თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პერიფერია _ რომელი სკანერის ყიდვას მირჩევდით?

პოსტის ავტორი: zeisinkvart Mar 16 2008, 03:55 PM

გადავწყვიტე სკანერის შეძენა, სკანერი სურათებთან და სხვადასხვა დოკუმენტებთან არაპროფესიონალური - გასართობი ხასიათის მუშაობისათვის მჭირდება. რომელი მწარმოებლის რა მოდელის და რა მონაცემების სკანერის შეძენას მირჩევდით კეთილო ხალხო დაახლოებით 150 ლარამდე ფასობრივ დიაპაზონში? მაღაზიებში ძირითადად hp და canon -ებია, სადღაც ყური მოვკარი, რომ epson-ი ლიდერია ამ სფეროში, მაგრამ მის პროდუქციას თბილისში ვერ მივაგენი.
წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის