თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ OSCAR 2010

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 8 2010, 06:15 PM

გუშინ, 7 მარტს შედგა ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია,
დღეს ვნახე შედეგები (http://www.altfg.com/blog/awards/oscar-2010-nominations-559/)
ზოგადად, რა თქმა უნდა OSCAR-ზე "მაღალი დონის" (ბიუჯეტი არ იგულისხმება) ფილმები დიდი იშვიათობაა ბოლო რამდენიმე წელია (რაც მე ვუყურებ)
თუმცა, წელს იყო რამდენიმე ფილმი, რომელზეც ღირდა ყურადღების გამახვილება:
AVATAR- შინაარსით თუ არა, ტექნოლოგიურად ახალი სიტყვაა კინომატოგრაფიაში (კი აიღო შესაბამისი ოსკარები)
District 9- უძლიერესი ფილმი ჩემი აზრით, შინაარსით, რეჟისურით, მოკლედ რამდენიმე ოსკარი მაინც უნდა აეღო, თან რამდენიმე ნომინაციაში იყო, მაგრამ, ვერცერთში ვერ გაიმარჯვა... sad.gif
Inglourious Basterds-ტარანტინოს კიდევ ერთი შედევრი: როგორც ყოველთვის აბსურდული ისტორიის, მაგრამ ნამდვილად ისეთი ფილმი, რომელიც არ დაგავიწყდება და ყოველთვის ერთნაირი ემოციებით უყურებ, მხოლოდ ერთადერთი ოსკარი აიღო მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის Christoph Waltz-მა, რომელიც მართლა შესანიშნავად ასრულებს თავის როლს(SS-ის ოფიცერი Hans Landa) და საუკეთესოდაც, ყველას ჩრდილავს ფილმში, თუმცა ჩემი აზრით ბრედ პიტიც შესანიშნავია ალდო აპაჩის როლში, და ზოგადად ეს ფილმი სხვა ნომინაციებშიც იმსახურებდა ოსკარს.
და ოსკარის ტრიუმფატორი The Hurt Locker, არ არის ცუდი ფილმი, პირიქით ძალიან კარგიცაა, თუმცა აშკარად პროპაგანდისტულია და მისი ამდენ ნომინაციაში გამარჯვებაც პოლიტიკური უფროა ჩემი აზრით ვიდრე "ნამდვილი"

მოკლედ, სხვები რას ფიქრობთ წლევანდელ OSCAR-ზე?

პოსტის ავტორი: domen Mar 9 2010, 09:40 AM

gi0_kiborg
ავატარი ახალი სიტყვაა, გეთანხმები, მაგრამ შინაარსი დიდად ვერ მომეწონა. District 9-ს კარგა ხნის წინ ვუყურე და დიდად არ მახსოვს, მაგრამ განსაკუთრებული იყო-მეთქი რამე, ვერ ვიტყვი.

Inglourious Basterds - შედევრია. SS-ის ოფიცერი ნამდვილად საუკეთესოა. კი, ბრედ პიტიც ძალიან კარგია (და ვინაა რო ცუდად მაგ ფილმში?).

Hurt Locker არც გამიგია, გადმოვწერ ამ დღეებში, რახან ეგეთი ყურადღება დაიმსახურა. smile.gif