რომელი ჯობია????? windows xp თუ windows vista???? |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
რომელი ჯობია????? windows xp თუ windows vista???? |
Aug 4 2011, 12:14 AM
პოსტი
#21
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 30 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ალ-ქაედას ზურგში წევრი №: 9.365 |
თვითონვე მსჯელობ სწორად და მაინც იძახი პირადპირ Seven გამოეშვათო (ნუ ისეთი OS როგორც Win7-ია) ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, წარმოიდგინე, სევენი 2006-ში რომ გამოეშვათ: მიუხედევად სისტემის უამრავი პლიუსისა, იქნებოდა ყველა ის პრობლემა რაც Vista-ს ჰქონდა: დიდი რესურსები (იმ დროისთვის) პროგამების და დრაივერების შეუთავსებლობა და ა.შ 2006-ში რატომ? რაც 5 წელი ახალი არაფერი გამოუშვიათ (XP-ის Service Pack-ების გარდა), ცოტა ხანიც მოეცადათ, ვისტამ ვერც მომხმარებელი შეუნარჩუნა ვინდოზას და ვერც ბევრი ფული ამოიღო, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ PC-ის ჰარდი წაწია წინ. მაგრამ იმ 5 წელში M$-ს შეეძლო უფრო უკეთესი სისტემა შეექმნა, უფრო ოპტიმიზებული და სწრაფი (256მბ-ც კი ქაჩავს ვინ7-ს), ჰარდიც ნელ-ნელა დაეწეოდა და მომხმარებელი უფრო მეტი გადავიდოდა. ჰო არ ვიცი M$-ის გათვლები იქ როგორი იყო, მაგ დროს ეფლი ლეოპარდ-ს უშვებდა და ვისტას გამოშვებაც ამიტომ გახდა აუცილებელი Mშ-სთვის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ვისტამ მაინც ვერ შეუნარჩუნა მომხმარებელი, საბაზრო წილი ნელ-ნელა მცირდებოდა, სწორედ ამიტომ გახდა იძულებული M$, სისტემა დაეხვეწა. ჩვენ ყველამ ვიცით რომ M$ კორპორაციაა და მათი ერთადერთი მიზანი არა ტექნოლოგიური წინსვლა, არამედ რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაა. მაგრამ 2011 წელს ყველაფერი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, მომხმარებელი ნელ-ნელა ხვდება, რომ ნაგავში ფული არ უნდა იხადოს, ვინდის საბაზრო წილი მცირდება, შედარებით უკეთესი სისტემის ხარჯზე, რომელსაც ვაშლუკა სთავაზობს მომხმარებელს. ბილიც ხვდება, რომ ასე მომხმარებელს დაკარგავს და იძულებულია მომხმარებლის ინტერესებზეც იზრუნოს, თორემ როცა ფაქრიურად მონოპოლია ჰქონდა ბაზარზე სულ ფეხებზე არ ეკიდა. ეფლმა მაგიტომ შექმნა ახალი სისტამა, რომლის კერნელი ბსდ-ზე დაფუძნდა, ახალი სისტემით კი კონკურენცია გაუწია ვინდს. ახლა M$ ხვდება იგივეს, ამიტომაც ხურავენ ვინდს და აპირებენ იგი singularity-ს მიკროკერნელის ბაზაზე შექმნილი სისტემა "Midori"-ით ჩაანაცვლონ (სისტემაზე მუშაობას ალბათ სადღაც 2015-16 წლისთვის მორჩებიან). მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს კომერციალიზებული კომპანიები ვერასდროს შექმნიან ისეთ ძლიერ სისტემას როგორიც Linux-ია, დრო მოვა და Open Source & Freedom ბოლოს მოუღებს ეპლის და M$-ის პირმშოებს, ეს გარდაუვალია! სადაც ჩნდება სულ მცირე კორპორატიული საიდუმლოებაც კი იქ ტექნოლოგია კუს ნაბიჯებით იწყებს წინსვლას. Vista-ზე დაკვირვებით MS-მა გააკეთა ოპტიმიზაცია რისიც სჭირდებოდა ბირთვში, ასევე გრაფიკულ გარსში, ამასობაში დრაივერების პრობლემა აღმოიფხვრა და ბევრად კომფორტული გახდა ახალი სისტემის ინსტალაცია, პროგრამების შეუთავსებლობისმოსაგვარებლად XP Mode და შემოიღეს და დახვეწეს Compatibility Mode, ამასობაში 2გბ RAM ფაქტიურად მინიმალური სტანდარტი გახდა დაკვირვება ყოველთვის შეეძლოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და დრაივერების, სოფტის თავსებადობის პრობლემა გაცილებით მალე აღმოიფხვრებოდა 7-ზე, იმიტომ რომ მეტი მომხმარებელი გადავიდოდა, შესაბამისად მხარსაც მეტი კომპანია დაუჭერდა (რამდენიმე ცნობილი პროგი ვიცი სანამ 7 არ გამოვიდა მანამდე არ გამოუშვიათ ვისტას/7-თან თავსებადი ვერსია). სტატისტიკა: 4 წელიწადში ვისტა ვერ ასცილდა 17%-ს; 7-ს ახლა (მესამე წელში) 31% აქვს. ასე რომ, ვისტამ ჰარდი რომ წინ წაწია კარგია მაგაში გეთანხმები. მაგრამ, მისტერ მაჩანჩალამ ცუდი ის ქნა რომ მს-ს დიდი დაღი დაასვა მს-ს (იუთუბზე უამრავი ვიდეოა ვისტაზე სახელად "Vista sucks" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). ჩემი აზრით Mშ-ს საბაზრო წილზე ვისტა უფრო ცუდად აისახა ვიდრე კარგად, რადგან ვისტას სახელი რომ არ გაეტეხა მს-სთვის, 7-ს დღეს უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებოდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად მინახავს ხალხი უცხოურ ფორუმებზე წერს, ბლოგებზე აკომენტარებს, იუტუბზეც: XP ყველას მირჩევნია (ანუ ძველი ჭირი ახალს მირჩევნიაო რა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ), არ ღირს 7-ზე გადასვლა და ა.შ..ასე რომ ვისტამ და 7-მა ვერ მოახერხეს ჩაენაცვლებინთ XP, ისე როგორც XP-მ ჩაანაცვლა 2000 და ME და ჩემი აზრით (რომლის საფუძველი უამრავი ფორუმელის და ბლოგერის პოსტია) ეს დიდწილად ვისტას ბრალია. ისე, როგორც 10 წლის წინ იყო 128მბ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ისე, რომ იცოდე, გპი-ის რამოდენიმე ლაბორატორიაში დღესაც დგას კომპიუტერები 32 KB ოპერატიულით (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) გარეთ კი დაცვა აყენია რამე რომ არ მოიპარონ(IMG:style_emoticons/default/ph34r.gif) (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) |
|
|
Aug 8 2011, 06:50 PM
პოსტი
#22
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
George Gzirishvili
ციტატა ისე, რომ იცოდე, გპი-ის რამოდენიმე ლაბორატორიაში დღესაც დგას კომპიუტერები 32 KB ოპერატიულით გარეთ კი დაცვა აყენია რამე რომ არ მოიპარონ მაგას რა ფასში გაყიდი იცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) 10 i7-იან კომპს იყიდი მაგ ფასში (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ეხლა პატარა თემიდან გადავუხვევ და მაპატიეთ (ან არ მაპატიოთ, თქვენ გადაწყვიტეთ) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ციტატა მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს კომერციალიზებული კომპანიები ვერასდროს შექმნიან ისეთ ძლიერ სისტემას როგორიც Linux-ია, დრო მოვა და Open Source & Freedom ბოლოს მოუღებს ეპლის და M$-ის პირმშოებს, ეს გარდაუვალია! სადაც ჩნდება სულ მცირე კორპორატიული საიდუმლოებაც კი იქ ტექნოლოგია კუს ნაბიჯებით იწყებს წინსვლას. ამაში ვერ დაგეთანხმები, რატომ თვლით ლინუქსს ასეთ ძლიერ სისტემად? იმიტომ ყველაფრის საკუთარი ხელით ჩიჩქნა შეუძლია მომხმარებელს, სულაც არ მიზიდავს მომავალში სულ ლინუქსისნაირ სისტემაზე გადასვლა, რატომ უნდა იწვალოს მომხმარებელმა რაღაც ბრძანებების წერაზე როცა რამდენიმე ასეული მწვანე გადაიხადა რომ კომფორტი მიეღო, ანუ სულაც არ ვთვლი რომ ოპერაციული სისტემები უნდა იყოს უფასო(და ყველას საჩიჩქნი) რათქმაუნდა ვგულისხმობ ისეთ ოპერაციულ სისტემას, რომელსაც პლანეტის უმრავლესობა მოიხმარს, მსოფლიო სიმარტივისკენ მიიწევს და ლინუქსოიდები რატომ ართულებენ ყველაფერს არ მესმის, თუ უნდათ არსებობდეს კი ბატონო, მაგრამ არასწორად მიმაჩნია იგივე სკოლებში ლინუქსის მოხმარებას რომ ასწავლიან, ანუ ასწავლიან მუქთად ცხოვრებას და არა სოფტში ფულის გადახდას, მთავრობა ფულს ზოგავს იგივე ვინდოუსის ყიდვაზე თუ რა არის? მაიკროსოფტი უეჭველი დაგვიკლებს ბევრ ლიცენზიას თუ ვიყიდით (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ასე შორს ვერ გავფრინდებით, შეიძლება ვინმემ შექმნას ოპერაციული სისტემა, რომელსაც გამოიყენებს ყველა, მაგრამ სხვა სოფტის მწარმოებლები არ გადავლენ ენთუზიაზმზე მუშაობაზე. მოკლედ მსოფლიო არასწორი გზით მიდის ჩემი აზრით, საქართველო უეჭველი, სხვა ქვეყნებზე თავს ვერ დავდებ. -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st October 2024 - 10:59 PM |