მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> UGLT, ვაქართულებთ მსოფლიოს!
Giena
პოსტი May 1 2011, 07:41 AM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



მშვიდობა თქვენდა!

დიდი ხანია მოვწყდი ფორუმს რისთვისაც ბოდიშს გიხდით, საქმეებიო, ისაო-ესაო და დრო არარ მაქვს თითქმის, მაგრამ ხშირად ვიხედები ხოლმე + ერთ სტატიასაც ვამზადებ და ვნახოთ როგორი გამოვა (როდის დასრულდება ზუსტად არ ვიცი) :-)


ახლა კი საქმე!

არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია “იუ-ჯი-ელ-თი” ოფიციალურად დაარსდა 2010 წლის 19 ივლისს.

რომლის საქმიანობის მიზნებია:

- კომპიუტერულ სივრცეში არსებული სხვადასხვა სახის და დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის თარგმნა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მათი დახვეწა, განვითარება და გავრცელება;

- აგრეთვე ტექნიკური და კომპიუტერული ტერმინოლოგიის შექმნა;

- კომპიუტერული ლიტერატურის გაქართულება, აგრეთვე ქართულენოვანი პროგრამების შექმნა;

- სხვადასხვა ცნობადი საიტების გადაქართულება;

მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია:

- აწარმოებს ფართო მთარგმნელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;

- ამყარებს კონტაქტებს, როგორც დამოუკიდებელ, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებულ მთარგმნელებთან და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან;

- აქტიურად თანამშრომლობს ანალოგიური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

- ეწევა საგამომცემლო საქმიანობას;

„იუ-ჯი-ელ-თი“ წარმოადგენს ღია სახის არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის მასშტაბის თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ პირთან, რომელსაც სურს საკუთარი მცირე, თუ დიდი წვლილი შეიტანოს ზემოხსენებული მიზნების მიღწევაში.

რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ჩვენი საიტიც (UGLT.org) სადაც შეძლებთ იხილოთ ჩვენი წესდება, ჩვენი ნათარგმნი პროექტები, პროექტები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს და სხვადასხვა სახის ინორმაცია ჩვენ და ჩვენი პარტნიორების შესახებ.

მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ოთხმა პროგრამის მწარმოებელმა კომპანიამ: Ashampoo, ScreenPresso, IObit და ObviousIdea-მ მოგვცა ექსკლუზიური უფლება ქართულად თარგმნაზე (Piriform-მა უარი გვითხრა, რაც ჩვენთვის ძალიან უცნაურია გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვთარგმნით მათ პროგრამებს - ადრე ამ კომპანიასთან ურთიეთობდა gio_kiborg-ი), იმედია მომავალში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნები ვებ-გვერდთან, ტერმინებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ნუ დაიზარებთ, მოგვწერეთ შენიშვნები, კითხვები და მიგვითითეთ თარგმანში დაშვებული შეცდომები. ასე, ჩვენ ერთად გავაქართულებთ მსოფლიოს!

მოგვწერეთ საიტზე კონტაქტის მეშვეობით, ან ელ.ფოსტაზე: info@uglt.org.


პატივისცემით,
UGLTeam

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Aug 16 2011, 07:52 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 11:52 PM