Invision Power Board (IPB) 2.2.X-2.3.X (კერძოდ, 2.3.3), ინსტალაცია, გაქართულება... |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Invision Power Board (IPB) 2.2.X-2.3.X (კერძოდ, 2.3.3), ინსტალაცია, გაქართულება... |
Feb 15 2008, 10:55 AM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
ამ თემაში დაიწერება ინსტრუქცია კონკრეტულად IPB 2.3.3-სთვის, თუმცა, ინსტრუქცია თავსებადი იქნება 2.3.X და 2.2.X ვერსიის ძრავებთანაც (2.2.X-ზე 100%-ით თავს ვერ დავდებ).
დავიწყოთ: 1) საინსტალაციო პაკეტი საინსტალაციო პაკეტი დევს როგორც კომპინფოს (ქართული სერვერი) ასევე Servage-ის (უცხოური სერვერი) სერვერზე. კომპინფოს სერვერი Servage-ს სერვერი პაროლი: compinfo.ge 2) ქართული ენის პაკეტი ქართული ენის XML ფაილი იმპორტირებისათვის ქართული ენის ფაილების არქივი (RAR ფაილი) (იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებისას პრობლემები შეგექმნათ) 3) ქართული ენის სკრიპტი კომპინფოს სერვერი Servage-ს სერვერი 4) ქართული ღილაკები კომპინფოს სერვერი (ღილაკები მოგვაწოდა otosaxel-მა) პაროლი: compinfo.ge პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Mar 3 2010, 08:17 AM -------------------- I do it from behind...
|
|
|
Feb 15 2008, 11:14 AM
პოსტი
#2
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
წინასაინსტალაციო პირობები
იმისათვის, რომ IPB 2.3.3 ფორუმს პრობლემები არ ჰქონდეს ქართულ უნიკოდთან ურთიერთობისას, სასურველია, რომ სერვერზე ეყენოს MySQL, ვერსია 4.1 ან უფრო ახალი!!! ფორუმის გაშვება/დაინსტალირებისთვის აუცილებელია მინიმუმ PHP 4.X.X და MySQL 4.1. თუ დარწმუნდით, რომ სერვერზე ყველაფერი კარგადაა, მაშინ დროა მივხედოთ მონაცემთა ბაზას IPB-სათვის, ჩვენ გვჭირდება ქართულის მხარდაჭერა, ამიტომ გვინდა უნიკოდის მხარდაჭერა, იგივე UTF-8. ამის გამო მონაცემთა ბაზას უნდა ჰქონდეს გარკვეული ფორმატი, ანუ collation უნდა იყოს "utf_general_ci". collation-ის ამორჩევა ხდება მონაცემთა ბაზის შექმნისას, ლოკალურ სერვერზე ეს მარტივად ხდება, მაგრამ ქართულ ჰოსტინგის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ბაზის შესაქმნელი ინსტრუმენტები საკმაოდ მწირია ან შეზღუდულია, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია collation-ის შესაცვლელად phpMyAdmin-ის გამოყენება. იმედია მისი გამოყენება იცით. პაკეტის უფასოდ ჩამოქაჩვა შეიძლება შემდეგი საიტიდან: http://www.phpmyadmin.net მაშ ასე, ვთვლით რომ სერვერზე ასევე აქაჩული გვაქვს phpMyAdmin, მაშინ აირჩიეთ თქვენი ბაზა თუ რანმდენიმე გაქვთ, გადადით ჩანართში Operations და იქ მდებარე ფორმაში Collation აირჩიეთ "utf_general_ci". თუ სერვერზე არ გაქვთ phpMyAdmin ან MySQL-თან სამუშაო რომელიმე ვებ-გარსი, მაშინ იმედია ჰოსტერის სერვერზე გაქვთ SQL ბრძანების შესრულების ხაზი, ან კონსოლი და სწორედ აქ უნდა აკრიფოთ შემდეგი ბრძანება ანუ იგივე query: პროგრამული კოდი ALTER DATABASE `DB_Name` DEFAULT CHARACTER SET utf8 COLLATE utf8_general_ci სადაც "DB_Name" არის თქვენი მონაცემთა ბაზის სახელი. ამ პროცედურის შემდეგ შეგვიძლია მშვიდად დავიწყოთ ინსტალაცია. თუმცა პირადად არაერთგზის ცდის შედეგად შემიძლია თამამად ვთქვა ამის გაკეთება უკვე დაინსტალირებულ შემთხვევაშიც შეიძლება, უბრალოდ შეიძლება გარკვეულ დოსკომფორტს გადააწყდეთ. კონკრეტული პრობლემები შემდეგ აქ დაპოსტეთ და გავარჩიოთ. ------------------- ინსტალაციის პროცედურა ძალიან მარტივია, აქაჩეთ სერვერზე ფორუმის ფაილები, ბროუზერში აკრიფეთ: http://www.თქვენი_საიტი/forum/install ან http://www.თქვენი_საიტი/install, გააჩნია რომელ საქარალდეში გაქვთ აქაჩული ფორუმის ფაილები. დანარჩენი მარტივია, მიყევით ინსტრუქციებს, შეიყვანეთ MySQL-ის პარამეტრები, ადმინისტარტორის პაროლი და მოიცადეთ ცოტა ხანი, ავტომატურად მოხდება ცხრილების და ყველაფრის იმპორტირება და გამზადება. გაითვალისწინეთ, ინსტალაციის შემდეგ, სასურველია, სერვერზე წაშალოთ საქაღალდეები install და updates, შემთხვევით რომ ვიღაცამ ხიფათს არ გადაგყაროთ :-) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 05:08 AM -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2024 - 08:59 AM |