თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ მალხაზ გულაშვილი სასამართლო პროცესი

პოსტის ავტორი: Giena Jun 11 2010, 11:57 PM

"მ.მ.კ"-ს შესახებ და ზოგადად ამ თემაზე იყო უკვე თემა გახსნილი, ეს თემა სულ სხვა მმიმართულებით, მიმყავს რაც შეეხება მალხაზ გულაშვილის გასამართლებას. ნუ, თუ ვინმეს რაიმე ბრალი მიუძღვის კავკასიის ეთერში და ილიას უნივერსიტეტის წინ ჩხუბში ახლავე ვამბობ, რომ უნდა დაისაჯონ, მიუხედავად იმისა, მართლმადიდებელი იყო ის თუ "ლიბერალისტი" ("ლიბერალისტს" ვიყენებ იქედან გამომდინარე, რომ მართლმადიდებლობა ყველაზე ლიბერალური რელიგია, ეს თუ ასეა (ეს ასეა) მაშინ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლთ არ ვიცი რა ვუწოდო). რაც შეეხება სასამართლოს ნერვები მაქვს სამი დღეა დაწყვეტილი, მოვითხოვ გამოეთრეს მიხეილ სააკაშვილი და თქვას საბოლოოდ აჩუქა და აღიარა თუ არა სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა? წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს მალხზაზ გულაშვილს და მის შვილს საზღვირს უკანანოდ გადაკვეთის გამო, მაინტერესებს რომელი საზღვარია უკანონოდ დარღვეული? ჩვენი საკუთარი ტერიტორია თუ არის ისევ სამაჩაბლო, გადასვლა არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს, თუ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა (როკოს გვირაბის იქით) მაშინ რა შუაშია ეს ბრალდება! ასე, ნელნელა მიგვაჩვევენ და ჩვენ ჩუმად ვიქებით! ამასთან მიჩნდება კითხვა თუ ეს ბრალდება რაც სეუფარდეს არის სრულიად უკანონო და "უცბად" მოფიქრებული, რა გამოდის? გამოდის ის, რომ ვერანაირი შარი ვერ მოზდეს გულაშვილს და რაც უცბად მოუვიდათ თავში ის ბრალდება მიანიჭეს? ჩემი აზრი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიდის ერთ დასკვნამდე, ებრძვიან მართლმადიდებლობისთვის მებრძოლებს (კიდევ ვიმეორებ! ყველა!!! უნდა დაისაჯოს ვინც უკანონო საქმიანობას ჩადის, ოღონდ კონკრეტული დანაშაულისათვის და არა აფსურდის თეატრის ჩვენებით!).

პოსტის ავტორი: Gioma Jun 12 2010, 02:16 AM

ციტატა(Giena @ Jun 11 2010, 11:57 PM) *

+1

მიგვაჩვევენ მართლა აფხაზეთივით

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 12 2010, 07:53 PM

მოიცა კაცო, რუსეთში ხომ გადავიდა ეგ გულაშვილი "ჩერეზ" ცხინვალის რეგიონი?

თუ ცხინვალის რეგიონი ჩვენია, ე.ი. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ჩვენი კანონმდებლობით smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jun 14 2010, 06:25 AM

Power_VANO
ხო მაგრამ თუ რუსეთში გადავიდა უკანონოდ იმათ უნდა დაეჯარიმებინათ თუ დაესაჯად, ჩვენ რატომ წავუყენეთ 7 წლიანი სასჯელი ვერ გავიგე, როდესაც უკანონოდ გადაკვეთაზე ჯერ ადმინისტრაციული სასჯელია და ხელმეორედ გადაკვეთაზე სასჯელი.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 15 2010, 05:23 PM

Giena
უკანონოდ ჩვენი კანონმდებლობით გადაკვეთა, თორემ რუსეთის კანონმდებლობით იასნა გადაკვეთა კანონიერი იყო. ცხნივალის რეგიონი რუსეთისთვის "სამხრეთ ოსეთია" - "დამოუკიდებელი" სახელმწიფო smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jun 16 2010, 05:41 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 15th June 2010 - 09:23 PM) *
ცხნივალის რეგიონი რუსეთისთვის "სამხრეთ ოსეთია" - "დამოუკიდებელი" სახელმწიფო

ანუ ამ ბრალდებით ჩვენთვის ცხინვალის რეგიონი აღარ არის?

ციტატა(Power_VANO @ 15th June 2010 - 09:23 PM) *
უკანონოდ ჩვენი კანონმდებლობით გადაკვეთა

მაგას ვკითხულობ რომელი საზღვრის გადაკვეთისთვის წაუყენეს 7 წლიანი ბრალდება?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 24 2010, 02:41 PM

Giena

ციტატა(Giena @ 16th June 2010 - 09:41 AM) *
მაგას ვკითხულობ რომელი საზღვრის გადაკვეთისთვის წაუყენეს 7 წლიანი ბრალდება?

რომელი და ჩვენი biggrin.gif უყურე ახლა, ორივე შემთხვევაში სწორია ეგ. როგორც ვიცით, გულაშვილი ჩერეზ ცხინვალის რეგიონი გადავიდა რუსეთში. თუ ცხინვალის რეგიონი ჩვენია, ე.ი. რუსეთთან საზღვარი გულაშვილმა ჩვენს დაუკითხავად გადაკვეთა.

თუ არაა და ცხინვალის რეგიონი "დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთია", მაინც ჩვენს დაუკითხავად გადაკვეთა. ორივე შემთხვევაში დამნაშავეა biggrin.gif

ციტატა(Giena @ 16th June 2010 - 09:41 AM) *
ანუ ამ ბრალდებით ჩვენთვის ცხინვალის რეგიონი აღარ არის?

მაგ ბრალდებით - კიც და არაც. ორივე შემთხვევაში ბრალდება მართებულია.

პოსტის ავტორი: Giena Aug 11 2010, 11:27 PM

გიხაროდენ "ლიბერალებო" და "თავისუფალი სიტყვის გამომხატველთა" მომხრეებო!

გუშინ 11 აგვისტოს 8 ადამიანს, რომლებსაც კავკასიის დარბევაში ედებოდათ ბრალი, წაუყენეს 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, ადამიანებს, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის (დაზარალებული მხარე) ყველა (!) თანამშრომელი ამბობს, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ჩხუბში (ორი მუხლი აქვთ წაყენებული: ხულიგნობა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა), ამასთან არსებობს დაახლოვებით 8 ჩანაწერი სხვადასხვა რაკურსით, რომლებშიც არ ჩანან საერთოდ ეს ადამიანები, ამიტომ: "გიხაროდენ "მართლმსაჯულებამ" გაიმარჯვა, ერეკლე თავისუფალია!"

გადაცემა სტუდია სპექტრი (დავით აქუბარდია) 11 აგვისტო 2010

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=caucasia&seekTime=11-08-2010%2019:26

ამ თემაზეა საუბარი მოწვეული ყავს დაცვის ადვოკატი და ტელეკომპანია კავკასიის ადვოკატი (ანუ დაზარალებული მხარის).

პოსტის ავტორი: gearge Aug 21 2010, 02:59 PM

ციტატა(Giena @ 12th August 2010 - 03:27 AM) *
გუშინ, 11 აგვისტოს, 8 ადამიანს, რომლებსაც კავკასიის დარბევაში ედებოდათ ბრალი, წაუყენეს 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა; ადამიანებს, რომლებზეც ტელეკომპანია კავკასიის (დაზარალებული მხარის) ყველა(!) თანამშრომელი ამბობს, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ჩხუბში - ორი მუხლი აქვთ წაყენებული: ხულიგნობა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა. ამასთან, არსებობს დაახლოვებით 8 ჩანაწერი, სხვადასხვა რაკურსით, რომლებშიც საერთოდ არ ჩანან ეს ადამიანები. ამიტომ: "გიხაროდენ "მართლმსაჯულებამ" გაიმარჯვა, ერეკლე თავისუფალია!"

რაც ყველაზე ირონიულია, მიუხედავად "კავკასიის" მოთხოვნისა, ტელეკომპანია "კავკასიის" წარმომადგენლები სასამართლოს მიერ არ იყვნენ წარდგენილი როგორც დაზარალებული მხარე, არამედ [მხოლოდ] როგორც მოწმეები. რაცსაც აფსურდამდე დაჰყავს "ჟურნალისტური საქმიანობის წარმოებაში ხელის შეშლის" ბრალდება; ელემენტარულად, ვის შეეშალა ხელი - ვინ იყო დაზარალებული მხარე? ეს გამიზნულად გაკეთდა, რომ "კავკასიის" სიტყვებს არ ჰქონოდათ დაზარალებული მხარის სიტყვების ძალა, მის იურისტებს არ ჰქონოდათ წვდომა სასამართლოს მასალასთან და ზოგადად, რომ მომხდარიყო ტელეკომპანია "კავკასიის" დისკრედიტაცია, მისთვის ხელისუფლების ინტერესების გამტარებლის დაღის დასმის გზით. ხელისუფლების მესიჯი აშკარაა და ადვილად მისახვედრი (ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანისთვის): ჩვენ ხომ ცუდები ვართ, მაგრამ "ისინი" ან ჩვენთან შეკრულები, ან უარესები! მანქურთებო, ხელისუფლების აზრები ხომ ემთხვევა თქვენს... აზრებს(?).

კავკასიის წარმომადგენლები (დეფაქტო, მაგრამ არა დეიურე დაზარალებულები - აფსურდი, კავკასიის იმ პირდაპირ ეთერისთვის ერთი წუთით მაინც რომ შეგეხედათ) ერთხმად აცხადებენ: ამათ არ დაუშავებიათ ჩვენთვისო! ხელისუფლების ჯიბის სასამართლო კი უდანაშაულოებს უფარდებს 5 წლიანი სასჯელს - სწირავს ახალგაზრდებს, თქვენი ასაკის ხალხს; სჯის მათი დაუმორჩილებლობისთვის; წარსულის საპროტესტიო აქციებისთვის; იმისთვის, რომ თქვენნაირები არ არიან - დიახ მკითხველებო, ყველას გეხებათ! ერთი კითხვა მაინც გაგჩენოდათ: რის საფუძველზე სჯიან ამ ხალხს? ხომ... ჩემი მოკლე ჭკუით როგორ დამავიწყდა, რომ ეს თქვენ არ გეხებათ?!

"სასამართლო" ღიათ აყალბებს ოქმებს, იგნორირებს მტკიცებულებებს და დაუფიქრებად, უკლებლივ ყოველთვის, ეთანხმება ბრალდების მხარეს, თუ ეს უკანასკნელი ხელისუფლებას წარმოადგენს. კონსტიტუცია გადაგდებულია ხევში, ადამიანის უფლებები გათანაბრებულია ჭიანჭველისას და კანონი არაფერია სხვა, თუ არა ერთჯერადი პრეზერვატივი მიშასა და ვანოს @#$ებზე. მანქურთებო, ეს უკლებლივ ყველა თქვენგანის პირადი მონაწილეობით მოხდა და ხდება, აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლიანი იქნება ყველას გისურვოთ, რომ პირადად შეიგრძნოთ თქვენი ქმნილების პროდუქტი. რატომ?

გაიხსენეთ რა სიტყვებით მოკლა საკუთარი ძე ხევისბერმა გოჩამ!