მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> FAR Manager + SEFP, დრაივერების შეცვლა, დაპატჩვა...
Power_VANO
პოსტი Jul 18 2007, 03:07 PM
პოსტი #1


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მოკლედ, აქამდეც მოვედით. ახლა ვისწავლით, როგორ შევიდეთ ჩვენი მობილური ტელეფონების ფაილურ სისტემაში, როგორ შევცვალოთ დრაივერები (კამერა, ხმა...), როგორ დავპატჩოთ ჩვენი მობილურები FAR Manager + SEFP პლაგინის დახმარებით.

ყურადღება!!! ფრთხილად გააკეთეთ ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დააზიანოთ მობილურის Firmware და მოგიწიოთ სერვის ცენტრში წასვლა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ყველა ფაილი, რომელიც გამოყენებულია ამ ინსტურუქციაში, შეგიძლიათ იპოვნოთ აქ: http://sephone.nm.ru/tools/ (ეს არის SEFP პლაგინის მწარმოებლის საიტი) ან აქ: http://downloads.wow-info.net/se/tools/ (ეს ჩემი პირადი საიტია, აქ ნახათ SEFP-ის ყველა სარკეს და + სხვა პროგრამებსაც).

უპირველესად, გავიგოთ რა გვჭირდება და რატომ. გვჭირდება ტელეფონის სერვის კაბელი, ან ახალი, Fastport კაბელი (DCU-60). ეს ის სტანდარტული USB კაბელია, რომელიც მოყვება, მაგალითად, K750-ს, W810-ს...
საჭიროა გაიგოთ, თქვენი ტელეფონის CID ვერსია. CID ერთგვარი დაცვაა, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი მეტნაკლებად ზღუდავს მომხმარებლის ჩარევას ტელეფონის ფაილურ სისტემაში. CID 36 და უფრო დაბალი CID-ის მქონე ტელეფონებს არ სჭირდებათ დაცვის "გატეხვა." მათ ფაილურ სისტემაში შეღწევა პირდაპირაა შესაძლებელი FAR Manager + SEFP Plug-in-ით. CID 49 და უფრო ახალ ტელეფონებთან საქმე სხვაგვარადაა. ასეთ ტელეფონებს ჯერ დაცვა უნდა "გავუტეხოთ" პატარა კოდის Firmware-ში ჩაწერით და შემდეგ უკვე შეგვეძლება მათაც ისევე მოვექცეთ, როგორც CID 36 (და უფრო ძველ) ტელეფონებს FAR + SEFP-ით. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, CID 49 (და უფრო ახალი) ტელეფონებისთვის ქვემოთ მოყვანილი "გატეხვის" ინსტრუქციის შესრულება საჭიროა ყოველთვის, როცა ახალი რამის ჩაწერას მოინდომებთ ტელეფონში.
იმისათვის, რომ გაიგოთ CID-ის რომელი ვერსია აქვს თქვენს ტელეფონს, საჭიროა გადმოწეროთ პროგრამა XS++ (ვერსია 1.5) აქედან: http://downloads.wow-info.net/se/tools/XS++.rar
გადმოწერეთ და ჩეწერეთ USBFlashDriver-ები: http://downloads.wow-info.net/se/tools/USBFlashDriver.exe
ასევე, უნდა გაამზადოთ ტელეფონიც. გამორთეთ მობილური, ამოაცალეთ SIM ბარათი და მეხსიერების ბარათი. თავიდან ჩადეთ აკუმულატორი, მაგრამ არ ჩართოთ. გახსენით არქივი და გაუშვით XS++.exe. Commounication Settings-ში, Select your cable-ში აირჩიეთ USB და დააჭირეთ Start-ს. ახლა, 30 წამის განმავლობაში ვაკეთებთ შემდეგს: გამორთულ მდგომარეობაში, ტელეფონზე ვაჭერთ კლავიშ C-ს (და არ ვუშვებთ ხელს) და პარალელურად ვაერთებთ კაბელს მობილურში. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მიიღებთ შემდეგ ფანჯარას:

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/1.jpg)

წითელი ისრებით მითითებულ ადგილებში წერია თქვენი ტელეფონის CID ვერსია. ჩემს შემთხვევაში ეს არის CID 49 K750. ცნობისთვის, K750 არსებობს როგორც CID 36 ვარიანტი, ისე ახალი CID 49 ვარიანტიც, ამიტომ ყურადღებით იყავით.
ასევე, დაიმახსოვრეთ თქვენი ტელეფონის Firmware-ის ვერსიაც (იმავე ფანჯარაში), ბოლოში დაგვჭირდება.

ძირითადი პროგრამული პაკეტი:

1) XS++ http://downloads.wow-info.net/se/tools/XS++.rar
2) FAR Manager 1.70 http://sephone.nm.ru/tools/FarManager170.rar ან http://downloads.wow-info.net/se/tools/FarManager170.rar
3) SEFP010044.zip http://sephone.nm.ru/tools/SEFP010044.zip ან http://downloads.wow-info.net/se/tools/SEFP010044.zip
4) sefp010051.rar http://sephone.nm.ru/tools/sefp010051.rar ან http://downloads.wow-info.net/se/tools/sefp010051.rar
5) db2010cid49_4_alpha.rar.zip http://downloads.wow-info.net/se/tools/db2...4_alpha.rar.zip

მე ინსტრუქციის გამარტივებისთვის არქივს გავხსნი C:\ დისკზე, თქვენ შეგიძლიათ იქ გახსნათ, სადაც გინდათ.
ვხსნით FarManager170.rar არქივს C:\FarManager170-ში.
შემდეგ ვხსნით SEFP010044.zip-ს და შიგთავსს ვაკოპირებთ C:\FarManager170\Plugins დირექტორიაში.
ვხსნით sefp010051.rar-ს და შიგთავსს გადავაწერთ ზემოდან C:\FarManager170\Plugins\SEFP-ს.
ვხსნით db2010cid49_4_alpha.rar.zip-ს და შიგთავსს ვაკოპირებთ C:\FarManager170\Plugins\ დირექტორიაში.
ვუშვებთ C:\FarManager170\Plugins\SEFP\sefp0.10.0.51patch.exe-ეს და ვპატჩავთ sefp.dll-ს.
ამით შავი სამუშაო დასრულებულია, სამუშაო პაკეტი გამზადებულია.

ახლა კი შევუდგეთ საქმეს:

ეტაპი პირველი: დაცვის გატეხვა (ეს ეტაპი გამოტოვეთ, თუ CID 36 (ან უფრო ძველი) ტელეფონი გაქვთ.

გაუშვით XS++, გამორთეთ ტელეფონი, ამოაცალეთ მეხსიერების ბარათი და SIM-ი. XS++-ში დააჭირეთ Start-ს. შემდეგ გამორთულ მდგომარეობაში დააჭირეთ C-ს (და არ აუშვათ) და შეუერთეთ კაბელი. XS++ იცნობს მობილურს და დაუკავშირდება მას.
ახლა ფანჯრის ქვედა ნაწილში მოვნიშნავთ Flash, შემდეგ აღვნიშნავთ Flash Main Firmware, მივუთითებთ ფაილს k750w800_r2e_dcu.49r.ssw (W810-ის შემთხვევაში ეს იქნება w810_p3k_dcu.49R.ssw, სხვა ტელეფონის შემთხვევაში - შესაბამისი) და დავაჭერთ ღილაკ Flash-ს.

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/2.jpg)

რამდენიმე წამში გამტეხავი კოდი გადაიწერება მობილურში. დაახლოებით 30 წამში დააჭირეთ Stop-ს (თუ ავტომატურად არ მოგაწოდან ინფო XS++-მა ოპერაციის დასრულების შესახებ.
გათიშეთ XS++.
გამოაძრეთ ტელეფონს კაბელი, მოხსენით აკუმულატორი, და 20-30 წამის შემდეგ ისევ დაუყენეთ.

არ ჩართოთ ტელეფონი! ტელეფონში გამტეხავი კოდია გადაწერილი, არ ჩაირთვება მაინც! ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ინსტურქციაშია.

მეორე ეტაპი (ეხება CID 36 და უფრო ძველ ტელეფონებსაც):

ახლა გაუშვით FAR Manager-ი.
დააჭირეთ ALT+F1 და მონიშნეთ SEFP.

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far1.jpg)

ამოირჩიეთ კაბელი (ჩვენს შემთხვევაში DCU-60), სიჩქარე - მაქსიმალური, Boot Script-ში თქვენი ტელეფონის შესაბამისი ვერსიის სკრიპტი, ჩვენს შემთხვევაში ესაა k750_w800_CID49.
დააჭირეთ Enter The Matrix.

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far2.jpg)

მიუერთეთ თქვენი მობილური (გამორთულ მდგომარეობაში!) კომპიუტერს ზემოთ აღწერილი ინსტრუქციის მიხედვით (დააჭირეთ C-ზე და შეუერთეთ კაბელი).
FAR-ი იცნობს ტელეფონს და რამდენიმე წამში მიიღებთ ასეთ ფანჯარას:

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far3.jpg)

დრაივერები მდებარეობს FS/ifs/settings დირექტორიაში, ამიტომ პირდაპირ გადავიდეთ აქ. მიიღებთ დაახლოებით ასეთ ფანჯარას:

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/3.jpg)

წაშლამდე შეინახეთ მობილურის Default დრაივერები კომპში!!!
დირექტორია acoustic-ში მდებარეობს აკუსტიკის (ხმის) დრაივერის ფაილები, დირექტორია camera-ში - კამერის დრაივერი.
გადაწერა ძალიან ადვილია. მარცხენა მხარეს (ე.ი. ტელეფონში) წაშლით ძველ დრაივერს და მარჯვნიდან (ე.ი. კომპიდან) დააკოპირებთ ახალს.
კამერის დრაივერის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ დრაივერს აუცილებლად უნდა ერქვას camdriver0.dat
ხმის დრაივერის შემთხვევაში უნდა წაშალოთ ყველა ფაილი acoustic ფოლდერში და შემდეგ გადაწეროთ ახალი დრაივერი ამავე საქაღალდეში.

როდესაც მორჩებით მუშაობას საჭიროა გათიშოთ CSFSLoader-ი. ამისთვის აჭირეთ '..' სანამ არ შეგეკითხებათ FAR-ი დახუროს თუ არა CSFSLoader-ი. აირჩეით YES. დახურეთ FAR Manager-ი და გამოაძრეთ მობილურს კაბელი. მოხსენით აკუმულატორი და 40-50 წამის შემდეგ ისევ ჩასვით.

ისევ გაუშვით FAR-ი და დააკავშირეთ თქვენი ტელეფონი. ახლა FS-ის მაგივრად დააჭირეთ FLASH-ს. დაინახავთ დაახლოებით ასეთ ფანჯარას:

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far4.jpg)

FAR-ის მარჯვენა ნაწილში შედით ფოლდერში C:\FarManager170\Plugins\REST ამოირჩიეთ თქვენი ტელეფონის შესაბამისი ვერსიის (არ შეგეშალოთ ეს) Firmware (ჩემს შემთხვევაში ესაა rest_K750_R1CA021.bin. (ყურადღება არ მიაქციოთ სკრინშოტებს, სადაც ფაილის სახელი ჩემსას არ ემთხვევა. უბრალოდ, ამ პროცესის სკრინები ვერ გადავიღე და სხვა სკრინების აღება მომიწია)) და დააჭირეთ F5-ს დასაკოპირებლად.

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far5.jpg)

დააჭირეთ Copy-ს დასადასტურებლად.

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far6.jpg)

დარწმუნდით, რომ მონიშნულია FLASH BABE ssw image და დააჭირეთ Flash-ს.
გამოვა შემდეგი ფანჯარა:

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far7.jpg)

დააჭირეთ YES-ს დასადასტურებლად. რამდენიმე წამში Firmware გადაიწერება მობილურში.

(IMG:http://downloads.wow-info.net/se/guides/images/far8.jpg)

დააჭირეთ Close-ს. გათიშეთ FAR-ი, გამოაძრეთ მობილურს კაბელი, მოხსენით ბატარეა 1 წუთით და შემდეგ ააწყეთ.
ჩართეთ მობილური.

თუ ინსტუქციას ზუსტად მიყევით, თქვენი მობილური ჩაირთვება. ე.ი. საქმე წარმატებით დასრულდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Jul 18 2007, 06:47 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jul 18 2007, 05:25 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Reserved.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jul 18 2007, 05:42 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ციტატა
ცნობისთვის, K750 არსებობს როგორც CID 36 ვარიანტი, ისე ახალი CID 49 ვარიანტიც, ამიტომ ყურადღებით იყავით.

იმედია ერთი კითხვა რომ ჩავსვა არ გაბრაზდები... რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით, გასაგებია (შემწვარ კურდღელზე ნადირობა რომ არ გამოგვივიდეს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ), მაგრამ რომელი ჯობია CID 36-იანი თუ 49-იანი?


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jul 18 2007, 06:09 PM
პოსტი #4


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Sh@ko
ციტატა
იმედია ერთი კითხვა რომ ჩავსვა არ გაბრაზდები... რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით, გასაგებია (შემწვარ კურდღელზე ნადირობა რომ არ გამოგვივიდეს ), მაგრამ რომელი ჯობია CID 36-იანი თუ 49-იანი?


კონრეტულად ძნელია თქმა. CID 36 K750 აქვს ja_ja-ს, მე მაქვს CID 49 ვარიანტი. 49-იანს აქვს ახალი კამერის მოდული, ინსტრუქციაშიც უწერია, რომ ეს კამერის მოდული გაუმჯობესებულია, მაგრამ რეალობაში ვიღებთ შემდეგს: ციფრული Zoom სურათის მაქსიმალურ ზომაზე არ მუშაობს (ნუ ეს ზუუმი ციფრულია და გინდა გქონია, გინდა არა მაინც), 640X480-ზე 2.5X მუშაობს და 4X მუშაობს მხოლოდ პატარა ზომაზე. ასევე Sharpness-ის მაქსიმალური მაჩვენებელი 36-იან ვარიანტში არის 6, 49-იან ვარიანტში 5.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ ახალ K750-ებს უფრო ცუდი კამერა აქვს. ამის გარკვევა ძალიან მინდა, ამიტომ მე და ja_ja-ს გადაწყვეტილი გვაქვს, შევადაროთ ჩვენი მობილების სურათები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

სხვა აპარატურული ცვლილება არის თუ არა კიდევ, არ ვიცი. თუმცა, შესაძლოა, აკუსტიკაც გამოცვლილი იყოს, ვერ გეტყვი ზუსტად.

+ ამას CID 36 K750-ის შოვნა დღესდღეობით ჭირს, SE-ს მაღაზიაში 36-იან ვარიანტს ვერ იშოვნი, 49-იანებია მარტო, ნუ რჩება ნახმარი ტელეფონი ან კიდობანი. კიდობანშიც იქნება თუ არა ძველი გამოშვების K750, ვერ გეტყვი.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
CHABA
პოსტი Jan 17 2009, 03:14 PM
პოსტი #5


ზარმაცი
****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 21



Power_VANO
K510 ზე ვაკეთებდი და Flash Main Firmware გავიჭედე რა მოვუნიშნო ვერ მივხვდი
CID 49 აქვს ისე


--------------------
ჩაბარუხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sitchi
პოსტი Jan 28 2010, 06:13 PM
პოსტი #6


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 6
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 9.271



სალამი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეს "დაPatchვა" რას უსჰვრება ტელეფონს? ანუ რა არის სარგებელი ემთვის?


--------------------





თუ ისე იფიქრებ, როგორც გუშინ, ხვალ გექნება ის, რაც გაქვს დღეს :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Jan 28 2010, 07:04 PM
პოსტი #7


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



Power_VANO
ვა ვანო საღოლ (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 09:50 PM