თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ კომX - I ქართული გაზეთი

პოსტის ავტორი: Sh@ko May 31 2007, 11:11 AM

ძველი ნივთები და დოკუმენტები ძალიან მიყვარს... ცოცხალი ზღაპრებივით არიან - ძველ ნივთს აიღებ და ახლებურად რომ შეხედავ, შანსი არაა, რაიმე სასიამოვნო გრძნობა არ გაგიჩნდეს.
ერთხელაც, სხვენის საფუძვლიანად დალაგების შემდეგ, აღმოვაჩინე ორი პატარა გაზეთი: კომX - კომXების პირველი ქართული გაზეთი, დათარიღებული 2002 წლის თებერვლით. სანაგვეში გადავაგდებდი(ც), რომ არა ერთი პატარა დეტალი... (თვითონ აღმოაჩინეთ! თუ ვერ იპოვით, გაერთობით მაინც წარსულის დღეთა ამბებით, რომელიც ამ ორ პატარა გაზეთშია აღწერილი wink.gif) ზუსტად ეს "დეტალია" კომპიუტერული თავგადასავალი, ოღონდ ჩემი არა... სხვისი rolleyes.gif

ჟურნალების გადმოტვირთვა შეგიძლიათ http://compinfo.ge/forum/index.php?s=&showtopic=861&view=findpost&p=10646.

ეს კი N2 და N3 ჟურნალიდან სურათები რეკლამისთვის. ზოგი იფიქრებს: რეკლამას პირველ გვერდზე უფრო აკეთებენო, მაგრამ მე ჟურნალ-გაზეთებს ბოლოდან ვათვალიერებ. smile.gif
კომX #2: . . . . . . . . . . . . კომX #3:
http://image002.mylivepage.com/chunk2/19694/46/comX_2_8.pnghttp://image002.mylivepage.com/chunk2/19694/10/comX_3_8.png

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA May 31 2007, 12:33 PM

სამწუხაროა, მაგრამ თავფეხიანა პლაგიატია - 1:1-ზეა გადახატული ანალოგიური კომიქსებიდან, მაგრამ დეტალები და ტიპაჟი აშკარად მოიკოჭლებს. ეს იმის ვარიანსIა, როდესაც უძაღლო ქვეყანაში კატები ვენებს იჭრიან.

განსაკუთრებით კომპ-გრაფიკის სპეციალიტია აღსანიშნავი smile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: გიგა May 31 2007, 12:57 PM

კაი კომიქსებია smile.gif

ციტატა
ანსაკუთრებით კომპ-გრაფიკის სპეციალიტია აღსანიშნავი

გეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko May 31 2007, 02:07 PM

giorgius, მგონი, საიტი არ უნდა ჩაიტვირთოს და პირდაპირ ლინკზე უნდა შეგაგდოს... იქ დგაცდევინებს 30 წამს და ვსიო... თუმცა, შეიძლება ფაილის პირდაპირ ბროუზერში გახსნა დააპიროს და მაგიტომ მოუნდეს დიდი ხანი.
ლინკი კი რავი, მუშაობს... შეიძლება ზოგ პროვაიდერთან ჰქონდეს პრობლემები...

პოსტის ავტორი: Sh@ko May 31 2007, 02:34 PM

ორივე ბმული Link.ge-ზე 31.05.07@15:26 დროის მდგომარეობით მუშაობს! შევამოწმე...

პოსტის ავტორი: Sh@ko May 31 2007, 02:50 PM

giorgius, თუ იცი რამე, მთლად ახლადგამოჩეკილის შთაბეჭდილებას ნუ ტოვებ! შედის-მეთქი რომ დავწერე, ნიშნავს, რომ შევამოწმე ამ კომპიდანაც და სხვა კომპიდანაც, სადაც ავტორიზებული არ ვარ საიტზე. ორივეგან ოთხივე ბმული მუშაობდა!

ახლა კი მოდერატორს ვთხოვოთ, რომ პოსტები: 4-დან ამის ჩათვლით წაშალოს. თუ აზრის გამოთქმა გინდა, მერე დაწერ... wink.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 1 2007, 12:44 AM

giorgius აუ ბიჭო თუ არ შედის რა Sh@ko ს ბრალია ჩემთან რო შედის ან შენც Link.ge-დან გადმოწერე მარა შენთან ალბათ ისიც არ მუშაობს
მაშინ შენი პროვაიდერის ბრალია და შაკომ რა დააშავა?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 1 2007, 08:42 AM

giorgius
ისე მართლა ურევ, smile.gif თუ ერთისგან შედის და შენგან არ შედის, მაშინ დაელოდე მესამეს ის რას იტყვის, როგორც ჩანს ისიც ამბობს რომ შედის.
მაშინ შენთან უნდა ეძებო პტრობლემა, ან შენი კომპი ახურებს, ან ბროუზერი, ან პროვაიდერი ან კიდევ რაღაც.

Sh@ko
მაგ გაზეთის გვერდი გუშინ RIPPER_RUNA-მ რომ გადმომიგზავნა გამახსენდა ახალგაზრდობა smile.gif. ვიხარხარე ჩაფსმამდე.
ეგ ყველა კომიქსი პირადად ჩემი აწყობილია. თავიდან აზრი იყო მთავრობა და ედიკა გვეშაყირებინა (მაშინ მოდაში იყო ეგეთი რაღაც) კომიქსურ პონტში, მერე აღმოჩნდა რომ სულ 2 მხატვარი გვყავდა (ერთერთი Zaliko იყო), რომლებსაც კომიქსებში დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ (ჩვენში დარჩეს და პრაქტიკულად ჩვენით ვიგონებდით რა როგორ დახატულიყო რომ რაღაც გამოსულიყო, ამ მიმართულებასთან ხელის შეხება თან ფერად ვარიანტში არავის არ გვქონდა), პლიუს სულ 3 კაცი რომლებიც მუშაობდნენ ამ გაზეთზე. 2 იგონებდა იდეებს და მე, რომელიც მხატვრების დახატულს კომპში ვამუშავებდი (სკანირება ტრასირება, ობიექტეის შეერთება, დაჭრა და ასე შემდეგ) ვაფერადებდი და ვალაგებდი. სადღაც 2 დღე მიდიოდა იდეებზე, 2-3 დღე მიდიოდა ხატვაზე, და 2-3 დღე კომპ დამუშავებაზე, სულ 1 კვირა და ახალი ნომერი ცხვებოდა.

მაგრამ მეორე ნომრის მერე დაიწყო ინტერნეტიდან ამოყრილი სურათების გადაკატავება, აი მერე გაბანძდა იდეა. მაგრამ ხანდახან ორიგინალური იდიოტიზმები იყო ხოლმე. smile.gif, გასართობი და სახარხარო არ გვაკლდა.

მოკლედ თუ ძალიან გინდათ შემიძლია ორიგინალ დაუსკანირებელ ვერსიაში დავდო ეგ პროექტი, გინდ CDR ანუ COREL DROW-ის ფორმატში, გინდ PDF-ში, თუმცა CDR-ს მაინც მოვერიდები, ვიღაც მამაძაღლი შემოვა გადაიწერს, გადააკატავებს და მერე იტყვის ჩემი გაკეთებულიაო, მე ჩემი ნაშრომი არ მენანება მაგრამ ორ მხატვარს რა ვუთხრა რატომ იწერს თქვენს ნამუშევრებზე სხვა ქულებს მეთქი????

RIPPER_RUNA

ციტატა
განსაკუთრებით კომპ-გრაფიკის სპეციალიტია აღსანიშნავი

აჰა, რა თქმა უნდა აღსანიშნავია, biggrin.gif რა ვქნათ ბატონო შენსავით 3D-შესაძლებლობები და გამოცდილება არ გვაქვენ :-) ჰოდა ვაკვარახჭინებთ რაიც შეგვეძლო, ზოგს მოსწონს, ზიგიც იფურთხება.
აი ხულიგნობისთვის კი მშრალ პაიოკზე დაგსვავ და შენს საყვარელ ელ-ფაილებს აღარ მოგიტან. კსტატე 2 GB უკვე აგროვდა :-), ან ფლეშკა მოიტა, ან იჯექი ახლა ეგრე biggrin.gif KIU Zaraza

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 1 2007, 09:43 AM

ja_ja
ვაა ჯა_ჯ, შენი ნამუშევარი smile.gif :up: კარგია მომეწონა smile.gif განსაკუთრებით მესამე ნომრის ბოლო გვერდზე სტრიპში დახატული ბუღა. მაგის ყვ*^*ის გაფდერადება არ გინდა? როგორია Zoom გაუკეთო და უფერადო biggrin.gif

კიდევ სად მUშაობდი გვითხარი აბა, არქივებში მივაგნოთ იქნებ რამეს კიდევ wink.gif


giorgius
პოსტების მოსამატებლად სხვა, უფრო ცივილიზებული ხერხებიც არსებობს wink.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 1 2007, 09:53 AM

ja_ja, რამდენი ნომერი მქონდა, არ მახსოვს... smile.gif ეგ ორი ნომერი ნაგვის გროვას ამოვარიდე (არადა რამდენი ხანი ვინახავდი ისე, რომ შემქნელების სახელებს არ ვაკვირდებოდი). სხვა ნომრებიც მექნებოდა ასიანი, მაგრამ იმათმა ვერ გაუძლეს ეტყობა დროთა ქარტეხილს.
PDF-ში რომ დადო სჯობია, Corel Draw ყველას არ უყენია... თუ არ დაგეზარება, პირველ პოსტს მიაბი, ანდაც მეც შემიძლია ჩასწორება... ოღონდ მარტო ჩემი პოსტის.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 2 2007, 05:56 PM

მტააკ როგორც ითხოვა საზოგადოებამ და როგორც შეგპირდით გთავაზობთ ყველა ნომერს.

მაშ ასე სულ ქსელში გაშვებული იყო 11 ნომერი, აქედან ბოლო 2 ნომერი, ანუ 10 და 11 იყო 16 გვერდიანი, წინა ნომრები კი იყო 8 გვერდიანი.

პლიუს აქვე ვდებ ნულოვან ვერსიას, რომელიც არავის არ უნახია, ანუ ეს არის ვერსია რომელიც გაკეთდა მანამდე სანამ ჩაიშვებოდა, პროექტი ქსელში, იმისათვის რომ გვენახა გამოგვდის რაიმე თუ არა, თან გვინდოდა სპონსორები დაგვეინტერესებინა და ამიტომ გავაკეთეთ ვიწრო წრისთვის ეს ნომერი.

როგორც ყოველთვის ასეთი წამოწყება არ შეფასდა, იმიტომ რომ გრანტის ფულის სუნი არ ტრიალებდა ამ საქმეში, SMS-ების ტინგიცაობა არ იყო, ზედმეტ ქულებს არ ვიწერდით, ამიტომ სპონსორები ვერ ვნახეთ და საკუთარი ძალებით და ხალისით ვუშვებდით ყველა ნომერს.

მოკლედ, ვიცი რომ ნაწილი ჩვენს მიერ ნაჩალიჩები არის ინტერიდან აღებული, ნუ რა ვქნათ უფროსობამ ასე მოინდომა. ასევე გასათვალისწინებელია რომ პროექტი იდეაში ისხავდა პოლიტიკურ შაყირს, ეს იყო 2002 წელი, და ედიკას და მთავრობის შაყირი მოდაში იყო biggrin.gif

ყოველი ახალი გაზეთი ასახავდა კვირის პოლიტიკურ სისულეებს (იმდროინდელს), ყდაზე გადიოდა ყველაზე დიდი სისულელე რაც იმ კვირაში მოხდა (მაგალითად ერთხელ იყო აქტუალური თემა იმის შესახებ რომ თურმე ბინ-ლადენი პანკისის ხეობაში იმალებოდა, იასნია სუპერ სისულელე იყო, ჩვენც შესაბამისად ვირადავეთ), ან იმ თემის ირგვლივ ტრიალებდა ამბავი, დრეს ძნელია გაიხსენო კონკრეტულად რა ხდებოდა იმ დრეებში, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ნომერს რომ გადავხედე, ერთი რამ ავღნიშნე, ზოგიერთმა ჩვენმა შაყირმა დრემდე არ დაკარგა აქტუალურობა.


ახლა კონკრეტულად წარმოდგენილ ნაკრებზე:
1. გვერდები დალაგებულია ბეჭდვისთვის, ასე რომ აღარ დამილაგებია მიმდევრობით, კაი დრო უნდა მაგას. იდეაში დიდად არეული არაა და რთული არაა მიმდევრობის გაგება. მსურველები იოლად აუღებთ ალღოს.
2. მაპატიეთ მაგრამ ყველა ნომერი დაცულია ბეჭდვისაგან და რედაქტირებისაგან, იმედია გაიგებთ ეს იმიტომ გავაკეტე რომ მამაძაღლი ხალხი ყოველტვის მოიძებნება.
3. დაცვის გარდა ყველა ნომერში ჩავაყოლე სიტყვა Property of www.compinfo.ge. ეს იმისთვის რომ ვირაც ვიღაცეებმა ლიჩერობა არ დაიწყონ.
4. პაროლი არ მთხოვოთ, არ ვიცი, რაღაც გერმანული საიტი გავხსენი, პირველი გრძელი სიტყვა ავირე და 6 ციფრი ჩავამატე ალაგალაგ, აპროლის დაყენების მერე პაროლი მეც წავშალე, ასე რომ ნახვით ნახავთ ყველაფერს ეკრანზე ამობეჭდვა რედაქტირება გამორიცხულია.
5. გადაწერა და გავრცელება ყველას შეგიძლიათ, შეზღუდვა არანაირია, უბრალოდ ჩვენი რესურსი მიუთითეთ, თუ არ მიუთითებთ და შიგნით მაინც წერია, თქვენი სირცხვილი იქნება biggrin.gif, გაზეთი თავის სათქმელს იტყვის.
6. ალაგ ალაგ შეიძლება ქართული შიფტები დაკარგული იყოს, თითქოს ყველას გადავხედე მაგრამ თუ ასეთი მოხდა მაპატიეთ, მაინც 5 წელი გავიდა და ნაწილი შრიფტები დავკარგე.
7. ზომები დიდი არი არის ყველაზე პატარა იწონის 1.8 მეგაბაიტს, ყველაზე დიდი მე-11 ნოემრი კი არის 9 მეგაბაიტი, ძირითადად კი ზომები მერყეობს 2.5-4 მეგაბაიტს შორის.

მორჩა ახლა კი თვითონ ნომრები:
http://compinfo.ge/download/comx/N_0.pdf - 8 გვერდი: ლიმიტირებული ტირაჟით გამოსული
http://compinfo.ge/download/comx/N_1.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_2.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_3.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_4.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_5.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_6.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_7.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_8.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_9.pdf - 8 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_10.pdf - 16 გვერდი
http://compinfo.ge/download/comx/N_11.pdf - 16 გვერდი

ახლა კი მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთს ეს გაზეთი არ მოეწონება, ყველას ვინც ამ პროექტში მონაწილეობას ირებდა დიდ მადლობას ვუხდი და ამ პროექტზე მუშაობის პერიოდს ყველაზე კარგ და სახალისო პერიოდად ვთვლი. სხვა ბევ პროექტზეც მიმუშავია, მაგრამ ეს იყო ყველაზე სახალისო პროქტი ჩემთვის, ალბათ სხვა მონაწილეებისთვისაც. პროექტში კი მონაწილეობდნენ:
ტვინის მბურღავი
- დავით კუპრავა

იდეის მოხალისე ავტორები, რომლებიც ყველას გვაცინებდნენ და გვახალისებდნენ:
- ნინო ოშხერელი - ვეჩნა მოხარხარე
- თეა კობახიძე - ვეჩნა სერიოზული
- ნინო თათარაშვილი - ვეჩნა ორ დაქალს შორის საქმის გამრჩევი

კომპიუტერული მამაძაღლი, რომელიც ბევრს ბურდღუნებდა, როდესაც ბევრი რამ გასასწორებელი იყო:
- Ja_Ja

მხატვრები, რომლებიც ხითხითა გოგონების იდეებს გრაფიკულ გამოსახულებად აქცევდნენ:
- ზურაბ კობახიძე
- ზაალ სულაკაური
- გიგა ცხადია

ყველაფერი ეს ღრიანცელი ხდებოდა საგამომცემლო სახლ "მატრიცაში" (მაგარი სახელია არა? ოღონდ კომპთან და ფილმთან საერთო არაფერი, აქვს, იგულისხმობოდა ბეჭდვის მატრიცა, ანუ ანაბეჭდის მთავარი ასლი, თუმცა აქვე დავძენ, თავიდან ეს საგამომცემლო სახლი, საგამომცემლო ოთახში ეტეოდა თავფეხიანად biggrin.gif )

P.S. თუ რომელიმე ლინკი არ მუშოაბს შემატყობინეთ გამოვასწორებ.
P.S. p.s. და ბოლოს მაპატიეთ ამდენი ბოდიალისთვის.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 2 2007, 11:27 PM

ja_ja

ციტატა
მორჩა ახლა კი თვითონ ნომრები:
ნუმერო 0 - 8 გვერდი: ლიმიტირებული ტირაჟით გამოსული
ნუმერო 1 - 8 გვერდი
ნუმერო 2 - 8 გვერდი
ნუმერო 3 - 8 გვერდი
ნუმერო 4 - 8 გვერდი
ნუმერო 5 - 8 გვერდი
ნუმერო 6 - 8 გვერდი
ნუმერო 7 - 8 გვერდი
ნუმერო 8 - 8 გვერდი
ნუმერო 9 - 8 გვერდი
ნუმერო 10 - 16 გვერდი
ნუმერო 11 - 16 გვერდი


Many tnx! გმადლობ ჯა_ჯ! ხვალ გავერთობი მაგრად. ზეგ ბანკეტი მაქვს და ხვალ ვისვენებ smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 3 2007, 12:44 AM

ja_ja კიდე რა საინტერესო პროექტებში მონაწილეობდი ნეტა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 3 2007, 07:59 AM

გიგა

ციტატა
კიდე რა საინტერესო პროექტებში მონაწილეობდი ნეტა

რა მნიშვნელობა აქვს მაგას, რაღაც საიდუმლო მეც დამიტოვეთ smile.gif არ შეიძლება ყველა კარტის გახსნა, შეიძლება მოვიდეს დრო და ვთქვა, შეიძლება არც არასდროს არა ვთქვა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 3 2007, 10:09 AM

ja_ja

ციტატა
რა მნიშვნელობა აქვს მაგას, რაღაც საიდუმლო მეც დამიტოვეთ არ შეიძლება ყველა კარტის გახსნა, შეიძლება მოვიდეს დრო და ვთქვა, შეიძლება არც არასდროს არა ვთქვა.


თან მუღამი ხომ უნდა დაგვრჩეს რომ არქივები ვქექოთ და გაზეთების დამამზადებლებში შენი სახელი ვეძებოთ?! smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 3 2007, 01:33 PM

ციტატა
რა მნიშვნელობა აქვს მაგას, რაღაც საიდუმლო მეც დამიტოვეთ

რა საიდუმლოს მოყვარული ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 3 2007, 04:55 PM

ციტატა
რა საიდუმლოს მოყვარული ხარ

საიდუმლო FTW! biggrin.gif

დღEს რამდენიმე ნომრის წაკIთხვა მოვასწარი, ზოგი რამ დღესაც აქტუალურია მართლა, კარგად ვიცინე tongue.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 4 2007, 05:24 PM

მოკლედ, ნათქვამია, მხოლოდ ადამი იყო დარწმუნებული იმაში, რომ არავის იდეებს არ იყენებდაო. სრულიად შემთხვევით წავაწყდი აი, ამ სურათს:
IPB-ს სურათი
მდაა... ხედავ რეებს გვიშვებიან რუსები? biggrin.gif ამიტომ არ იყო საჭირო რედაქტირებისთვის განკუთვნილი ფაილების დაყრა აქ!!!

პოსტის ავტორი: RIPPER_RUNA Jun 5 2007, 11:38 AM

2 Sh@ko

აბა მე რა გითხარი - იდეების 95% მოპარულია და შემდგომ უნიჭოდ რეალიზებული. მსგავსი ეროტიული კომიქსები დიდიხანია ქსელში ტრიალებს და ეტყობა ფანტაზიის უქონლობის გამო ბრმად დაიწყეს კოპირება. ჩვეულებრივი მომენტია ჩვენნაირი ფსევდოშემოქმედების ქვეყანაში - სადაც ყოველი მეორე მომღერალი-მხატვარი-დიზაინერი ისტორიკოსი და ყოველგვარ საქმის მინისტრია.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 23 2010, 04:35 PM

ბიჭებო, ამ ჟურნალის პაკეტი ხომ არ გაქვთ ვინმეს? smile.gif

ვერ ვპოულობ ვერსად კომპში sad.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 24 2010, 03:27 PM

http://profsword.mylivepage.ru/image/10_Общие/6133_comX_3_1.png ადრე მქონდ აქ ატვირთული... :?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 24 2010, 09:27 PM

Sh@ko
მადლობა შაკო, მაგრამ ჯა_ჯა-ს დადებული PDF_ები მინდა, ეგენი თუ გაქვთ მეთქი ვინმეს სადმე smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 26 2010, 09:45 PM

Power_VANO
ვა, ეს თემა პირველად ვნახე sad.gif საინტერესო იქნება ჩემთვისაც, თუ ვინმეს სადმე მოგეძებნებათ ატვირთეთ რიაა...

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 13 2010, 12:49 PM

დღეს მეორე კომპში მივაგენი კომX-ის ნომრებს smile.gif

ჰოდა მე-16 პოსტში ლინკები განახლებულია, გადაწეროთ შეგიძლიათ: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=861&st=0&p=10646&#entry10646