თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ Patching CID 49 Phones!

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2007, 06:57 PM

როგორც იცით, CID 49 მობილურების დაპატჩვა საკმაოდ პრობლემატური იყო. განსაკუთრებით ეს ეხებოდათ Sibley-ბაზირებულ ტელეფონებს (მაგ: W810). ხალხს უწევდა წვალება GSlide-ით... ამიერიდან ყველაფერი გამარტივდა smile.gif

მოკლედ გვჭირდება პროგრამა, სახელად http://downloads.wow-info.net/se/tools/setool2lite.rar

გადმოწერის შემდეგ გავხსნით არქივს.
ისევე როგორც სხვა პროგრამებში, ამ პროგრამის გამოყენებისას უნდა დაიცვათ მობილურის შეერთების შემდეგი წესი: გამორთეთ მობილური, ამოიღეთ მეხსიერების ბარათი და SIM ბარათი. დააბრუნეთ ბატარეა თავის ადგილზე, დააჭირეთ C-ს (არ აუშვათ თითი) და შეაერთეთ კაბელი (DCU-60).

გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე:

პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ აქვს თუ არა პროგრამას ჩაყოლებული ე.წ. rest ფაილი თქვენი ტელეფონისთვის. ამისთვის, გაუშვით პროგრამა, დააჭირეთ Identify-ს და შეაერთეთ მობილური. პროგრამის მარცხენა ნაწილში გამოვა ინფორმაცია თქვენი მობილურის შესახებ, მათ შორის ინფორმაცია rest ფაილის არსებობის შესახებ. თუ rest ფაილი თქვენი მობილურისთვის არ აქვს პროგრამას, მივდივართ make_rest საქაღალდეში (setool2lite საქაღალდეში) და ვკითხულობთ readme.txt-ს. ყველფერი მარტივია, იმედია გაიგებთ smile.gif

ახლა კი დაპატჩვა:

1) ვუშვებთ პროგრამას.

2) ვირჩევთ ინტერფეისს (DCU-60-ის შემთხვევაში ვირჩევთ USB-ს).

3) ვირჩევთ სიჩქარეს (სასურველია მაქსიმალური)

4) ვირჩევთ მობილურის მოდელს (ეს არ შეგეშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს)

5) ვუთითებთ პატჩის .vkp ფაილის ადგილმდებარეობას MISC files-ში.

6) ვაჭერთ ღილაკ "Write SCRIPT"-ს და მივყვებით ინსტრუქციებს პროგრამის მარცხენა ნაწილში.

7) პატჩის ინსტალაციის ბოლოს პროგრამა გამოიტანს დაახლოებით ასეთ გაფრთხილებას: Press YES to remove patch, NO to install patch. თუ პატჩის ჩაწერა გინდათ, დააჭირეთ NO-ს, თუ ამოშლა - დააჭირეთ YES-ს.

ესეც სურათი ზემოხსენებული ინსტრუქციებით smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: gio_kiborg Jan 30 2008, 12:45 PM

Power_VANO
SE-ში დიდარ ვერ ვერკვევი და იქნებ ამიხსნა რას უშვება ეგ პატჩი?და ვისი გაკეთებულია-თვითონ SE-ს თუ ენთუზიზსტების?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 30 2008, 05:50 PM

gio_kiborg
პატჩებს ენთუზიასტები აკეთებენ, ძირითადად იმისათვის, რომ მობილური უკეთესად "მოირგო". ეს აქ რაც წერია არის პატჩის დაყენების ზოგადი ინსტრუქცია, თვითონ პატჩები შეგიძლია ნახო მაგალითად აქ: http://mobilefree.ru/patches/ აირჩიე რომელიმე მობილურის მოდელი და გადაათვალიერე პატჩების აღწერილობა. მე პირადად აქტიური მომხმარებელი ვარ პატჩების smile.gif

პოსტის ავტორი: gio_kiborg Jan 30 2008, 07:42 PM

Power_VANO
გასაგებია
მე ნოკიას იუზერი ვარ და პატჩები მხოლოდ ნოკიას ოფიციალური პრეროგატივაა,ენთუზიზსტებს მხოლოდ პროდუქტის კოდის შეცვლა შეგვიძლია (მაგალითად ჩვეულებრივივის MUSIC EDITION-ად გადასაკეთებლად,ან კონკრეტული რეგიონის ფირმვეარის ჩასაწერად-მე მაგალითად არ მქონდა რუსულად წერის საშუალება,სანამ კოდი არ შევცვალე და განვაახლე) ისიც თუ ჭკვიანად არ ვიქნებით დაგვებრიდება ტელე არასწორი ფირმვეარის გამო

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 30 2008, 08:18 PM

gio_kiborg
ვაა smile.gif მაგ მხრივ ძალიან თავისუფლები ვართ SE-ს იუზერები. მობილურის ფაილურ სისტემასთან სრულყოფილი წვდომა არის, + MAIN Firmware-ის დაპატჩვა შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: Chacha Aug 10 2009, 05:22 PM

Power_VANO
შეგიძლია მითხრა რა პაჩები გაქვს? მეც მაინტერესებს, საიტზე დიდად ვერ მივიღე პაჩებზე სრული ინფო, თან ყველას სხვადასხვა მოდელი უწერია

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 11 2009, 06:58 PM

Chacha
უჰ.. რამდენი ხანია მოვწყდი საერთოდ ამ საქმეს, პრაქტიკულად არაფერი მაქვს ახლა. რომ დამჭირდეს, რაღაც-რაღაცების ხელახლა სწავლა მომიწევს ნამდვილად smile.gif

se-nse.net-ის ფორუმია ძალიან კარგი ბაზა ინფოსიც, პატჩებისაც, პროგრამებისაც და ა.შ. smile.gif

პოსტის ავტორი: Chacha Aug 11 2009, 07:08 PM

Power_VANO
მადლობა, ვნახავ