თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ჩვენი ინტერნეტ + ჰოსტ პროვაიდერები _ MAGTIFIX

პოსტის ავტორი: Giga1 Aug 24 2009, 10:05 AM

მაინტერესებს თქვენი აზრი მაგთი ფიქსზე smile.gif
მე 1 თვიანი მაქვს და საკმაოდ ცუდია,წუთობრივი საერთოდ ნაგავი.თქვენ თუ გაქვთ ან თქენ ახლობლებს,მაინტერესებს როგორი სიჩქარე აქვს.ადგილზე ხომ არ არის დამოკიდებული სიჩქარე ? რას იტყვით ?!

პოსტის ავტორი: zingera Aug 24 2009, 10:08 AM

Giga1

არა ადგილზე ნაკლებად არის დამოკიდებული, მე მაქვს და ძალიან ნელია მარა როგორც გავიგე რაღაც შეუცვლიათ და ეხლა ააჩქარესო მარა რავიცი smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 24 2009, 10:13 AM

ააჩქარეს რეკლამაში, ნიავქარი რომ უბერავს biggrin.gif ეგ აჩქარება 3D მაქსის დამსახურება უფროა ვიდრე მუქთიფიქსის smile.gif

ხაშურის რაიონში, სოფელ ალში აქვს მუქთიფიქსი, 15 ლარს რომ უხდი მუქთაზე, ეგეთი. დიალ აპზე გულისამრევი იყო... დაემონ ტულსის გადმოწერა დავაპირე და დაიწყო 25 კილობიტით და მსწრაფლ ჩამო2კილობაიტდა... dry.gif

Giga1 ისე,ს აერთოდ შენ გაქვს მაგთიფიქსი და შენ უნდა იყო რამე აზრის biggrin.gif wink.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Aug 24 2009, 10:15 AM

Sh@ko

ციტატა(Sh@ko @ 24th August 2009 - 11:13 AM) *
ააჩქარეს რეკლამაში, ნიავქარი რომ უბერავს ეგ აჩქარება 3D მაქსის დამსახურება უფროა ვიდრე მუქთიფიქსის

ჰაჰა,საღოლ biggrin.gif
ციტატა(Sh@ko @ 24th August 2009 - 11:13 AM) *
Giga1 ისე,ს აერთოდ შენ გაქვს მაგთიფიქსი და შენ უნდა იყო რამე აზრის

მე ძალიან ცუდი აზრის ვარ !

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 24 2009, 03:57 PM

Giga1
აი ის EV-DO ტექნოლოგიის მოდემი გაქვს და ნელია ეგეც?

პოსტის ავტორი: Giga1 Aug 25 2009, 06:07 AM

Power_VANO
რომელს გულისხმობ ? ეხლა ახალი რომ გამოვიდა 3.1 მბ რომ აქვს? არა ეგ არ მაქვს (თუ ეგ იგულისხმე) მაგრამ მაინც არა მგონია 3.1 მბ ქონდეს სიჩქარე.პირდაპირ ტელეფონზე (მაგთი ფიქსზე) მაქ შეერთებული.

პოსტის ავტორი: PITERSONA Aug 25 2009, 10:22 AM

ციტატა(Giga1 @ Aug 24 2009, 11:05 AM) *
მაინტერესებს თქვენი აზრი მაგთი ფიქსზე smile.gif
მე 1 თვიანი მაქვს და საკმაოდ ცუდია,წუთობრივი საერთოდ ნაგავი.თქვენ თუ გაქვთ ან თქენ ახლობლებს,მაინტერესებს როგორი სიჩქარე აქვს.ადგილზე ხომ არ არის დამოკიდებული სიჩქარე ? რას იტყვით ?!


მქონდა და .... და თუ ჩემი აზრი გაინტერესებს ჯობია ვინც არ გიყვარს იმას აჩუქო . მარტო ელემენტები აქვს კარგი მაგ აპარატს. ინტერნეტს რაც შეეხება მაგას ნაღდად არ ქვია ინტერნეტი. შეიძლება ვცდები მაგრამ ინტერნეტი არ ქვია მაგას

ციტატა(Power_VANO @ Aug 24 2009, 04:57 PM) *
Giga1
აი ის EV-DO ტექნოლოგიის მოდემი გაქვს და ნელია ეგეც?


ეგეც ჯართია.

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 25 2009, 07:39 PM

PITERSONA

ციტატა(PITERSONA @ 25th August 2009 - 01:22 PM) *
ეგეც ჯართია.


აი ეს თუ გაქვს, მეტი ინფო შეგიძლია დაწერო? რაიონში მჭირდება ხოლმე ინტერნეტი. სატელეფონო კომუნიკაციების არარსებობის გამო ყველანაირი DSL-ისკენ მოჭრილია გზა, MagtiFIX-ის სტანდარტული ინტერნეტი Dial-UP-ის სიჩქარისაა...


ციტატა(PITERSONA @ 25th August 2009 - 01:22 PM) *
ინტერნეტს რაც შეეხება მაგას ნაღდად არ ქვია ინტერნეტი. შეიძლება ვცდები მაგრამ ინტერნეტი არ ქვია მაგას

ეჰ... იყო დრო, რამდენიმე წლის წინ, ეგეთი სიჩქარის ინტერნეტი (DIAL-UP, მოდემებით ტელეფონზე რომ ვრეკავდით) მაქსიმალური მიღწევა იყო ჩვენთან მომხმარებლისთვის და ხანდახან სანატრელიც smile.gif
მერე ISDN-ი იყო, მერე ADSL შემოვიდა...

ციტატა(Giga1 @ Aug 25 2009, 09:07 AM) *
Power_VANO
რომელს გულისხმობ ? ეხლა ახალი რომ გამოვიდა 3.1 მბ რომ აქვს? არა ეგ არ მაქვს (თუ ეგ იგულისხმე) მაგრამ მაინც არა მგონია 3.1 მბ ქონდეს სიჩქარე.პირდაპირ ტელეფონზე (მაგთი ფიქსზე) მაქ შეერთებული.


ჰო, მაგას ვგულისხმობ. მაგთიფიქსის სტანდარტული ნეტი რომ Dial-UP-ის სიჩქარეებითაა, მაგის სიამოვნება მივიღე უკვე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Aug 25 2009, 08:22 PM

Power_VANO
ჰო,ნამდვილად.ისე მე თუ მკითხავ ეგ 3.1 მბ რეალურად იქნება სადღაც 1-1.5 მბ.აღარ მჯერა კარგი ინტერნეტის ამ ქვეყანაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 26 2009, 06:01 AM

Giga1
სიჩქარე მეტნაკლებად მეორეხარისხოვანია ჩემთვის, იყოს თუნდაც 0.5 მეგაბიტი, მაგრამ პინგი მჭირდება დაბალი. Magtifix-ის სტანდარტულ ინტერნეტს საშინლად დიდი დაყოვნებები აქვს.

პოსტის ავტორი: Giga1 Aug 26 2009, 06:12 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 26th August 2009 - 07:01 AM) *
სიჩქარე მეტნაკლებად მეორეხარისხოვანია ჩემთვის, იყოს თუნდაც 0.5 მეგაბიტი, მაგრამ პინგი მჭირდება დაბალი. Magtifix-ის სტანდარტულ ინტერნეტს საშინლად დიდი დაყოვნებები აქვს.

ხო,ვაბშე წუთობრივი რომ მქონდა (ეხლა 15 ლარიანი მაქვს) 2 წუთში ერთხელ მიდიოდა

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 26 2009, 08:28 AM

ქუთაისში აქვს ჩემს ახლობელს EV-DO (მაგთიში მუშაობს თვითონ), უკმაყოფილო არა ვარ, მაგრამ მეტს მოველოდიო, 100-120კბს აქვს მაქსიმუმიო, თუმცა რამდენად სტაბილურია და დაბალპინგიანი ვერ გეტყვით, საერთოდო, მაგთის აპარატურული პრობლემები შეექმნა EV-DO-ზეო- ხურდება ძალიან აპარატურა, შესაბამისად ხარისხიც იკლებს, თუმცა მუშაობენ მაგის გამოსწორებაზეო,
მოკლედ, ჯერ დასახვეწია

პოსტის ავტორი: Giga1 Aug 27 2009, 05:12 AM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 26th August 2009 - 08:28 AM) *
ქუთაისში აქვს ჩემს ახლობელს EV-DO (მაგთიში მუშაობს თვითონ), უკმაყოფილო არა ვარ, მაგრამ მეტს მოველოდიო, 100-120კბს აქვს მაქსიმუმიო, თუმცა რამდენად სტაბილურია და დაბალპინგიანი ვერ გეტყვით, საერთოდო, მაგთის აპარატურული პრობლემები შეექმნა EV-DO-ზეო- ხურდება ძალიან აპარატურა, შესაბამისად ხარისხიც იკლებს, თუმცა მუშაობენ მაგის გამოსწორებაზეო,
მოკლედ, ჯერ დასახვეწია

ეგრეც ვიცოდი.რაც შეეხება მაგის დახვეწას,ეჭვი მეპარება sleep.gif

პოსტის ავტორი: PITERSONA Aug 28 2009, 05:57 AM

ციტატა(Power_VANO @ Aug 25 2009, 08:39 PM) *
PITERSONA


აი ეს თუ გაქვს, მეტი ინფო შეგიძლია დაწერო? რაიონში მჭირდება ხოლმე ინტერნეტი. სატელეფონო კომუნიკაციების არარსებობის გამო ყველანაირი DSL-ისკენ მოჭრილია გზა, MagtiFIX-ის სტანდარტული ინტერნეტი Dial-UP-ის სიჩქარისაა...


არა, არ მაქვს მაგრამ შემიძლია რაღაც გირჩიო. თუ რაიონში მიდიხარ, გირჩევ იყდო ბალის სიმ, და ამ სიმზე იყიდო MB-ბი. გარნტიას გაძლევ იმუშავებს საკმაოდ კარგად . მაგრამ მაგთის ეგ ახალი რაღაც მგონია ისეთივე იდიოტობაა როგორც მაგთიფიქსი. კარგი რეკლამა - ცუდი ხარისხი. რავიცი... მე პირადად გირჩევ 1 ლარად იყიდო ნომერი და რაც იმ მოდემში უნდა მიცე იმის ფასად MB ჩართო

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 28 2009, 08:23 AM

ციტატა
მე პირადად გირჩევ 1 ლარად იყიდო ნომერი და რაც იმ მოდემში უნდა მიცე იმის ფასად MB ჩართო

ამ ზაფხულს გამოვიყენე ჯეოსელის ინტერნეტი რაიონში. ნაეც.გე-ს საიტის გახსნა... წელიწადიწელიწადიწელიწადი...


მაგრამ იხსნება რა biggrin.gif ასე თუ ისე smile.gif მაგთიფიქსიც იგივეა, ასე რომ მივაწვეთ ტელეფონების GPRS-ს, სანამ უკეთესს არ გააკეთებენ. ფულის კეთEბას ფიქრობენ მარტო, გაუმჯობესებას არა... dry.gif ჯეოსელის ახალ-ახალი ნომრები რად ღირს მარტო? 3 ნომერი მაქვს ნაყიდ-ნახმარი და არ მინდა მეტი biggrin.gif რამე გააუმჯობესონ/გააიაფონ!

პოსტის ავტორი: PITERSONA Aug 28 2009, 11:44 AM

ალბათ შენს ტელეფონს მხოლოდ ჯპრს აქვს. მე პირადად მაგთის კარტით ვოისს ვამუშავებ და იმდენად კარგია ხმის გადაცემა რომ ზოგჯერ არც კი მჯერა

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Sep 3 2009, 08:38 AM

მოკლედ, სიტუაცია ასეთია:
2 დღიან სატესტო ვადას გაძლევს მაგთი და თუ არ მოგეწონა, უკან გიბრუნებს ფულს...
ჩემმა ძმაკაცმა იყიდა და არ დარჩა კმაყოფილი, თუმცა სადაც ის ცხოვრობს (ვაკეში მაღლა) ცუდად იჭერს თვითონ მაგთიც,
სადაც კარგად იწერდა 150-180KB ქონდა მაქსიმუმიო....

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 21 2010, 05:47 PM

ახლა გავტესტე სახლში (100-100 მა გაჭედა და მეგობარს გამოვართვი რამდენიმე დღით)
აი შედეგიც
უცხოურზე


ქართულზე

ზოგადად, ბრაუზინგისთვის მშვენიერია... დღეს ქუთაისიდან მოვდიოდით თბილისში და მანქანაში ვრთავდი ხოლმე... Facebook-ზეც უპრობლემოდ შედიოდა

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 21 2010, 05:50 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 21st March 2010 - 09:47 PM) *
ახლა გავტესტე სახლში (100-100 მა გაჭედა და მეგობარს გამოვართვი რამდენიმე დღით)
აი შედეგიც

"ბრწიყვანლე" შედეგია განსაკუთრებით პინგი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ისე USB მოდემით რომაა მაგათი ინტერნეტი, WI MAX-ზე ეგეც იგივეა?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 21 2010, 06:04 PM

ეგაა ხომ EV-DO მოდემი....
სულ არაფერს ჯობია

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 21 2010, 09:01 PM

gi0_kiborg
ანუ გიო, ეგ EV-DO მოდემის შედეგებია ხომ? და არა სტანდარტული მაგთიფიქსის.

პოსტის ავტორი: smart22 Mar 21 2010, 09:18 PM

EVDO მოდემის მაქსიმალური სიჩქარე ნახევარი მეგაბიტია შემომავალი ხოლო გამავალი 6-12 კილობიტი smile.gif (ჩემი ტესტით) ხოლო მაგთიფიქსის აპარატით არ ქვია ინტერნეტი, მტერი თუ გყავს უნდა აჩუქო

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 22 2010, 06:36 PM

Power_VANO
ხო, Ev-do მოდემის შედეგებია, თუმცა, რომ დავაკვირდი, საკმაოდ ცვალებადია....
გადმოწერის სიჩქარე კი 25-80 კბ/წმ-მდე მერყეობს უცხოურ და ქართულ სერვერებიდან

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 22 2010, 07:47 PM

და რა ჯდება ამჟამად ეს EV-DO მოდემი და რა სატარიფო გეგმებია მაგაზე?

პოსტის ავტორი: smart22 Mar 22 2010, 07:55 PM

თავიდან 150 ლარი, მერე ყოველთვიურად 45 ლარი, აქედან 15 ლარი გადაირიცხება (ანუ უკან გიბრუნდებასავით) შენს მიერ მითითებულ მაგთიფიქსის აპარატზე smile.gif ანუ თუ არ ჩათვლი რომ გტენიან თვეში 15 ლარის ჩარიცხვას მაგთიფიქსზე 30 ლარი გამოდის დანახარჯი smile.gif




+ ტრაფიკი ულიმიტოა smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 23 2010, 09:38 PM

ეს 150 გელა ტეხავს, თორემ თვეში 45 ლარი ნორმალურია კიდევ smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Mar 24 2010, 09:25 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 23rd March 2010 - 10:38 PM) *
45 ლარი ნორმალურია კიდევ

დაჟე ეგეც ბევრია smile.gif ძალიან ნელია ეგ EV-DO მოდემი

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 24 2010, 11:54 AM

Power_VANO
ხო, თავიდან ძვირია საკმაოდ, თუმცა, სოფლის პირობებში, როცა სხვა ალტერნატივა არ გაქვს რას იზამ....

პოსტის ავტორი: davizo70 Mar 24 2010, 12:10 PM

ზუსტად სოფლისთვის ვაყიდინე ამას წინათ ეგ მოდემი ერთ ახლობელს, რამდენიმე დღეში მოვიკითხე, როგორი კმაყოფილია-მეთქი, ძალიან მაგარია, კპირდაპირ ფრინავსო biggrin.gif იმათთვის 45 ალბათ იაფიც კია

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 24 2010, 03:44 PM

თავის დროზე Dial-UP-ში ვიხდიდი თვეში 40-50 ლარს, როცა არც DSL-ი იყო და არც არაფერი, ISDN-ი ბოლო მიღწევად ითვლებოდა და 64 კბ/წმ ჰქონდა სიჩქარე biggrin.gif

თან ჩემთან Dial-UP-ი 56 კბ/წმ-საც ვერ ქაჩავდა, ~30 კბ/წმ-ით მუშაობდა. რეალურად, როცა რამეს ვიწერდი, 2.5-3 კილობაიტ/წამს თუ აცდებოდა, მაგარი იყო ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 24 2010, 03:50 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 24th March 2010 - 07:44 PM) *
თან ჩემთან Dial-UP-ი 56 კბ/წმ-საც ვერ ქაჩავდა, ~30 კბ/წმ-ით მუშაობდა. რეალურად, როცა რამეს ვიწერდი, 2.5-3 კილობაიტ/წამს თუ აცდებოდა, მაგარი იყო ხოლმე

აი ეგ არ გამახსენო dry.gif

მაგ დროს რა სოფტ კოლეციაც შევაგროვე დღემდე მაქ შენახული, ნუ იანად ახალი ვერსიები გამოვიდა და რამე მაგრამ ვერც ვშლი და ვერც ვერაფერი, მენანება tongue.gif

ACD See ვიწერდი საათობით, არადა არქივში იყო 8-9 მბ.-მდე, გახსენებაც არ ღირს sad.gif

არადა ეხლა 40 მბ.-იანი ფაილი ჩავიწერე 2 წუთში tongue.gif, ეგ რომ ვუთხრა ჩემ თავს 2007, ალბათ შემაგინებდა biggrin.gif

ისე მაგისტრალამდე გლობალიდან პრინციპში ეგეთივე საშინელება იყო...
სოლარის ვიწერდი 3 დღე biggrin.gif, 15-ით მოდიოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: smart22 Mar 24 2010, 04:18 PM

როცა სხვა ალტერნატივა არაა კი ბატონო მაგრამ მე 6 მეგაბიტი 17 ლარამდე მიჯდება და ეხლა 8მეგაბიტი უნდა ჩავრთო იგივე ფასად smile.gif ჩემთვის უძვირესია მაგრამ სოფელში მართლაც მაგარია, თუმცა ლაივებს და ეგეთებს დაუქნიო უნდა ხელი...