თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Linux & FreeBSD _ ქართული ბლოგი ლინუქსის შესახებ

პოსტის ავტორი: liatodua Apr 23 2011, 06:06 AM

გამარჯობათ.

მე არც პროგრამისტი ვარ და არც "აი-თი-შნიკი". უბრალოდ მოპარული პროგრამებით სარგებლობა მომბეზრდა და გადავედი ლინუქსზე. და აღმოვაჩინე, რომ ქართული რესურსები ლინუქსელებისთვის პრაქტიკულად არ არსებობს. არადა ინტერესი და მოთხოვნა არსებობს.

ამიტომ გავაკეთე ლინუქსის ქართული ბლოგი http://linux-ge.blogspot.com/, რომელზეც ნელ-ნელა ვწერ იმას, რაშიც გავერკვიე. თბილისის ფორუმიდან ორი ახალგაზრდა გამომეხმაურა და მეხმარება - ერთი კონსულტაციებით, მეორემ კი ტყუპისცალი ბლოგი გააკეთა ვორდპრესზე (http://linuxge.wordpress.com/) და ორივე ბლოგის მოდერატორია.

გიწვევთ თანამშრომლობისთვის აქაურებსაც - მივესალმები ყოველგვარ კრიტიკას, შენიშვნებს, შესწორებებს, რჩევებს. ასევე ბლოგის თანაავტორობის ან თანაადმინისტრატორობის მსურველებს.

პოსტის ავტორი: Giena May 1 2011, 08:43 AM

liatodua

ციტატა(liatodua @ 23rd April 2011 - 10:06 AM) *
გამარჯობათ.

მე არც პროგრამისტი ვარ და არც "აი-თი-შნიკი". უბრალოდ მოპარული პროგრამებით სარგებლობა მომბეზრდა და გადავედი ლინუქსზე. და აღმოვაჩინე, რომ ქართული რესურსები ლინუქსელებისთვის პრაქტიკულად არ არსებობს. არადა ინტერესი და მოთხოვნა არსებობს.

ამიტომ გავაკეთე ლინუქსის ქართული ბლოგი http://linux-ge.blogspot.com/, რომელზეც ნელ-ნელა ვწერ იმას, რაშიც გავერკვიე. თბილისის ფორუმიდან ორი ახალგაზრდა გამომეხმაურა და მეხმარება - ერთი კონსულტაციებით, მეორემ კი ტყუპისცალი ბლოგი გააკეთა ვორდპრესზე (http://linuxge.wordpress.com/) და ორივე ბლოგის მოდერატორია.

გიწვევთ თანამშრომლობისთვის აქაურებსაც - მივესალმები ყოველგვარ კრიტიკას, შენიშვნებს, შესწორებებს, რჩევებს. ასევე ბლოგის თანაავტორობის ან თანაადმინისტრატორობის მსურველებს.

წამოწყება მშვენიერია! მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ლინუქსის მომხმარებელი და ვცდილობ არც მე გამოვიყენო გატეხილი და არალიცენზირებული პროგრამები ძალიან მომწონს შენი მიდგომა. შენიშვნა მაქვს რამდენიმე:
1. ბმულები განსხვავებული რატომ გაქვს? ვგულისხმობ საწყისს: linux-ge-ს და linuxge-ს.
2. საიტზე ტერმინოლოგიაში გაქვს მაგალითად "რეპოზიტორი" და იქვე გიწერია ინტერნეტ-საწყობი. გითარგმნია, მიგიცია შესატყვისი და რატომ გაქვს ისევ "რეპოზიტორი"? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის არა მხოლოდ ჩამოწერა, არამედ ქართულად მიწოდება მომხმარებლისთვის მითუმეტეს, როდესაც არსებობს ქართული თარგმანი (მე მაგალითად რეპოზიტორიას ვეძახი საცავს, უფრო კეთილხმოვნად მეჩვენება).

პოსტის ავტორი: liatodua May 2 2011, 07:18 PM

ციტატა(Giena @ May 1 2011, 12:43 PM) *
liatodua

წამოწყება მშვენიერია! მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ლინუქსის მომხმარებელი და ვცდილობ არც მე გამოვიყენო გატეხილი და არალიცენზირებული პროგრამები ძალიან მომწონს შენი მიდგომა. შენიშვნა მაქვს რამდენიმე:
1. ბმულები განსხვავებული რატომ გაქვს? ვგულისხმობ საწყისს: linux-ge-ს და linuxge-ს.
2. საიტზე ტერმინოლოგიაში გაქვს მაგალითად "რეპოზიტორი" და იქვე გიწერია ინტერნეტ-საწყობი. გითარგმნია, მიგიცია შესატყვისი და რატომ გაქვს ისევ "რეპოზიტორი"? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის არა მხოლოდ ჩამოწერა, არამედ ქართულად მიწოდება მომხმარებლისთვის მითუმეტეს, როდესაც არსებობს ქართული თარგმანი (მე მაგალითად რეპოზიტორიას ვეძახი საცავს, უფრო კეთილხმოვნად მეჩვენება).


ბმულები განსხვავებული გამოვიდა შემთხვევით - ორმა სხვადასხვა ადამიანმა გავაკეთეთ ისინი და ერთმა ტირე დაუსვა შუაში, მეორემ -არა.

ტერმინოლოგიას შევასწორებ. მადლობთ.

პოსტის ავტორი: Giena May 25 2011, 07:01 PM

liatodua

ციტატა(liatodua @ 2nd May 2011 - 11:18 PM) *
ტერმინოლოგიას შევასწორებ.

იგივეა მაინც smile.gif

ციტატა(liatodua @ 2nd May 2011 - 11:18 PM) *
მადლობთ

გაიხარე!

პოსტის ავტორი: sadeke Aug 7 2011, 10:32 PM

მაქვს უძლიერესი პროგრამა, იწყობა ჯავა სერვერზე, ყველა ფაილი მაქვს ჭირდება გაშვება, apache, Msql უბუნტუს სერვეზე ადვილია აწყობა. თუ ვინმეს ესმის ეს საკითხი კარგათ გამომეხმაურეთ. კარგათ გადავიხდი. რა პროგრამაა აქ შეგნებულად არ ვწერ. თუ ვინმეს დააინტერესებს Mail. : G.vardanashvili@gmail.com[size="3"][/size]