თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროცესორები, მეხსიერება, გაგრილება, აჩქარება (Overclocking) _ როგორ დავწიო პროცესორის ტემპერატურა

პოსტის ავტორი: Giga1 May 17 2009, 06:50 PM

გაუმარჯოს ყველას.მაინტერესებს პროცესორის ტემპერატურის დაწევა მინიმუმამდე როგორ უნდა.სხვა რაიმე ხერხი თუ არსებობს პასტის წასმის გარდა.დღეს წავუსვი პასტა პროცესორს და 54 გრადუსზე დაბლა არ იწევს.თუ შეიძლება ქულერი იყოს გამოსაცვლელი რომელიც პროცესორზე მიყენია.ეს პროცესორი მაქ Intel Celeron D 325, 2533 MHz (19 x 133).კიდევ რა უნდა ვქნა პასტის წასმის გარდა რო გრადუსი ქვემოთ ჩავიდეს.მაგრამ რაიმე პროგრამას რო ვრთავ იწევს გრადუსი მაღლა და მაღლა.რა ვქნა მირჩიეთ.დიდი მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: eXDrive May 17 2009, 08:48 PM

გააჩნია სადამდე იწევს ტემპერატურა, იქნებ ეგ ნორმალურია ?!
თუ კიდევ გინდა გაგრილებას მოუმატო, მგონი ერთადერთი ხერხი დაგრჩა, უკეთესი ქულერის ყიდვა .....

პოსტის ავტორი: Giga1 May 18 2009, 10:39 AM

55-60 მდე მერყეობს ხანდახან 50 იც.რავიცი ქულერი რო გამოვცვალო უშველის?კომპიუტერის მუშაობა ხო ტემპერატურაზეა დამოკიდებული?

პოსტის ავტორი: Power_VANO May 18 2009, 02:06 PM

Giga1
რა ქულერი გიყენია პროცზე? Intel-ის BOX-ი? + სუფთა ჰაერი თუ მიეწოდება საიდანმე მაგ ქულერს. თუ კეისიგვერდიდან მიაწვდი სუფთა გრილ ჰაერს, რამდენიმე გრადუსთ დააგდებ ტემპერატურას smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 May 18 2009, 02:13 PM

Power VANO
ზუსტად მოდელი არ მახსოვს ძმა.ალუმინის ყუთივითაა პატარა კუბიკებიანი ჩაჭრილი და ზემოდან ქულერი ადგას.კეისის ერთი მხარე მოხსნილი მაქვს და შედის ჰაერი.რავი ეს ქულერი 3 წელია ეგრე აყენია.პროსტა მე გავწმინდე ცოტა ხნის წინ და 54-55 არის ტემპერატურა.შეიძლება რო ქულერი გამოვცვალო და აიწიოს ტემპერატურამ?ქულერს თუ გამოვცვლი ალუმინის რაღაც როა რაზედაცაა მიმაგრებული ისიც გამოვცვალო?

პოსტის ავტორი: სოსო May 18 2009, 11:37 PM

ციტატა(Giga1 @ May 18 2009, 06:13 PM) *
Power VANO
ზუსტად მოდელი არ მახსოვს ძმა.ალუმინის ყუთივითაა პატარა კუბიკებიანი ჩაჭრილი და ზემოდან ქულერი ადგას.კეისის ერთი მხარე მოხსნილი მაქვს და შედის ჰაერი.რავი ეს ქულერი 3 წელია ეგრე აყენია.პროსტა მე გავწმინდე ცოტა ხნის წინ და 54-55 არის ტემპერატურა.შეიძლება რო ქულერი გამოვცვალო და აიწიოს ტემპერატურამ?ქულერს თუ გამოვცვლი ალუმინის რაღაც როა რაზედაცაა მიმაგრებული ისიც გამოვცვალო?

მოდი ჯერ განვმარტოთ smile.gif
ქულერი შედგება ორი ნაწილისაგან ალმუნის ნაჭერი (heatsink) და fan (რასაც შენ ქულერს ეძახი)
ხოდა ქულერის ეფექტურობა დამოკიდებულია იმ ალუმინის ნაჭერზეც (რომელიც ჯობია სპილენძის იყოს) მის კონსტრუქციაზე და ასევე fan-ის ბრუნვის სიჩქარეზე
მის დიამეტრეზე და ასე შემდეგ
დეტალები რომლებიც არ გჭირდება smile.gif
ფაქტია რო მაგ ქულერი შენ რაც გიყენია ან spire ფირმის არის ან box ქულერია (ან რაღაც მსგავსი) ორივე ბანძია და უკეთესი გაგრილება თუ გინდა უკეთესი ქულერი გჭირდება
რომელიც ძვირი ღირს
და რაზგონს თუ არ აპირებ სულ არ გჭირდება !
თერმოპასტის წასმას რაც შეეხება თერმოპასტა არის ცუდი თბოგამტარი ბევრად ცუდი ვიდრე ნებისმიერი ლითონი
ამიტომ თერმოპასტა უნდა წაუსვა ძალიან თხელი
იგულისხმება იმდენად თხელი რომ ძალიან თხელი !!! biggrin.gif
ანუ ქულერი უშუალოდ უნდა ეხებოდეს პროცესორს
ლითონი ლითონს !!!
და თერმოპასტა უდნა ავსებდეს იმ ნაპრალებს სადაც ქულერი და პროცესორი ვერ ეხებიან ერთმაენთს და ჰაერი შეიძლება დაგროვდეს
ანუ თერმოპასტა ჰაერზე კარგი თბოგამტარია და არა ლითონზე

ტემპერატურას რაც შეეხება დატვირთვისას 60 გრადუსს თუ არ სცდება ტემპერატურა ნორმალურია და პრობლემა არ არის
მარა დატვირთვის გარეშე თუა 60 გრადუსი მაშინ ჯობია უკეთეს გაგრილებასზე იფიქრო
თუნდაც კეისში რო მოაწყო როგორც ვანომ გითხრა

პოსტის ავტორი: Giga1 May 20 2009, 03:14 PM

ციტატა(utilizatori @ 18th May 2009 - 11:37 PM) *

სპასიბა

პოსტის ავტორი: Classical Aug 7 2009, 09:49 AM

ისე რაც უფრო დაბალია ტემპერატურა პროსეცორი უკეთ მუშაობს ანუ 10 ზე ქვევით რომ იყოს ჯიგრული იქნება რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: smart22 Jan 28 2010, 12:33 AM

მე ვიცი რომ რაღაც 18-22 გრადუსზე ქვევით მაგრად ტანჯავს პროცესორი და 0-ზე საერთოდ კვდება (ინტელი) რამდენად მართალია არ ვიცი, ისე თავიდან კომპი რომ შევიძინე Perfomance Mode - ზე დაუყენებიათ ქულერი (არასტანდარტული ქულერია, ასუსის რაღაც, მოდელი არ ვიცი) და 13 გრადუსს ვერ აცდა smile.gif ეგეც დატვირთვაზე, ისე 7-8 იყო smile.gif ხოდა მაგრა უჭირდა რა... ჩემის აზრით 35-55 იდეალური ტემპერატურაა ინტელისთვის, AMD უფრო ცხელია მაგრამ რამდენად კარგად მუშაობს ,,ცხლად" არ ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: სოსო Jan 28 2010, 08:58 AM

ციტატა(smart22 @ Jan 28 2010, 04:33 AM) *
მე ვიცი რომ რაღაც 18-22 გრადუსზე ქვევით მაგრად ტანჯავს პროცესორი და 0-ზე საერთოდ კვდება (ინტელი) რამდენად მართალია არ ვიცი, ისე თავიდან კომპი რომ შევიძინე Perfomance Mode - ზე დაუყენებიათ ქულერი (არასტანდარტული ქულერია, ასუსის რაღაც, მოდელი არ ვიცი) და 13 გრადუსს ვერ აცდა smile.gif ეგეც დატვირთვაზე, ისე 7-8 იყო smile.gif ხოდა მაგრა უჭირდა რა... ჩემის აზრით 35-55 იდეალური ტემპერატურაა ინტელისთვის, AMD უფრო ცხელია მაგრამ რამდენად კარგად მუშაობს ,,ცხლად" არ ვიცი smile.gif

არ არის ეგრე
ძალიან კარგად მუშაობს მინუს გრადუსებში
ბევრად უკეთესად რაზგონდება და უფრო დაბალი ძაბვა სჭირდება რაზგონზე

რეკორდები იდება მინუს 120-130 გრადუსზე
მშრალი ყინულით ან თხევადი აზოტით რო ყინავენ მაშინ

არსებობს ე.წ. cold bug როცა პროცესორი სადღაც -130 გრადუსის ქვევით მართლა არ ირთვება
მაგრამ ამდ-ს ახალ პროცესორებს Phenom II სერიიდან ეგ ბაგი არა აქვთ
და -273 გრადუსამდე შეგიძლია გაყინო (-273 აბსოლუტური ნულია მაგაზე დაბალი ტემპერატურა ბუნებაში არ არსებობს)
მაგიტოა ფენომების გაყინვა ჰელიუმითაც შეიძლება
სხვა პროცესორებზე აზრი არა აქვს cold bug-ის გამო

ესეც ქართული რეკორდი power-vano-ს მაზერზე
წინა ლანფართიზე დააკვირდით ყვითელი მინუსავოი თერმომეტრი როა იმას -125.4 გრადუსი

ესეც შედეგი

პროსტა 24/7-ზე ვერ გაყინავ თორე
რაც ნაკლებია ტემპერატურა მით უკეთესი smile.gif

პოსტის ავტორი: ANNNA Feb 6 2010, 04:46 PM

გავწმინდე ქულერი და პროცესორს წავუსვი თერმოპასტა. რო ვრთავ კომპს კპუს ტემპერატურა წერია 90 გრადუსი, კპუ #1 და #2 ინუს 14 გრადუსი sad.gif და ჩართვიდან ერთ წუთში კომპი ირთვება sad.gif რისი ბრლია ვერ მივხვდი sad.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 6 2010, 05:13 PM

ANNNA

ციტატა(ANNNA @ 6th February 2010 - 07:46 PM) *
გავწმინდე ქულერი და პროცესორს წავუსვი თერმოპასტა. რო ვრთავ კომპს კპუს ტემპერატურა წერია 90 გრადუსი, კპუ #1 და #2 ინუს 14 გრადუსი და ჩართვიდან ერთ წუთში კომპი ირთვება რისი ბრლია ვერ მივხვდი

ქულერი მყარად დადგი!

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 6 2010, 07:18 PM

ANNNA
ვინტები დაუჭირე კარგად smile.gif

პოსტის ავტორი: Classical Feb 27 2010, 12:07 PM

ციტატა(სოსო @ Jan 28 2010, 09:58 AM) *
არ არის ეგრე
ძალიან კარგად მუშაობს მინუს გრადუსებში
ბევრად უკეთესად რაზგონდება და უფრო დაბალი ძაბვა სჭირდება რაზგონზე

რეკორდები იდება მინუს 120-130 გრადუსზე
მშრალი ყინულით ან თხევადი აზოტით რო ყინავენ მაშინ

არსებობს ე.წ. cold bug როცა პროცესორი სადღაც -130 გრადუსის ქვევით მართლა არ ირთვება
მაგრამ ამდ-ს ახალ პროცესორებს Phenom II სერიიდან ეგ ბაგი არა აქვთ
და -273 გრადუსამდე შეგიძლია გაყინო (-273 აბსოლუტური ნულია მაგაზე დაბალი ტემპერატურა ბუნებაში არ არსებობს)
მაგიტოა ფენომების გაყინვა ჰელიუმითაც შეიძლება
სხვა პროცესორებზე აზრი არა აქვს cold bug-ის გამო

ესეც ქართული რეკორდი power-vano-ს მაზერზე
წინა ლანფართიზე დააკვირდით ყვითელი მინუსავოი თერმომეტრი როა იმას -125.4 გრადუსი

ესეც შედეგი

პროსტა 24/7-ზე ვერ გაყინავ თორე
რაც ნაკლებია ტემპერატურა მით უკეთესი smile.gif

ვა ეგ არ ვიცოდი თუ -130 ის ქვევით არ ირთვებოდა. მარტო ინტელის პროცესორებს აქვთ ეგ პრობლემა ? ახლებსაც თუ მარტო ძველებს ?

24/7 რას ნიშნავს ?

პოსტის ავტორი: სოსო Feb 27 2010, 01:34 PM

ციტატა(Classical @ Feb 27 2010, 04:07 PM) *
ვა ეგ არ ვიცოდი თუ -130 ის ქვევით არ ირთვებოდა. მარტო ინტელის პროცესორებს აქვთ ეგ პრობლემა ? ახლებსაც თუ მარტო ძველებს ?

24/7 რას ნიშნავს ?

24/7-ზე ანუ 24 საათი კვირაში 7 დღე smile.gif
24 საათი აზოტი რომ ასხა პროცესორს არ გამოვა არანაირად smile.gif
ის სულ ორთქლდება
და ერთმა მითხრა თავი რომ დავახუროთო biggrin.gif
ხოდა გაყინვის მუღამი ის არის რომ უნდა აორთქლდეს თუ არ აორთქლდა ტემპერატურას ვერ დააგდებს და წარმოიდგინე თავზე რო დაახურებ ვერც ტემპერატურას დაგიგდებს და შეიძლება წნევისგან გასკდეს კიდევაც ჭურჭელი biggrin.gif

-130-ის ქვევით ბევრ ინტელის პროცესორს აქვ cold bug-ი
თან განსხვავება არის კიდევ cold bug-ს და cold boot bug-ს შორის
სიტყვაზე -110-ზე იბუთება -120-ზე არა
მაგ დროს ტემპერატურას დაიჭერ -110-ს ხოდა რო ჩაირთვება კომპი მერე აზოტს დაამატებ და ჩამოიყვან -120-ზე პროცესორს და არ გაითიშება
მაგრამ -130-ზე უკვე აღარაფერი შველის

ეს ტემპერატურები მაგალითად მოვიყვანე ყველა პროცესორს ინდივიდუალურად აქვს და შეხვედრაზეა ზოგს ნაკლები აქვს ზოგს მეტი

AMD-ს ახალი პროცესორები რომ არის Phenom II-ები მაგათ არ აქვთ ეგ cold bug ხოდა ინტელის პროცესორებისგან განსხვავებით თხევადი ჰელიუმითაც ყინავენ
უფრო ნაკლებ ტემპერატურას აღწევს ჰელიუმით ვიდრე აზოტით
ინტელზე აზრი არა აქვს ჰელიმს ბაგის გამო ვერც ჩართავ

სხვათაშორის თითქმის ყველა ნაწილს უყვარს გაყინვა ვინჩესტერის გარდა
ვინჩესტერში მექანიზმი შეიძLება დაზიანდეს გაყინვის გამო
არც სიცხე ვარგა 50 გრადუსის ზევით
და არც სიცივე 25-ის ქვევით

სხვა ნაწილებში არაფერი ტრიალებს ქულერის გარდა
ხოდა ქულერს გაყინვა კი ცვლის smile.gif

SSD-ებზე და ფლეშკებზე არ ვიცი როგორ იტანენ სიცივეს

რეკორდი ძველია
საქართველოს რეკორდი 6523 MHz E8600-ზე
http://www.overclockers.ge/forum/index.php?/topic/1739-cpu-overclocking-database/

პოსტის ავტორი: Classical Feb 27 2010, 01:38 PM

ციტატა(სოსო @ Feb 27 2010, 01:34 PM) *

მადლობა ინფოსთვის. i7 საც აქვს ეგ სიცივის ბაგი ?

***

პოსტის ავტორი: სოსო Feb 27 2010, 04:34 PM

ციტატა(Classical @ Feb 27 2010, 05:38 PM) *
მადლობა ინფოსთვის. i7 საც აქვს ეგ სიცივის ბაგი ?

***

კი მაგასაც აქვს
უფრო მეტსაც გეტყვი i7 რა სიხშირეზეც ყინულზე რაზგონდება მინუს 80-90 გრადუსი
სულ მცირედით უკეთ რაზგონდება აზოტზე
AMD მაგრა რეაგირებს -120 და ნაკლებ ტემპერატურებზე
და i5 -ებიც მაგრა რეაგირებენ ვიდრე i7

ანუ რაზგონის თვალსაზრისით უფრო მეტ სიხშირეს დააფიქსირებ მაგრამ i7 შედარებით დაბალ სიხშირეზეც ჯობნის გინდა AMD-ს და გინდა i5-ებს

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 3 2010, 05:27 AM

სოსო

ციტატა(utilizatori @ 27th February 2010 - 04:34 PM) *
SSD-ებზე და ფლეშკებზე არ ვიცი როგორ იტანენ სიცივეს

ეგენი სოსო NAND ფლეშ მეხსიერებაა, ანუ გაყინვას იტანენ. ფლეშკების ტესტი მაქვს ნანახი, მაცივრის საყინულეში, -30 გრადუსზე შეყარეს და მუშაობდნენ თან biggrin.gif

მაგრამ ეგენი არ "რაზგონდება" და რა მუღამი აქვს გაყინვას smile.gif

პოსტის ავტორი: სოსო Mar 13 2010, 11:44 PM

Power_VANO
ვანო შენი ახალთ-ახალი ბენჩ სესია არ უნდა დადო ამ ფორუმზე? biggrin.gif
ნახოს ხალხმა რომ ქართველებიც ვყინავთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 16 2010, 01:24 PM

ციტატა(utilizatori @ 14th March 2010 - 02:44 AM) *
Power_VANO
ვანო შენი ახალთ-ახალი ბენჩ სესია არ უნდა დადო ამ ფორუმზე?
ნახოს ხალხმა რომ ქართველებიც ვყინავთ

ჰო, აი სოსოს დაუდია უკვე, შეგიძლიათ იხილოთ: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=5611 smile.gif

პოსტის ავტორი: Evol Jun 13 2010, 03:33 PM

ციტატა(Giga1 @ May 17 2009, 10:50 PM) *
გაუმარჯოს ყველას.მაინტერესებს პროცესორის ტემპერატურის დაწევა მინიმუმამდე როგორ უნდა.სხვა რაიმე ხერხი თუ არსებობს პასტის წასმის გარდა.დღეს წავუსვი პასტა პროცესორს და 54 გრადუსზე დაბლა არ იწევს.თუ შეიძლება ქულერი იყოს გამოსაცვლელი რომელიც პროცესორზე მიყენია.ეს პროცესორი მაქ Intel Celeron D 325, 2533 MHz (19 x 133).კიდევ რა უნდა ვქნა პასტის წასმის გარდა რო გრადუსი ქვემოთ ჩავიდეს.მაგრამ რაიმე პროგრამას რო ვრთავ იწევს გრადუსი მაღლა და მაღლა.რა ვქნა მირჩიეთ.დიდი მადლობა წინასწარ

აი სელერონი როა მაგიტო გიცხელებს, დიდი თამაშებით თუ დატვირთავ აიწევს,ისე მე იმენა ინტელის პროცესორს გირჩევ ოღონდ სელერონს არა

პოსტის ავტორი: AGAPO Jun 13 2010, 03:36 PM

Evol
გაცხელდება სელერონი ხომ ინტელის სირცხვილია

პოსტის ავტორი: Evol Jun 13 2010, 03:44 PM

კი ძმა ინტელის ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი აზრით არის ცელერონის პროცესორები, იმიტომ რომ უმეტესი ჩვენგანი კომპიუტერს ძირითადად ხმარობს შათამაშოდ და სელერონი კი განკუთვნილია საოფისე კომპიუტერებისათვის,მეასე მივიჩნევ და ბევრიც დამეთანხმება !!

პოსტის ავტორი: AGAPO Jun 13 2010, 04:37 PM

სოსო
273 გრადუსზე გასკდება კომპი 200 გრადუსზე გაყინვა რკინას ხეთქავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: სოსო Jun 14 2010, 09:20 AM

ციტატა(AGAPO @ Jun 13 2010, 07:37 PM) *
სოსო
273 გრადუსზე გასკდება კომპი 200 გრადუსზე გაყინვა რკინას ხეთქავს biggrin.gif

მერე სადმე მიწერია რომ -273 გრადუსამდე ყინავენ პროცესორსთქო?
მაგ ტემპერატურის მიღწევა ულტრა თანამედროვე ლაბორატორიებშიც კი ჭირს

მაქსიმალური ეფეექტური პროცესორის გასაყინად -200 გრადუსია რაც ჰელიუმით მიიღწევა

http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?t=215074&highlight=liquid+helium

აგერ სურათებში ნახე მინუსავოი თერმომეტრის ჩვენებები
http://www.maximumpc.com/article/news/overclocked_amd_phenom_ii_hits_65ghz_with_liquid_nitrogenhelium_cooling

თუმცა როგორც ადრე ვთქვი ინტელის პროცესორებს ბაგი აქვთ ხოლმე და საუკეთესო საშუალოდ -160 გრადუსზე იბენჩება
ძირითადად -120 -130 გრადუსზე გადიან ხოლმე ტესტებს მაგის ქვევით არც ირთვება პროცესორი - cold bug

პოსტის ავტორი: compserv Jul 5 2010, 06:22 PM

გაუმარჯოს ყველას, ეხლა თქვენი აზრი მაინტერესებს, საქმე ასეთია, გადამიწყვეს კომპიუტერი და რომ მოვიტანე შევამჩნიე რომ გარედან კვების ბლოკი გაცხელდა პროცესორი არის Intel® 3.20Ghzმეტი არაფერი უწერია, მითხრეს რომ ძველი პროცესორია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ დიდი დენიც სჭირდება, ხელოსანს რომ ვკითხე მითხრა რომ ალბათ 300 ვატიანმა კვების ბლოკმა ვერ აიტანა ძლიერი პროცესორიო და მაგიტომ ცხელდებაო, ეს ორი დღეა კეისს გვერდი მოვაძრე და შედარებით გაგრილდა, თქვენ რას მირჩევთ?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2010, 07:15 PM

compserv
რა მოდელია შენი კვების ბლოკი? სურათი შეგიძლია გადაუღო და დადო?

300 ვატი კი აწერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს ბაზარზე არსებული რიგითი ჩინელო იქნება, რეალურად ~250 ვატით smile.gif

ეგეთი კვებისთვის გაცხელება ნორმალურია, თითქმის ყოველთვის მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს.

პოსტის ავტორი: datka22 Oct 28 2010, 06:17 AM

გამარჯობათ, იქნება დამეხმაროთ ვინმე, პროცესორი ცხელდება 70 გრადუსზე ზევით ქულერი უკვე ორჯერ გამოვცვალე მაინც არ უშველა, თან ქულერიც ფუჭდება ძაან მალე, პროცესორს ხომ არ აქ დარხეული უკვე

პოსტის ავტორი: smart22 Oct 28 2010, 12:06 PM

თერმოპასტა თუ აქვს?