მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> ubuntu 7.10 Drivers, Codecs..., პრობლემები და კითხვები
NetDevil
პოსტი Jan 30 2008, 07:19 PM
პოსტი #1


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



გამარჯობა

რამდენიმე პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ...

1. myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს. ფლეშ დრაივერები დავაყენე, პლეიერით swf და flv დაილებს აჩვენებს, მაგრამ ამ საიტებზე არც აჩვენებს და საერთოდ პლეიერიც არ იტვირთეება, ნაცრისფერი ფონი ჩანს...

2. realtek-ის საიტიდან გადმოვწერე აუდიო დრაივერი, დავაინსტალირე, mp3 ფაილებს უკრავს, ხმას იღებს, მაგრამ skype-ში არ მუშაობს... "problem with audio payback". ვიდეო კარტის დრაივერზეც ამდაგვარი პრობლემა მქონდა ATI-ს საიტიდან გადმოწერილი დრაივერი დავაყენე, მაგრამ compiz არ მუშაობდა... რაღაც პაკეტები დავაყენე და მერე ამუშავდა... იქნებ ამასაც რაღაც "special driver" უნდა ვეღარ გავიგე

3. screenlet-ები დავაყენე და autostart-ში როგორ ჩავსვა? უბუნტუსთან ერთად რომ ჩაირთოს...

ჯერჯერობით ესენი მაინტერესებს (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)


ეხლა შევედი რუსთავი2-ის საიტზე და იქაც სინაცრისფრეა... რა უნდა დავაყენო?


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 30 2008, 07:37 PM
პოსტი #2


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



NetDevil

ციტატა
myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს

კოდეკების ამბავი ხო არ არის მანდ?



ციტატა
screenlet-ები დავაყენე და autostart-ში როგორ ჩავსვა? უბუნტუსთან ერთად რომ ჩაირთოს...

ეს რა პროგრამაა არ ვიცი მაგრამ არცა აქ მნიშვნელობა, სესიებში უნდა შეხვიდე და იქ მიხვდები მერე სტარტაფი უნდა იყოს მგონი მანდ სადაღაც, კაროჩე ADD მისცემ და იმ პროგრამის სახელს ჩაწერ და უნდა გააკეთოს წესით...


ახლა უბუნტუ არ მიყენია და არ მახსოვს კარგად, მაგრამ გამიკეთებია ეგრე და სესიებიდან რო კეთდება ასიანი ვიცი...


პ.ს:თუ ვერ გააკეთე მერე ლაივ სიდითი ჩავიტვირთები და გეტყვი ზუსტად როგორც უნდა... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jan 30 2008, 08:03 PM
პოსტი #3


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



NetDevil
ციტატა
myvideo-ზე და youtube-ზე ვიდეოებს არ აჩვენებს.

ციტატა
კოდეკების ამბავი ხო არ არის მანდ?

კოდეკებისას ვერაფერს ვიტყვი (მაგრამ რაღაც არა მგონია მაგის ბრალი იყოს), აი ის კი გამიგონია, რომ ფლეშის პლაგინი ლინუქსისთვის საერთოდ ცუდად მუშაობს და თუ არ ვცდები, forum.ge-ზეც იყო რამდენიმე პოსტი იგივე პრობლემით და გადაუჭრელი დარჩა.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jan 30 2008, 08:15 PM
პოსტი #4


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



da_ta
სესიებში როგორ შევიდე? ვთქვათ შევედი, მარა კონკრეტული screenlet-ი როგორ უნდა ჩავაავტოსტარტო? ერთხელ კი მოვხვდი მანდ, მარა დამავიწყდა როგორ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ციტატა
კოდეკების ამბავი ხო არ არის მანდ?

ალბათ, მარა რომელი? რაც კი ვიპოვე ყველაფერი დავაყენე...

p.s. this is ma 4th day with ubuntu (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დაილოცოს ვინდოუსი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ციტატა
კოდეკებისას ვერაფერს ვიტყვი (მაგრამ რაღაც არა მგონია მაგის ბრალი იყოს)

რომელიღაცა პლეიერით ხო ირთვება ეგ ვიდეოები და სეიძლება ეგ პლეერი ლინუქსე ვერ მუშაობს?.. რეავიცი...


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 30 2008, 09:12 PM
პოსტი #5


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



NetDevil
პირველ რიგში გეტყვი რომ MyVideo.ge-ზე ვიდეოების დაკვრა არა მარტო ლინუქსში, ვინდოუზში მომუშავე ფაიერფოქსითაც კი ვერ მოვახერხე. ეს ერთი წლის წინ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) შესაძლოა ვინდოუზთან მიმართებით პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ ლინუქსში MyVideo-ზე დადებულ ვიდეოებს ნორმალურად რომ ვერ დაუკრავ დარწმუნებით შემიძლია გითხრა (ბოლო სამი თვეა Ubuntu-ს ვიყენებ;-). მოკლედ მაივიდეოზე დამკვრელი კი გამოდის და დასაწყისში რეკლამის სრულად ხილვის ბედმიერებაც მაქვს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ მხოლოდ აუდიო აგრძელებს დაკვრას, გამოსახულების მაგიერ კი სარეკლამო რგოლის ბოლო კადრი მრჩება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ალბათ ღირს ამ საკითხზე myvideo.ge-ს ადინისტრაციას მივწერო.

YouTube-სა და სხვა მსგავს უცხოურ საიტებზე ვიდეოების დაკვრასთან კი პრობლემა ნამდვილად არ უნდა გქონდეს! დასაწყისისთვის სცადე Adobe Flash Player-ის ხელით დაყენება (მოგვიანებით დაყენების სხვა, უფრო "სწორ" გზაზეც გეტყვი:-). პირველ რიგში შედი აქ: Adobe Flash Player Download Center Linux (x86) Ubuntu-ს შემთხვევაში გამოვა მხოლოდ TAR.GZ არქივიდან დაყენება, ამიტომ ჩამოტვირთე ის და შეინახე სამუშაო მაგიდაზე (ისედაც იქ შეინახება;-). ამ მომენტისთვის დამკვრელის უკანასკნელი ვერსიაა: 9,0,115,0 (12/3/2007). გახსენი არქივი (მარჯვენა წკაპი მასზე, აირჩიე Extract Here) შეიქმნება საქაღალდე სახელწოდებით "install_flash_player_9_linux". გახსენი ტერმინალი (Applications > Accessories | Terminal) აკრიფე შიგნით შემდეგი: /home/მომხმარებლის სახელი/Desktop/install_flash_player_9_linux/./flashplayer-installer (მაგ.: /home/gearge/Desktop/install_flash_player_9_linux/./flashplayer-installer) და დააჭირე Enter-ს. ამის შემდეგ მიჰყევი ტერმინალში გამოტანილ ინსტრუქციებს. ბოლოს Firefox-ში შედი აქ: Help > About Plug-ins. აქ შეგიძლია იხილო დაყენებული გაფართოებები (Plug-ins:-).

ამის შემდეგ ნორმალურად უნდა გაიხსნას რუსთავი2-ის - დეზინფორმატორის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) - ვებ გვერდიც!

მეორე პრობლემას რაც შეეხება, ბევრი იდეა მიტრიალებს და ყველა მათგანს დალაგება/აწონ-დაწონვა სჭირდება. ამიტომ მოგვიანებით გიპასუხებ.

და ბოლოს. მესამე კითხვაზე შევეცდები გიპასუხო მხოლოდ მას შემდეგ რაც გავიგებ რას ნიშნავს "screenlet" (IMG:style_emoticons/default/laugh.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Jan 31 2008, 10:23 AM
პოსტი #6





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




gearge
ციტატა
პირველ რიგში გეტყვი რომ MyVideo.ge-ზე ვიდეოების დაკვრა არა მარტო ლინუქსში, ვინდოუზში მომუშავე ფაიერფოქსითაც კი ვერ მოვახერხე. ეს ერთი წლის წინ შესაძლოა ვინდოუზთან მიმართებით პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ ლინუქსში MyVideo-ზე დადებულ ვიდეოებს ნორმალურად რომ ვერ დაუკრავ დარწმუნებით შემიძლია გითხრა (ბოლო სამი თვეა Ubuntu-ს ვიყენებ;-). მოკლედ მაივიდეოზე დამკვრელი კი გამოდის და დასაწყისში რეკლამის სრულად ხილვის ბედმიერებაც მაქვს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ მხოლოდ აუდიო აგრძელებს დაკვრას, გამოსახულების მაგიერ კი სარეკლამო რგოლის ბოლო კადრი მრჩება ალბათ ღირს ამ საკითხზე myvideo.ge-ს ადინისტრაციას მივწერო.

+1
და სადაც პლეირის 9-ე ვერსია დავაისტალე ყველგან ეგრე ქნა (ვინდი იგულისმება) უნდა დაგეყენებინა ძველი ვერსია, მოკლედ ეს პრობლემა მარტო linux-ის არაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jan 31 2008, 12:44 PM
პოსტი #7


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



flash player-ის პრობლემა გადავწყვიტე, დეზინფორმატორის ვებ გვერდსაც ხსნის და myvideo.ge-ს ვიდეოებსაც აჩვენებს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , მაგრამ ამ ყველაფერს მარტო firefox-ში. მე მინდა რომ opera-ში იმუშაოს (IMG:style_emoticons/default/sad.gif) არადა flash player როგორც firefox-ზე, ზუსტად ისე დავაყენე ოპერასთვისაც. (/usr/lib/opera - ოპერას საიტზე ზუსტად ასე ეწერა, მაგრამ მაინც არ მუშაობს)
ციტატა
მე და NetDevil-ის საუბრის დროს აღმოჩნდა(ამასწინათ ვისაუბრეთ) რომ მას აქვს ასროკის დედაპლატა,რომელსაც XGL-ტან და კომპიზტან გარკვეული პრობლემა აქვს

XGL-თან კი არა ვაბშე ლინუქსთან აქვს პრობლემა, არც ერთ ლინუქსმა არ იმუშავა იმ კომპზე, ასროკი სადაც აყენია.

კიდე 2 კითხვა მაქვს: (IMG:style_emoticons/default/smile.gif) კომპილაცია მასწავლეთ... ცოტა დაწვრილებით please

~/desktop ეს რა დირექტორიაა? ~ ეს რას ნიშნავს?

პ.ს. მადლობა ყველას დახმარებისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jan 31 2008, 01:29 PM
პოსტი #8


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



ციტატა
make install-ზე იძახიი? ჯერ მეც არ მისწავლია მაგრამ აქ წერია(ინგლისურად) http://tldp.org/LDP/LG/current/smith.html

ეხლა ვიპოვე: http://www.aboutdebian.com/compile.htm აი აქ უფრო კარგად წერია...
ციტატა
~მგონი დირექტორიის სახელი რომ არ ეტევა მაგას ნიშნავს

root დირექტორია ყოფილა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ხმა ვაბშე ჩაუწყდა, დამტანჯა რა. "GStreamer plugins not found"

terminal-ში რა ბრძანება უნდა ავკრიფო რომ სისტემის შესახებ ინფო მანახოს? რა ვიდეო კარტა აყენია და ა.შ.



--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 31 2008, 01:36 PM
პოსტი #9


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



NetDevil
ციტატა
სესიებში როგორ შევიდე? ვთქვათ შევედი, მარა კონკრეტული screenlet-ი როგორ უნდა ჩავაავტოსტარტო? ერთხელ კი მოვხვდი მანდ, მარა დამავიწყდა როგორ tongue.gif

მოკლედ ასე:
1. სესიებში შეხვალ აქედან System/Preferences/Sessions

2.გადადი /Startup Programs/ ტაბში(ეს ყოველი შემთხვევისთვის, წესით ეგ არის ჩართული თავიდანვე)

3.შემდეგ დააჭირე New ღილაკს...

4.
განყოფილება Name: აქ წერ იმ პროგრამის სახელს რომლის დასტარტაფება გინდა. მაგ:Firefox (ისე მნიშვნელობა არა აქ რას ჩაწერ )

განყოფილება Command: აი აქ უნდა მიუთითო იმ პროგრამის სრული მისამართი რომელიც გინდა რომ სტარტაფში ჩაჯდეს.
მაგ: firefox-ისთვის გვექნება /usr/lib/firefox/firefox და ვაწვებით OK-ს. მორჩა, ამის მერე უბუნტუს ჩართვისას firefox-ი თავისით ჩაირთვება...

ახლა რაც შეეხება შენს შემთხვევაში, ეგ პროგრამა სად ინსტალირდება არ ვიცი მაგრამ წესით /usr/ აქ უნდა იყოს სადღაც და დაძებნე კარგად...
/usr/lib/firefox/firefox აქ ბოლო სიტყვის მითითება ხდება იმის მიხედვით თუ რა ქვია გამშვებ ფაილს firefox დირექტორიაში, ანუ თუ შენი პროგრამა დაინსტალირებულია screenlet დირექტორიაში მაშინ ნახე ამავე დირექტორიაში გამშვები ფაილი რომელია და ბოლოში მიუწერ მაგის სახელს და ეგ არის...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jan 31 2008, 02:08 PM
პოსტი #10


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



da_ta
მადლობა, ვსიო იასნო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
რუთი დირექტორია ანუ ძირეული არის ეს / და რა კლაკნილი

root@netdevil:/# cd root
root@netdevil:~#
ციტატა
მოვნიშნავდი,მერე ეპლაი და თვითონ აყენებდა,რა კონსოლი,რის კონსოლი,მარტივად ვაყენებდი

ჩემთან არ შვება (IMG:style_emoticons/default/unsure.gif)
ციტატა
sყstem monitor დაამატე პანელს და მაგაშია პროცესორი დატვირტვასაც გაჩვენებს

ეგ ვიცი მარა მე სხვა რამე მაინტერესებდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) hardware info რომ მაჩვენოს. მაგ. რა ვიდეო კარტა მიყენია


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jan 31 2008, 05:31 PM
პოსტი #11


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



ATI Technologies Inc IXP SB400 AC'97 Audio Controller - ჩემი აუდიო. უბუნტუ რომ დავაყენე ქონდა ხმა, მუზიკებსაც უსმენდი, მარა skype-ში ვერ "ქაჩავდა" (არ მუშაობდა). მერე realtek.com-ზე ვიპოვე ეს დრაივერი Linux driver ( 2.4 or 2.6 ), დავაყენე, გადავტვირთე და ვაბშე ჩაუწყდა ხმა. ხმის ასაწვ-დასაწევს წითელი X ასვია, რომ ვაკლიკავ "No volume control GStreamer plugins and/or devices found".
ხოდა ვეღაც ვაყენებ ამ ოხერ დრაივერს heelp


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 31 2008, 10:14 PM
პოსტი #12


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



NetDevil
რაც შეეხება Opera for Linux-ს:

http://www.opera.com/linux/docs/plugins/install/

აქ დაგჭირდება წაიკითხო შესავალი და განყოფილება სათაურით "Flash Player (Adobe)" (თუ აქამდე არ წაგიკითხია, რათქმაუნდა:-).

პირადად ცოტა ხნი ვიყენებდი Opera-ს Ubuntu-ში (რამდენჯერმე დაეკიდა Flash-ის დაკვრისას, ზოგადად არა სტაბილურად მუშაობდა და ჩემი სუბიექტური აზრით, საერთოდ არ არის გამიზნული GNOME გარსში გამოსაყენებლად). საბოლოოდ მან პოზიციები Firefox-ისა და Flock-ის* კომბინაციის სანაცვლოდ დათმო, + Netscape Navigator-საც ვიყენებდი, მაგრამ ის სამწუხაროდ მოკვდა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ხომ, რაც შეეხება ფლეშს ოპერაში: მახსოვს ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთი "ბინძური" და შემდგომ ერთი "სუფთა" გზა ვიპოვე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

სწრაფი მაგრამ "ბინძური" გზა მდგომარეობდა შემდეგში: ჩამოვტვირთე install_flash_player_x_linux.tar.gz, ამოვაარქივე შიგნით არსებული საქაღალდე და გადავიტანე ის (საქაღალდე) ჩემ შინაურ დირექტორიაში (პრინციპში სადაც ხელი მიგიწვდება იქ შეგიძლია გადაიტანო. შეგიძლია საერთოდ სამუშაო მაგიდაზე დატოვო, თუ გაწყობს;-). შემდეგ შევედი სადღაც აქ (როგორც ვთქვი, დიდი ხანია ოპერა არ გამომიყენებია): Tools > Preferences > Advanced > Content (<- მგონი) და plug-in-ებისთვის დათმობილ განყოფილებაში ამ გაფართოებების წყარო საქაღალდეების მისამართების სიას, ჩემ install_flash_player_x_linux საქაღალდის მისამართიც (ჩემ შემთხვევაში: /home/gearge/install_flash_player_x_linux) დავაჭირე plug-in-ების ძიების ღილაკს. ოპერამ დაინახა libflashplayer.so install_flash_player_x_linux საქაღალდეში და დაიწყო გამოყენება! (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)

"სუფთა" გზას რაც შეეხება, ის მდგომარეობდა შემდეგში: Synaptic Package Manager-ით ჩამოვტვირთე სპეციალური პაკეტი flashplugin-nonfree რომელმაც თავისმხრივ ჩამომიტვირთა ფლეშის დამკვრელი. მაგრამ ის ოპერასთვის არ იყო გამიზნული. შემდეგ რაღაც მანქანებით ვაიძულე ოპერას ჩაეხედა Mozilla-ს პლუგინების საქაღალდეში (წესით ისედაც აკეთებს ამას, მაგრამ რატომღაც არ/ვერ იყენებს იქ არსებულ გაფართოებებს). კი, მართლაც ძალიან აბსტრაქტულად ჩანს ეს ყველაფერი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

შენი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ ნორმალურ გზად კი დასაწყისში მოყვანილ (ოპერას საიტზე დადებულ) გზას ვხედავ. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინო არის ის რომ /usr/lib/opera-ში ჩაწერის უფლება არ გაქვს როგორც ჩვეულებრივ, შეძღუდულ მომხმარებელს. იმისთვის რათა შეძლო იქ რამის ჩაწერა უნდა გქონდეს SuperUser-ის უფლებები! ამიტომ მანამ http://www.opera.com/linux/docs/plugins/install/-ზე მოყვანილი ინსტრუქციების შესრულებას შეუდგები, შეიყვანე ტერმინალში

პროგრამული კოდი
su

დააჭირე Enter-ს. შემდეგ დაგჭირდება პაროლის შეყვანა (ის იგივეა რაც შენ მომხმარებლის ანგარიშს ადევს). ამის მერე უკვე შეგიძლია შეუდგე ფლეშის ინსტალაციას opera.com-ზე დადებულ ინსტრუქციებით!



*Flock-ის ლინუქსში დაყენების ინსტრუქციები შეგიძლია წაიკითხო აქ: http://www.flock.com/faq/show/30#q_9069


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Feb 2 2008, 11:58 AM
პოსტი #13


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



gearge
დიიდი მადლობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 06:07 PM