დასვენებისას ხანდახან Opera Mini-თი ინტერნეტში დავძვრებოდი და My Opera-ზე წავაწყდი ერთ საინტერესო ისტორიას. იმდენად მომეწონა, რომ ვთარგმნი :-) მეძინება, ამიტომ ალაგ-ალაგ ულამაზო თარგმანისთვის ნუ დამძრახავთ მაშ ასე:
ყველა დროის ყველაზე ძვირი შეცდომა?
მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია და ვფიქრობ, რომ არანაირ საიდუმლო ინფორმაციას არ გავამჟღავნებ.
ცოტა ხნის წინ Opera Software-ს ახალი სერვერები დასჭირდა. როცა ამას ვამბობ, არ ვგულისხმობ ერთ და ორ ცალს - ჩვენ ველოდით Opera Mini-ს მომხმარებელთა ბაზის ზრდას, ვნერგავდით სერვისს Opera Link და My Opera-ც სწრაფი ტემპებით იზრდებოდა. ჩვენი გათვლებით, სერვერებზე დატვირთვა მალე წარმოუდგენლად უნდა გაზრდილიყო (და მართალიც აღმოვჩნდით).
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განსახორციელებლად სერიოზული ინვესტიცია უნდა ჩაგვედო სერვერებში (ანუ გვეყიდა http://www.digi.no/504306/her-kjores-egentlig-opera-mini&bid=3 დიდი რაოდენობით).
საკმაოდ დიდი თანხა გამოიყო და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სისადმინები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ბავშვები ახალი წინ ღამეს. ჩვენი საყიდლების სია სერვერების ყველა მსხვილ მწარმოებელს დაეგზავნა და მათაც არ დააყოვნეს თავიანთი შემოთავაზებების და სანიმუშო სერვერების გამოგზავნა.
თუმცაღა, ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა, რომლის სახელიც ყველა ჩვენგანმა იცის და რომლის პროდუქტსაც ალბათ ამ ისტორიის მკითხველთა უმრავლესობა იყენებს, ნამდვილად ვერ შეასრულა თავისი დავალება. როცა Opera-ს სისადმინებმა ჩართეს მისი გამოგზავნილი სატესტო სერვერი და დააპირეს მოესინჯათ ამ სერვერის ვებ-ინტერფეისი, ისინი წააწყდნენ JS კოდის ერთ ბლოკს, რომელმაც ყველა (CTO-ს ჩათვლით) პირდაღებული და მეტიც, შეურაცხყოფილი დატოვა.
კოდის ერთმა ოთხხაზიანმა ბლოკმა, დაწერილმა რომელიმე დაქირავებული პროგრამისტის მიერ, მათ მილიონების ზარალი მოუტანა.
და რა ეწერა ამ ბლოკში?
domen
ძვირი კი არა სისხლიანი იქნებოდა საბოლოოდ ეგ შეცდომა
აჩეხავდნენ იმ როჟას უეჭველი
მოიცა კაცო, თუ სატესტო სერვერი იყო და არა-პროდაქშენი, ზარალი როგორ მოუტანათ?
და ისე, რომელ მწარმოებელზეა საუბარი? Dell თუ HP?
ისე, რა მაგარი კოდია
Power_VANO
აღარ იყიდეს იმათი სერვერები
მწარმოებელი რავი, ეგ რა საინტერესოა, მთავარი ფაქტია
ალბათ მწარმოებელს მოუტანა ზარალი....
ისე იმ პროგრამისტს Opera-ს ჯინი ქონდა ნეტავ??
მე უფრო მგონია გამორჩა რაღაც იმ ორ ხაზს შორის, თუმცა პროგრამირებაში ვერ ვერკვევი
gi0_kiborg
არა, დაეზარა ინტერფისის ისე აწყობა, რომ ოპერასში არ დაშლილიყო, ჰოდა ადგა და ეგ 4 ხაზი დაწერა, მარტივია და ეფექტური