თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ციფრული ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები _ AHCI & Compatibility

პოსტის ავტორი: zaza.r Sep 23 2010, 12:44 PM

ერთერთი ლეპტოპის წიგნში რეკომენდაციას იძლეოდნენ,რომ XP-ის შემთხვევაში აგვერჩია Compatibility.
რომელი რას ნიშნავს და რომელზე ჯობია,რომ დავტოვოთ კონტროლერი?

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 5 2010, 05:49 AM

zaza.r
AHCI რეჟიმში SATA ინტერფეისზე შესაძლებელია ისეთი ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა Hot Swap, NCQ და ა.შ.
ანუ SATA ამ შემთხვევაში სრული დატვირთვით მუშაობს.

Compatibility რეჯიმში ხდება Parallel ATA სტანდარტის სიმულაცია (გემახსოვრება ძველი, დიდი ფართო შლეიფები, ეგ სტანდარტია).

XP-ს სტანდარტულად AHCI დრაივერები არ მოყვება, ხელით უნდა მიაწოდო ინსტალაციისას ან საინსტალაციოში ჩააინტეგრირო. ამიტომაა რომ XP-ზე რეკომენდაციას იძლევიან გამოვიყენოთ Compatibility რეჟიმი. თუ დრაივერებს მიაწვდი, შეგიძლია AHCI რეჟიმიც გამოიყენო.

პოსტის ავტორი: nikalashka Oct 9 2010, 02:44 PM

Power_VANO

კეთილი იყოს ჩემი ფეხი და პოსტი ამ ფორუმზე smile.gif ვანო პმ ნახე რა კაცურად, სასწრაფო საქმე მაქვს, ან facebook-ზე შემოდიsmile.gif