თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web მარათონი _ ქართული ვიდეოგაკვეთილები ARTLESS.GE

პოსტის ავტორი: eleclerc Jan 22 2010, 09:06 PM

Artless.ge - ქართული შემეცნებითი ხასიათის ვებ–საიტი, სადაც იდება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების შესასწავლი ვიდეოგაკვეთილები ქართულ ენაზე. გაკვეთილების უმეტესობა უფასოა. იგეგმება სპეციალური გაკვეთილების გაყიდვაც. საიტი მოიცავს ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი გრაფიკის, ვიდეომონტაჟის და პროგრამირების სფეროებს.

პროექტის მიზნებია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში კომპიუტერული პროგრამების სფეროში განათლების დონის ამაღლებას. მომავალი პროფესიონალების მომზადებას. რადგანაც ვიდეოგაკვეთილები თვითშემეცნების ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, საჭირო გახდა შექმნილიყო ქართულ ენაზეც მსგავსი საშუალება, რომელიც უფასო და ამავე დროს ხელმისაწვდომი იქნებოდა ფართო საზოგადოებისათვის.

პროექტის არაკომერციული ხასიათიდან გამომდინარე მსურველებს უფასოდ შეეძლებათ შეისწავლონ Adobe Photoshop, Adobe Premiere Pro, Sony Vegas, Adobe After Effects, Adobe Dreamweaver, 3DsMax, Cinema 4D და სხვა პროგრამები ვიდეოგაკვეთილების საშუალებით მშობლიურ ენაზე.


http://artless.ge

http://ka.wikipedia.org/wiki/Artless.ge

პოსტის ავტორი: Giena Jan 23 2010, 01:53 AM

eleclerc
მოდით ჯერ გვანახეთ რა შეგიძლიათ და მერე წავიკითხოთ ვიკიპედიაზე :- ) ეხლა მე რომ დავდო ინფო ვიკიპედია ჩემს შესახებ ამით ვისთვის რა შეიცვლება? უბრალოდ ერთი ჩანაწერით ზედმეტი იქნება საიტზე (რომელიც არავის არაფერში არგია!) საიტზე ვიყავი ცარიელია, ჯერ გააკეთეთ და მერე ვიმსჯელოთ ყველამ ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: eleclerc Jan 25 2010, 12:22 PM

ციტატა(Giena @ Jan 23 2010, 02:53 AM) *
eleclerc
მოდით ჯერ გვანახეთ რა შეგიძლიათ და მერე წავიკითხოთ ვიკიპედიაზე :- ) ეხლა მე რომ დავდო ინფო ვიკიპედია ჩემს შესახებ ამით ვისთვის რა შეიცვლება? უბრალოდ ერთი ჩანაწერით ზედმეტი იქნება საიტზე (რომელიც არავის არაფერში არგია!) საიტზე ვიყავი ცარიელია, ჯერ გააკეთეთ და მერე ვიმსჯელოთ ყველამ ერთად smile.gif

ცარიელი არაა, პირველ გვერდზე ჯავასკრიპტითაა გაკეთებული უახლესი ხუთი გაკვეთილი მარტო, ზევით დააჭირე გაკვეთილებს და ნახე, ბევრია და ყოველდღე იდება თითქმის, სხვათაშორის ჩემი სულაც არაა ეგ საიტი, მაგრამ საქართველოში ეგეთი რამე არ არსებობს, ვიდეოგქკვეთილი.ტკ-ს დქ ეგეთებს თუ არ ჩავთვლით, სადაც დესკტოპზე სურათის დაყენებას, პორტის გახსნას და ეგეთ რაღაცეებს გასწავლიან, ამიტომ ჩავთვალე რომ საინტერესო რესურსი იყო და ბევრს დასჭირდებოდა.

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 25 2010, 12:38 PM

eleclerc
Cinema 4D-ს გაკვეთილი ვნახე smile.gif საინტერესოა,ჩემითაც ვცდილობ ეხლა laugh.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 26 2010, 10:15 PM

eleclerc
ხო ეხლა ვნახე, საინტერესოა, მაგრამ მაინც ისეთი გრძნობა მაქვს რომ საიტი ცარიელია biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Jan 27 2010, 06:21 PM

eleclerc
მომწონს! საკმაო რაოდენობის ახალი მიდგომები გაქვთ ქართული ვებ-სივრცისთვის, ახლა ვნახოთ, დროს როგორ გაუძლებთ. smile.gif

პოსტის ავტორი: eleclerc Jan 31 2010, 09:30 AM

მე არ მაქვს, ჩემი საიტი არაა biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 31 2010, 12:50 PM

გადატანილია ვებ-მარათონში.