოვროს, თორემ იქ მხოლოდ ტრიალი მინდვრები დარჩება” მე-10 კლასი

“ჭეშმარიტი პოეტები სიკვდილის მაგივრად უკვდავების ხარისხში ადიან და იქ ცხოვრობენ” მე-8 კლასი

“ლუარსაბს ცხენი დაუმალეს და იფიქრა, რაც არის, არის, მაშინ დარეჯანს დავექორწინებიო” მე-8 კლასი

“ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები” მე-8 კლასი

“ჩემი სურვილების დასაკმაყოფილებლად მშობლებს სულიერი ტკივილების გაწირვა უხდებათ, მაგრამ მაინც არ ვნანობ, რადგან თუ გაგაჩენს ადამიანი, შენზეც უნდა იზრუნოს” მე-8 კლასი

“ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო” მე-9 კლასი

“დავით გურამიშვიოლს სწავლის სიმწარე მშობიარობა ჰგონია, საიდანაც ვაზის ყურძენი უნდა დაიბადოს” მე-6 კლასი

“ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი და ბარსელონაში ვითამაშო” მე-6 კლასი

“ილია ჭავჭავაძეს სიყვარული აღარ შეუძლია, რადგან ღამე აღარსძინავს და დღისით ვერავის ელაპარაკება” მე-8 კლასი

“ადამიანი ამ ქვეყნად რომ მოდის, უნდა გამოიგონოს რამე ან დაწეროს, რომ სახელი აქ დატოვოს და თვითონ თავისუფლად აფრინდეს ზეცაში” მე-6 კლასი

“ვეფხისტყაოსანმა” უამრავ საუკუნეებს გაუძლო და ისე მოაღწია ჩვენამდე. სამაგიეროდ იქ ისეთი ამბებია მოთხრობილი, ახლა ვერაფერშიც ვერ გამოგვადგება. ტარიელი ჩემს ნაცნობ ბიჭს ქვია, მაგრამ არც ვაჟკაცურია და არც სიყვარული შეუძლია ნესტან-დარეჯანივით” მე-9 კლასი

“ნესტან-დარეჯანი ზანგმა მონებმა შეიპყრეს და ქაჯეთში წაუყვანეს ნათესავებს” მე-9 კლასი

“ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა” მე-6 კლასი

“გალაქტიონი ისეთი დიდი პოეტი იყო, ლექსებს წინიდანაც წერდა და უკნიდანაც. როგორც არ უნდა წაიკითხო მისი ნაწერი, მაინც ლექსია და რომანს არ ჰგავს” მე-8 კლასი

“ქართველებს დედა ისე უყვართ, რკინასაც კი დედაბოძს ეძახიან” მე-5 კლასი

“როცა პაპა გავხდები, ჩემი შვილიშვილებისთვის ძლიან ტკბილ და კარგ ადამიანად გადავიქცევი. ვერ ავიტან, რომ მათ გარეშე ვიცხოვრო სადმე სოფელში და სული ისე მძვრებოდეს” მე-6 კლასი

“კვაჭი კვაჭანტირაძე რუსეთში ნიშადურებს ხმარობდა, რომ გულწასული ჰგონებოდათ, თბილისში კი კლიტეებიან პირს ამჯობინებდა. რუსებს ლაყბობა უყვართ, ქართველებს კი სიჩუმე” მე-10კლასი

“ძალიან მიხარია, რომ მალე ზაფხული დაიწყება. ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი კი სკოლიდან და მასწავლებლებისგან გათავისუფლებაა” მე-6 კლასი

“ილია ჭავჭავაძეში ყველა ქართველის გენოილოგია გაერთიანდა და ერთად უტევდა მტერს” მე-6 კლასი

“ყველა ერტი ადამიანებისგან შედგება. განსხვავება მხოლოდ ფერში და სუნშია” მე-10კლასი

“დირექტორს კოცებუ ერქვა და მკაცრად აკობუცებდა ყველაფერს” მე-6 კლასი

“თამარ მეფე ყველა ქართველში ლამპრად ანთია და ელვარებს. ის ისეთი დიდი და ნათელია, რომ შესაფერისი სიმღერების წერა ყველას ეძნელავება” მე-6 კლასი

“რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა” მე-8 კლასი

“ჯულიეტა შეიძლება სხვებისთვის ლამაზი სულად არ იყო, მაგრამ რომეოსთვის აჩირაღდნებდა” მე-8 კლასი

“ლექსები ჯერ პოეტურად ჩაიხატებიან, მერე უძრავ სურათებად იქცევიან და ბოლოს დინამიკურად მოძრაობენ” მე-6 კლასი

“არსენა ოძელაშვილი რომ მკვდებოდა, თავის შვიდას თუმანზე ფიქრობდა. არ უნდოდა თავისი ნაგროვები ქონება მდიდარს ეპოვა კასპის დიდ კლდეში და თქვა, სადაც ინახავდა. მერე აღარ ვიცი, ვინ იპოვა ის ფული, შეიძლება ისევ იქ დევს” მე-8 კლასი

“როცა ოტია იოსელიანმა ბავშვობა დაკარგა, იტირა და ამაზე რაღაცეებიც დაწერა” მე-5 კლასი

“ოტია იოსელიანს ღრუბლები ხან დევები ეგონა და ხან – ანგელოზები, რომელბიც დედის მაგივრად აცხობდნენ ხაჭაპურს და რძეს ადურებდნენ ქოთნებში” მე-5 კლასი


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Giena   განათლება უპირველეს ყოვლისა   May 22 2010, 05:27 PM
- - CHABA   ეს განათლების სამი...   May 22 2010, 09:59 PM
- - Giena   CHABA კი მათი შეკრები...   May 23 2010, 06:17 AM
- - fashisti   მაგარი რაღაცეებია ...   May 24 2010, 08:52 PM
- - Power_VANO   სწორია, ამის ერთია...   May 25 2010, 05:55 AM
- - smart22   ბავშვი თიხაა რომლი...   May 25 2010, 06:18 AM
|- - fashisti   ციტატა(smart22 @ May 25 2010, 07...   Jun 9 2010, 09:43 AM
- - Power_VANO   მოიცა კაცო, როცა ას...   May 25 2010, 10:38 AM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   May 25 2010, 01:07 PM
- - Power_VANO   Giena ციტატა(Giena @ 25th May 20...   May 25 2010, 02:03 PM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   May 26 2010, 01:04 PM
- - Giena   ძალიან გთხოვთ ამ ვ...   Jun 4 2010, 11:45 PM
- - Power_VANO   Giena ვუყურე მაგას ლა...   Jun 5 2010, 03:23 PM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 5...   Jun 5 2010, 03:26 PM
- - Classical   ციტატა3. ნუ, ჭავჭავა...   Jun 6 2010, 12:04 PM
- - Giena   Classical ციტატა(classical @ 6th...   Jun 6 2010, 12:31 PM
- - Power_VANO   ციტატა(Giena @ 5th June 2010 ...   Jun 7 2010, 06:00 AM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Jun 7 2010, 01:08 PM
- - Power_VANO   Giena ციტატა(Giena @ 7th June 20...   Jun 7 2010, 05:13 PM
- - Giena   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 7...   Jun 7 2010, 06:53 PM
- - Giena   fashisti ციტატა(fashisti @ 9th J...   Jun 9 2010, 08:45 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 01:18 PM