Windows XP - რჩევები |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Windows XP - რჩევები |
Aug 3 2006, 10:45 AM
პოსტი
#1
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Windows XP აისბერგივითაა - მისი ძირითადი ფუნქციები დაფარულია, ხოლო ახალბედები(და არა მარტო) მათ უმცირეს ნაწილს იყენებენ. ამ თემაში ნაწილობრივ მაინც ამოვატივტივებ დაფარულ ფუნქციებს, იმედია სხვებიც დამეხმარებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ეს თემა გაივრცო, მივპინავ, თუ არა და საერთოდ წავშლი და სტატიას დავწერ.
თუ რამე რჩევას გაითვალისწინებთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მის შედეგებზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ახალ რჩევებზე, შემოთავაზებებსა და შეცდომებზე მომწერეთ PM-ში. ალბათ რომელიმეს(განსაკუთრებით ადმინისტრაციას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ გავხსენი ეს თემა შესაბამის განყოფილებაში? ჩემი აზრით, ეს განყოფილებაც შეესაბამება და თან მოდერირებაც შემეძლება. მოკლედ, დავიწყეთ: გავთიშოთ სისტემა სწრაფად ცნობილია, რომ Windows XP წინამორბედი ვერსიებივით ნელდება გათიშვისას, თუ ჩართულია "Exit Windows" ხმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიქცევით შემდეგნაირად: შედით control panel>Sounds and Audio Devices>Sounds ჩამონათვალში მოძებნეთ Exit Windows, მონიშნეთ და ქვემოთ მენიუში მიუთითეთ None. პროცედურა დამთავრებულია. მოვიშოროთ მესინჯერი უმტკივნეულოდ შედით მისამართზე C:\Program Files\Messenger და შეცვალეთ საქაღალდის სახელი MessengerOFF-ით. ამით სისტემის შეფერხებას აიცილებთ თავიდან დავთმოთ ინდექსირება სიჩქარის საფასურად ალბათ გაგიგიათ ტერმინი ინდექსირება. ამის შესაძლებლობა მხოლოდ NTFS-ს აქვს(იხ. სტატია). ესთი მხრივ ის ძებნის სიჩქარეს ზრდის, მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ბრძანებების(გახსნა, დახურვა...) შესრულებას აფერხებს. თუ თანახმა ხართ დათმოთ ძებნის სიჩქარე, მაშინ მიყევით ინსტრუქციებს: შედით იმ მყარი დისკის Porperties-ში, რომელზეც აპირებთ ინდექსირების გამორთვას. ფანჯრის ქვედა მხარეს ნახეთ "Allow indexing service to index this disk for faster searches". მოხსენით მონიშვნა და დატკბით ოდნავ გაზრდილი სისწრაფით. ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე თუ მაინცდამაინც არ გიზიდავთ სისტემის გაფორმება და მათი მოშორების ხარჯზე აჩქარებას უფრო ისურვებდით, მაშინ ეს ნაწილი თქვენთვისაა. შედით My Computer-ის Properties-ში>advanced>Performance Settings და მოხსენით მონიშვნა შემდეგ ელემენტებს: Fade or slide menus into view Fade or slide ToolTips into view Fade out menu items after clicking Show Shadows under menus Slide open combo boxes Slide taskbar buttons Use a background image for each folder type Use common tasks in folders მალე თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ გაფორმებას არსებითი არაფერი დაკლებია, სამაგიეროდ სიჩქარემ მოიმატა. გამოვრთოთ შეცდომის შეტყობინების სერვისი ალბათ გაღიზიანებთ, როცა სისტემა პროგრამასთან ბრძოლის გადატანის მერე გთხოვთ, რომ თქვენი პრობლემის აღწერილობა მაიკროსოფტის ნასტავლ ხალხთან გააგზავნოთ. აგერ სისტემის სამუდამოდ გაჩუმების გზა: Control Panel>System>Advanced>Error Reporting ღილაკი>Disable error-reporting შეგიძლიათ პირველივე ნაომარზე დატკბეთ ნამოქმედარით. შევაწყვეტინოთ სისტემას ახლადჩაწერილი პროგრამების მონიშვნა სტარტში გინდათ სტარტზე დაჭერის მერე ამომხტარი პატარა ნერვებისმომშლელი ფანჯრის დახურვა, რომელიც ხშირად საჭირო ღილაკს(Log Off) ფარავს? ან კიდევ მყვირალა ყვითლად მონიშნულ პროგრამებზე რას იტყვით, სიცოცხლეს რომ გვიმწარებს? მოკლედ, მიყევით ინსტრუქციებს და დაასვენეთ ნერვები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) : Taskbar and Start Menu Properties(მარჯვენა კლიკი Taskbar-ის თავისუფალ ადგილას>Properties)>Start Menu>Customize>Advanced>მოხსენით მონიშვნა Highlight newly installed programs. სხვათაშორის აქედანვე შეგიძლიათ გააუქმოთ მეორე არანაკლებ ნერვებისმომშლელი ფუნქციაც. დღეისთვის მეტს ვეღარ ვასწრებ, შემდეგში დავამატებ. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Aug 3 2006, 02:16 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Aug 4 2006, 05:42 AM
პოსტი
#2
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
domen
მალადეც 5-იანი შენ! |
|
|
Aug 4 2006, 06:37 AM
პოსტი
#3
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
აგერ, მიედ-მოედე და რაღაც კარგი აღწერე, მაგრამ ყველაფერს რა აღწერს?! ჩვენც დაგეხმარებით! აი, რომ გეთქვა თუ როგორ მოვხსნათ ავტომატური პაროლის აკრეფა სისტემაში შესვლისას(xp ვგულისხმობ), კარგი იქნებოდა... (ვისაც რა გაახსენდება, ის იკითხოს!) და კიდევ, სტარტ მენიუში ქვემენიუს გამოხტომის სიჩქარე რომ შევცვალოთ, რაფრა უნდა? ჩემთან გადავუვლი თუ არა გამოხტება, თან უჭირს... (ეხლა იმდენად არა.(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
მე შემოგიერთდებით მალე კომპინფოს მიერ მომზადებული რეგ ფაილებით! -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Aug 4 2006, 08:02 AM
პოსტი
#4
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
სისტემა კარგად დაისვენებს ამდენი რაღაც რომ გამოვურთეთ, მაგრამ ვინტსაც ხომ უნდა დასვენება?! System restore-ს და Hybernation-ს, მე მგონი არავინ ვიყენებთ. ამიტომ გავთიშოთ (იგივე შეგიძლიათ დაუღალავი ძიებისა და ჩხრეკის შედეგად კომპინფოს ჟურნალშიც იპოვოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ).
1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი. 2. Desktop Properties-> Screen Saver->Power-> Hybernate ჩეკბოქსი აქ შეიძლება გამორთული დაგხვდეთ და არ ჩართოთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Aug 4 2006, 09:09 AM
პოსტი
#5
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 1.126 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Saxli წევრი №: 7 |
ეხლა მეზარება თორე სერვისებზეა ბევრი დასაწერი
-------------------- |
|
|
Aug 6 2006, 10:45 AM
პოსტი
#6
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
ციტატა(Sh@ko @ Aug 4 2006, 06:37 AM) [snapback]3732[/snapback] აგერ, მიედ-მოედე და რაღაც კარგი აღწერე, მაგრამ ყველაფერს რა აღწერს?! ჩვენც დაგეხმარებით! აი, რომ გეთქვა თუ როგორ მოვხსნათ ავტომატური პაროლის აკრეფა სისტემაში შესვლისას(xp ვგულისხმობ), კარგი იქნებოდა... (ვისაც რა გაახსენდება, ის იკითხოს!) და კიდევ, სტარტ მენიუში ქვემენიუს გამოხტომის სიჩქარე რომ შევცვალოთ, რაფრა უნდა? ჩემთან გადავუვლი თუ არა გამოხტება, თან უჭირს... (ეხლა იმდენად არა.(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მე შემოგიერთდებით მალე კომპინფოს მიერ მომზადებული რეგ ფაილებით! ყველაფერს ვერც აღვწერ, ვინც რამე კარგი იცით, თემა ღიაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს - პასუხის დაწერისას ჯერ შესაბამისი სათაური მიუწერეთ #FF0000 ფერით(მკვეთრი წითელი) და მერე პასუხი. პაროლის აკრეფის მოხსნა ვიცოდი(ოღონდ მგონი მაშინ 2000 მქონდა), ცოტას ჩავიქექები კომპში და იქნებ გავიხსენო. იგივე ქვემენიუს გამოხტომის სიჩქარეზე. ეგ იმის ბრალია, რომ ვინდოუსი თვითონ აყოვნებს მას მითითებული დროით(არ ვიცი რას შველის თავის ჭკუით). ადრე კომპინფოს ელ-გამოცემაში ვნახე მგონი მაგ პარამეტრის მართვა, თუ ვიპოვე, მაგასაც დაგიგდებ. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Aug 6 2006, 11:22 AM
პოსტი
#7
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
Sh@ko
ციტატა 1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი. ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ System Restore-ის გათიშვამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ასე რომ, შეიძლება გამორთოთ, მაგრამ შეიძლება პერიოდულად თვითონ წმინდოთ ისე, რომ არაფერი დაზიანდეს. რჩევა: ვათავისუფლებთ დისკს უსარგებლო Restore Point-ებისგან თუ სისტემას დიდი ხანი არ გამოცვლით, ის ნელ-ნელა გაავსებს დისკს "ნაგვით", ანუ გამოუყენებელი და სრულიად უსარგებლო ფაილებით. მათ მოსაშორებლად უამრავი პროგრამაა შექმნილი, მაგრამ თუ ამ საქმეში ცოტათი ერკვევით და არც გეზარებათ, საკუთარი ხელით ჯობია წაშალოთ ბალასტი ფაილები. დარწმუნებული მაინც იქნებით, რომ ცუდი არაფერი მოხდება. ეხლა Restore Point-ებზე. სისტემა განსაზღვრულ დროში ერთხელ(10 ან 24 სთ.) ქმნის Restore Point-ს. რას წარმოადგენს ის? თუ შემთხვევით სისტემა დაგიზიანდათ, ვინდოუსი თავს მათი მეშვეობით აღიდგენს და თქვენ ისევ გეძლევათ მუშაობის საშუალება. მაგრამ რა ვქნათ, თუ არც დისკის გადავსება გვინდა და საყრდენი წერტილიც გვჭირდება? ასეთ შემთხვევაში ჯერ ვრწმუნდებით, რომ სისტემა მყარად მუშაობს(თუ ეს ასე არაა, ნუ გააგრძელებთ პროცედურას), შემდეგ შევდივართ My Computer Properties-> System Restore და ვნიშნავთ Turn off System Restore on all drives. ვაჭერთ Apply-ს და გამოსულ ფანჯარაში, რომელიც ამბობს, რომ ყველა Restore Point-ი წაიშლება, ვადასტურებთ ჩვენს მოქმედებას. ახლა შედით Start>All Programs>Accessories>System Tools>System Restore, შექმენით ახალი Restore Point და დაარქვით მას სახელი. მორჩა, ახლა თქვენი დისკიც შედარებით თავისუფალია და არც სისტემა დაგიყენებიათ საფრთხის წინაშე. მოკლედ, ვკლავთ ორ კურდღელს ერთი გასროლით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) Sh@ko ციტატა 1. My Computer Properties-> System Restore და გავთიშოთ ჩეკბოქსი. ეხლა შევამჩნიე. გავთიშოთ კი არა მოვნიშნოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Aug 7 2006, 04:49 AM
პოსტი
#8
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 117 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 107 |
domen
ციტატა მაგრამ რა ვქნათ, თუ არც დისკის გადავსება გვინდა და საყრდენი წერტილიც გვჭირდება? ასეთ შემთხვევაში ჯერ ვრწმუნდებით, რომ სისტემა მყარად მუშაობს(თუ ეს ასე არაა, ნუ გააგრძელებთ პროცედურას), შემდეგ შევდივართ My Computer Properties-> System Restore და ვნიშნავთ Turn off System Restore on all drives. ვაჭერთ Apply-ს და გამოსულ ფანჯარაში, რომელიც ამბობს, რომ ყველა Restore Point-ი წაიშლება, ვადასტურებთ ჩვენს მოქმედებას. ახლა შედით Start>All Programs>Accessories>System Tools>System Restore, შექმენით ახალი Restore Point და დაარქვით მას სახელი. უფრო მოკლე გზა: შევდივართ რომელიმე დისკის (მაგალითად C:) Свойства-ში, შემდეგ Очистка диска, შემდეგ გადავდივართ ტაბზე Дополнительно, და ვაჭერთ სულ ბოლო მესამე კნოპკას Очистить(Восстановление системы). შემდეგ Да და OK. ამით ჩვენ ვშლით ყველა საკონტროლო წერტილს ბოლოს გარდა. |
|
|
Aug 7 2006, 05:42 AM
პოსტი
#9
|
|
Administrator ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
z125
შენა და ეგ ყველაფერი ინგლისურად ან ქართული ტექმინებით რომ დაგეწერა არ შაილებოდა???? თუ მაინცა და მაინც მე შევძვრე და გადავაკეთო ყველაფერი? ჯერესერთი რუსული ბევრს არ უყენია, მეორეცესერთი ტერმინები მაინც განსხვავდება, ბოლო ბოლო ცუდია თუ კაია ქართული ტერმინებიც გამოჩნდა. ასე რომ მიჰყევ ან ორიგინალ ენას ან ქართულს, რუსული სომხური და იაპონური ისტორიას დაუტოვე. (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) |
|
|
Aug 7 2006, 03:47 PM
პოსტი
#10
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 117 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 107 |
ციტატა(ja_ja @ Aug 7 2006, 10:42 AM) [snapback]3756[/snapback] z125 შენა და ეგ ყველაფერი ინგლისურად ან ქართული ტექმინებით რომ დაგეწერა არ შაილებოდა???? თუ მაინცა და მაინც მე შევძვრე და გადავაკეთო ყველაფერი? ჯერესერთი რუსული ბევრს არ უყენია, მეორეცესერთი ტერმინები მაინც განსხვავდება, ბოლო ბოლო ცუდია თუ კაია ქართული ტერმინებიც გამოჩნდა. ასე რომ მიჰყევ ან ორიგინალ ენას ან ქართულს, რუსული სომხური და იაპონური ისტორიას დაუტოვე. (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) რუსული მეც არ მიყვარს, მაგრამ რუსული ვინდოუსი მიყენია (რადგან რუსული უფრო ვიცი ვიდრე ინგლისური) და როგორც მიჩვენებს ისე დავწერე. ქართულად რომ დამეწერა უფრო გაუგებარი იქნებოდა ალბათ და ინგლისურს ეხლავე შემოგთავაზებთ. სულ რაღაც ხუთიოდე წუთში. |
|
|
Aug 7 2006, 04:01 PM
პოსტი
#11
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 117 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 107 |
C: Properties>Disk Cleanup>More Options>System Restore Clean up...>Yes>OK
რავი მემგონი გასაგები უნდა იყოს |
|
|
Aug 7 2006, 05:07 PM
პოსტი
#12
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
z125
გენდობი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე არ შემიმოწმებია Sh@ko პირველი ორი რჩევა შენთვისაა: ვხსნით პაროლის შეყვანის აუცილებლობას XP-ში ეს შეიძლება მარტივად გაკეთდეს შემდეგნაირად: ვხსნით ერთადერთ იუზერს, რომელსაც პაროლი არ აქვს, ხოლო სისტემა აღარასდროს დაგანახვებთ ყელში ამოსულ logon screen-ს. მაგრამ რა ვქნათ, თუ კომპზე რამდენიმე გამოუყენებელი იუზერია, რომელთა წაშლაც არ შეიძლება, ამ დროს კი თქვენ ყოველ ჩართვაზე გიწევთ პაროლის ხელახლა შეყვანა. მოკლედ, დაინტერესებულები მივყვებით ინსტრუქციას შედით Start>Run>control userpasswords2. გამოსულ ფანჯარაში მოხსენით მონიშვნა "users must enter..." და დაადასტურეთ მოქმედება. გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი და ამიერიდან ვეღარასდროს იხილავთ საძულველ logon screen-ს. რა თქმა უნდა, თუ ამ ფუნქციას ისევ არ ჩართავთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) სტარტის ქვემენიუს გახსნის აჩქარება საოცარია, თუ რატომ აყოვნებს სისტემა სტარტის ქვემენიუების გამოჩენას - მას ხომ ამის სწრაფად გაკეთებაც შეუძლია. მაიკროსოფტმა გაფორმებაში კარგად გადაამლაშა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოკლედ, ვრთავთ ამ ყოვლად უსარგებლო ფუნქციას: შედით Start>Run>regedit>HKEY_CURRENT_USER>Control Panel>Desktop>MenuShowDelay Default-ად 400 იქნება დაყენებული. დააყენეთ ასე 700-800 და ამის შემდეგ სტარტი ქვემენიუებს მაქსიმალური შესაძლო სისწრაფით გიჩვენებთ. თუმცა იგივეს აკეთებს რჩევა "ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) P.S. თუ ვინმე იპოვით იმ მინიმალურ მნიშვნელობას, რომლის შემდეგაც არაფერი არ იცვლება, დაპოსტეთ ან მომწერეთ და თქვენი სახელით ჩავსვამ. ვუბრუნდებით დრაივერის ძველ ვერსიას ხანდახან, უკეთესი დრაივერის ძიებისას უარესს ვაწყდებით, რაც სისტემას არასტაბილურს ხდის. ნუ შეშინდებით - ბიძია ბილს ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს! ასეთ შემთხვევაში მიყევით ინსტრუქციებს: მარჯვენა წკაპი My Computer-ზე>Manage>Device Manager>აირჩიეთ ნაწილი, რომლის დრაივერის დაბრუნებაც გსურთ>Properties>Driver>Roll Back Driver. დაადასტურეთ თქვენი მოქმედება და პროცედურა დამთავრებულია. ვამატებთ სასურველ პროგრამას თუ საქაღალდეს Send To მენიუში თუ თქვენ გაქვთ საქაღალდე, სადაც ხშირად ყრით სხვადასხვა ფაილებს, მაშინ ეს რჩევა გამოგადგებათ: შედით C:\Documents and Settings\თქვენი მომხმარებლის სახელი\SendTo და დაამატეთ იმ საქაღალდის shortcut, რომელსაც ხშირად იყენებთ. ამიერიდან თქვენ სასურველი ფაილის ხსენებულ საქაღალდეში სწრაფად გაგზავნა შეგეძლებათ. გაითვალისწინეთ: SendTo საქაღალდე დამალულია. ასე რომ, დამალული ფაილების და საქაღალდეების გამოჩენის ფუნქცია ჩართული უნდა გქონდეთ. ვცვლით ტექსტის ფონტის ზომას ვებ-გვერდზე რა ვქნათ, როცა გვინდა ვებ-გვერდის ამობეჭდვა, ის კი განსაზღვრულ გვერდების რაოდენობაზე არ ეტევა და თან ტექსტის ფონტის ზომის შემცირების შემდეგაც კი შეიძლება კითხვა? პასუხი ძალიან მარტივია : Ctrl+Scroll. ახლა თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ ფონტის ზომის რეგულირება ყველანაირ Word და Notepad -ებში გადატანის გარეშე. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Aug 8 2006, 08:03 AM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Aug 8 2006, 07:36 AM
პოსტი
#13
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
ბერნარდ შოუს ჰკითხეს:
- მისტერ ბერნარდ, საიდან მოგდით ამდენი ბრძნული აზრი?! - მაგაზე ადვილი რაა? გავიფიქრებ რაიმე სისულელეს და მის საწინააღმდეგოს ვიტყი, ან დავწერ. მეც ასე დამემართა. რაც მინდოდა იმის საწინააღმდეგო აღწერა დომენმა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . ვინდი რომ დავაყენე და იუზერს პაროლი მივეცი, ავტომატურად შედიოდა და ეგ მიტყდებოდა. მენიუებზე კი 0 ეყენა. ჩემის აზრით 400 საკმარისია! -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Aug 27 2006, 06:57 PM
პოსტი
#14
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
კომპინფოს ბეჭდვით ვერსიას ერთი ის ნაკლი აქვს, რომ მასში მოყვანილი მაგალითები ხელით უნდა გააკეთო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) (მაგალითად, რეესტრში ჩასაწერი მნიშვნელობები). მე აქ მოვიყვან რამდენიმე გამოსადეგ მნიშვნელობას.
1. სიკვდილის ლურჯი ეკრანის გამოსაძახებელი კომბინაცია მარჯვენა კონტროლს + Scroll Lock-ი ორჯერ, მიიღება ამ ფაილის გადმოწერისას. 2. სტარტის გამოძახების აკრძალვა კლავიშა "window" დაჭერისას ხდება ამ ფაილით. 3. თუ გინდათ რომ ინტერნეტ ბროუზერს (დეფაულტს ვგულისხმობ, იე-ს) title bar-ზე ეწეროს "ექსკურსიამძღოლი", გადმოწერეთ რეგისტრის ეს მნიშვნელობა. თუ ნოუთპედით გახსნით და "ექსკურსიამძღოლის" მაგივრად რასაც გინდათ იმას ჩაწერთ, ეგ თქვენი ნებაა. 4. [HKEY_CURRENT_USER\Software\Policies\Microsoft\Internet Explorer\Control Panel] მისამართზე მდებარეობს ინტერნეტ ექსპლორერის პარამეტრების ცვლილებების აკრძალვის განყოფილება. "0" ნებართვას ნიშნავს, "1" - აკრძალვას. აქ ყველაფერი აკრძალულია ფონტების და ინტერნეტ შეერთების პარამეტრების გარდა. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: May 11 2007, 06:11 PM -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Sep 13 2006, 08:28 AM
პოსტი
#15
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
ფაილები ადმინისტრაციას წუშლია, მაგის @#@#$%$% (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
-------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Sep 13 2006, 08:54 PM
პოსტი
#16
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 387 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 18 |
რახან არავინ დაწერა მე დავწერ... :)
როცა საათთან კურსორს მიიტან დროს "tooltip"_ში აჩვენებს, ჰოდა თუ გინდა ისე აჩვენოს როგორც შენ გსურს, ქვემოთ მოცემული კოდი Notepad_ში ჩაწერე და შეინა%E |
|
|
Sep 13 2006, 09:21 PM
პოსტი
#17
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 387 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 18 |
აუუუუ ძლივს დავწერე და შემიჭამა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ((
როცა საათთან კურსორს მიიტან დროს "tooltip"_ში აჩვენებს, ჰოდა თუ გინდა ისე აჩვენოს როგორც შენ გსურს, ქვემოთ მოცემული კოდი Notepad_ში ჩაწერე და შეინახე გაფართოებით << .reg >> ასევე სადაც კი მანამდე მარტო დროს აჩვენებდა ყველგან ეს იქნება... პროგრამული კოდი Windows Registry Editor Version 5.00 [HKEY_CURRENT_USER\Control Panel\International] "sLongDate"="'იცი დღეს რა დღეა? დღეს' dddd'ა,' dd MMMM, yyyy 'წელი'" ოღონ არ დაგავიწყდეს რომ utf-8 კოდირებით უნდა შეინახო..... აი ამ კოდის შედეგი:(IMG:http://f.foto.radikal.ru/0609/9dc72d91535f.gif) თუ გინდა შეგეძლოს ნაგვის ყუთზე სახელის გადარქმევა მოიქეცი ზედა მითითების მიხედვით და რამოდენიმეჯერ "დარეფრეშების" შემდეგ შეგეძლება ნაგვის ყუთს სახელი გადაარქვა პროგრამული კოდი Windows Registry Editor Version 5.00 [HKEY_CLASSES_ROOT\CLSID\{645FF040-5081-101B-9F08-00AA002F954E}\ShellFolder] "Attributes"=hex:70,01,00,20 "CallForAttributes"=dword:00000040 კომპს დარესტარტება არ უნდა, ოღონდ სახელის შეცვლის წინ ყოველთვის მოგიწევს რამოდენიმეჯერ დააჭირო refresh_ს |
|
|
Sep 26 2006, 12:41 PM
პოსტი
#18
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
ციტატა აი ამ კოდის შედეგი: (IMG:http://f.foto.radikal.ru/0609/9dc72d91535f.gif) აი სხვა შედეგიც, ცოტა სხვანაირი: (IMG:http://images.ge/uploads/729eb33bbe.png) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
Jul 9 2007, 11:38 PM
პოსტი
#19
|
|
კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
domen
ციტატა გავთიშოთ სისტემა სწრაფად ცნობილია, რომ Windows XP წინამორბედი ვერსიებივით ნელდება გათიშვისას, თუ ჩართულია "Exit Windows" ხმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიქცევით შემდეგნაირად: შედით control panel>Sounds and Audio Devices>Sounds ჩამონათვალში მოძებნეთ Exit Windows, მონიშნეთ და ქვემოთ მენიუში მიუთითეთ None. პროცედურა დამთავრებულია. start windows-იც რო გავთიშოთ ჩართვას არ აასწრაფებს? ____________________________________________ ციტატა მოვიშოროთ მესინჯერი უმტკივნეულოდ შედით მისამართზე C:\Program Files\Messenger და შეცვალეთ საქაღალდის სახელი MessengerOFF-ით. ამით სისტემის შეფერხებას აიცილებთ თავიდან თუ startup-იდან გატიშული მაქ მაშინ რანაირად აფერხებს სისტემას?(არ ვრთავ არასდროს) -------------------- |
|
|
Jul 10 2007, 12:45 AM
პოსტი
#20
|
|
კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
domen
ციტატა P.S. თუ ვინმე იპოვით იმ მინიმალურ მნიშვნელობას, რომლის შემდეგაც არაფერი არ იცვლება, დაპოსტეთ ან მომწერეთ და თქვენი სახელით ჩავსვამ თუ გულისხმობ რო საერთოდ არ გაიხსნას ქვემენიუ ეგ ხომ Customize start menu დან ხდება(IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 06:14 PM |