თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პერიფერია _ ციფრული ფოტოაპარატი

პოსტის ავტორი: Bekward Jan 20 2009, 09:19 PM

მოკლედ ბევრი ვიარე თუ ცოტა(ფორუმის განყოფილებებში biggrin.gif ) ამაზე უფრო შესაფერისი ადგილი ვერ ვნახე ამ თემისთვის.
ეხლა მთავარზე wink.gif
მინდა ციფრული ფოტოაპარატის შეძენა, აქვე ვიტყვი რომ რამდენიმე ათასდოლარიან პროფესიონალურზე არც ვოცნებობ (არ მაქვს ფული თორე სიამოვნებით ვიყიდდი sad.gif ) და ასევე აქ არ ვაპირებ ყიდვას, საბერძნეთიდან უნდა გამოვაგზავნინო.
ჩემი კრიტერიუმების ფარგლებში შევარჩიე სამი სხვადასხვა მწარმოებლის მოდელები, ჩამოვწერ ლინკებიანად და იქნებ ვინც ერკვევა მითხრათ რომელი ჯობია, ფასები დაახლოებით ერთი აქვთ.
1. http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16830122161
2. http://geosony.ge/Style/PhotoCyberShot/A1a22.htm ამ მოდელის აქაურ ფასს ნუ მიაქცევთ ყურადღებას wink.gif
3. http://www.kodak.com/eknec/PageQuerier.jhtml?pq-path=9/11920/131/13039/13041&pq-locale=en_US

მე რატომღაც Kodak-ის და Fujifilm-ისკენ ვიხრები, მაგრამ თქვენი რჩევები მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: alchemist Jan 21 2009, 07:51 PM

fujifilm-ზე ვერაფერს გეტყვი, არც თუ მთლად მდიდარი მონაცემები წერია შენს ლინკზე და ძებნა მეზარება.
Kodak-ი მართლა შთამბეჭდავია. 28–420 mm ობიექტივი ცოტას მაეჭვებს. ასეთი ფართო ზღვრები ალბათ გამოსახულების ხარისხის ხარჯზეა მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ პრაქტიკულად არანაირი დეფექტი არ იქნება ამ მხრივ.
Focus range საკმაოდ კარგი
ISO sensitivity ჩემი აზრით უკეთესის ნატვრა უნამუსობაა
5 ზონიანი ავტოფოკუსი პრაქტიკულად ყელამდე საკმარისია
შიდა მეხსიერება ცოტა პატრაა მაგრამ მეხსიერების ბარათები როგორც ვიცი საკმაოდ გაიაფდა.

საბოლოოდ ჩემი აზრი თუ გინდა, თუ მაინცდამაინც დიდი ფოტოგრაფობაზე არ დებ თავს, სამივე ფოტოაპარატი საკმაოდ კარგია. თუ გინდა ფასით აირჩიე, თუ გინდა ფირმის მიხედვით, რომელსაც მეტად ენდობი wink.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jan 21 2009, 09:19 PM

alchemist
Fuji-ს ლენტიანი ფოტოაპარატი მაქვს (შედარებად არ ღირს მემგონი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ხარისხთან მიმართებაში)
ამ ბმულზე http://www.fujifilmusa.com/products/digital_cameras/s/finepix_s2000hd/specifications/index.html უფრო დეტალური მონაცემებია მაგ ფოტოაპარატზე, თითქმის განსხვავება არაა Kodak-სა და Fujifilm-ს შორის და ამ ფუნქციამ Continuous shooting გამოიწვია ჩემი Fuji-სკენ გადახრა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 4 2009, 07:59 AM

Fuji ან Sony wink.gif

KODAK-ს რაღაც ნიტო კომპრესიის ალგორითმი აქვს, ბიუჯეტურებში ყოველ შემთხვევაში ეგრეა, სრულ ზომაში რომ უყურებ სურათს, დეტალები დეფორმირებულია.

Sony-ს აპარატები გამოცდილი მაქვს პრაქტიკაზე (200-500$-იანები) და სურათის ხარისხით კმაყოფილი დავრჩი საკმაოდ, კარგი ალგორითმი აქვთ.

აი Fuji არასდროს მქონია ხელში, პრაქტიკაზე არ ვიცი როგორია.

ისე, კარგი იქნება, თუ მაგ ფოტოაპარატების Review-ებს მოძებნი (გუგლში ჩაწერე ფოტოაპარატის მოდელი და მიაწერე review) და სურათების ხარისხს შეადარებ smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Feb 4 2009, 08:36 AM

Power_VANO
მადლობა review-ებს კიდე გადავხედავ, მაგრამ Fuji-სკენ ვიხრები მე ყველაზე მეტად მაინც, პატივს ვცემ დიდს.

პოსტის ავტორი: da_ta Feb 4 2009, 02:46 PM

Bekward

კარგია რომ ეს თემა გახსენი.. მეც მაგ პრობლემის წინაშე ვდგავარ...

ერთ ფორუმზე კი დავწერე მაგრამ არავინ არ გასცა პასუხი და ბარემ აქ გადმოვაკოპირებ რაც მაინტერესებს...

ციტატა
სალამი ყველას...

რა მაინტერესებს:
Image Stabilization- ეს პარამეტრი რამდენად ახდენს სურათის ხარისხზე გავლენას?

და საერთოდ, ფოტოაპარატის ყიდვისას რა პარამეტრები არის ძირითადად გასათვალისწინებელი?

გავარკვიე რომ პიქსელებზე ჭკუა რო ეკეტებათ, არასწორი მიდგომაა...
ასევე გავარკვიე რომ სურათის ხარისხი ძირითადად ფოტოსენსორზეა დამოკიდებული, მაგრამ მარტო მის ზომაზეა დამოკიდებული თუ არის სხვა პარამეტრებიც რითაც ფოტოსენსორის ავკარგიანობა განისაზღვრება?

რა პარამეტრებით ხდება ლინზის ვარგისიანობის დადგენა?

რამდენად გამოსადეგი და საჭიროა Viewfinder-ი?


მემგონი ჯერჯერობით საკმარისია კითხვები...

წინასწარ მადლობა ყურადღებისთვის.


ისე მაგ ფუჯის მეც დავადგი თვალი... wink.gif

პოსტის ავტორი: domen Feb 4 2009, 03:23 PM

da_ta

ციტატა
Image Stabilization- ეს პარამეტრი რამდენად ახდენს სურათის ხარისხზე გავლენას?

მოდელს და მწარმოებელს გააჩნია, კარგი სტაბილიზატორი ძალიან გამოსადეგი რამეა smile.gif

ციტატა
ასევე გავარკვიე რომ სურათის ხარისხი ძირითადად ფოტოსენსორზეა დამოკიდებული, მაგრამ მარტო მის ზომაზეა დამოკიდებული თუ არის სხვა პარამეტრებიც რითაც ფოტოსენსორის ავკარგიანობა განისაზღვრება?

დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ ამ ბიუჯეტურ მოდელებში დიდი არჩევანი და განსხვავება არაა მაგ მხრივ, ძირითადად ისევ სურათებს უნდა უყურო, როგორი გამოდის, მგონი.

ციტატა
რამდენად გამოსადეგი და საჭიროა Viewfinder-ი?

ალბათ ოპტიკურზე ამბობ? ძალიან გამოსადეგია, ბატარეა რომ გეცლება ან ბევრი სურათი გაქვს გადასაღები biggrin.gif მე პირადად რამდენჯერმე მართლა მიშველა :-) ელექტრონული Viewfinder-ები რისთვისაცაა გამოსადეგი, კი გეცოდინება .. :-)

პოსტის ავტორი: da_ta Feb 4 2009, 03:36 PM

domen

ციტატა
მოდელს და მწარმოებელს გააჩნია, კარგი სტაბილიზატორი ძალიან გამოსადეგი რამეა

შენ რა შემთხვევაში დაგჭირდა ან გამოგადგა ეს სტაბილიზატორი? ან რა შემთხვევაში გაუფუჭებია სურათი ამის არ ქონას?
ბიუჯეტის სიმცირის გამო არჩევანის გაკეთება მიწევს რამდენიმე პარამეტრს შორის და ის უნდა ავირჩიო რომელიც უფრო დამჭირდება და გამომადგება...

განხილვებს და ახსნა-განმარტებით სტატიებს კი გადავხედე მაგრამ პრაქტიკაში მაინტერესებს რა როგორ არის...
ციტატა
დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ ამ ბიუჯეტურ მოდელებში დიდი არჩევანი და განსხვავება არაა მაგ მხრივ, ძირითადად ისევ სურათებს უნდა უყურო, როგორი გამოდის, მგონი.

მართალი ხარ, ბიუჯეტური მოდელების უმრალესობას აქვს ერთიდაიგივე ზომის სენსორი (1/2.3' ან 1/2.5") მაგრამ მარტო ზომაზე რო არ იქნება დამოკიდებული ეგეც ხო ფაქტია და სწორედ მაგის გარკვევა მინდა...
ციტატა
ალბათ ოპტიკურზე ამბობ? ძალიან გამოსადეგია, ბატარეა რომ გეცლება ან ბევრი სურათი გაქვს გადასაღები biggrin.gif მე პირადად რამდენჯერმე მართლა მიშველა :-)

მზის დროს არ გეხმარება? გასაგებია, სსურველია მაგრამ არა აუცილებელი... smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Feb 4 2009, 04:21 PM

da_ta

ციტატა
შენ რა შემთხვევაში დაგჭირდა ან გამოგადგა ეს სტაბილიზატორი? ან რა შემთხვევაში გაუფუჭებია სურათი ამის არ ქონას?

ეს შვება ერთ კეთილ საქმეს biggrin.gif ანუ გაწელილ-გაწლაწული სურათები არ გამოვა, ანუ წამს ყინავს ადგილზე, გქონია ალბათ გაქანებული საგანის გადაღებისას გადღაბნილი სურათი, სწორედ მაგას აგაცილებს თავიდან, მე თუ მკითხავ ეგ აუცილებელია.
მე პირადად მეგაპიქსელები ნაკლებად მაინტერესებს, აქცენტს ვაკეთებ ოპტიკურ ზუმზე, რაც ძალიან მინდა (და ამ მოდელს აქვს კიდეც) ეს არის Continuous shooting ანუ მიმდევრობითი გადაღება ანუ რამდენიმე კადრი წამში, ერთი მომენტის დასაჭერად wink.gif
ასევე თვალი დავადგი ამ მოდელს ვიდეოს HD ფორმატში (1280x720) გადაღების გამო (მონო აქვს ხმა, მაგრამ ჯანდაბას, უნამოსობაა მეტის მოთხოვნა ფასის გამო).

პოსტის ავტორი: domen Feb 4 2009, 04:26 PM

da_ta

ციტატა
შენ რა შემთხვევაში დაგჭირდა ან გამოგადგა ეს სტაბილიზატორი? ან რა შემთხვევაში გაუფუჭებია სურათი ამის არ ქონას?

მაგ ტექნოლოგიის დანიშნულებაა, საერთოდ არ გაგრძნობინოს თავისი არსებობა :-)

როცა ისეთი სიტუაციაა, რომ აპარატის ცალი ხელით, მოუხერხებლად (ან ორი ხელით და მაინც მოუხერხებლად tongue.gif) დაჭერა გიწევს - ხელი კანკალებს მაგ დროს - მაინც მკვეთრ (გაუდღაბნავ) სურათებს იღებ.

ციტატა
მზის დროს არ გეხმარება? გასაგებია, სსურველია მაგრამ არა აუცილებელი...

ჰო, ეგ გამომრჩა :-)

პოსტის ავტორი: Bekward Feb 4 2009, 04:43 PM

ციტატა
(ან ორი ხელით და მაინც მოუხერხებლად )

აქ რას გულისხმობ კაცურად? biggrin.gif
მაგალითად როცა ლამაზ გოგოს უღებ და ხელები გიკანკალებს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: da_ta Feb 4 2009, 05:10 PM

Bekward
S1000FD ამ მოდელმა დამაინტერესა მაგრამ იმიჯ სტაბილიზატორი რო არა აქვს მაგი მაწუხებს...შენი არჩევანიც კარგია მაგრამ 50 დოლარამდეა განსხვავება... მეგაპიქსელები ყველას საკმარისზე მეტი აქვს უკვე, ასე რომ მაგითი მართლა არ უნდა შეარჩიო აპარატი. ოპტიკური ზუმი სწორედ ის არის რაც ყველაზე უფრო მჭირდება მაგრამ თუ სურათი უხარისხო გადაიღო მაშინ ოპტიკური ზუმი გ.უ.

ციტატა
ეს შვება ერთ კეთილ საქმეს ანუ გაწელილ-გაწლაწული სურათები არ გამოვა, ანუ წამს ყინავს ადგილზე, გქონია ალბათ გაქანებული საგანის გადაღებისას გადღაბნილი სურათი, სწორედ მაგას აგაცილებს თავიდან, მე თუ მკითხავ ეგ აუცილებელია.

ციტატა
როცა ისეთი სიტუაციაა, რომ აპარატის ცალი ხელით, მოუხერხებლად (ან ორი ხელით და მაინც მოუხერხებლად ) დაჭერა გიწევს - ხელი კანკალებს მაგ დროს - მაინც მკვეთრ (გაუდღაბნავ) სურათებს იღებ.

ეგ გასაგებია, მაგრამ რამდენად ხშირია ეგეთი სიტუაციები ეგაა საქმე... ანუ ერთერთი უნდა დავთმო, ან სტაბილიზატორი ან ოპტიკური ზუმი ან ფული (მაგრამ რაც არ არის რა დავთმო biggrin.gif ) ხოდა თქვენ როგორ მოიქცეოდით... ფოტოაპარატი არ მქონია და სტატისტიკურ მონაცემებს არ ვფლობ... თან ძირითადად მჭირდება ბუნების გადასაღებად, და ისიც გაითვალისწინეთ რომ პარალიჩი არ მჭირს, ანუ ორი ხელით ფოტოაპარატს არ ვაკანკალებ, (თუ იდაყვებით არ ვდგავარ რათქმაუნდა biggrin.gif )

პოსტის ავტორი: NetDevil Feb 4 2009, 05:33 PM

What about Canon? smile.gif

ესენი არ ვიცი, მაგრამ ცოტა უფრო დაბალი დონის ფოტოაპარატები რომ შევადაროთ canon ნამდვილად ლიდერობს smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Feb 4 2009, 05:34 PM

da_ta
მე FUJIFILM FinePix S2000HD ამ მოდელს მივანიჭე უპირატესობა
1. 15 x ოპტიკური ზუმი
2. მიმდევრობით გადაღება
3. HD ვიდეოს გადაღება
4. სტაბილიზაცია ჩემთვის აუცილებელია, თუნდაც ღამის რეჟიმში გადაღებისას(მგონი ეგრე ქვია) როცა პრაქტიკულად გაუნძრევლად დაჭერა შეუძლებელია, იმ დღეს ნათესავის ფოტოაპარატით ვიღებდი და 20-დან 20-ვე გაწელილი გამოვიდა, ვერაფრით მკვეთრი სურათი ვერ გადავიღე (დეტალები არ ვიცი, მაგრამ სტაბილიზაცია აშკარად არ აქვს იმ ფოტოაპარატს, ე.წ. კომპაქტურის კლასის იყო, არ მევასება ეგეთები მომკალი) 22 წლის ვარ და პარალიჩი არც მე მჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნების გადაღება ჩემთვისაც პრიორიტეტულია ასე ვთქვათ, მაგრამ სხვა რაღაცეების გადასაღებად ცალკე ფოტოაპარატს ხომ ვერ ვიყიდი, არ მაქვს ფული თორე 10-ს ვიყიდდი biggrin.gif

ხოდა ეს მოდელი newegg.com-ზე ღირს 239$ სადღაც 300-მდე მიჯდება რომ გამოვაგზავნინო თავისი საფოსტო ხარჯით, როცა მსგავსი მონაცემების (ვიმეორებ მსგავსი) აქ ღირს 600-650 ლარის რაიონში, ასე რომ ფასი ნამდვილად მისაღებია, მითუმეტეს რომ ევროპაში უფრო ნაკლები უნდა ღირდეს წესით, თანაც იქ ჯერ ფასდაკლებებია.

პოსტის ავტორი: domen Feb 4 2009, 05:48 PM

Bekward

ციტატა
მაგალითად როცა ლამაზ გოგოს უღებ და ხელები გიკანკალებს?

biggrin.gif biggrin.gif

მაგალითად, როცა ხალხში დგახარ და გინდა ზევიდან გადაიღო, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩაეტიოს კადრში, მაშინ :-) აგერ შენ თვითონ მოიყვანე მეორე მაგალითი - ღამის გადაღება. კიდევ ბევრის მოფიქრება შეიძლება tongue.gif

da_ta
ჩავთვალოთ, რომ ბუნებაში დღისით გადაიღებ და მყარად გეჭირება ფოტოაპარატი - ოპტიკურ ზუმს გირჩევ smile.gif

ნუ, ოღონდ მანდ ის შემთხვევაც გასათვალისწინებელია, როცა ბუნებაში ლამაზ გოგოს უღებ .. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: da_ta Feb 4 2009, 06:38 PM

Bekward

ციტატა
4. სტაბილიზაცია ჩემთვის აუცილებელია, თუნდაც ღამის რეჟიმში გადაღებისას(მგონი ეგრე ქვია) როცა პრაქტიკულად გაუნძრევლად დაჭერა შეუძლებელია, იმ დღეს ნათესავის ფოტოაპარატით ვიღებდი და 20-დან 20-ვე გაწელილი გამოვიდა, ვერაფრით მკვეთრი სურათი ვერ გადავიღე

ხოო, მეც მქონდა წაკიტხული რო ცუდ განათებაში განსაკუთრებით საჭირო არისო... მართალი ყოფილა... მოკლედ თანდათან მივდივარ იმ დასკვნამდე რომ სტაბილიზატორის ხარჯზე ფულის დაზოგვა არ ღირს...


მოკლედ მე მაქვს ეს ვარიანტები:
http://www.amazon.com/Canon-Powershot-SX110IS-Stabilized-Black/dp/B001EQ4C8U/ref=pd_bbs_sr_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1233770776&sr=8-1
http://www.amazon.com/Fujifilm-Finepix-S1000fd-Digital-Optical/dp/B0011ZK6ZM/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1233770827&sr=1-1
http://www.amazon.com/Canon-PowerShot-Digital-Optical-Stabilized/dp/B0011ZCDKS/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1233770870&sr=1-1
http://www.amazon.com/Fujifilm-FinePix-S2000HD-Digital-Stabilized/dp/B001D0G56E/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1233770905&sr=1-1


პირველი არის ის რომელსაც სტაბილიზატორი არა აქვს, მეორეს ყველაფერი აქვს მაგრამ 20$ ის გულისთვის ამასა და მეოთხეს შორის დიდი განსხვავებაა... მესამე არის კომპაქტური ტიპის, ეს იმ შემთხვევისთვის თუ კარგი აპარატის ყიდვა გადავდე ... და მეოთხე არის შენი არჩევანი... ყველაზე უფრო ამისკენ ვიხრები, მაგრმ სახსრებში მიჭირს ცოტა და ნამეტანი გადახრის საშუალებას არ მაძლევს...


domen
ციტატა
ჩავთვალოთ, რომ ბუნებაში დღისით გადაიღებ და მყარად გეჭირება ფოტოაპარატი - ოპტიკურ ზუმს გირჩევ

თუ მანცდამაინც არჩევანის გაკეთება დამჭირდა, მეც მაგ აზრზე ვარ...
ციტატა
ნუ, ოღონდ მანდ ის შემთხვევაც გასათვალისწინებელია, როცა ბუნებაში ლამაზ გოგოს უღებ ..

იქ სადაც ბუნება და ლამაზი გოგოა, ფოტოაპარატი უკვე ზედმეტია... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward Feb 4 2009, 09:39 PM

ციტატა
იქ სადაც ბუნება და ლამაზი გოგოა, ფოტოაპარატი უკვე ზედმეტია...

ყველაზე ჭკვიანური ნაწილი შენს პოსტში biggrin.gif (ვხუმრობ რათქმაუნდა, მაგრამ სიმართლის მარცვალი აშკარად არის laugh.gif )
პირველი რატომღაც არ მომეწონა, მეორეს აქვს რაღაც ნაკლები, რაც ჩემთვის მიუღებელია, როცა ამხელა ფულს ვიხდი (შეიძლება არც ისე ბევრია ზოგისთვის, მაგრამ ჩემთვის მართლაც რომ ბევრია wink.gif ), მესამე კატეგორიულად არა, კომპაქტურში ფულის მიცემა რომ მდომობა 200 ლარადაც მოვჩხრიკადი რაღაცას აქ, მეოთხე იდეალურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და ფასიც (239$) არაა ბევრი მაგისთვის ჩემი აზრით (თან მგონია რომ Amazon.com-ის ფასზე ნაკლები ეღირება ევროპაში, მაღაზიაში), თან როცა ასეთი ფოტოაპარატები მთელი 200 ლარით მეტი ღირს, ვიდრე იქიდან ჩამოტანა დამიჯდება. ამიტომ ვრჩები მაგ მოდელის (მეოთხე-ს ვგულისმობ) ერთგული, ვინმე თუ რამე ალტერნტივას კიდევ შემომთავაზებს დიდად მადლობელი დავრჩები smile.gif

პოსტის ავტორი: CHABA Feb 5 2009, 12:09 PM

Bekward
თავიდანვე მინდოდა მერჩია შენთვის Canon Powershot SX110IS მარა იმიტო გადავიფიქრე რო შენ რაც ლინკები გედო ყველა ერთმანეტს გავდა ვიზუალურად და ამ მოდელს უფრო ასე ვთქვათ არცისე მარიაჟი ვიდი აქვს მარა პროფესიონალურ კამერების კლასის არი და მაგ ფასად მე როგორც ვიცი საუკეთესოა
და თუ ცოტა მეტი თანხის დახარჯვა შეგიძლია მგონი ჯობია სონი ალფაზე იფიქრო მართლა კაი რამეა

პოსტის ავტორი: Bekward Feb 5 2009, 02:23 PM

CHABA
მართლა მაგარია, მაგრამ 400$ ღირს და მაგას ვერ მივწვები ვერანაირად sad.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 7 2009, 08:21 AM

Bekward
FUJIFILM FinePix S2000HD სად ყიდულობ? ჩვენთან თუ საზღვარგარეთ?

პოსტის ავტორი: Bekward Feb 7 2009, 08:53 AM

Power_VANO
საზღვარგარეთ, აქ მინიმუმ 150-200 ლარს უმატებენ, გადასაყრელი ფული კიდე მე არ მაქვს, ნათესავი გამომიგზავნის საბერძნეთიდან, დაბარებული მაქვს, პასუხს ველოდები რომ ფული გავუგზავნო smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 7 2009, 11:13 AM

Bekward
ჰო, ეგ კარგი ვარიანტია, ეგრე სჯობს smile.gif

პოსტის ავტორი: KING Jun 10 2010, 04:11 PM

მოკლედ მაინტერესებს თქვენი აზრი ეს როგორი აპარატია Canon - PowerShot 14.1-Megapixel Digital Camera SX210IS ?