TechMode (NetMonitor), ჩართვა და განმარტება |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
TechMode (NetMonitor), ჩართვა და განმარტება |
Aug 5 2007, 06:34 PM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
TechMode (NetMonitor)
TechMode არის სონიერიქსონის მობილურ ტელეფონებში ჩაშენებული ინჟინრული პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება მობილური ოპერატორისა და მისი ქსელის შესახებ. შეძლებთ გაიგოთ რა სიხშირეზე მუშაობს თქვენი მობილური ტელეფონი, რა მანძილზე იმყოფებით საბაზო სადგურიდან, როგორია სიგნალის მიღების ხარისხი და ა.შ. TechMode-ს ჩართვა: *585*0000# + Send ან *585*0000 + Call თუ თქვენს მობილურში TechMode-ს ჩართვის კოდის სტანდარტულად მუშაობს, ეკრანზე დაიწერება TechMode Started. TechMode-ს პოვნა შესაძლებელია Activity Menu-ში ან Menu => Settings => Connectivity => Mobile Networks => TechMode. TechMode-ში სამი ჩანართია, GSM Channel, GSM AMR და GSM GPRS. ჩანართებში გადასვლა ხდება > (ჯოისტიკის მარჯვნივ გადაადგილებით) ღილაკით. დავიწყოთ კოდების განმარტება: ------------------------- GSM Channel ------------------------- A BBB CC -DD EEEEF GG HHHH I JJJ K LL MM NNN OO PP QQQ RR SSSS TTT -TT UUU -UU VVV -VV WWW -WW XXX -XX ZZZ -ZZ ლოდინის რეჟიმში ჩანს მხოლოდ გამუქებული კოდები. დანარჩენები ჩანს საუბრის ან ინფორმაციის გადაცემის რეჟიმში. A - მიმდინარე სერვისის ტიპი:
BBB - მიმდინარე არხის ნომერი:
CC - მიმდინარე არხის ნომერი საბაზო სადგურზე -DD - სიგნალის სიმძლავრე (RxLevel): -40dBm...-117dBm. -40dBm ყველაზე ძლიერი სიგნალია. EEEE - Cell ID F - Cell Sector Number GG - DTX HHHH - სხვა არხის ნომერი (?) I - ტაიმსლოტის ნომერი: 0...7 ერთი არხი რვიდან, რომელიც გამოიყენება TDMA ტრაფიკის გადასაცემად. 0 ნომრიან არხზე გადაეცემა სამართავი ინფორმაცია: BCCH, SDCCH და ა.შ. დანარჩენი არხები გამოიყენება ტრაფიკისთვის. JJJ - გადამცემის სიმძლავრე, დიაპაზონი 0...34 dBm K - Bit Error Rate - შეცდომების რაოდენობა, 0-დან 7-ის ჩათვლით. 0 - შეცდომები არ არსებობს. 5-ზე მეტის შემთხვევაში ხშირად იკარგება მოსაუბრის ხმა. RxQual ცხრილი 0---BER < 0.2 (%) 1---0.2 < BER < 0.4 2---0,4 < BER < 0.8 3---0.8 < BER < 1.6 4---1.6 < BER < 3.2 5---3.2 < BER < 6.4 6---6.4 < BER < 12.8 (ამ დროს პაკეტების ნახევარი იკარგება) 7---12.8 < BER LL - Timing Advance. დიაპაზონი - 0...63. ამ პარამეტრის საშუალებით შეიძლება საბაზო სადგურამდე მანძილის გამოთვლა შემდეგი ფორმულით: L=1.11 x TA/2, სადაც L არის მანძილი საბაზო სადგურამდე, TA - Timing Advance. GSM სტანდარტში მაქსიმალური დაშორება სადგურიდან 35.2 კმ-ია, შესაბამისად 1 ერთეული მიახლოებით უდრის 550 მეტრს. Timing Advance: 0; 1; 2; 3; 4; 5...63 მანძილი სადგურამდე: <550 მ; 550-1100 მ; 1100-1650 მ; 1650-2200 მ; 2200-2750 მ; 2750-3300 მ ... 35.2 კმ. MM - No Info. დიაპაზონი - 0...31 (შესაძლოა დაკარგული პაკეტების რაოდენობას აღნიშნავდეს) NNN - საუბრისას გამოყენებული კოდეკი:
OO - No Info. დიაპაზონი - 0...95 (შესაძლოა იყოს RxQual) PP - No Info. დიაპაზონი - 0...83 QQQ - Network Country Code (NCC) RR - ოპერატორის კოდი (MNC) საქართველოს შემთხვევაში: 01 - ჯეოსელი 02 - მაგთი 04 - ბილაინი SSSS - Local Area Code (LAC) TTT -TT UUU -UU VVV -VV WWW -WW XXX -XX ZZZ -ZZ ალტერნატიული არხების ნომრები და სიგნალის სიმძლავრე (RxL) -------------------- GSM AMR -------------------- --- --- --- D ---- U ---- -- YYY ZZZ - - პირველი სამი ხაზი იგივეა, რაც GSM Channel-ში. ბოლო ორი კი განსხვავებულია. YYY - C1 (კორექცია 1) ZZZ - C2 (კორექცია 2) რაც ნაკლებია განსხვავება C1-სა და C2-ს შორის, მით უკეთესია. იდეალურ შემთვევაში C1=C2. ასევე შესაძლებელია, რომ C1=C2=RxLevel პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Aug 5 2007, 07:47 PM -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:58 PM |