აისის პირველ კურსზე ჩაწერა დაიწყო, სამხედრო-სალაშქრო საქმე ვისაც აინტერესებს |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
აისის პირველ კურსზე ჩაწერა დაიწყო, სამხედრო-სალაშქრო საქმე ვისაც აინტერესებს |
Jan 11 2010, 12:31 PM
პოსტი
#1
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
თქვენი ნებართვით გადმოვაკოპირებ აქა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მცირე შესავალი: საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისი" საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ამზადებს სალაშქრო-სამხედრო საქმეში. კურსი შედგება ლექციებისა და პრაქტიკებისაგან (სალაშქროდ გასვლა). ლექციებზე შეისწავლება ის, რისი ცოდნაც სავალდებულოა პატრიოტი ქართველისათვის ომისა თუ ისე, ბუნებაში მოგზაურობის დროს. "აისი" არ არის გასამხედროებული ორგანიზაცია! სწავლებისას გამოიყენებენ ლეგალურ პნევმატურ იარაღებს. ციტატა შეგიძლიათ ჩაეწეროთ I კურსზე!
ხანგრძლივობა: 22 დღე (7-28 თებერვალი). 10 სასწავლო შეკრება (7 თეორია და 3 პრაქტიკა). დაწყება: 7 თებერვალი (კვირა). 17:00-ზე აისის ოფისში. : ცხრილი : 7 თებერვალი (კვირა) - ღია კარის დღე, აისის გაცნობითი ლექცია, სალაშქრო უსაფრთხოება, პირადი აფთიაქი 9 თებერვალი (სამშაბათი) - სალაშქრო საქმე: ეკიპირება, ლაშქრობის დაგეგმვა 7 თებერვალი (ხუთშაბათი) – თვითგადარჩენის ტექნიკა 14 თებრვალი (კვირა) – საველე გასვლა, ეკიპირების ჩვენება, კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება, საბანაკე ადგილების ჩვენება და ა.შ. 16 თებერვალი (სამშაბათი) - ტოპოგრაფიის საფუძვლები (რუკის გარე გაფორმება, ფერები, პირობითი ნიშნები) 18 თებერვალი (ხუთშაბათი) - ქვეითის შეიარაღების ნომენკლატურა (AK, PK, RPG). 21 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა სიმაღლე 1440-ზე ბანაკის მოწყობით. დამოუკიდებელი გადაადგილება. 23 თებერვალი (სამშაბათი) - სალაშქრო მედიცინა 25 თებერვალი (ხუთშაბათი) – გარჩვა/შეჯერება 28 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა დიდგორის მიმართულებით. : დამატებითი ინფორმაცია : კურსზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც შეუსრულდათ 17 წელი. ამ ეტაპზე შეგვიძლია 60 მსმენელის მიღება. თეორია ჩატარდება საღამოობით, კვირის შუა დღეებში, პრაქტიკული სწავლებები და ლაშქრობები მოეწყობა კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში. : ვის გამოადგება აისის სასწავლო პროგრამა : 1). სამხედრო და სალაშქრო საქმით დაინტერესებულ ადამიანებს. 2). ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის დაწყების მსურველებს - მიიღებთ საბაზისო ცოდნას და საკუთარ თავს გამოცდით შესაბამის სიტუაციებში. 3). ფიზიკურად და მენტალურად გაკაჟების მსურველებს. 4). თანამოაზრეების გაცნობის და ქართული საქმის კეთების მსურველებს. I კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი დაიშვება II კურსზე სადაც შეისწავლის ნავიგაციას და სამხედრო საქმის ძირითად ელემენტებს. II კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტს მიენიჭება მოლაშქრის წოდება და ჩაირიცხება მოლაშქრეთა სექციაში. სადაც გაიღრმავებს ცოდნას და შეინარჩუნებს ფიზკურ ფორმას სპეციალური პროგრამების მიხედვით. : აისის საველე ოფიციალურ გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები : იკრძალება ალკოჰოლის (ლუდიც) გასვლებზე წამოღება და გამოყენება (გარდა სამედიცინო დანიშნულებისა). იკრძალება ხმაური, ბილწსიტყვაობა და გინება, ნაგვის დაყრა, შინაური ცხოველის წამოყვანა. ნარკოტიკის, ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება აისიდან. ------- თუ რეგისტრაცია არ გაქვთ გავლილი, გაიარეთ! http://www.aisiforce.org/cevri.html ------- კონტაქტი (დარეკეთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში). 895 308382 (18:00-23:00 სთ) 855 106861 -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Jan 15 2010, 11:05 AM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
ციტატა 16 თებერვალი (სამშაბათი) - ტოპოგრაფიის საფუძვლები (რუკის გარე გაფორმება, ფერები, პირობითი ნიშნები) 18 თებერვალი (ხუთშაბათი) - ქვეითის შეიარაღების ნომენკლატურა (AK, PK, RPG). 21 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა სიმაღლე 1440-ზე ბანაკის მოწყობით. დამოუკიდებელი გადაადგილება. არის... მე არ გამივლია ტოპოგრაფია. ეს პირველი კურსი უფრო მეტი ცოდნით აღიჭურვებიან, როგორც ჩანს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მეც მოვალ ტოპოგრაფიის ლექციაზე და თუ ფეხი კარგად მეყოლა, ლაშქრობაზეც... ოფტოპიკია, მაგრამ ცალკე თემის გახსნა არ მინდა... ამ კვირას, 17 იანვარს აისელები და ისე მსურველები აპირებენ წიწამურის ნაგვისგან დასუფთავებას. შეკრება 9 საათზე დიდუბის მეტროს შესასვლელთან. ჩაიცვით თბილად, ასევე ჩაიცვით სქელძირიანი ფეხსაცმელები. თან იქონიეთ ერთი დღის საგზალი, 2 ლიტრამდე წყალი, გზის ფული 1-2 ლარი. სასურველია ზურგჩანთა საგზლის ჩასადებად. პარკით ტარება მოუხერხებელია. მე შეიძლება ვერ წავიდე, ფეხის გამო... -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th May 2024 - 12:16 AM |