მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> Asus Eee PC, განვიხილოთ
domen
პოსტი May 21 2008, 08:51 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



გუშინ ჩამივარდა Eee PC-ს ერთი ეგზემპლარი ხელში (დიდი მადლობა განათლების სამინისტროს) და ორსაათიანი ურთიერთობის შემდეგ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი პირველი სწორი გადაწყვეტილებაა ქართული განათლების კომპიუტერიზაციის სფეროში ..

მალე მოკლე განხილვასაც დავწერ (სრული განხილვა ასე 10 დღეში იქნება), იქამდე კი თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მოწყობილობაზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: May 21 2008, 08:51 AM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი May 21 2008, 02:03 PM
პოსტი #2





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




domen
გილოცავ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
საკაიფო რამეა!

გუშინ საზეიმოდ გამოქვცეს კლასიდან სამს ! მოკლედ კარგის მეტს ვერ გაიგებთ ამ მოწყობილობაზე ჩემგან არა მარტო იმიტომ რომ ნაჩუქარ ცხენს კბილები არ ესინჯება არამედ იმიტომ რომ მართლა მაგარი რამეა და მართლა კარგად გამოიყენებ.
მოკლედ ყუთი რომ დავინახე უკვე მივხდი რომ კარგი რამე უნდა ყოფილიყო, ლამაზი ყუთი იყო, ჩვენს სკოლაშI ყველას შავი მოდელი შეხვდა, ტიპები გაკვირვებული უყურებდნენ რა პატარააო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ერთს მობილიც კი ეგონა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , მარა მე მეგრა მევასა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , სახლში რომ მომქონდა იმაზე ვფიქრობდი სად დამეთრია გარე ოპტიკური დრაივი, მოკლედ მარა ეხლა ნაღდათ გადავიფიქრე იმიტომ რომ არის ვირუსფრაი მეგობრული ინტერფეისი, მარა ვინციდ სდაყენების სურვილი მანც მაქ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , მარა ბეკაპს სანამ არ გავაკეთებ მაი ამბავი არ მოგვარდება.
ე. ი.
მოყვებოდა დამტენი თავისი გამდამყვანით ჩვეულბრივ შტეფსელზე (კონსტრუქცია მომეწონა)
ორი დისკი (მეორე და მესამე ნომერი ანუ რექროვერი და ვინდის დრაივერები)
ვინდის ინსტალაიის ტუტორიალი
მინი გუიდი
დიდი გუიდი
გარანტიის ფურცელი
ბატარეის გამოყენების ორიგინალურად შეფუთUლი ფურცელი
თვითონ ლეპტოპი ნაძოჟნად შეფუთUლი იდო ზემოდან, ის ყველაფერი კი ქვემოთ იდო,

თითონ ლეპტოპს აქვს LAN ბარათIს შეერთების შესაძლებლობა უმავთულო Wi-fi, სამი USB 2.0 (1.1 compitable), გარე VGA პორტი, გარე მიკროფოტის და დინამიკის შესაერთებელი, ასევე ჩაშენებული მიკროფონი და დინამიკი, საამური ხმით (მართლა საკაიფო ხმა აქვს) ;-), და კარტრიდერი SD-ის.
რაც ყველაზე მეტად გამისწორდა იყო ის რომ მუსაობს ინტელის ბაზაზე, და საოცარად 'დიდი' რამი აქვს 512 მბ. ბატარეამ უნდა გაუძLოს 2.5-3 საათი (ნორმალურია), მარა ჩემა ნაკელბხანს გაძლო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ბევრი რამე მქონდა ერთდროულად გახსნილი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
ზემოდან და შიგნით არის განათელბის სამინისროს დაკრული "ნაკლეიკა" (წებოვანა), ასევე შიგნით არის ინტელის "ნაკლეიკა", რაც მაგრად გამისწორდა
ტაუხპადი საკაიფოა მაგრად მუშაობს.
მოკლედ ასწორებს რა!
საღოლ განათლების სამინისტრო!

P. S.
ტაუხადის გვერძე და ნოუთის ქვემოდან ცხელდება? თუ მე გავადინე ოფლი? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი May 21 2008, 02:15 PM
პოსტი #3


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



otosaxel
პირველ რიგში გილოცავთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



ისა და სადმე ხო არ არიგებენ? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ჩვენც მოვუხდით მადლობას განათლების სამინისტროს პრობლემა არაა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

სურათები დააგდეთ აბა ვის როგორი გაქვთ...




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი May 21 2008, 02:22 PM
პოსტი #4





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




da_ta
ციტატა
პირველ რიგში გილოცავთ

მადლობ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
ისა და სადმე ხო არ არიგებენ?

კი სკოლებში 10-11 იმ ბავშვებს ურიგებენ რომლებიც 10-ზე სწავლობენ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
domen შენ ე. ი. ექტერნად ჩააბარე?
ციტატა
სურათები დააგდეთ აბა ვის როგორი გაქვთ...

კი დავაგდებდი, მაგრამ ციფრული აქ მაქ და მობილიდან ვერ გადმომაქ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) (კაბელი არ მოყვა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )
ამას შეხედე:
http://asus.com/products.aspx?l1=24&l2=0&l...007&modelmenu=1
(IMG:http://asus.com/999/images/products/2007/2007_l.jpg)
ოღონდ შავი
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი May 21 2008, 02:28 PM
პოსტი #5


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ესსე იგგი.

ყუთი მშვენივრადაა გაფორმებული, მაგრამ ძალიან დიდია - თავი რომ ავხადე და ხელისგულის სიფართე Eee PC შემრჩა, ცოტა დავიბენი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კომპლექტაციაშია:
  • თავად Eee PC 2G (Surf)
  • ბატარეა მოხსნილ მდგომარეობაში
  • დამტენი
  • ორი CD - Linux Recovery CD და Support CD ვინდოუსისთვის (დრაივერები, იარაღები და ელექტრონული მანუალი)
  • ოთხი ბროშურა - Asus Eee PC Warranty Card (აქ არაფერში გამოდგება), Quick User Guide, User Guide და რაც ყველაზე საინტერესოა - Windows XP Installation Guide, Asus სრულად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე :-)
გახსნამდე ყველაზე თვალშისაცემი მყარი დისკის მოცულობაა - 2 გბ ისედაც არაა ბევრი და თუ ოპერაციულ სისტემას და პროგრამებსაც გავითვალისწინებთ, ახალგახსნილ ნოუთზე 313 მეგაბაიტიღა რჩება თავისუფალი :-) თუმცა ამ პრობლემას იოლად აგვარებს CardReader, რომელსაც 16 გბ-მდე მოცულობის SD ბარათების აღქმა შეუძლია. პროცესორის და RAM-ის მახასიათებლების გათვალისწინებით ძალიან სასაცილო მეჩვენებოდა ფრაზა "Almost instant Startup", მააგრამ ..

ჩართვა მართლა თვალის დახამხამებაში ხდება - სანამ F2-ს მოვძებნიდი კლავიატურაზე (BIOS-ს ჩართვა მინდოდა), სისტემა უკვე ჩაიტვირთა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მომიწია გადარესტარტება (გათიშვა კიდევ უფრო ჩქარა ხდება), კიდევ კარგი, ამჯერად F2-ზე თითი უკვე მედო, BIOS-ში შესვლა აღარ გამჭირვებია :-) თუმცა, 4G-სგან განსხვავებით, რეგულირებადი მხოლოდ IDE მოწყობილობების მაკონტროლირებელი სექცია [და საათი] დამხვდა, პროცესორის სიხშირის გაზრდა-დაკლების შესაძლებლობა ამ სერიაში არ არის.

სტარტაპის შემდეგ დესკტოპის მაგივრად გამოდის ტაბირებული (Tabbed - სხვანაირად ვერ ვთარგმნე) ინტერფეისი, დაყოფილი სექციებად Internet, Work, Learn, Play, Settings და Favorites. ინტერფეისი აბსოლიტურად "თვით-დოკუმენტირებადია" და ზედმეტ ახსნას არ საჭიროებს.

(IMG:http://www.eeeeducation.com/images/asus_homescreen_eeePC_600.jpg)

(IMG:http://www.featuredsystems.com/wp-content/uploads/2008/02/snapshot2.png)

რაც შეეხება პროგრამებს, ვერ იტყვი, რომ ძალიან ბევრია, მაგრამ საშუალო მოსწავლეს ნამდვილად ყველაფერში უნდა ეყოს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აქ არის OpenOffice Word-ის, Excell-ის და PowerPoint-ის ალტერნატივებით, PDF Viewer, ლექსიკონი, Skype, Pidgin, Firefox (v2.0.0.11), File Manager (თუ არ ვცდები, Konqueror), სრული Multimedia პაკეტი ვიდეო, აუდიო და ფოტო კოლექციებთან სამუშაოდ და, ბოლოს, ოთხი თამაში, თითქმის არცერთი არ ვარგა, მაგრამ უსაქმურობა მაჩვენე და თამაშს გაჩვენებო, გექნებათ გაგონილი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ინტერფეისი სწრაფია, როცა საქმე ტაბებს შორის გადართვას შეეხება, მაგრამ პროცესორის სისუსტე პირდაპირ ჩანს დატვირთვის ოდნავ მომატებისას - სრულიად "უსაქმურ" რეჟიმში პროგრამები ჩართვის მოთხოვნიდან 5-15 წამში ირთვებიან, უკვე რომ აღარც ელოდები, ზუსტად მაშინ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ხშირია გაჭედვები მუშაობისასაც ..

შესაძლებელია PC-ს შეერთება დიდ მონიტორთან, თუმცა მაქსიმალური გარჩევადობა შეზღუდულია 1024 x 768 პიქსელზე; ჩემს შემთხვევაში 17''-იანმა მონიტორმა მშვენივრად იმუშავა (თურმე რამხელა განსხვავებაა 10'' (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). მოწყობილობას აქვს სამი USB 2.0 პორტი, რომლებმაც რატომღაც არ იმუშავეს ცოტა მოძველებულ Transcend-ის ფლეშკასთან (სისტემა ცნობდა ფლეშკას, მარგამ ვერ ხსნიდა).

რაც შეეხება კლავს, პატარაა, მაგრამ ეტყობა, დიდი მომავალი აქვს :-) მიჩვევის შემდეგ პრობლემა არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ პირველივე შეხებაზე, ასე თუ ისე, ნორმალური სისწრაფით მოვახერხე აკრეფა. ტაჩპედი გასაგებია, რომ საერთო ზომებში უნდა იჯდეს, მაგრამ ძალიან პატარაა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ისევ გავიხსენებ - პატარა ტაჩპედი მანახე და ... :-)

სამწუხაროდ, ერთსაათიანი დატვირთვის შემდეგ ისე გაცხელდა ქულერის მხარე, რომ მუხლზე დადება უკვე დისკომფორტს მიქმნიდა და, რაც მთავარია, ნოუთმა დამწვარი პლასტმასის სუნი გაუშვა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) საათ-ნახევრის შემდეგ ტაჩპედიც შეუერთდა და უკვე თითით მანიპულირებაც გაჭირდა :-) ვნახოთ, დრომ იქნებ ცოტა მაინც გამოასწოროს ..

მოკლედ, საერთო ჯამში მშვენიერი მოწყობილობაა მათთვის, ვისაც სურს ნებისმიერ ადგილას შეეძლოს საოფისე სამუშაოების შესრულება, ელ-ფოსტის შემოწმება, ინტერნეტში სეირნობა და ბლოგზე და ფორუმებზე პოსტვა, მაგრამ კრიზისის სათამაშოდ, რენდერისთვის და თუნდაც ოდნავ მძიმე პროგრამების გასაშვებად ნამდვილად არ გამოდგება. მოკლედ, იდეალურია მოსწავლისათვის :-)

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვასწარი გამეტესტა Wi-Fi, ქსელი, ჩაშენებული მიკროფონი და დინამიკები და ჩამეტარებინა დამატებითი მოდიფიკაციები.

რაც შეეხება ვინდის დაყენებას, მე გირჩევთ არა XP, არამედ Windows Fundamentals for Legacy PCs (Windows FPL) დააყენოთ (აგერ ტორენტის ბმული).

-----------------------
otosaxel
მე რა შუაში ვარ, ჩემს დას მისცეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე აწი სტიპენდიის იმედზე თუ ვიქნები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თან forum.ge-ზე ხალხმა, ჩაგვივარდება თუ არა ხელში, 100 ლარად ვყიდითო და ველოდები .. (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: May 21 2008, 02:35 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი May 21 2008, 02:55 PM
პოსტი #6





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




domen
ციტატა
ჩემს დას მისცეს

მაშინ შენ დას ვულოცავ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
მე აწი სტიპენდიის იმედზე თუ ვიქნები

(IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
ციტატა
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოვასწარი გამეტესტა Wi-Fi, ქსელი

მაგის გამო გუშინ ნახევარი ქალაქი შემოვირბინე (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ისე თუ იცი რა ადგილებში იჭერს, სადაც მე ვიცოდი აღარსად აღარ იჭერდა (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
ციტატა
კომპლექტაციაშია:

ამის დაწერაზე რაღაზე იწვალე ზმოთ ხომ მეწერა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ჩემ internet-ის ტაბშI ნაკელები soft-ია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
ციტატა
ჩართვა მართლა თვალის დახამხამებაში ხდება

თუ ესე ძალიან გაწუხებს ჩატვირთვის დრო რომ პატარაა ქართული კლავი დააყენე და მერე ორი დღე მოუნდება (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , სანამ ამოცანათა პანელი გაჩნდება (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


ისა და ეგ ფოტოები რომ დადე soft-ი შენთქანაც არის თუ არა ჩემთან მაგ e-book არი იყო და ჩამოქაჩვის მენეჯერშიც არ გაჩნდა, იქ მარტო BIOS-ი ჩანს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
რაც შეეხება ვინდის დაყენებას, მე გირჩევთ არა XP, არამედ Windows Fundamentals for Legacy PCs (Windows FPL) დააყენოთ (აგერ ტორენტის ბმული).

რავიცი მე მიზანში XP Starter Edition მაქვს მოღებული , მარა ვერ ვიშოვე MDNS ვერსია (IMG:style_emoticons/default/sad.gif) , ისე ეგენი ოფიციალური 7-8$ არ ღირს? UGT-ის ოფისი სად აქვს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ისე ამაზე რა OS-იცაა გაშვებული მაგის ბმული ხომ არ გაქვს? ბეკპი როგორ გაუკეთო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
სანამ F2-ს

(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , ეგ იმიტომ რომ ~ კლავიშI F1-ის წინაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მოკლედ მაგარი რამეა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
და ჩვეულრივი ოპტიკური დრავიდან USB დრაივი როგრ უნდა დამზადეს, ანუ მაგის კონროლერის სქემა ხომ არ გაქვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 21 2008, 03:05 PM
პოსტი #7


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



domen
ეჰ.. რა დროს არ ვართ სკოლაში? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ღირდა მე-12 კლასი ჩვენთვისაც ამის ფასად? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ციტატა
რატომღაც არ იმუშავეს ცოტა მოძველებულ Transcend-ის ფლეშკასთან (სისტემა ცნობდა ფლეშკას, მარგამ ვერ ხსნიდა).

ხომ გითხარი გუშინ ერთხელად გადააყენებ მაგ Xandros Linux-ს მეთქი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

Eee PC-ს რაც შეეხება, ცოტა ტეხავს 2G რომ შემოიტანეს, მაგრამ განათლების სამინისტრო რისი სამინისტროა თუ ფული არ დაზოგა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თუმცა, გადაწყვეტილება მეც ძალიან მომწონს. Eee PC-ც ძალიან კარგი რამეა, მაგის გამოყენების უპირველესი სფეროა: მოგზაურობისას და ტორენტები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დატოვებთ ღამე უპრობლემოდ, ელექტრო ენერგიას მიზერულს მოიხმარს, საქმეს კი იგივე წარმატებით შეასრულებს, როგორც თქვენი PC. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი May 21 2008, 03:15 PM
პოსტი #8





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




Power_VANO
ციტატა
Xandros Linux

რათ უნდა გადაყენება რაც იცვლება მარტო მეორე პარტიპციაზე იცვლება და F9 დააჭერ და მეორე პარტიფციას დეფაუტზე აღადგენს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
და ეს ASUS ის OS საიდან გამოვწერო? XANDROS-ის ოფიციალურ საიტზე ფასიანია, თან ასუსის ხელიც არ ეტყობა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

P. S.
ვისაც ეს ნოუთI გამოქცეს ASUS-ის VIP მემბერაობის დათრევა შეგიძლიათ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ორი დღეა apt-get-ზე ვჩალიჩობ რუტიდან და არაფერი არ გამოდის (IMG:style_emoticons/default/sad.gif) , აბა ლუნუქსოიდებო მიშველეთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , არადა სხვა დისტროებზე გამოდიოდა (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 21 2008, 03:20 PM
პოსტი #9


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



otosaxel
ციტატა
მაგის გამო გუშინ ნახევარი ქალაქი შემოვირბინე , ისე თუ იცი რა ადგილებში იჭერს, სადაც მე ვიცოდი აღარსად აღარ იჭერდა

რუსთაველზე (IMG:style_emoticons/default/wink.gif) პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედნის სკვერში...
შარდენზე, ნიკალასთან... აეროპორტში...

ციტატა
რავიცი მე მიზანში XP Starter Edition მაქვს მოღებული , მარა ვერ ვიშოვე MDNS ვერსია

არ გინდა, მერე კიდევ გადააყენებ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ვერ აიტან უბრალოდ და დაიტანჯები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

otosaxel
ციტატა
ვისაც ეს ნოუთI გამოქცეს ASUS-ის VIP მემბერაობის დათრევა შეგიძლიათ

ეგ მარტო ლეპზე კი არა, ასუსის ნებისმიერ ნაწარმზე შეიძლება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დედა დაფა, ვიდეო დაფა, ხმის დაფა...

ციტატა
და ეს ASUS ის OS საიდან გამოვწერო? XANDROS-ის ოფიციალურ საიტზე ფასიანია, თან ასუსის ხელიც არ ეტყობა

გადმოწერით ალბათ ვერ გადმოწერ (support.asus.com -> Download-ზე ნახე აბა, იმედია იქნება), მაგრამ ბექაფსაც ვერ აკეთებთ?

სიტყვაზე ფლეშკით ჩატვირთვა შეგიძლიათ Eee PC-ზე? მე არ მაქვს მაგასთან შეხება რომ ზუსტად გითხრათ რა და როგორ, მაგრამ თU ფლეშკიდან ჩატვირთვას შეძლებთ, მაშინ უმარტივესი იქნება ბექაპი (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: May 21 2008, 03:17 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი May 21 2008, 03:20 PM
პოსტი #10





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




Power_VANO
ციტატა
რუსთაველზე პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედნის სკვერში...

მაქეთ აღარ გავსულვარ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
ციტატა
აეროპორტში...

ნამეტანი შOრია ლოლ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა
ვერ აიტან უბრალოდ და დაიტანჯები

? რატომ? სამი პროგრამზე მეტს რომ არ გამახსნევინებს ეგ ვიცი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , უბრალოდ არ მინდა nlite-თი გადაკეთებული ვინდი ჩავიწერო თორე ამას იმდენამდე დავიყვანდი რომ წაიღებდა უპრობლემოდ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ციტატა
სიტყვაზე ფლეშკით ჩატვირთვა შეგიძლიათ Eee PC-ზე?

კი შეიძLება მარა 1.5 გბ ბეკაპისთვის სახუმარო არაა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , თან სად უნდა გადაიტანო მერე ეგ ბეკაპი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ფლეშკა მაშინ უნდა იყოს კაი დიდი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) თან ინსტალაცია მაინტერესებს მაგ დისტროსი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
ციტატა
გადმოწერით ალბათ ვერ გადმოწერ (support.asus.com -> Download-ზე ნახე აბა, იმედია იქნება), მაგრამ ბექაფსაც ვერ აკეთებთ?

მგონიე ესაა არა?
http://dlsvr01.asus.com/pub/ASUS/EeePC/Eee...008beta0303.rar
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 21 2008, 03:23 PM
პოსტი #11


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



otosaxel
ციტატა
უბრალოდ არ მინდა nlite-თი გადაკეთებული ვინდი ჩავიწერო თორე ამას იმდენამდე დავიყვანდი რომ წაიღებდა უპრობლემოდ

ოპ. მეხსიერებაზე შეზღუდვა რამდენი აქვს? (IMG:style_emoticons/default/wink.gif) აღარ მახსოვს ზუსტად, აღიქვამს 512 მბ-ს?

დომენის მსგავსაც მეც Windows FPL-ს გირჩევ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ან XP დააყენე ჩვეულებრივი და უკვე დაინსტალირებული გაწმინდე, არ იქნება პრობლემა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
რაც შეეხება ვინდის დაყენებას, მე გირჩევთ არა XP, არამედ Windows Fundamentals for Legacy PCs (Windows FPL) დააყენოთ (აგერ ტორენტის ბმული).



ზედა პოსტი ნახე, ზედ მიაწება IPB-მ...


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი May 21 2008, 03:26 PM
პოსტი #12





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




Power_VANO
ციტატა
ოპ. მეხსიერებაზე შეზღუდვა რამდენი აქვს?

?
512-იანი აქვს RAM-ი
ციტატა
აღარ მახსოვს ზუსტად, აღიქვამს 512 მბ-ს?

? ვერ მივხვდი XP- როგორ ვერ აღიქვამს (IMG:style_emoticons/default/huh.gif)
ციტატა
ზედა პოსტი ნახე, ზედ მიაწება IPB-მ...

ვნახე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 21 2008, 03:28 PM
პოსტი #13


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



otosaxel
არა, არა, Starter Edition-ზე გითხარი, აღიქვამს ეგ ვერსია 512 მბ ოპერატიულს? გადავამოწმე ეხლა, აღიქვამს, მაგრამ მაინც არ გირჩევ მაგ ვერსიას, მაინც გადასაყენებელი გაგიხდება (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: May 21 2008, 03:30 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი May 21 2008, 03:38 PM
პოსტი #14





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




Power_VANO
ციტატა
გადასაყენებელი გაგიხდება

ჯერ ვირტუალურზე ვცდი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ისე UGT-ის აქვს ეგ ვერსია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი May 21 2008, 04:18 PM
პოსტი #15


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
სურათები ინტერნეტიდან ავიღე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ის Eee PC, გუშინ რომელზეც ვმუშაობდი, ეხლა ხორვატიაშია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) შეიძლება ეგ 4G-ს სკრინები იყოს ..

ვინდს რაც შეეხება, დაანებე მაგ სტარტერს თავი, FLP ზუსტად მაგისთვისაა გამოშვებული, ხელოვნური შეზღუდვები არ აქვს და ამ PC-ებზე იმუშავებს მშვენივრად; რას ერჩი, ვერ მივხვდი ..

YGT ოფიციალური დილერია, ანუ ექნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პირდაპირ იმათთან გაგერკვია, კი აჯობებდა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

Power_VANO
ამათ ერთხელ მისცეს და სტიპენდიით წელიწადში ორს იყიდი, თან 4G-ებს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ასე რომ, არა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

არა, შანსი არაა, ამ OS-ს არ გადავაყენებ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) პირიქით, უნდა მივდგე და მაქსიმუმი გამოვწურო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ის ფლეშკა მაინც გადასაგდებია დიდი ხანია .. (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

მეც რატომღაც მეგონა, რომ 4G-ებს შემოიტანდნენ ..

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: May 21 2008, 04:18 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი May 21 2008, 06:39 PM
პოსტი #16


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Power_VANO
ციტატა
სიტყვაზე ფლეშკით ჩატვირთვა შეგიძლიათ Eee PC-ზე? მე არ მაქვს მაგასთან შეხება რომ ზუსტად გითხრათ რა და როგორ, მაგრამ თU ფლეშკიდან ჩატვირთვას შეძლებთ, მაშინ უმარტივესი იქნება ბექაპი

კი ჯაჯას ქონდა აღწერილი Hiren's Boot CD-თი ჩატვირთვა ერთერთ ბეჭდვით ჟურნალში, აგერ კიდევ არის ოფიციალური დახმარება მაგ საკითხთან დაკავშირებით, აგერ კიდევ სპეციალურად მაგ ნოუთებისთვის მეთოდი Windows-ის ინსტალაციის მოკლედ შესაძლებელია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


otosaxel
ციტატა
ვინდის ინსტალაიის ტუტორიალი


შეგიძლია რამენაირად მომაწოდო? მაგრად მაინტერესებს ან დამისკანერო, ან ფოტოები გადაუღო ან რაიმე ამდაგვარი?


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი May 21 2008, 07:14 PM
პოსტი #17


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



domen

ციტატა
ამათ ერთხელ მისცეს და სტიპენდიით წელიწადში ორს იყიდი,

თემასთან შესაბამისობისა რა მოგახსენო მაგრამ მაინც უნდა გკითხო:
რამდენი გაქვთ სტიპენდია და რა ღირს ეგ "არმისული ლეპტოპამდე" ?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი May 21 2008, 08:55 PM
პოსტი #18


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Giena
ციტატა
QuoteEndQuoteEEndშეგიძლია რამენაირად მომაწოდო? მაგრად მაინტერესებს ან დამისკანერო, ან ფოტოები გადაუღო ან რაიმე ამდაგვარი?

არ გამოგადგება, ნამდვილად ვიცი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) წერია, შეუერთეთ გარე დამკვრელი, ჩაიტვირთეთ იქიდან და მიყევით ინსტრუქციებსო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ისე, ფლეშკიდან ვინდის ინსტალაციაზე ვიპოვე რაღაც სტატია, მგონი გექნება ნანახი, მაგრამ მაინც ნახე აბა.

da_ta
ჩვენ - თვეში 150 ლარი, ლეპტოპი - $373

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: May 21 2008, 08:56 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი May 21 2008, 10:23 PM
პოსტი #19


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



domen
მაგის მიხედვით მაქვს ჩემი სტატია დაწერილი ზუსტად:-) თუ ნახე უფრო გამართულად და ბევრი ილუსტრაციებით :-)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 22 2008, 03:07 AM
პოსტი #20


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მოკლედ, რადგან EeePC-თი შეგიძლიათ ფლეშკიდან ჩატვირთვა, ფლეშკაზე ჩაწერეთ რაიმე ლაივ CD-ს შგითავსი, ან რომელიმე ბექაპ პროგრამა (Acronis True Image) და მაგით გააკეთებთ მთელი არსებული სისტემის ბექაფს.

domen
ციტატა
ამათ ერთხელ მისცეს და სტიპენდიით წელიწადში ორს იყიდი, თან 4G-ებს ასე რომ, არა

არა, შანსი არაა, ამ OS-ს არ გადავაყენებ პირიქით, უნდა მივდგე და მაქსიმუმი გამოვწურო ის ფლეშკა მაინც გადასაგდებია დიდი ხანია ..

მეც რატომღაც მეგონა, რომ 4G-ებს შემოიტანდნენ ..


4G 50-100$ დოლარით ძვირი ღირს 2G-ზე უცხოეთში, სადაც ფასებს არ ამატებენ უაზროდ. ჩვენთან კი როგორც ყოველთვის, მთავარი პრეცედენტია და არა ხარისხი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნუ, რიგითი მოსწავლე ვერც მიხვდება სხვაობას, მაგრამ ხომ არიან გამონაკლისებიც..

მაგ სტიპენდიას დანიშვნა უნდა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) წელს კი კარგად მიდის საქმეები, ექსპანსიას და ანექსიას წარმატებით ვახორციელებ ჯერჯერობით (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:30 PM