თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ ერთი კითხვა მაქ...

პოსტის ავტორი: fashisti Apr 14 2010, 10:04 AM

ხალხი რატომ მალავს თავის მონაცემებს? ანუ IP მისამართს, MAC მისამართს, ვინდოუსის სერიულ ნომერს მათი კომპიუტერის სახელს და ასე შემდეგ ???

კაი ვთქვათ ვისაც როუტერი აქ მაგან შეიძლება დამალოს რადგან შეიძლება ვინმემ პაროლი გაარტყას ან რამე მაგდაგვარი და მის როუტერში იძრომიალოს და Gelink-ის მომხმარებლები რატომ მალავენ თავის IP-ს და დანარჩენ ინფორმაციასაც?


პ.ს. მე არაფერი არ დამიმალავს და იქნებ მართლა რამე ცუდი შედეგი მოყვება ამას და უმჯობესია მიმალვაში ვიყო? ohmy.gif (დაძაბული სოფლელი ქალის სმაილიკი)

პოსტის ავტორი: NetDevil Apr 14 2010, 10:57 AM

fashisti
ჰაკერებისგან მალავენ კომპებს, მარა აბა ჰაკერები?! tongue.gif ან რა ჯანდაბა უნდათ შენ კომპში biggrin.gif
ან რაღაც კონკრეტულ საიტზე თუ გინდა რომ შენი IP არ დაფიქსირდეს, ან IP ბანი გადევს შეიძლება რომ proxy გამოიყენო, სხვა IP დაფიქსირდება და შეგიშვებს.
მაკ მისამართი კიდე თავისით იმალება, როუტერს არ სცილდება

ციტატა
კაი ვთქვათ ვისაც როუტერი აქ მაგან შეიძლება დამალოს

პირიქით, როუტერი პლიუს firewall-ია კომპიუტერამდე. პაროლის გარტყმას რაც შეეხება, მაგის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება როუტერიდან, უბრალოდ wan-დან წვდომას დაბლოკავ და ვერავინ ვეღარ დაუკავშირდება "გარედან"

ციტატა
უმჯობესია მიმალვაში ვიყო?

დაიკიდე რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 14 2010, 12:31 PM

fashisti

ციტატა(fashisti @ 14th April 2010 - 02:04 PM) *
ხალხი რატომ მალავს თავის მონაცემებს? ანუ IP მისამართს, MAC მისამართს, ვინდოუსის სერიულ ნომერს მათი კომპიუტერის სახელს და ასე შემდეგ ???

IP ბოროტმა ბიძიამ რომ არ დაჰაკოს smile.gif
MAC იმიტომ რომ მაგით შეგიძლია გააკვიო რა აპარატურა აქვს, ანუ ქსელი კარტის მოდელი tongue.gif
ვინდოუსის სერიულ ნომერს იმიტომ რომ სხვამ არ გამოიყენოს და თუ ლიცენზირებულია ლიცენზია არ დაკარგოს
კომპის სახელს?! ანუ NETBIOS სახელს? ეგეც იმ მიზეზით რაც IP-ს smile.gif

ისე ჩვენში დარჩეს IP მეც დავმალავ, იმიტომ რომ ვიღაც უსაქმურებმა სულ არ მინდა ლოგი გამივსონ იდიოტური შეტევებით, და მერე ვშალო როუტერის ლოგები, თორე მართლა გამტეხს ნამერენია თU აქვს უშენოდაც გაიგებს IP-ს smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Apr 14 2010, 02:46 PM

რეალურად კი თუ IP-ს გაგება ძალიან გინდა მაინც გაიგებ, და IP თუ იცი საერთოდ არ არის საჭირო კომპის სახელი და მაკი smile.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Apr 14 2010, 08:28 PM

მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას რომ ჩემი IP დავმალო და მაგის გულისთვის ინტერნეტი შევანელო...


პოსტის ავტორი: Giena Apr 14 2010, 08:31 PM

NetDevil
ეხლა საიტებზე თუ პროქსით იარე სისულელეა, მაგრამ ფორუმზეც დაწერა ხალხო აი ჩემი IP-ო სისულელეა დამეთანხმები ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 18 2010, 11:28 AM

Giena

ციტატა(Giena @ 15th April 2010 - 12:31 AM) *
ეხლა საიტებზე თუ პროქსით იარე სისულელეა, მაგრამ ფორუმზეც დაწერა ხალხო აი ჩემი IP-ო სისულელეა დამეთანხმები ალბათ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: fashisti Apr 28 2010, 10:59 AM

გასაგებია მაგრამ მე რა მაინტერესებს საქართველოში ჰაკერები ესეთი დამშეულები არიან? ანუ IP-ს სადაც დაინახავენ ეგრევე ხამებივით ეცემიან და შეტევების განხორციელებას იწყებენ? რავი მე მიყენია ფაერვოლი და პირიქით გამიხარდებოდა ვინმე რომ მიტევდეს და ფაერვოლმა დაბლოკოს რაღაცას შევხედავ მაინც biggrin.gif და ეხლა ფაერვოლს (ანუ ნორმალურ ფაერვოლს და არა ვინდოუსის) ვინც აუვლის გვერდს და ზიანს ვინც მიაყენებს ჩემ კომპიუტერს არამგონია ეგეთი სერიოზული ჰაკერები იჯდნენ ფორუმებზე და ელოდებოდნენ აბა ვინმეს IP დავინახოო...

NetDevil
დამალვაში ვგულისხმობ დახმარება რომ სჭირდებათ რაღაცაში სკრინშოტებს რომ იღებენ და მანდ სადმე თუ დაფიქსირდა რამე ინფორმაცია იქვე ფეინთში ფანქრით შლიან თან ბევრს ეტყობა რომ ფეინთში ვერ ერკვევა წვრილი ფანქრით შლის და ერთი 15 წუთის ნაწვალები აქ სანამ მთლიანად დამალა პირადი ინფორმაცია biggrin.gif ...


პ.ს. თუ გინდათ ჩემ მონაცემებს დავპოსტავ და ნახოს ყველამ ისიამუვნოს იშვიათობაა ესეთი რაღაც მაინც

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 28 2010, 12:37 PM

fashisti

ციტატა(fashisti @ 28th April 2010 - 02:59 PM) *
რავი მე მიყენია ფაერვოლი და პირიქით გამიხარდებოდა ვინმე რომ მიტევდეს და ფაერვოლმა დაბლოკოს რაღაცას შევხედავ მაინც და ეხლა ფაერვოლს (ანუ ნორმალურ ფაერვოლს და არა ვინდოუსის) ვინც აუვლის გვერდს და ზიანს ვინც მიაყენებს ჩემ კომპიუტერს არამგონია ეგეთი სერიოზული ჰაკერები იჯდნენ ფორუმებზე და ელოდებოდნენ აბა ვინმეს IP დავინახოო...

სერიზული იანად არა, მაგრამ ვიღაც აბეზარი 24/7 რომ გპინგავს და არიქა კომპს გავუჭედავო რომ ფიქრობს სასისმოვნოა ძალიან?

პოსტის ავტორი: gearge May 2 2010, 12:44 AM

fashisti
ჩვეულებრივ IP მისამართის დამალვის/შეცვლის სურვილი ან აუცილებლობა გიჩნდება რამდენიმე მიზეზით:

* თუ ხარ კრიმინალი (როგორც კიბერ, ასევე რეალ) და არ გსურს, რომ ინტერნეტ მისამართით მოგაგნონ კანონდამცველებმა - ასეთ შემთხვევებში გამოიყენება რამდენიმე ფენა პროქსი სერვერებისა (პროქსიების ჯაჭვი), ან სპეციალური ქსელები, როგორც Tor, რომლებიც ართულებენ საწყისი ინტერნეტ მისამართის დადგენას, ერთი ან რამდენიმე შუამავალი რგოლის სისუსტის შემთხვევაშიც.
* თუ შენი ქმედებებით საშიშროებას უქმნი რეჟიმს და ამიტომ ცდილობ დაემალო იგივე "კანონდამცველ" ორგანოებს, რომლებიც დამსჯელ ორგანიზაციებში გარდაიქმნენ. მაგ.: ფორუმზე გამოთქმული დამოუკიდებელი აზრისთვის სამუშაოდან განთავისუფლებული ახალგაზრდა; პირველი არხის გენერალური დირექტორისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილისთვის რამდენიმე წლით დაპატიმრებული მამაკაცი - ჯალათებს არ გაუჭირდათ IP-ს გაგება, რის შემდეგ გავიდნენ კონკრეტულ პიროვნებებზე და დასაჯეს ისინი.
* ქართული IP-ს უცხოურზე "გადაცვლა" მოსახერხებელია რიგი ინტერნეტ სერვისებისთვისაც, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებს ემსახურებიან, მაგრამ ფრიად გამოსადეგი იქნებოდნენ ჩვენთვისაც. მაგალითად http://en.wikipedia.org/wiki/Hulu გასართობი მაუწყებლობა, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებთ ემსახურება; ან უკვე ნახსენები http://www.spotify.com/int/, რომელიც მხოლოდ ბრიტანელებისთვის არის უფასო. აშშ ან ბრიტანეთში განთავსებული პროქსის საშუალებით გაგვეხსნებოდა რომელიმე მათგანის კარი smile.gif

P.S. მომიტევეთ აბნეული ენა, შემომაღამდა.