თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პერიფერია _ კომპის სპიკერი მანქანაში

პოსტის ავტორი: smart22 Sep 25 2010, 12:55 PM

მოკლედ, კომპის სპიკერი მინდა ჩავდო მანქანაში, მაგრამ ეს 220 ვოლტს მიირთმევს მანქანა კი მხოლოდ 12-ს... ვიცი შეიძლება 220 ვოლტის მიღება და მიმიღია კიდეც მაგრამ არ მინდა რადგან მანქანა მცირე კუბატურიანია და აქედან გამომდინარე მრავალი პრობლემა შეიქმნება 220 ვოლტის მიღების შემდეგ... რა შეიძლება გაკეთდეს? მითხრეს ეგ ტექნიკა მაქსიმუმ 36 ვოლტზე მუშაობს და რეალურად 12-დან 36 ის მიღება უფრო ადვილი იქნება უფრო მცირე ენერგიის დანაკარგით... რას იტყვით?

პოსტის ავტორი: smart22 Sep 26 2010, 03:36 PM

არავინ შემოვა აქ?

პოსტის ავტორი: smart22 Sep 27 2010, 05:23 AM

sad.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 5 2010, 05:51 AM

smart22
რეალურად ნამდვილად არ ვიცი სპიკერებში შიგნით რა ხდება, თუმცა რომ დაშალო და ტესტერით გაზომო ძაბვა?

და საერთოდაც, იგივე 220 ვოლტიც რომ მიაწოდო რა პრობლებაა? სპიკერები, კომპის განსაკუთრებით, ძალიან მცირე ელ.ენერგიას მოიხმარენ, მანქანას არაფერი შეეტყობა საერთოდ.
რეალურად, ფარებს როცა ჩართავ, ის ფარები უფრო მეტ სიმძლავრეს მოითხოვენ, ვიდრე კომპის სპიკერები.

ავტომობილის სტანდარტული ჰალოგენებები თითო 55/60 ვატიანებია smile.gif

პოსტის ავტორი: smart22 Oct 6 2010, 06:05 AM

220-ზე გარდამქმნელი გავაკეთო და იმით ვკვებო? ვერ დავშლი იმიტომ რომ ჯერ არ მიყიდია და არც ის მინდა ტყუილად დამირჩეს ნაყიდი... ჩემი რაც ეხლა მაქვს დავშალე და 15V ეწერა, ტესტერმა 19V აჩვენა...


100-150 ვატი მინდა სპიკერები მინიმუმ და როგორც ვიცი რამდენ ვატიანიცაა იმდენ ვატს მოიხმარს, გარდამქმნელი კი 30%-ით მეტი უნდა იყოს რომ არ დაიწვას. მანქანაზე კი ძრავი მცირე კუბატურიანია და დინამოც სუსტია, ამის დაყენების მერე აკუს ვერ დატენის, დინამოს პრბლემები ექნება, დაიგრუზება და წვა მოიმატებს, და შეიძლება პერებოიც აიკიდოს...