სად წავიდა საქაღალდე?, ანუ მე, განყოფილება, ვინჩო და ილარიონი |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
სად წავიდა საქაღალდე?, ანუ მე, განყოფილება, ვინჩო და ილარიონი |
Sep 21 2009, 03:01 PM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
// უბრალოდ საინფორმაციო თემა "ნახე და დაივიწყე" სტილში
ესე იგი, რამოდენიმე ხნის წინ ჩემი HDD-ებიდან ერთ-ერთმა (უგარანტიომ, სამწუხაროდ) უცნაურად მოქცევა დაიწყო. ვინდის ჩატვირთვისას ამ ვინჩოზე მოთავსებული განყოფილებებიდან (partition) ერთ-ერთი ხანდახან "იყინებოდა" და ჩანდა, როგორც RAW ფორმატის, რომლის გახსნაც შეუძლებელია. რაც ყველაზე უცნაურია, ორ წუთში (ან მაქსიმუმ გადატვირთვის შემდეგ) ყველაფერი სწორდებოდა და განყოფილებაშიც ჩვეულებრივად შევდიოდი. (IMG:http://img198.imageshack.us/img198/5576/computeray.jpg) ხსენებულ განყოფილებაში არაფერი მნიშვნელოვანი არ ინახებოდა (მხოლოდ ფილმები და CP-ს სარეზერვო ასლები) და თავისუფალი დროც ბევრი არ მქონდა, ასე რომ, დიდად არ მიწვალია, ბედს მივანდე ამბავი. არ გამიმართლა და ერთხელაც განყოფილება RAW სტატუსიდან არ გამოვიდა, chkdsk კი შემდეგს აჩვენებდა: (IMG:http://img22.imageshack.us/img22/5909/chkdskz.jpg) სტანდარტული სიტუაცია, როცა რაღაცამ MFT დააზიანა. ფაილების აღდგენის შანსი არის, მაგრამ MFT-სი (თუ სადმე ასლი არ გაქვთ შენახული) - არანაირი. ფაილების აღდგენას კი (თუ საერთოდ აღდგა, გააჩნია ფრაგმენტაციის დონეს) რამდენიმე დღე დასჭირდება, თუ განყოფილების ზომა ასე 20 გბ-ს სცილდება. მშვიდად გადავაფორმატე განყოფილება და იმის მერე მისგან პრობლემა აღარ შემხვედრია. მაგრამ პრობლემები სხვაგან დაიწყო. დაიწყო იმით, რომ ერთ დღეს არასისტემურ განყოფილებაში "უსაფრთხოდ" მოყუჩებული მთელი www საქაღალდე (ანუ ინსტალირებული სკრიპტების და მათი ბაზების საცავი), ასე 40 000-მდე ფაილი უბრალოდ გაქრა. ისე უკვალოდ, რომ ზედაპირული სკანირებით ვერც ვერაფერი ვიპოვე. ჯანდაბას ეგეც, მაინც არაფერში ვიყენებდი და VertritoServ-ის სხვა სერვერით შეცვლა მინდოდა, ასე რომ, ეგ საცავი (vertrigo-ზე იყო მორგებული) არაფერში გამომადგებოდა, მაინც თავიდან მომიწევდა ყველაფრის ინსტალირება. მთავარი ის იყო, რომ "სადღაც რაღაცაში" პრობლემაა და მთელი ჩემი და ოჯახის სხვა წევრების ინფორმაცია შეიძლება დაკარგულიყო. აქ "გადამჭრელი" ზომები მივიღე - დავარეზერვე ყველაფერი, რაც საჭირო და საინტერესო იყო და დაველოდე მოვლენების განვითარებას. განვითარებამაც არ დააყოვნა და სამი დღის შემდეგ 6 განყოფილებიდან 4 იგივე დღეში ჩავარდა, როგორშიც პირველი. იქამდე კი რამდენჯერმე გაიმეორეს პირველის "გაყინვები". ინტერესის გულისთვის ვცადე აღდგენა - საშინელებაა. მთელი დღის სკანირებამ ერთი 30 გბ-იანი განყოფილების მხოლოდ 25% დაფარა. ფრაგმენტირებული სურათები ლაქებით აღდგა, ფრაგმენტირებული ვიდეოებიდან კი მხოლოდ პირველი რამდენიმე წამი დაბრუნდა. ასე რომ, დროული დარეზერვება კარგი იდეა იყო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ამასობაში დავძებნე და ვნახე, რომ ცალკეული საქაღალდის გაქრობა MFT-ს დაზიანების ნიშანია, ანუ რაღაც ვერაა წესრიგში. ფაქტია - გაფრთხილებიდან რამდენიმე დღეში მთელი MFT დაზიანდა. მიზეზები ახლაც არ ვიცი. ყოველი შემთხვევისთვის ვცვლი ვინჩოს, მაინცდამაინც ძვირიც არ გამოდის. ანტივირუსი რამდენჯერმე გადავატარე, სხვადასხვა სისტემიდან (Live არ მიცდია). მოკლედ, ინფიცირების შანსი მინიმალურია. ერთი ეჭვი მაქვს - ეს ამბები დაიწყო Win7 RTM-ის დაყენების მერე (Build 7077-იდან გადმოვედი), იქნებ თვითონ RTM ვერ ეკონტაქტება სწორად ძველი სისტემების დაფორმატებულ განყოფილებებს? ისიც მაფიქრებს, რომ პირველი პრობლემატური განყოფილება (RTM-ის ძალებით) გადაფორმატების მერე წყნარადაა. მორალი: თუ აქ აღწერილი სიმპტომები გაუჩნდა თქვენს რომელიმე განყოფილებას, სასწრაფოდ დაარეზერვეთ მისი შიგთავსი და კარგი იქნება, იმავე ვინჩოზე მოთავსებულ სხვა განყოფილებების შიგთავსსაც თუ მიაყოლებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის :-) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Sep 21 2009, 08:12 PM
პოსტი
#2
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
ვინჩესტერებიც კვდება! შეაერთე ეგ ვინჩო სხვა კომპზე (თუგინდ შენს ძველზე) და გულმოდგინედ შეამოწმე.
-------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
Sep 22 2009, 08:00 AM
პოსტი
#3
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
gearge
ვცვლი ისედაც ამ ვინჩოს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მერე შევამოწმებ და თუ დაზიანება ვერ აღმოვუჩინე (ანუ, იმ ვინჩოს ბრალი არ იყო), WHS-ზე სისტემურ დისკად გამოვიყენებ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Sep 22 2009, 04:45 PM
პოსტი
#4
|
|
ერთი უსაქმური მეცნიერი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 3.477 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Socket LGA775 წევრი №: 3.255 |
domen
სმარტი რას ამბობდა? და ვინჩო რა რეჟიმში მუშაობდა? -------------------- "ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად |
|
|
Sep 23 2009, 08:27 AM
პოსტი
#5
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
otosaxel
სმარტი ბოლოს ჩავარდნამდე ორი კვირის წინ გავსინჯე და "ჯერ ცოცხალია" დიაგნოზი მომცა - 54% (HDDLife-ით), თუ არ ვცდები. ვინჩო რა რეჟიმში მუშაობს, სიმართლე გითხრა, არ ვიცი :-) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Sep 24 2009, 01:11 PM
პოსტი
#6
|
|
ერთი უსაქმური მეცნიერი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 3.477 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Socket LGA775 წევრი №: 3.255 |
domen
ვინჩო რა რეჟიმში მუშაობს, სიმართლე გითხრა, არ ვიცი :-) ანუ RAID, AHCI, IDE (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და ჩაკეტილია თუ არა 1.5 GBS, რა ფირმის ვინჩოა, თუ samsung-ი და IDE რეჟIმშI მუშაობს მგონი რაღაცას ხვდები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- "ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად |
|
|
Sep 24 2009, 01:19 PM
პოსტი
#7
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
otosaxel
ეგ კი ვიცი, რა რეჟიმში მუშაობდა, ის არ ვიცი. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) სავარაუდოდ AHCI. არა, სამსუნგი არაა - Hitachi. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Sep 24 2009, 01:30 PM
პოსტი
#8
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
ეტყობა სიკვდილი მოუახლოვდა მაგ HDD-ს, დომენ, თორემ მეც მაქვს Win 7 RTM და უპრობლემოდ მუშაობს XP-ს და ვისტას დროს დაფორმატებულ პარტიშენებთანაც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ისე, MHDD ხომ გახსოვს? მაგით თეორიულად მკვდარი 2 HDD გამიცოცხლებია პრაქტიკაზე. ჩახსენი ეგ ჰიტაჩი, მიაფორმატე, მიაშალე ყველა პარტიშენი და გადაატარე MHDD (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Sep 24 2009, 01:37 PM
პოსტი
#9
|
|
ერთი უსაქმური მეცნიერი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 3.477 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Socket LGA775 წევრი №: 3.255 |
domen
ეგ კი ვიცი, რა რეჟიმში მუშაობდა, ის არ ვიცი. სავარაუდოდ AHCI. არა, სამსუნგი არაა - Hitachi. ვახ. აბა DMA error RATE ნახე SMART-შI (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , რამდნ პროცენტზეა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ისე შეიძლება უბრალოდ MFTადგილას დაეწყო ბედ სექტორების წარმოქმნა, იმიტომ რომ ეგ ყველაზე მიმართვადია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- "ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად |
|
|
Sep 25 2009, 11:07 AM
პოსტი
#10
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
otosaxel
მივაერთებ ამ დღეებში და ვნახავ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ისე შეიძლება უბრალოდ MFTადგილას დაეწყო ბედ სექტორების წარმოქმნა, იმიტომ რომ ეგ ყველაზე მიმართვადია კი, ეგ ყველაზე მეტად დასაჯერებელია - სიმპტომებიდან გამომდინარე. Power_VANO კი, კვდება, ეტყობა. ვცდი მაგასაც, რომ მივაერთებ. თუ არ დამეზარა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:00 AM |