თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ციფრული ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები _ Seagate vs Western Digital

პოსტის ავტორი: eXDrive Jan 8 2010, 11:56 PM

გამარჯობათ, ვინჩესტერის ყიდვა მინდა და ვერაფრით ვერ გადამიწყვეტია რომელი ვიყიდო, ამ ორიდან რომელი ჯობია ?

პოსტის ავტორი: gearge Jan 9 2010, 12:01 AM

... რომლისგანაც უკეთეს ფასად მეტ გიგაბაიტს იშოვი wink.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 9 2010, 07:52 AM

eXDrive
მე პირადად Seagate მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ...
gearge-მ სწორად გითხრა,რომელიც უფრო იაფია ის იყიდე

პოსტის ავტორი: smart22 Jan 9 2010, 11:37 AM

WD იგივე ხარისხისაა რაც სიგეიტი? ისე ისიც ვუთხტრათ ამ ადამიანს, რომ სიგეიტი ბევრია, არის სიგეიტი, არის ბარაკუდა, არის დაიმონდმაქსი, არის მაქსტორი... ამათში ყველაში სხვაობაა, შეიძლება ფასში იმდენი არა მაგრამ ხარისხში კი, მით უმეტეს მუშაობის სპეციფიკაციებში, გადაათვალიერე ფორუმი, სადღაც წერია ამ ყველაფრის შესახებ, მე ბარაკუდა მაქვს პირადად, წინაც ბარაკუდა მქონდა და მუშაობს ჯიგრულად, ისე სამსუნგი არასოდეს მქონია, მაგრამ მინახია ბევრგან, მუშაობს ნორმალურად... მაგრამ ნელა...

პოსტის ავტორი: gearge Jan 9 2010, 01:20 PM

eXDrive
თანამედროვე ვინჩესტერების მიმრთ პრეტენზია ძნელია გქონდეს. მიუხედავად მწარმოებლისა, ტექნოლოგია იმდენად სრულყოფილია და პროდუქტი პროექტირების სტადიაზე იმდენ ტესტირებას გადის, რომ საბოლოოდ მასიურ წარმოებაშიც კი 99.99...% მაღალი ხარისხის გამოდის. თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში არ გიმტყუნა (ჩვეულებრივ ერთი კვირაც ჰყოფნის ხოლმე) ბოლომდე უსიტყვოდ იმუშავებს. მეგაბაიტები ყველა ჩვეულებრივ ვინჩესტერს აკლდება დროთა განმავლობაში, ამას ვერ უშველი. ასე რომ, მიაქციე ფასისა და გიგაბაიტების თანაფარდობას ყურადღება, პირველ რიგში. რადგან ასეთ კითხვას სვავ, არ მგონია რაიმე "მისია-კრიტიკულ" (მაგალითან საწარმოს დონის სერვერს:-) აწყობსდე, ამიტომ დისკების ბრუნვის სუპერ-პუპერ სიჩქარეც დიდი არაფერი უნდა იყოს შენთვის.

პოსტის ავტორი: eXDrive Jan 9 2010, 11:38 PM

ეხლა 10000 ბრუნვის სიჩქარიანი მაინც და მიანც ძვირი ღირს, თან საკმაოდ დაბალი ტევადობა აქვთ, ჩვეულებრივი მინდა მაგალითად Seagate Barracuda 7200,12 ან ანალოგიური Western Digitalი, მაგრამ ალბათ მაინც Seagateს ვიყიდი.
რაიდზე დასმას ვაპირებ და მაგ მხრივ ხომ არარის რამე განსხვავება მაგ 2 ფირმაში ?

ალტას ცებ გვერდზე ვერ შევდივარ, მოუვიდა რამე ?

პოსტის ავტორი: smart22 Jan 10 2010, 01:39 AM

ერთი კითხვა მექნება, ვინტს აქვს ე.წ. ქეში, 8MB, 16MB და 32MB, ესენია გავრცელებულები, რა მნიშვნელობა აქვს მაგ ქეშს და რაზე მოქმედებს? ბევრი არ აქცევს ყურადღებას... მე დიდ ყურადღებას ვაქცევ... ზოგჯერ კი საერთოდ არ იყენებენ ამ ქეშს, ანუ როცა ვინდს აყენებ და ფართიშენებს აკეთებ, ვინტი თავისი ქეშის შესაბამის ტევადობას იტოვებს, (ჩემის დაკვირვებით ქეშია რადგან ყოველთვის ემთხვევა MB-ები) ზოგი კი ამ რამოდენიმე მეგაბიატსაც კი მისდევს და აერთიანებენ ბოლო ფართიშენთან, მაგრამ ვინტი მაინც მუშაობს... ეს როგორ? ან შეიძლება მეტი ქეში დავუტოვოთ?

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 10 2010, 10:06 AM

eXDrive
და რამდენიანი უნდა იყიდო?
ალტას საიტს არაფერი მოსვლია
http://www.alta.ge

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 10 2010, 11:52 AM

eXDrive

ციტატა(eXDrive @ 10th January 2010 - 02:38 AM) *
ეხლა 10000 ბრუნვის სიჩქარიანი მაინც და მიანც ძვირი ღირს, თან საკმაოდ დაბალი ტევადობა აქვთ, ჩვეულებრივი მინდა მაგალითად Seagate Barracuda 7200,12 ან ანალოგიური Western Digitalი, მაგრამ ალბათ მაინც Seagateს ვიყიდი.
რაიდზე დასმას ვაპირებ და მაგ მხრივ ხომ არარის რამე განსხვავება მაგ 2 ფირმაში ?

ალტას ცებ გვერდზე ვერ შევდივარ, მოუვიდა რამე ?

კაროჩე თუ არ გინდა RAID მაშინ გირჩევ 7200.12 სიგეიტს, თუ გინდა RAID მაშინ კიდევ SAMSUNG F1 Spinpoint-ს smile.gif

პოსტის ავტორი: eXDrive Jan 11 2010, 10:31 PM

არა რაიდი მინდა, ფაქტიურად მაგისთვის ვყიდულობ, დავიჯერო სამსუნგი ჯობია სიგეითს ?

ციტატა(Giga1 @ Jan 10 2010, 02:06 PM) *
eXDrive
და რამდენიანი უნდა იყიდო?
ალტას საიტს არაფერი მოსვლია
http://www.alta.ge

ვერაფრით ვერ შევდივარ ალბათ ბანი დამადეს biggrin.gif

რა არ ვცადე, ოპერათი გუგლხრომით თუ რაც არის, ექსპლორერით, არა არაფერი გამომდის sad.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 12 2010, 09:35 AM

eXDrive
plastic
ჩემთან შედის როგორც ყოველთვის,რაიმეს ნახვა თუ გინდათ მითხარით და ვნახავ...
eXDrive
ალტას საიტზე გინდა ვინჩესტერის არჩევა?

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 12 2010, 01:12 PM

eXDrive

ციტატა(eXDrive @ 12th January 2010 - 01:31 AM) *
არა რაიდი მინდა, ფაქტიურად მაგისთვის ვყიდულობ, დავიჯერო სამსუნგი ჯობია სიგეითს ?

იაფია და RAID-შI კარგად მუშაობს, სიგეიტზე გრილია მაგრამ უფრო ნელი, რაც რაიდზე არ დაეტყობა, თUმცა აქვს ვიბრაციულია სიგეიტზე მეტად.

და აქდან გამოდინარე ხმაურიანია, მაგრამ სიგეიტი რომ დახურდება იმის ხმაური მტერს tongue.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 12 2010, 03:01 PM

eXDrive
ისე, ფინანსების პრობლემა თუ არ გაქვს, იყიდე ორი 7200.12 სერიის სიგეიტები (არა მაქსტორები და დაიამონდმაქსები, სუფთა სიგეიტები. სერიულ ნომერში მაქსტორებს STM აქვს, სუფთა სიგეიტს ST), ანუ დაამატე სამსუნგის ფასს ცოტა და უფრო სწრაფი და კარგი რაიდი გექნება smile.gif

პოსტის ავტორი: eXDrive Jan 14 2010, 03:51 AM

ამჯერად მაინც აქცენტი ხარისხზე გავაკეთოთ, ფინანსურად მილიონერი არავარ მაგრამ მირჩევნია დავამატო და უკეთესი ვიყიდო, რათქმაუნდა ...
ანუ, ეს არის ის რაც მე მინდა ? biggrin.gif
500GB/ Seagate ST3500418AS Barracuda 16mb 7200rpm 8.9ms

7200.11 ია თუ 7200.12 როგორ მივხვდე ? ალტაზე ვიყიდი ალბათ, მგონი იაფი ჯდება და მაღაზიაც ასე ვთქვათ ოვტორიტეტიანია biggrin.gif
http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=28443

ტემპერატურა პრინციპში არაის პრობლემა, ქულერმასტერის ქეისი მაქ და ვინჩესტერებთანაც უყენია ქულერი ...
ალბათ ისიც გასათვალისწინებელია რომ სამსუნგს 3 წელი აქ გარანტია Seagateს კი 1 sad.gif

Seagate ის ვებ გვერდზე ვნახე რომელიც მინდა და ის არის მოდელი ST3500410AS და ალტაზე კი აქვთ ST3500418AS რა განსხვავებაა ?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 14 2010, 12:32 PM

eXDrive

ციტატა(eXDrive @ 14th January 2010 - 06:51 AM) *
Seagate ის ვებ გვერდზე ვნახე რომელიც მინდა და ის არის მოდელი ST3500410AS და ალტაზე კი აქვთ ST3500418AS რა განსხვავებაა ?

ერთნაირი მოდელებია, როგორც ვიცი, ერთი OEM-ებში გამოიყენება, მეორე რიტეილ ბაზარზე.

ციტატა(eXDrive @ 14th January 2010 - 06:51 AM) *
ალბათ ისიც გასათვალისწინებელია რომ სამსუნგს 3 წელი აქ გარანტია Seagateს კი 1

საერთოდ ალტას კარგი უერთიერთობა აქვს სამსუნგთან, მაგიტომაც სამსუნგის ყველა პროდუქტზე გარანტია 3 წელი აქვთ smile.gif არა მარტო HDD-ებზე.

ციტატა(eXDrive @ 14th January 2010 - 06:51 AM) *
500GB/ Seagate ST3500418AS Barracuda 16mb 7200rpm 8.9ms

ეგ არის კი, 7200.12 სერიიდანაა, სუფთა სიგეიტი.

პოსტის ავტორი: eXDrive Jan 14 2010, 03:56 PM

ციტატა(Power_VANO @ Jan 14 2010, 04:32 PM) *
ეგ არის კი, 7200.12 სერიიდანაა, სუფთა სიგეიტი.

მაგას მირჩევ ხო ?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 14 2010, 06:44 PM

eXDrive
კი smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 16 2010, 04:27 PM

eXDrive
მაიცა, იქნებ 32 ქეშით დაითრიო?

პოსტის ავტორი: smart22 Jan 18 2010, 12:23 PM

ციტატა(Giena @ Jan 16 2010, 05:27 PM) *
eXDrive
მაიცა, იქნებ 32 ქეშით დაითრიო?



ეგ ქეში რა შემთხვევაშიჭირდება? გაშვებული პროგრამებისას მემგონი ნაკლებად, უფრო ჩაწერა გადაწერისას არა? სისწრაფეზე მოქმედებს? 16-32 დიდია სხვაობა?

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 18 2010, 12:43 PM

smart22

ციტატა(smart22 @ 18th January 2010 - 03:23 PM) *
ეგ ქეში რა შემთხვევაშიჭირდება? გაშვებული პროგრამებისას მემგონი ნაკლებად, უფრო ჩაწერა გადაწერისას არა? სისწრაფეზე მოქმედებს? 16-32 დიდია სხვაობა?

კაროჩე ქეში იცი რა არის, ვინჩოს აქვს პატარა RAM და როცა კითხოლობს ინფოს მანდ ინახავს და მერე აგზავნის მაზერთან, ჰოდა რაც მეტია მით უფრო სწრაფია ერთნაირად ბრუნვადი ვინჩოები smile.gif

პოსტის ავტორი: smart22 Jan 19 2010, 08:24 AM

ციტატა(otosaxel @ Jan 18 2010, 01:43 PM) *
smart22

კაროჩე ქეში იცი რა არის, ვინჩოს აქვს პატარა RAM და როცა კითხოლობს ინფოს მანდ ინახავს და მერე აგზავნის მაზერთან, ჰოდა რაც მეტია მით უფრო სწრაფია ერთნაირად ბრუნვადი ვინჩოები smile.gif



ესეც ვხვდებოდი smile.gif

და თავაკის მუშაობის სიჩქარეა ხო მილიწამებით რომ იზომება და ეგეც რა თქმა უნდა რაც ნაკლებია კარგია...


რა მინდა გკითხო... სმარტი როგორ შევამოწმო? სიგეიტი ბარაკუდა მაქვს და ისე ხმაურობს მაგის ცოდვით გული მეწვის... ადრე ლინუქსი მქონდა რა, რაღაც ერთი თვე, მერე წინზე სრული ფორმატი მივეცი და იმის მერე დაეწყო, ამ ბოლოს 2-3 თვე არ ჩამირთავს საერთოდ და ეხლა მაგრა ხმაურობს, თან იშვიათად მაგრამ როგორი ხმაც დასჩემდა იცი? თითქოს ნემსი ხტება, წვრილაზ წკაპს იძახის... ჰო, სატაზეა და 3GB ზე მუშაობს მგონი, მაზერიც უწყობს ხელს და... ადრე დავაყენე და აღარ მახსოვს რა

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 19 2010, 11:26 AM

smart22

ციტატა(smart22 @ 19th January 2010 - 11:24 AM) *
რა მინდა გკითხო... სმარტი როგორ შევამოწმო? სიგეიტი ბარაკუდა მაქვს და ისე ხმაურობს მაგის ცოდვით გული მეწვის... ადრე ლინუქსი მქონდა რა, რაღაც ერთი თვე, მერე წინზე სრული ფორმატი მივეცი და იმის მერე დაეწყო, ამ ბოლოს 2-3 თვე არ ჩამირთავს საერთოდ და ეხლა მაგრა ხმაურობს, თან იშვიათად მაგრამ როგორი ხმაც დასჩემდა იცი? თითქოს ნემსი ხტება, წვრილაზ წკაპს იძახის... ჰო, სატაზეა და 3GB ზე მუშაობს მგონი, მაზერიც უწყობს ხელს და... ადრე დავაყენე და აღარ მახსოვს რა

HDD life ამ პროგათI შეამოწმებ სმარტს smile.gif
http://www.hddlife.com/

სხვა პროგებზე და სმარტის განხილვა თუ გინდა მოდი ცალკე თემა გახსენ და იქ განვიხილოთ wink.gif