მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კომპიუტერული განათლების პრობლემა საქართველოში, ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე
LOADER
პოსტი Sep 17 2007, 09:40 PM
პოსტი #1


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia-Tbilisi
წევრი №: 354



გაუმარჯოს კაი ტკბილ მურაბა და განათლებულ ხალხს
ხალხო ფაქტია რომ დღეს დღეობით ქართული ინტერნეტ სივრცე დიდი პრობლემის წინაშე დგას ინტერნეტში განთავსებულ საიტთა 70-80% ვარეზია კარგი იყოს ვარეზი მაგრამ ავრგოდეს მაინც კაცო ერთმანეთს პარავენ ლინკებს ყველგან ერთი და იგივეა საერთოდ ვარეზი საკუთარ ftp-ზე უნდა მუშაობდეს და არა უფასო ასაქაჩ სერვერზებზე რა ჯანდაბაა ვერ გავიგე ამ ხალხს იდეის ჩამოყალიბების უნარი არ აქვს კაცოო რა მუღამი აქვს ამ ვარეზს მე იმდენი ვებ იდეა მაქვს იმდენი რო ზოგი მავიყდება კიდეც სხვას არ მოსდის აზრი რო განსხვავებული სინაარსის საიტი შექმნას და დააინტერესოს მომხარებელი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Sep 17 2007, 10:44 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



LOADER
ეგ დღევანდელი ქართული ვებ-სივრცისთვის დამახასიათებელი ფაქტია. ვარეზი+პორნოგრაფია, შედეგი საიტის პოპულარიზაციაა, განსაკუთრებით ეს პოპულარიზაცია პორნოგრაფიისა და "მემარჯვენეების" ხარჯზე მოდის.
აი ეხლა კომპინფოზეც აღარ ვდებთ ვარეზებს ხშირად, ძირითადი აქცენტი ჰარდვეირ ნიუსებზე, IT სიახლეებზე და ფრივეირე გადავიტანეთ. დაკრეკილი პროგრამებიც იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ისეთი პროგრამები, რომლებიც რეალურად ფასეულნი არიან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
LOADER
პოსტი Sep 17 2007, 10:50 PM
პოსტი #3


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia-Tbilisi
წევრი №: 354



Power_VANO
საიტზე სიახლეების განთავსებაში ვეცდები მეც ჩავერთო უახლოეს მომავალში
ეს თემა გავხსენი იმიტო რო მომავალ პროგრამისტი ვარ (ვებში) ხოდა უბრალოდ პირადად მე ძალიან ბევრი იდეები მაქვს რომლებიც არა მარტო ხალხს დააინტერესებს სასარგებლო იქნება მომხმარებლებისთვის არამედ ჩემ ჯიბესაც მოასუქებს (არა მომხმარებლების ხარჯზე) სხვა რამე მაქვს ჩაფიქრებული რო მივალ სრულყოფილ სტადიამდე ანუ როცა შემეძლება სრულყოფილი ვებ სკრიფტების წერა განხორციელებასაც დავიწყებ რავიცი მიკვირს ბოსელს გაქვს რა რო გადახედავ სულ ვარეზი ვარეზი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Sep 17 2007, 11:06 PM
პოსტი #4


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



LOADER
სხვას ვერაფერს ფიქრობენ და რა ქნან აბა? სხვა იდეებს ცოტა სხვანაირი მიდგომა და განხორციელება უნდა. იასნია, კომპინფოს დონის საიტის აწყობას და მის შემდგომ ფუნქციონირებას არაპროფესიონალი ვერ შეძლებს. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ვივაზეც. ამ საიტიდან საერთოდ ამოიღეს ვარეზი.
თან ნათლად ჩანს რომ ესეთი საიტების ფუნქციონირებისთვის 1 კაცი ნამდვილად არაა საკმარისი.

ვარეზ.ჯი რომ ავიღოთ თუნდაც. შეიძლება, ჩემგან ცოტა არაკორექტულია ამ საიტის შეფასება, მაგრამ, IMO, მაგ საიტის პოპულარობას უპირველესად პორნოგრაფია განაპირობებს და მერე სხვა რელიზები. იგივე ითქმის geotorrents.com-ზეც, ტოპ-10-ში პორნოგრაფიაა მუდმივად (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

აი ახალი იდეები კი მართლაც ძალიან საჭირო და აუცილებელია, მაგალითად ძალიან მომწონს tutorials.ge, ინოვაციური და ოპრიოგინალური პროექტია.

ციტატა
საიტზე სიახლეების განთავსებაში ვეცდები მეც ჩავერთო უახლოეს მომავალში

May light be with you!


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Sep 18 2007, 08:22 PM
პოსტი #5


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



LOADER
ამისთვის იქმნება სტანდარტების ორგანიზაცია, თუმცა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, გაჩერებულია (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

მეც ზუსტად მასე ვფიქრობ - იდეები მაქვს ყელამდე, მაგრამ ეხლა რომ განხორციელება დავიწყო, სწავლას ვეღარ მოვასწრებ და დავრჩები იმ დონეზე, რომელზეც ეხლა ვარ, ეს კი ძალიან არ მინდა.

ვარეზების პრობლემას რაც შეეხება, აქ საქმე, ჩემი აზრით, ცოტა სხვაგვარადაა - ქართული ინტერნეტი ახლა ბავშვების(მეტწილად კლასიკური განათლების უქონელების, მათს, ვინც ბირჟავიკობას მემარჯვენეობა არჩია) ხელშია, ჯერ მასიურად არ გაზრდილა ის თაობა, რომელიც სხვა თემატიკის მომგებიანობას მიხვდება, უფროსებმა(ასე 35+) კი არც იციან, ინტერნეტი რა ხილია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დააკვირდი, თითქმის ყველა პროექტი, რომელსაც არავარეზული საქმიანობიდან მოგება მოაქვს, ვებ-სტუდიების, ანუ მოზრდილი ხალხის, გაკეთებულია.

ამ საქმეს ერთ წელიწადში ვერ ეშველება, ჯერ უნდა მოვიდეს ბევრი ცოტა უფრო მოზრდილი და განათლებული ადამიანი, რომელიც იმდენ საინტერესო პროექტს გააკეთებს, რომ ამ ვარეზებს(გარდა ერთი-ორი ყველაზე მსხვილი საიტისა) მკითხველიც აღარ ეყოლებათ. აი მაშინ მიხვდებიან ეს "ადმინები" და"ვებ-მასტერები", რომ თუ ინტერნეტში შენი ადგილის დამკვიდრება გინდა, ან ძალიან ბევრი უნდა იცოდე და ინოვაციურის გამოგონების ნიჭი გქონდეს, ან კიდევ ბობოლა ბიძა უნდა იყო და შენი დაკვეთით გაკეთდეს რაიმე დიდი პროექტი, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, MySpace-ის შემთხვევაში. დღეს წარმატებული პროექტის უკან ან დიდი ჭკუა და ადამიანური რესურსი უნდა იდგეს, ან ბევრი ფული, საქართველოც მალე მივა აქამდე.

იქამდე კი ჩვენ უნდა ჩავინიშნოთ ჩვენი ყოველი იდეა, ვისწავლოთ თავდაუზოგავად და ველოდოთ იმ დღეს, როცა გვექნება ყველა რესურსი იმისთვის, რომ რაიმე მართლაც ღირებული გავაკეთოთ.

P.S. იდეებზე ყოველთვის ერთი ანეკდოტი მახსენდება, აქ კი არაფერ შუაშია, მაგრამ :-)

კომუნისტების პერიოდია. მიხო სოფელში ლენინივით თავგადაპარსული და ბლანჟემოშვებული დადის. გაიგებენ ამას "ზევით" და გამოუგზავნიან კაგებეს ხალხს. მოვლენ ესენი და ეუბნებიან მიხოს, წვერი უნდა გაიპარსო და თმა მოუშვა, ასე დიდი ბელადივით არ შეიძლებაო. მიხო ეტყვის: "ბიჯო, თმას კი მოვუშვებ და წვერსაც გავიპარსავ, მაგრამ იდეებ რა ვუყოო?"


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
student777
პოსტი Sep 18 2007, 08:54 PM
პოსტი #6


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 914
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 474



ეს ხალხი კი ვერ ფიქრობს ეს საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა აუდიტორიას უნდა პორნო სატიები და ვარეზები თორე იდეები უამრავია, მაგრამ ვინ შევა თორე კი ... ჩვენთან საქართველოში კომპები უმეტესობა ბავშვებს აქვს და დამწყები დონის უზერებს ... ელემენტარულად შეიძლება დათვლა საქართველოშ 5 მილიონ კაცამდე ცხოვრობს თბილიში 1.5 მილიონია

კოროჩე რომ დათვალო და გამოთვალო და პროვაიდერებს რომ კითხო სუ სუ მაქსიმუმ მილიონი ქსელში ჩართული კომპი, იქედან 60 უსერები, 30 პოცენტი ორგანიზაციებიდა 10 პროცენტი ის უზერები რომლებიც ერკვევიან და მეტში ინფოს ნახულობენ და ვისაც ინტერნეტი მართლა სჭიდება

ეგ 10 პროცენტი ასი წელი არ შემოვა ქართულ ინტერნეტში ინფოს საძიებლად 30 პროცენი ორგანიზაციებია რომლებიც უკვე რაღაც დანიშნულ ვებ მისამართებს ხმარობენ

აჰა მაგალითისთის ეგ საიტი აიღე მართლა მაგარი საიტია და ბევრ ინფოს იშოვი აქ და გაგაგებინებენ, მარა აქ შედარებით ნაკჯლები ხალხი შემოდის ვიდრე ვარეზე პორნოს საყურებლად

კოროჩე დიდი სასპორო საკითხია მაგრამ ერთის გამოტანა შეიძლება სანამ უზერები არ მოიმატებენ საქართველოში ნეჩეგო ნე პოლუჩიცა, აი რომ გვეყოლება 10 მილიონი მომხმარებელი მერე შეიძლება ფიქრი ახლა კიიიიი აზრი არააა

ნუ შეიძლება შენით მიფიქრო ისეთი რაღაააც რაც კი ჯერ მსოფლიოში არა ცნობილი, კაკ მინიმუ რუსეთში გააქაჩინო მაგ საიტს მერე კი საქართველოში შეიძლება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
LOADER
პოსტი Sep 18 2007, 09:11 PM
პოსტი #7


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia-Tbilisi
წევრი №: 354



10 მილიონი იუზერი კაი ხანი არ იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Sep 18 2007, 09:43 PM
პოსტი #8


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



ერთი იდეა მეც მაქ, მარა ძნელია განხორციელება (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში).
ჯრავაა ნულიდან დასაწერი, ეს კი საკმაოდ ძნელია.
რავიცი როდის და როგორ მოვახერხებ, მარა მგონი ერთ დროს გავაკეთებ.


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
LOADER
პოსტი Sep 18 2007, 11:30 PM
პოსტი #9


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia-Tbilisi
წევრი №: 354



გიგა
მაინც რას გულისხმობ ვერ მიგიხვდი
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Sep 19 2007, 12:55 AM
პოსტი #10


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



საიტის გაკეთება მინდა, და ვნახოთ რა გამოვა.


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Sep 19 2007, 11:24 AM
პოსტი #11


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



student777
ციტატა
აი რომ გვეყოლება 10 მილიონი მომხმარებელი მერე შეიძლება ფიქრი ახლა კიიიიი აზრი არააა

მაგას დემოგრაფიულ და სოციალურ პრობლემებთან მივყავართ, ეგ უფრო დიდი პრობლემაა...

domen
ციტატა
(მეტწილად კლასიკური განათლების უქონელების, მათს, ვინც ბირჟავიკობას მემარჯვენეობა არჩია)

(IMG:http://forum.ge/html/emoticons/pop.gif) (IMG:http://forum.ge/html/emoticons/up.gif) 100% (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პრობლემა, ზოგადად, იმაშია, რომ ქართველი იუზერის კომპ განათლების ზოგადი დონე დაბალია. + ამას ემატება ისიც, რომ ჩემი/ჩვენი თაობის ბავშვებში ძალიან ბევრისთვის კომპი ასოცირდება მხოლოდ თამაშებთან და ფიქრობენ, რომ ტექნიკის ბოლო მიღწევა პენიუმ 4 ან 5-ია, რომელიც არ არსებობს საერთოდ. და მარტო იუზერებზე და ბავშვებზე არაა ლაპარაკი, ვინც ვალდებულია იცოდეს და არ იცის, უფრო ტეხავს (IMG:style_emoticons/default/sad.gif) როგორია, შედიხარ კომპ მაღაზიაში, კითხულობ გაქვთ თუ არა სპლიტერი? და პასუხარ იღებ: ეგ რა არის? თან ეს ხდება არა ერთ მაღაზიაში.

ისევ ბავშვების კომპ განათლებას რომ დავუბრუნდეთ, უდიდესი პრობლმებია სკოლებშიც. გამოდიან ტელევიზორში მინისტრები, თავმჯდომარეები, მერები... და ამაყობენ იმით, რომ სკოლებში კომპ კლასები გაკეთდა (ჩემს სკოლასი მეორე კეთდება უკვე).
მაგრამ იმაზე, რა თქმა უნდა, არაფერს ამბობენ, ამ კომპიუტერულ კლასებში რას ასწავლიან ბავშვებს. თურმე ის არაფერია, რომ მასწავლებელი გაგებაში არაა ლინუქსის, რომ მასწავლებელი კეისზე ამბობს - ეს პროცესორია, ბავშვებო. მერე ბავშვი რომ შეუსწორებს და ის ეტყვის - კი, მაგრამ შეთავსებით პროცესორსაც ეძახიან... ისიც არაფერია თურმე, ბავშვებს რომ დეზინფრორმაციას აწვდიან, თითქოს მომავალი ლინუქსისაა და 5 წელიწადში ვინდოუსზე არავინ იმუშავებს. არც ისაა რამე ოპენოფისში კოპი-პეისტისა და ცხრილის გაკეთების გარდა რომ არაფერი იციან ბავშვებმა. ისიც არაფერია, ვინდოუსიდან ვორდის დოკუმენტი რომ გადააქვს 5-6 მასწავლებელს ლინუქსში და უკვირთ რატომ ვერ კითხულობს სისტემა ფაილს.ისიც არაფერია, ბავშვები ავოე.ჯი-სა და გოლ.ჯი-ს გარდა სხვა საიტზე რომ არ შედიან. არც ისაა რამე, მასწავლებელს 150 ლარი რომ აქვს ხელფასი და 15 კომპის ზედამხედველობა და სწავლება რომ ევალება. რომელი ნორმალური მცოდნე იმუშავებს 150 ლარად და მაგხელა პასუხისმგებლობას აიღებს? იმასაც არაუშავს, მასწავლებლები ვითომ ტრენინგებზე რომ დაყავთ და შედეგი 0-ია.
ამის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება...

ახალ თაობაში აქედან იწყება პრობლემა, არ ხდება სკოლებში ბავშვების დაინტერესება და მათთვის ტექნოლოგიური ცოდნის აუცილებლობის ახსნა. შედეგად, ყოველწლიურად უდიდესი რესურსი იკარგება (IMG:style_emoticons/default/sad.gif) მერე ეს დაკარგული რესურსი მუდმივად ინტერნეტ კაფეში ზის, ჩეთაობს და ქაუნთერს თამაშობს, ზოგი მარჯვენაზე კუნთებს იმაგრებს და ა.შ....

აი ეხლა იდეა მომივიდა თავში. იქნებ მომავალში შესაძლებელი იყოს კომპინფოს სახელით ტრენინგები ჩავატაროთ სკოლებში ბავშვების დაინტერესებისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა, ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება, როგორც მცოდნე ადამიანების სახით, ასევე ფინანსურადაც (გადაადგილება, აპარატურა...). იასნია, თბილისს ალბათ ვერ გავცდებით, მაგრამ მარტო თბილისშიც რამდენი სკოლაა...


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Sep 19 2007, 03:52 PM
პოსტი #12





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




domen
Power_VANO
აბსოლიტურათ გეთანხმებით!
აბა ეხლა რამდენიმე დღეში მეწყება კომპების სწავლება და აბა ვნახოთ რა იქნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (თუ ჩაგვიტარდა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ), ერთი კი ვიცი შარშან შევედი და ვკითხე მითხრა knopix ვაწავლითო ეგ ყველას ჯობიაო, რა ვინდი რომელი გოდააო ვინდი 2001-ში იყო მაგარი და ეხლა knopix-ისააო და თან AMD-ეს ნაგავი კომპები დგას მითომ Intel-ის core solo თითქმის იგივე არ ღირდეს რაც ეს დამპალი Separom-ი (განათლების სამინისტროს მოწოდებული)! არ ცხვენიათ მანც? იმხელა ლოგოები აკრია რომ ვაი asrok-ის AMD Separom-ის და კიდევ ATI-ის!
ჯერ ზეომათაა საჭირო ამ განათლების მიღება და მერე სკოლებში!
student777
ყველაფერიში ვერ დაგეთანხმები.

Power_VANO
ციტატა
აი ეხლა იდეა მომივიდა თავში. იქნებ მომავალში შესაძლებელი იყოს კომპინფოს სახელით ტრენინგები ჩავატაროთ სკოლებში ბავშვების დაინტერესებისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით რა თქმა უნდა, ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება, როგორც მცოდნე ადამიანების სახით, ასევე ფინანსურადაც (გადაადგილება, აპარატურა...). იასნია, თბილისს ალბათ ვერ გავცდებით, მაგრამ მარტო თბილისშიც რამდენი სკოლაა...

მაგარი იდეაა მარა მაგას დაფინანსება და რამე უნდა თორე თბილის კი არა ერთ კლასს ვერ გაცდება (IMG:style_emoticons/default/sad.gif) , უფრო ეფეცტურია სკოლაში ვინც სწავლობს იმან კლასელებს აუხნას და გააგებიოს, ჩააწერიოს ქართული კლავი აუხნას რომ პიგზო არ ვარგა და ა. შ.
ნუ მე რამდენიმე უკვე ეგრე განვანათლე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , მარა ცუდი სახელიც მივიღე: "ხაკერი რომელის მესენჯერში დამატებაც კმარა რომ კომპი აგიფეთქდეს!" აბა მერე იქმნება ესეთი ლეგენდები!

ups! პოსტები გაიყო გთოვთ შეაერთოთ.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Sep 19 2007, 04:37 PM
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Sep 19 2007, 05:27 PM
პოსტი #13


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ციტატა
აი რომ გვეყოლება 10 მილიონი მომხმარებელი მერე შეიძლება ფიქრი ახლა კიიიიი აზრი არააა

10 მილიონი მომხმარებელი კი არა, მცხოვრები რომ მიცა საქართველოს, ეგ იქნება კარგი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ალბათ შენ თვითონაც ხვდები, რომ ამას შენი შვილიშვილები თუ მოესწრენ, კარგი იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

იქამდე კი მილიონებით ნუ დავითვლით მომხმარებლებს, ეგ მხოლოდ რეკლამის ფასს განაპირობებს, თუნდაც კომპინფოსთვის, ჩემი აზრით, კონტენტის მხრივ მნიშვნელობა არ ექნება, ასე 10 000-ს ზევით რამდენი შემოვა, ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" რომაა, "რა მნიშვნელობა აქვს, სამის მერე ერთია ყველაო", ასეა მაგის საქმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

Power_VANO
შენ ეგა თქვი, ჩემთან 8 ახალთახალ, ბრენდ კომპს დგამენ მესამე სართულის ფოიეში, ინტერნეტი ჩართული იქნება და ყველა მსურველს შეეძლება დაჯდეს. წარმომიდგენია, იქ რა ამბავი ატყდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეხლა მარტო ის მეეჭვება, ერთ თვეში გახდება ის კომპები გადასაგდები თუ ორში? თუ საერთოდ დარჩა და არ მოიპარეს..

ჰოდა, ეგ იდეა მარტო შენ კი არ მოგსვლია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) უბრალოდ, საიტზე ნიუსის დადებას ვერ ხერხდება ხშირად და სკოლაში სავლელად და გაკვეთილების ჩასატარებლად(თანაც ცარიელ ენთუზიაზმზე, დაფინანსებას ვინ მოგცემს) ვინ მოიცლის? :-)


და საერთოდ, შევეგუოთ აზრს, რომ არ არის აუცილებელი ყოველმა მეორემ თუნდაც კომპის ჩართვა იცოდეს, ყოველ მესამეს კი მხოლოდ და მხოლოდ ელ-ფოსტის შესამოწმებლად უნდა კომპი. არადა ეს ოხერი საქმეში ჩაუხედავისთვის ისეთად ჩანს, რომ ლეგენდები თავისთავად იქმნება! ამას დაცინვა კი არა, მიჩვევა და მორგება უნდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

სკოლების პრობლემას რაც შეეხება, მაინტერესებს, როგორ შეიძლება მიხვდეს დირექტორი, რომ მასწავლებელმა რამე იცის? სერტიფიკატი ვისაც აქვს, ის სკოლაში სამუშაოდ არ მიდის, უსერტიფიკატოებს კი ამის დასამტკიცებლად ჭკვიანი სახის მიღება და ერთი-ორი ტერმინის დაბრეხვება ყოფნით. ზუსტად იგივეა, ეხლა მე რომ რომელიმე ბიოლოგის ცოდნა შევაფასო - ყველაზე უცოდინარიც ერთი-ორ ისეთ ფრაზას იტყვის, რომ თავს და ბოლოს ვერ გავიგებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მცოდნეებს კი სკოლის მასწავლებლების შესაფასებლად არ სცალიათ და ვიღებთ ასეთ სიტუაციას...


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Sep 19 2007, 05:50 PM
პოსტი #14


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



otosaxel
ციტატა
ეხლა knopix-ისააო და თან AMD-ეს ნაგავი კომპები დგას მითომ Intel-ის core solo თითქმის იგივე არ ღირდეს რაც ეს დამპალი Separom-ი (განათლების სამინისტროს მოწოდებული)! არ ცხვენიათ მანც? იმხელა ლოგოები აკრია რომ ვაი asrok-ის AMD Separom-ის და კიდევ ATI-ის!
ჯერ ზეომათაა საჭირო ამ განათლების მიღება და მერე სკოლებში!


თითქმის ყველა კომპი HP-ს ბრენდია, სემპრონსა და ასროკზე აწყობილი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ნუ აქამდე ეგრე იყო, ეხლა უკეთესებს თუ დგამენ, არ ვიცი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


domen
ციტატა
შენ ეგა თქვი, ჩემთან 8 ახალთახალ, ბრენდ კომპს დგამენ მესამე სართულის ფოიეში, ინტერნეტი ჩართული იქნება და ყველა მსურველს შეეძლება დაჯდეს. წარმომიდგენია, იქ რა ამბავი ატყდება ეხლა მარტო ის მეეჭვება, ერთ თვეში გახდება ის კომპები გადასაგდები თუ ორში? თუ საერთოდ დარჩა და არ მოიპარეს..


oO, აი ყოჩაღ სკოლის ადმინისტრაციას (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) გადაჭრილ მაუსებს რომ ნახავენ მალე მერე დაამატონ კომპები კიდევ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ან 8 კომპზე რომ ნეტი გაიყოფა, ვაი იმ ნეტს... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მასწავლებელი რომ შეაფასოს, სკოლის დირექტორმაც უნდა იცოდეს კომპი Above Normal დონეზე. ძალიან კარგი დირექტორი მყავს/მყავდა სკოლაში, პატივსაც ვცემ, მაგრამ კომპი არ იცის (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
+ 150 ლარად ნორმალური არ მივა და არ იმუშავებს მაგ საქმეზე.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Sep 19 2007, 06:09 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
LOADER
პოსტი Sep 19 2007, 05:52 PM
პოსტი #15


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia-Tbilisi
წევრი №: 354



აუცილებელი არაა სოლებში ირბინო და უხსნა ვიღაცას რომელსაც ნახევარი გონება იმისკენ აქვს მალე მორჩე შენ ლექციების კიტხვას და ჩეთში შევარდეს, მე ვფიქრობ რომ ეს საიტი და ეს ფორუმი დამაკმაყოფილებელი რეიტინგით მიედინება ქართულ ინტ.სივრცეში
თუ ვინმეს რამე კითხვა გაუჩნდება არ უნდა გაუჭირდეს ამ საიტზე შემოსვლა სულ რამოდენიმე ასოს აკრეფა უნდა ბროუზერში და ეგაა დასვავს კიტხვას და ვინც რა იცის და როგორ აუხსნიან და განუმარტავენ თავდაუზოგავად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Sep 20 2007, 01:42 PM
პოსტი #16


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



კიდევ ერთი იდეა ამოტივდა თავში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

CompInfo TV (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Sep 20 2007, 01:55 PM
პოსტი #17


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



LOADER
აბსოლუტურად მართალი ხარ! თავში ვერავის ვერაფერს ჩაუტენი, თუ უნდა, მოვა და ისწავლის. თუმცა აქ მეორე პრობლემაა - უმრავლესობამ არც იცის, რომ ასეთი საიტი არსებობს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

Power_VANO
აუფ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
LOADER
პოსტი Sep 20 2007, 06:20 PM
პოსტი #18


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia-Tbilisi
წევრი №: 354



Power_VANO
ოჰოოო შენ აღარ ხუმრობ უკვე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
M.W.S.
პოსტი Sep 20 2007, 06:47 PM
პოსტი #19


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 381
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: მთვარე
წევრი №: 20



LOADER
ხუმრობს, აბა რას შვება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , მაგას რაც ფული უნდა...


--------------------
IPB-ს სურათი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Sep 20 2007, 09:23 PM
პოსტი #20


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



დუკ!


(თანხმობას ნიშნავს... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

მთელი თემა გადავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ მასეთი აზრიც მაწუხებდა - ტრენინგების ჩატარების მსგავსი, ოღონდ მე ინტერნეტს არ გავცელილვარ... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ონლაინ-კონფერენციების დონემდე დავრჩი. საერთოდ, ტენდეცია, რომელიც დაამკვიდრეთ მთავარ გვერდზე (სიახლეები კომპების სფეროდან) ძალიან მომეწონა, "კომპინფოს" სახელს ამართლებს!

ხო, სოფელ ალში რომ ვიყავი, დეიდაჩემმა (მასწავლებელია) მთხოვა, კომპიუტერს ვერ მასწავლიო?! მარტო ინფორმაციის მოძებნას გვთხოვენ ყველა მასწავლებელსო, კომპების მასწავლებელი ტრენინგებზე ჰყოლიათ გაგზავნილი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შევთავაზე ჩემი სამსახური ტრენინგების უფასოდ ჩასატარებლად, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა... ლინუქსის აზრზე არა ვარ, მაგრამ ნავიგაციას და "ინფორმაციის მოძებნას" მაინც ვასწავლიდი (როგორც თქვა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ), სავარაუდოდ ინტერნეტში.

თუ ონლაინ ტრენინგებს გავმართავთ, სადაც მსურველებს ჩვენს ცოდნას გავუზიარებთ, ილიას სიტყვებით რომ ვთქვა, პაპიროსზე გადავუკიდებთ... არა! მაშხალაზე!... არა-არა, სანთელზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე შემიძლია 2 ან სამი სოფლის სკოლა მოვიწვიო კონფერენციაზე (ქალაქის, ანუ ჩემი სკოლა არ მიგულისხმია), ანუ როგორც ჩვენი otosaxel "უკიდებს ხალხს ცეცხლს" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ისე გადავუკიდო.

ადრეც მითქვია და ეხლაც ვიტყვი: კომპინფოს მაგვარი პროექტის შექმნა მქონდა გადაწყვეტილი, რადგან კომპის აზრზე არ ვიყავი და არც არავინ მასწავლიდა ხეირიანად. ვფიქრობდი, მე არ ვიცოდი - სხვას ეცოდინებაო. ხოდა ერთხელაც შევამჩნიე ჟურნალი კომპინფო. ვიყიდე და რომ წავიკითხე, მაშინვე ვინანე... ის კი არა, რატო წავიკითხეო, (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არამედ რატო აქამდე არ შემიმჩნევიაო! რომ დავხედე, პირველი ნომერი ყოფილა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაშინ ინტერნეტი მოზომილი მქონდა (dial-up-ით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ), მაგრამ რასაც ახლა ვიხდი 4 კაციან DSL-ზე, იგივე მიჯდებოდა. რატომ ვლაპარაკობ ამეებს? იმიტომ, რომ სტანდარტების ორგანიზაციით კომპინფოსგან გამოყოფას კი არ ვაპირებდი, არამედ მის გაძლიერებას. კომპინფოზე რომ ონლაინ ტრენინგები ჩატარდება და იმათ, ვინც სულ არაფერი იცის ავუხსნით: "ა" იწერება ასე, ნამგალივით, "ფ" იწერება უროსავით, იმიტომ რომ "იმათმა" დააგინეს და ააფ! ზედმეტი არაფერი მოინდომოთ, მივყვეთ საერთო სტანდარტებსო... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მგონი გავაოფე და თითებზე ბორკილების დადების ღირსიცა ვარ, მაგრამ მეც ისე ვფიქრობ, რომ ვარეზს საკუთარი სერვერი უნდა ჰქონდეს, რათა საჭირო პროგრამა საჭირო დროს წაშლილი არ დახვდეს ადამიანს!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Sep 20 2007, 09:25 PM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:05 PM