თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web მარათონი _ wikipedia.ge

პოსტის ავტორი: PITERSONA Oct 10 2009, 03:41 PM

me მე vpiqrob ვფიქრობ rom რომ wikipedia.ge ,არ უნდა ი ყოს დაპარკინგებული; მე ვაპირებ თხოვნით მივმართო კავკასუს და ICANNს რომ მიიღონ ზომები და გადაეცეს ეს დომენი ვიკიმედიას/ვიკიპედიას

თქვენი აზრი და დახმარება მჭირდება

პოსტის ავტორი: domen Oct 10 2009, 03:58 PM

PITERSONA
მგონი, ჯერ ვიკიმედიას აზრი უფრო საინტერესო იქნებოდა. smile.gif

მოვა gearge და გვეტყვის რამე კომპეტენტურს :-)

პოსტის ავტორი: Bekward Oct 10 2009, 05:09 PM

domen

ციტატა(domen @ 10th October 2009 - 07:58 PM) *
ჯერ ვიკიმედიას აზრი უფრო საინტერესო იქნებოდა

რაღაც ვერ მიგიხვდი, რას ნიშნავს ვიკიმედია? huh.gif
PITERSONA
ვიკიპედიას გადაეცეს რას ქვია ვერ მივხვდი unsure.gif

პოსტის ავტორი: domen Oct 10 2009, 05:20 PM

Bekward
http://www.google.com/search?q=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90 smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 21 2009, 01:45 PM

http://www.wikipedia.ru არაა ვიკის საკუთრება smile.gif

უბრალოდ ვიკის ლინკების სხვა სისტემა აქვს, ენების ლინკი წინ ეწერება მთავარ საიტს და ჰკიდიათ ქვეყნების დომენები. ტყუილად ნუ აიტკივებთ თავს smile.gif რუსეთის დომენი ჰკიდიათ და .ge რაში დააინტერესებთ? smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Oct 21 2009, 08:40 PM

Power_VANO-ს სიტყვებისა არ იყოს, ვიკიმედია ვერ გააკონტროლებს მისი სუფსიდირებული კომპანიების სახელწოდებების, თუგინდ საიტების სახელწოდებების გამოყენებას სხვა ინტერნეტ ზონებში. ამის ბერკეტები ფიზიკურად არ არსებობს. მეტიც, თუ .COM .NET, .ORG, .BIZ და სხვა თავისუფალ ინტერნეტ ზონებში დომენის დარეზერვებაზე თავიდანვე შეიძლება იზრუნო (თუგინდ შესაძლო პატრონებთან მოლაპარაკების ფასად), ქვეყნების კუთვნილი ზონებისთვის ეს ჩვეულებრივ შეუძლებელია! მაგალითად, ჩვენი ინტერნეტის განვითარების ფონდის დადგენილებით .GE ზონაში საიტის დასარეგისტრირებლად იურიდიული ან ფიზიკური პირი აუცილებლად საქართველოში უნდა ცხოვრობდეს (თუ მოქალაქეა - ფიზიკური პირი) ან იყოს დარეგისტრირებული (თუ კომპანიაა - იურიდიული პირი). ეჭვი მეპარება ვიკიმედიას რამეში სჭირდებოდეს საქართველოში "განშტოება" და რაიმე წარმოუდგენელი მიზეზით რომც გაგაწყვიტონ, ტექნიკურად Wikipedia.GE-ს დამრეგისტრებელს დიდ ვერანაირ პრეტენზიებს ვერ წაუყენებენ სანამ (1) ეს უკანასკნელი დომენის დარეგისტრირების ფასს იხდის და (2) Wikipedia-ს (ვიკიმედიას დარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს) კომერციული ან სხვა "არაკანონიერი" (ნეტავ სადაა საქართველოში "ეს" კანონი?!) მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. თუ გაუჭირდათ, მოუწევთ დომენის მფლობელებს შეევაჭრონ (რაც სხვათაშორის დაუშვებელია, ინტერნეტის განვითარების ფონდის წესებით!), ანუ შეუთანხმდნენ დომენის გადაცემაზე. ეს ჩვეულებრივ კონკრეტულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. არფერი განსაკუთრებული, მეტიც, ხელსაყრელი დომენების "პარკინგი" იმდენად ხშირი მოვლენაა, რომ რომ საქართველოშიც კი ხდება (მაგ. Intel.GE, Microsoft.GE - სხვათა შორის ერთ ძალიან პატივცემულ ადამიანს ეკუთვნის wink.gif - და ა.შ.) საინტერესო მაგალითია Microsoft.MS (.M$;-), რომლის დროული დარეგისტრირება სოფტ გიგანტმაც ვერ მოახერხა და რამდენიმე წელი ასე, უცხო პატრონების ხელში ატრიალებდა რეკლამებს. საიტი იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ თვით მაიკროსოფტმა დაიწყო მასზე საკუთარი რეკლამების განთავსება და ბოლოს რათქმაუნდა ჩაყლაპა კიდეც, ზოგადად .MS-ის მიმართ ბუნებრივი ინტერესების გამო. smile.gif

ყურადღება! ზემოთ დაწერილი ტექსტი ("პოსტი") არის მხოლოდ გაცნობითი მიზნებისათვის და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახით არ მოუწოდებს კანონის დარღვევასაკენ! არც ავტორი და არც კომპინფოს ადმინისტრაცია არ არიან პასუხისმგებელი მკითხველის მხრიდან ამ პოსტის შესაძლო ინტერპრეტაციებზე!

P.S. VANO, ბოლო პოსტში რუსული ვიკიპედიას ლინკი გაასწორე.

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 21 2009, 09:03 PM

intel.ge-ს აღება მე მინდოდა, მაგრამ დამასწრეს სამწუხაროდ smile.gif

wikipedia.ru-ს ლინკი გავასწორე.