მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> windows 7 ის ბილდები, რას ნიშნავს?
fasha
პოსტი Sep 26 2009, 10:13 AM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 225
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.885



იმდენი რამე მაინტერესებს რომ რავიცი..
1.რას ნიშნავს windows 7 ის ბილდები?..აი ასე რო აწერია Build(7100)
2.რას ნიშნავს windows 7 ის RC ები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Sep 27 2009, 02:42 PM
პოსტი #2


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



fasha
1) ბილდები ნიშნავს იმას რომ, როცა განვითარების გარკვეულ ეტაპებზე ახდენენ ოპ. სისტემის ე.წ. კომპილირებას, ანუ აწყობენ ერთ-ერთ მზა ვერსიას (build - შენება), შესაბამისად ანიჭებენ ნომრებს ამ ბილდებს და უშვებენ მზის სინათლეზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
2) RC - Release Candidate ანუ საბოლოო დარელიზების(გამოშვების) კანდიდატი ვერსია, ანუ შეიძლება ეს ერთ-ერთი RC ვერსია გახდეს საბოლოო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
fasha
პოსტი Oct 1 2009, 11:56 AM
პოსტი #3


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 225
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.885



აჰა გასაგებია დიდი მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Oct 1 2009, 02:17 PM
პოსტი #4


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



fasha
ცოტას გავავრცობ და უფრო ზოგადად განვიხილავ ბილდების და RC-ს ამბებს:

// გაითვალისწინე: აქ მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ჩემს პირად გამოცდილებას და შეიძლება სწორი არ იყოს.

ყველა პროგრამა გადის განვითარების რაღაც ეტაპებს და მისი კოდი ძალიან ბევრჯერ იძენს სრულ ბინარულ სახეს, ანუ კომპილირდება (გადადის) ჩვეულებრივ .exe ფაილად. ამ ბინარულ ფაილებს ეძახიან ბილდებს (ქართულად იქნება როგორც "ნაშენი", ალბათ). ბილდები პირველ რიგში საჭიროა იმისთვის, რომ ან მომხმარებელს აჩვენო პროდუქტის განვითარების ეტაპები, ან თვითონ ავტორმა თუ ავტორთა ჯგუფმა ნახოს და შეაფასოს პროგრამის საბოლოო სახე. ანუ ბილდი ნიშნავს კომპილირებულ საწყის კოდს (source code), როდის და როგორ ეგ სხვა საკითხია.

მუშაობის პროცესში პროგრამის გაბილდვა ბევრჯერაა საჭირო და ეს ბილდები რომ ერთმანეთში არ აირიოს, მოსახერხებელია მათი გადანომრვა, ანუ ვერსიების მინიჭება. მაგალითად: 1.0.0, 5.2.582, 9.12, 11.0 და ა.შ.

კარგი, გასაგებია, რომ გადასანომრავად რამდენიმე რიცხვი და მათ შორის წერტილებია საჭირო, ახლა გავიგოთ, რას ნიშნავს თითოეული რიცხვის ცვლილება:

  1. პირველი რიცხვის ცვლილება ნიშნავს, რომ გვაქვს დიდი განახლება პროგრამის ფუნქციონალობაში და/ან დიზაინში. ანუ, ვერსია 4.0-დან 5.0 -ზე გადასვლა წესით დიდ ცვლილებებს ნიშნავს
  2. მეორე რიცხვის ცვლილება ნიშნავს მცირე ცვლილებას ფუნქციონალობაში ან რაიმე კრიტიკული შეცდომის გასწორებას. როგორც წესი, აქ დიზაინის საფუძვლიანი ცვლილება არ გვაქვს.
  3. მესამე რიცხვის ცვლილება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს შეცდომების გასწორებას, აქ ფუნქციონალური ან დიზაინის ცვლილებები არ გვაქვს. ასე რომ, მესამე რიცხვი განკუთვნილია თვითონ პროგრამის ავტორთა ჯგუფისთვის და მნიშვნელობა მხოლოდ ავტორებისთვის აქვს – ჩვეულებრივ მომხმარებელს შეცდომების გასწორებები დიდად არ აინტერესებთ.

ეს წესები საყოველთაო არაა, ყველას თავისი აქვს და ძალიან ხშირად არღვევენ კიდეც, მაგრამ მძიმე დარღვევები იშვიათად შეგხვდება. ანუ, როცა +1 ვერსია გამოდის პროგრამის, შანსი არაა, რომ მხოლოდ შეცდომების გასწორებები იყოს და როცა 0.01 ვერსიით იმატებს პროგრამა, რამე ახალს შესაძლებლობას არ უნდა ელოდო.

რაც შეეხება ალფა-ბეტა-გამა-RC ბილდებს:

პროგრამის მთავარ ვერსიებს შორის არსებობს შუალედური ბილდები, რომლებიც ორ ნაწილად იყოფა: შიდა (Internal Builds), რომლებსაც მხოლოდ ავტორები ხედავენ და აფასებენ და საჯარო (Public Builds), რომლებიც თავისუფლადაა მისაწვდომი ინტერნეტში, ნებისმიერს შეუძლია მისი ჩამოტვირთვა, შეფასება დ აამ შეფასების ავტორისათვის მიწოდება.

ვერსიათაშორისი ბილდებისთვის, როგორც ვთქვით, მხოლოდ მესამე რიცხვი იცვლება, ასე რომ, შეიძლება წააწყდე, მაგალითად, 4.0.1524, 4.0.1525, 4.0.1527 და 4.0.1534 ბილდებს. ამათი გარჩევა ფუნქციონალობის მიხედვით შეუძლებელია (ანუ ამ რიცხვების მიხედვით ვერ გაარჩევ, რომელ ვერსიას რა დატვირთვა აქვს), ამიტომ საჯარო ბილდებს გადანომრვის თავისი, ანბანური წესი აქვთ. ესენია:

  1. ალფა (alpha) - ამ ვერსიის ბილდი შეიცავს პროდუქტის ყველა ძირითად ღირსებას, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან არასტაბილური და ეს არასტაბილურობა პროგრამის ძირითადი კომპონენტების გამოყენებას უშლიდეს ხელს. ამ ვერსიის პროდუქტს კიდევ ბევრი რამ შეიძლება დაემატოს. მიღებულია ერთი ან ორი ალფა ვერსიის გამოშვება.
  2. ბეტა (Beta) - ამ ვერსიის ბილდი ალფასთან შედარებით უფრო გაშალაშინებულია, მთავარი კომპონენტები უმეტეს შემთხვევებში სწორად მუშაობენ, თუმცა მოსალოდნელია ნებისმიერი რაოდენობის მსუბუქი შეცდომები. ბეტა ვერსიაში პროდუქტი ყველაზე დიდხანს რჩება და ამ ვერსიაში ხდება ყველაფრის თითქმის ბოლომდე გაშალაშინება. როგორც წესი, ბეტა ვერსიებში იკვეთება პროდუქტის საბოლოო სახე და დიდი ცვლილებები ფუნქციონალობა/დიზაინში მოსალოდნელი არაა. მიღებულია ნებისმიერი რაოდენობის ბეტა ვერსიის გამოშვება (Postbox-მა, მაგალითად, 16 ცალი გამოუშვა :-)), თუმცა 3-4-ს არ სცილდება ხოლმე.
  3. RC (Release Candidate, გამოშვების კანდიდატი) - ამ ვერსიის პროდუქტი "თითქმის ბოლოა". შეცდომები მხოლოდ აქა-იქ შეიმჩნევა და უმნიშვნელოა. RC-ში მიღებულ სახეს თითქმის აღარაფერი ემატება. მიღებულია 2-3 RC-ს გამოშვება

ვერსიის გადანომრვა ანბანური წესის მოშველიებით შემდეგი იქნება: 4.0.1524 გადავა ბილდში 4.0a1 (ანუ 4.0 ალფა 1), 4.0.1525 – ბილდში 4.0a2 (4.0 ალფა 2), 4.0.1527 – ბილდში 4.0b1 და 4.0.1534 – ბილდში 4.0RC (ანუ 4.0 გამოშვების კანდიდატი).

ამ გადანომრვით უკვე ნათელია, რომ ბილდი 4.0.1524 პირველი საჩვენებელი ვერსია იყო და ბევრი შეცდომა ჰქონდა, 4.0.1525 – მეორე საჩვენებელი ვერსია და შედარებით ნაკლები, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ბევრი შეცდომა შეიმჩნეოდა, 4.0.1527–ს უკვე დიდი შეცდომები აღარ ჰქონდა, 4.0.1534 კი თითქმის დასრულებული პროდუქტი იყო.

საერთო ჯამში ეს იყო ბილდების და გადანომრვის საფუძვლები, ბოდიში არეული ნაწერისთვის. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
fasha
პოსტი Oct 2 2009, 09:05 AM
პოსტი #5


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 225
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.885



domen
(IMG:style_emoticons/default/smile.gif) არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
დიდიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Oct 2 2009, 02:09 PM
პოსტი #6


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



fasha
(IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Oct 2 2009, 04:28 PM
პოსტი #7


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



domen
ციტატა(domen @ 1st October 2009 - 05:17 PM) *
ცოტას გავავრცობ და უფრო ზოგადად განვიხილავ ბილდების და RC-ს ამბებს:

// გაითვალისწინე: აქ მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა ჩემს პირად გამოცდილებას და შეიძლება სწორი არ იყოს.

ყველა პროგრამა გადის განვითარების რაღაც ეტაპებს და მისი კოდი ძალიან ბევრჯერ იძენს სრულ ბინარულ სახეს, ანუ კომპილირდება (გადადის) ჩვეულებრივ .exe ფაილად. ამ ბინარულ ფაილებს ეძახიან ბილდებს (ქართულად იქნება როგორც "ნაშენი", ალბათ). ბილდები პირველ რიგში საჭიროა იმისთვის, რომ ან მომხმარებელს აჩვენო პროდუქტის განვითარების ეტაპები, ან თვითონ ავტორმა თუ ავტორთა ჯგუფმა ნახოს და შეაფასოს პროგრამის საბოლოო სახე. ანუ ბილდი ნიშნავს კომპილირებულ საწყის კოდს (source code), როდის და როგორ ეგ სხვა საკითხია.

მუშაობის პროცესში პროგრამის გაბილდვა ბევრჯერაა საჭირო და ეს ბილდები რომ ერთმანეთში არ აირიოს, მოსახერხებელია მათი გადანომრვა, ანუ ვერსიების მინიჭება. მაგალითად: 1.0.0, 5.2.582, 9.12, 11.0 და ა.შ.

კარგი, გასაგებია, რომ გადასანომრავად რამდენიმე რიცხვი და მათ შორის წერტილებია საჭირო, ახლა გავიგოთ, რას ნიშნავს თითოეული რიცხვის ცვლილება:

პირველი რიცხვის ცვლილება ნიშნავს, რომ გვაქვს დიდი განახლება პროგრამის ფუნქციონალობაში და/ან დიზაინში. ანუ, ვერსია 4.0-დან 5.0 -ზე გადასვლა წესით დიდ ცვლილებებს ნიშნავს
მეორე რიცხვის ცვლილება ნიშნავს მცირე ცვლილებას ფუნქციონალობაში ან რაიმე კრიტიკული შეცდომის გასწორებას. როგორც წესი, აქ დიზაინის საფუძვლიანი ცვლილება არ გვაქვს.
მესამე რიცხვის ცვლილება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს შეცდომების გასწორებას, აქ ფუნქციონალური ან დიზაინის ცვლილებები არ გვაქვს. ასე რომ, მესამე რიცხვი განკუთვნილია თვითონ პროგრამის ავტორთა ჯგუფისთვის და მნიშვნელობა მხოლოდ ავტორებისთვის აქვს – ჩვეულებრივ მომხმარებელს შეცდომების გასწორებები დიდად არ აინტერესებთ.

ეს წესები საყოველთაო არაა, ყველას თავისი აქვს და ძალიან ხშირად არღვევენ კიდეც, მაგრამ მძიმე დარღვევები იშვიათად შეგხვდება. ანუ, როცა +1 ვერსია გამოდის პროგრამის, შანსი არაა, რომ მხოლოდ შეცდომების გასწორებები იყოს და როცა 0.01 ვერსიით იმატებს პროგრამა, რამე ახალს შესაძლებლობას არ უნდა ელოდო.

რაც შეეხება ალფა-ბეტა-გამა-RC ბილდებს:

პროგრამის მთავარ ვერსიებს შორის არსებობს შუალედური ბილდები, რომლებიც ორ ნაწილად იყოფა: შიდა (Internal Builds), რომლებსაც მხოლოდ ავტორები ხედავენ და აფასებენ და საჯარო (Public Builds), რომლებიც თავისუფლადაა მისაწვდომი ინტერნეტში, ნებისმიერს შეუძლია მისი ჩამოტვირთვა, შეფასება დ აამ შეფასების ავტორისათვის მიწოდება.

ვერსიათაშორისი ბილდებისთვის, როგორც ვთქვით, მხოლოდ მესამე რიცხვი იცვლება, ასე რომ, შეიძლება წააწყდე, მაგალითად, 4.0.1524, 4.0.1525, 4.0.1527 და 4.0.1534 ბილდებს. ამათი გარჩევა ფუნქციონალობის მიხედვით შეუძლებელია (ანუ ამ რიცხვების მიხედვით ვერ გაარჩევ, რომელ ვერსიას რა დატვირთვა აქვს), ამიტომ საჯარო ბილდებს გადანომრვის თავისი, ანბანური წესი აქვთ. ესენია:

ალფა (alpha) - ამ ვერსიის ბილდი შეიცავს პროდუქტის ყველა ძირითად ღირსებას, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან არასტაბილური და ეს არასტაბილურობა პროგრამის ძირითადი კომპონენტების გამოყენებას უშლიდეს ხელს. ამ ვერსიის პროდუქტს კიდევ ბევრი რამ შეიძლება დაემატოს. მიღებულია ერთი ან ორი ალფა ვერსიის გამოშვება.
ბეტა (Beta) - ამ ვერსიის ბილდი ალფასთან შედარებით უფრო გაშალაშინებულია, მთავარი კომპონენტები უმეტეს შემთხვევებში სწორად მუშაობენ, თუმცა მოსალოდნელია ნებისმიერი რაოდენობის მსუბუქი შეცდომები. ბეტა ვერსიაში პროდუქტი ყველაზე დიდხანს რჩება და ამ ვერსიაში ხდება ყველაფრის თითქმის ბოლომდე გაშალაშინება. როგორც წესი, ბეტა ვერსიებში იკვეთება პროდუქტის საბოლოო სახე და დიდი ცვლილებები ფუნქციონალობა/დიზაინში მოსალოდნელი არაა. მიღებულია ნებისმიერი რაოდენობის ბეტა ვერსიის გამოშვება (Postbox-მა, მაგალითად, 16 ცალი გამოუშვა :-)), თუმცა 3-4-ს არ სცილდება ხოლმე.
RC (Release Candidate, გამოშვების კანდიდატი) - ამ ვერსიის პროდუქტი "თითქმის ბოლოა". შეცდომები მხოლოდ აქა-იქ შეიმჩნევა და უმნიშვნელოა. RC-ში მიღებულ სახეს თითქმის აღარაფერი ემატება. მიღებულია 2-3 RC-ს გამოშვება

ვერსიის გადანომრვა ანბანური წესის მოშველიებით შემდეგი იქნება: 4.0.1524 გადავა ბილდში 4.0a1 (ანუ 4.0 ალფა 1), 4.0.1525 – ბილდში 4.0a2 (4.0 ალფა 2), 4.0.1527 – ბილდში 4.0b1 და 4.0.1534 – ბილდში 4.0RC (ანუ 4.0 გამოშვების კანდიდატი).

ამ გადანომრვით უკვე ნათელია, რომ ბილდი 4.0.1524 პირველი საჩვენებელი ვერსია იყო და ბევრი შეცდომა ჰქონდა, 4.0.1525 – მეორე საჩვენებელი ვერსია და შედარებით ნაკლები, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ბევრი შეცდომა შეიმჩნეოდა, 4.0.1527–ს უკვე დიდი შეცდომები აღარ ჰქონდა, 4.0.1534 კი თითქმის დასრულებული პროდუქტი იყო.

საერთო ჯამში ეს იყო ბილდების და გადანომრვის საფუძვლები, ბოდიში არეული ნაწერისთვის.

კარგი ნაწერია ერთს დავამატებ, თვითონ ავტორები რომ არ არირიონ, გამოიყენება მაგალითად GIT


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Oct 2 2009, 05:37 PM
პოსტი #8


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
ჰო, ვერსიის კონტროლის სისტემებს აღარ ჩავღრმავებივარ, ძალიან დიდიც გამოვიდიდა და უფრო არეულიც - ბოლომდე არ მესმის ეგენი. კითხვაც სხვა რამეს ეხებოდა.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი Jan 14 2010, 10:11 PM
პოსტი #9


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



domen
ძალიან საჭირო ინფორმაციაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ...


და პრე ალფა-ზე რას იტყვი? მაგალითად ახალი ოპერა 10.5 ვერსია რომ გამოვიდა ეგ პრე ალფა ვერსიაა... გასაგებია რომ ეგ ალფაზე ადრეულ სტადიაშია მაგრამ რამდენად ახალი გაკეთებულია? თუიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:04 PM