თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ფორუმის შესახებ _ ჩვენი ხელმოწერები

პოსტის ავტორი: Giga1 May 28 2009, 08:22 AM

მოდით plastic ს მივბაძავ და გავხსნი ამ თემას ხელმოწერების შესახებ.
plastic მა გახსნა თემა ავატრების შესახებ და მე კიდევ ხელმოწერების შესახებ smile.gif
მოდით აქ ავხსნათ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი ხელმოწერა.მგონი საინტერესოა smile.gif

მაგალითად მე ასეთი რამ მიწერია
"ტკბილია სურვილი,მაგრამ სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია."
ეს არის ბრძნული აზრი და ასეთი აზრები ყოველთვის მიტაცებდა,თან დამაფიქრებელიცაა smile.gif

აქვე რამოდენიმე ასეთ წინადადებას მიუთითებ smile.gif

1.)''იყავით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ და ლმობიერი სხვათა მიმართ. მაშინ მტრები არ გეყოლებათ''
2.)''ჭეშმარიტი ამპარტავნება უფრო ადვილად იტანს წყენას,ვიდრე მოწყალებას''
3.)''იყო ქალი, ძალიან ძნელია, რადგან მათ ძირითადად მამაკაცებთან უწევთ ურთიერთობა''
4.)''ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს''
5.)''დაინახო ნიშნავს - დაიჯერო” , მაგრამ ჩვენ ეს პირიქით გვესმის. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას, რისიც გვჯერა, არც მეტი არც ნაკლები''
smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 28 2009, 09:14 AM

ხო ჩემი ხელმოწერა კი ზეიტგეისტის ნახვის შემდეგ გაჩნდა (მგონი მეორე ნაწილშია)

პოსტის ავტორი: otosaxel May 28 2009, 11:49 AM

ჩემი ხელმოწერა, არის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, ასე ამბობს თავში გიიორგი მერჩულე smile.gif

ციტატა
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად

პოსტის ავტორი: Giga1 May 28 2009, 12:07 PM

plastic
რატომ? tongue.gif

otosaxel
მე ყველაზე ძალიან შენი ხელმოწერა მომწონს smile.gif

ციტატა
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად''

პოსტის ავტორი: otosaxel May 28 2009, 12:42 PM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 28th May 2009 - 04:07 PM) *
მე ყველაზე ძალიან შენი ხელმოწერა მომწონს

smile.gif

ახლებს არ გემახსოვრებათ, ერთ-ერთ ჩვენ ფორუმელს (დღეს აღარ პოსტავს) ქონდა ასეთი ხელმოწერა:
ციტატა
გააქართულე მსოფლიო, გახდი დეველოპერი

რატომღაც დამამახსოვრდა და მგონი ჯიგრული ხელმოწერაა smile.gif
ძველები კი ვინც ვერ იხსენებთ ამ ხელმოწერის ქვეშ იყო ფოტო "1001 პოსტი + ქართული ფლუდის ენციკლოპედია" tongue.gif, მგონი გასაგებია ვის ეკუთვნოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: oracle May 28 2009, 12:45 PM

ჩემი ხელმოწერა?
ჩემი საიტი!!!
ჰო, ისე, იმედია სტუმრობთ ხოლმე :-)

პოსტის ავტორი: NetDevil May 28 2009, 12:46 PM

მე Sh@ko-ს ხელმოწერა მევასება biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giga1 May 28 2009, 03:17 PM

NetDevil
შენც მოგვიწერე ხელი wink.gif

პოსტის ავტორი: Giena May 28 2009, 07:59 PM

ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება! გალაკტიონი
უბრალოდ უდიდესი სიტყვებია და იმიტომ smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 May 28 2009, 08:11 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel May 28 2009, 08:46 PM

Giena

ციტატა(Giena @ 28th May 2009 - 11:59 PM) *
ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება! გალაკტიონი
უბრალოდ უდიდესი სიტყვებია და იმიტომ

smile.gif
ციტატა(Giena @ 28th May 2009 - 11:59 PM) *
იქ სადაც დუმან პირამიდები...

გეტყობა პოეზიის სიყვარული smile.gif

P. S.
ციტატა(Giena @ 28th May 2009 - 11:59 PM) *
პოსტები: 666

რამე გაპოსტე რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward May 28 2009, 10:08 PM

ზეიტგეისტმა შთამაგონა, მაგრად მომეწონა ჯიმი ჰენდრიქსის და კარლ შმიდტის სიტყვები, მესამეს ავტორი არ მახსოვს sad.gif
სულ ქვემოთ კი ჩემი ფორუმის მისამართია მიჭუჭყნული, რუსთაველები ალბათ იხედებიან ხოლმე wink.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 28 2009, 10:26 PM

Bekward
შენს ბოლო ფრაზაზე დაგემატებინა
"საზოგადოება ვერ იარსებებს მტრის ხატის გარეშე" მანდვე იყო სადღაც

პოსტის ავტორი: domen May 29 2009, 05:11 AM

ციტატა
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

"მარტივ სიბრძნედ" ჟღერს, მაგრამ ცოტა ჩაკვირვება უნდა :-) ვისია, არ ვიცი.

ციტატა
"Wir müssen wissen — wir werden wissen!"

გერმანელი მათემატიკოსის, დევიდ ჰილბერტის (http://en.wikipedia.org/wiki/Hilbert) სიტყვებია, ითარგმნება, როგორც "ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ჩვენ გვეცოდინება".

ციტატა
... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...

ეს ფრაზაა ფილმიდან "შესანიშნავი შვიდეული", ერთ-ერთი შვიდთაგანი ამბობს, სახელი არ მახსოვს.

--------

და ძალიან მესაინტერესოება ხოლმე პლასტიკურის ავატარ-ხელმოწერები, რისი მიხედვით იცვლება და რას ნიშნავს :-)

პოსტის ავტორი: domen May 29 2009, 05:35 AM

plastic
კონკრეტულად არ მახსოვს smile.gif აწი გკითხავ ხოლმე (მადლობა თემის ავტორს) tongue.gif

პოსტის ავტორი: Giga1 May 29 2009, 08:39 AM

domen
tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Bekward May 29 2009, 10:13 AM

gi0_kiborg

ციტატა(beka_sh @ 29th May 2009 - 02:08 AM) *
"საზოგადოების არსებობისათვის საჭიროა არსებობდეს მტრის ხატი." - კარლ შმიდტი

იგივე არაა ეს? huh.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 29 2009, 11:02 AM

ციტატა(Bekward @ May 29 2009, 01:13 PM) *
gi0_kiborg

იგივე არაა ეს? huh.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აშკარად პრობლემები მაქვს biggrin.gif მეც მაგას ვგულისხმობდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge May 29 2009, 09:05 PM


ავტორი: ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი


ეს არის ცნობილი სიტყვები დაწერილი ჩვენგანისთვის ძვირფასი ავტორის მიერ, ქვეყნაში უსამართლო ხელისუფლბის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად.

პოსტის ავტორი: domen May 30 2009, 06:12 AM

gearge
ახლა არ მითხრა, ამ საპროტესტო მოძრაობისთვის დაწერაო :S

ისე გუშინ ვამბობი ზუსტად, ძალიან მომწონს ეს დროშაა თუ სლოგანი, კარგი ნამუშევარია ნამდვილად.

პოსტის ავტორი: gearge May 30 2009, 06:47 AM

plastic
"http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4483&hl=, მამული, სარწმუნოება"
ამ სიტყვებსაც ჰყავთ ავტორი: ილია ჭავჭავაძე!

domen
რატომაც არა დომენ, ტყუილი დამთხვევა არაა რომ ყველა საპროტესტო სარეკლამო კლიპში გამოიყენება. ერთ-ერთში ჭაბუა თავისი ხელით გვიწერს ამ სიტყვებს. კი, მეც ძალიან მომწონს ეს სლოგანი, დროშებზეც არის დაბეჭდილი მაგრამ მწირი რაოდენობით.

პოსტის ავტორი: Giena May 30 2009, 08:25 AM

domen

ციტატა
... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...

სად იყო მაშინ თექვსმეტსართულიანი სახლები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


gearge
მართლაც, რომ ძალიან კარგი "სლოგანია" ნამდვილად არ ვიცოდი თუ ბატონ ჭაბუას ეკუთვნოდა ეს სიტყვები...

პოსტის ავტორი: Giga1 May 30 2009, 09:15 AM

ციტატა(Giena @ 30th May 2009 - 08:25 AM) *
ყოველი კაცი, ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება!


ეს მომეწონა მაგრად smile.gif

პოსტის ავტორი: domen May 30 2009, 02:23 PM

gearge

ციტატა(gearge @ 30th May 2009 - 10:47 AM) *
რატომაც არა დომენ, ტყუილი დამთხვევა არაა რომ ყველა საპროტესტო სარეკლამო კლიპში გამოიყენება. ერთ-ერთში ჭაბუა თავისი ხელით გვიწერს ამ სიტყვებს. კი, მეც ძალიან მომწონს ეს სლოგანი, დროშებზეც არის დაბეჭდილი მაგრამ მწირი რაოდენობით.

ჰმმ, არ მინახავს ეგ რეკლამა და ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჭაბუა ამირეჯიბი ოპოებს გვერდით თუ დაუდგებოდა (თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლების შეცვლის მსურველი შეიძლება იყოს).

თუ შეგიძლია, PM-ში გამოუშვი რა მასალები :-)

plastic
ციტატა(plastic @ 30th May 2009 - 01:17 PM) *
ეს ვიცოდი, კაცო. უბრალოდ, საინტერესო იმიტო იყო, რომ "დაიცავი საქართველო"-ს არამგონია ავტორი ჭირდებოდეს. ეს იგივეა მე რომ უცბათ გავხდე ავტორი ფრაზის- "ვჭამოთ საჭმელი". : ))

biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge May 30 2009, 05:03 PM

domen

ციტატა(domen @ 30th May 2009 - 06:23 PM) *
ჰმმ, არ მინახავს ეგ რეკლამა და ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჭაბუა ამირეჯიბი ოპოებს გვერდით თუ დაუდგებოდა (თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლების შეცვლის მსურველი შეიძლება იყოს).

ასევე, რატომაც არა?! აქციები რომლებსაც ყოველდღიურად, შეიძლება ითქვას ფეხმოუცვლელად ესწრება რეზო ჩხეიძე. აქციები რომელთა ორგანიზატორთ შორის არის "ეროვნული ფორუმი" (გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა, ირაკლი მელაშვილი ..) და რომლებსაც ინტელექტუალურ მხარდაჭერას უწევს "ქართული აკადემია". ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიორგი შენგელაია შვილთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილი, გივი ბერიკაშვილი, ქეთი დოლიძე, თამარ ჭოხონელიძე, მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეები, რეზო ესაძე, ნინელი ჭარკვეტაძე, ლიზა ბაგრატიონი, რამაზ კლიმიაშვილი, ნიკო ორველაშვილი, გია პაპუაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე (დიახ "უცნობს" ამ ხალხის გვერდით ვაყენებ) და უამრავი სხვა ცნობილი თუ უცნობი ადამიანი შეძლებისდაგვარად ესწრებიან აქციებს. მგონი ვიმსახურებთ რომ, ჭაბუა თუ არა ფიზიკურად, მორალურად ჩვენს გვერდითაა. smile.gif

ხომ, მასალებს რაც შეეხებს, არაფერი საიდუმლო არაა smile.gif

უშუალოდ ჭაბუას მონაწილეობით სარეკლამო რგოლი აქტიურად ტრიალებდა ტელეკომანიების მაესტროსა და კავკასიისიის ეთერში. პრიმციპში ეხლაც შეძლებ იხილო მაესტროს http://maestro.ge/live.php?lang=geo

საინფორმაციო ("დღეს" კავკასიაზე და "უკომენტაროდ" მაესტროზე) და ანალიტიკური ("სპექტრი" კავკასიაზე და "პროფესია ჟურნალისტი" მაესტროზე) გადაცემების არქივი მისაწვდომია როგორც http://maestro.ge/ და http://kavkasiatv.ge/ge/index.php საიტებზე, ასევე თვალი.ჯი-ზეც. აქ მოუსმენ და იხილავ როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირს, ასევე ბევრი სხვა დამოუკიდებელი ექსპერტისსა და საზოგადო მოღვაწის ანალიზს. საღამოს შვიდი საათიდან იწყებს მუშაობას ტელეკომპანია კავკასიას http://mms://89.232.63.149/live, საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების განმეორებითი ჩვენება ხდება შემდეგი დღის 11 საათიდან.

პოსტის ავტორი: domen May 30 2009, 05:14 PM

gearge
მე არ ვთვლი, რომ ყველა ის, ვინც ჩამოთვალე, ამწუთას ამ მიზნებისთვის ჭაბუას მხარდაჭერას იმსახურებს smile.gif

PM იმიტომ გთხოვე, რომ არ გაოფებულიყო tongue.gif

აქ ნუღარ დაწერ, გავაგრძელოთ სკაიპში, თუ გინდა smile.gif

პოსტის ავტორი: gearge May 30 2009, 05:25 PM

domen
მესმის დომენ, მაქსიმალისტი ხარ.

ხომ გაოფდა (ნაწილობრივ), მეორესმხრივ ჩემი ხელმოწერის უკან დედააზრი მგონი სრულად გამოიხატა, ამიტომ აღარაფრის დამატება აღარაა საჭირო wink.gif

მომიტევეთ, გულანთებული ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: Giena May 30 2009, 11:33 PM

gearge
გენაცვალე!

gearge
domen
ისადა სკაიპში თუ განაგრძობთ საუბარს მეც დაგესწრებოდით დიდი სიამოვნებით smile.gif

პოსტის ავტორი: mr.kobra Jun 4 2009, 10:44 AM

ჩემი ხელმოწერა არის შექსპირის მეხუთეთე სონეტიდან

აი ისიც:

5

დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.

დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მჭმუნვარება საზღვარს გასცდება

და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.

დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 4 2009, 11:28 AM

ჩემი- ყველაზე ბანალური biggrin.gif შაქრის რეკლამიდანაა tongue.gif

-დედა, რა ქენი, აუწონავი შაქარი ჩაყარე? (ტორტს რო აკეთებენ)
-ასე შეფუთულს აწონვა არ სჭირდება smile.gif


მაშინ არც ასე დაწერილს უნდა ხელმოწერა happy.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 4 2009, 01:24 PM

Sh@ko

ციტატა(Sh@ko @ 4th June 2009 - 03:28 PM) *
ჩემი- ყველაზე ბანალური შაქრის რეკლამიდანაა

-დედა, რა ქენი, აუწონავი შაქარი ჩაყარე? (ტორტს რო აკეთებენ)
-ასე შეფუთულს აწონვა არ სჭირდება


მაშინ არც ასე დაწერილს უნდა ხელმოწერა

არადა შენი მოგონილი მეგონა თავიდან-ბოლომდე huh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: PITERSONA Jun 6 2009, 03:33 PM

რავიცი მეტზე ფანტაზია არ მეყო smile.gif

პოსტის შინაარსი წარმოდგენილია GFDL ლიცენზიის თანახმად.
სულ ესაა wink.gif