მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
> პრინტერი პოლიგრაფიული ბეჯდვისატვის, არ ვიცი და გამარკვიეთ
jurnali
პოსტი Oct 21 2006, 09:52 AM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 35
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 191



რამოდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობ გავერკვე რომელი პრინტერი მჭირდება და სად ვიყიდო. იქნებ თქვენ იცოდეთ რამე:
პეიჯმეიკერში ვამზადებ 200მგ.ბ მოცულობის ფაილს და დისტილირებულ პდფ-ს ვაგზავნი დასაბეჭდად სხვასთან. ახლა გადავწყვიტე რომ თუ ფულიც მეყოფა, კარგი იქნება მე თვითონ დავბეჭდოთქო. ვიკითხე და ვინც მიბეჭდავს, იმან მითხრა 3000 დოლარი ღირს და ვერ იყიდიო(IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა არ დავიჯერე, მაგრამ რათ გინდა, ვერც ერთ მაღაზიაში ვერ მეუბნებიან კონკრეტულად რა მჭირდება, ამბობენ - ჩვენ არ შემოგვაქვს ის რაც თქვენ გინდათო.
სასურველია 1/3 ფორმატის იყოს და კალკა დაბეჭდოს 300-600 დპი-ზე. როგორც მე მესმის, პოსკრიპტის მხარდაჭერაც უნდა ქონდეს.
იქნებ მითხრად კონკრეტულად რა დასახელების პრინტერი ვეზებო;
სად ვეზებო და რა ფასად;
ღირს თუ არა ნახმარის ყიდვა(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Oct 22 2006, 09:06 PM
პოსტი #2


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



jurnali
კაცოუ თუ მაგ საქმეში ხარ ნუ გადამრიე რავა გუშინდელი დამწყებივით საუბრობ?????

რას ჰქვია 1/3 ფორმატი?? თუ არ დაგვცინი ალბათ იცი რომ პრინტერების უდიდესი ნაწილი გამოდის ქაღალდების შემდეგი სტანდარტებით A3 და A4, შენ რომელზე ბეჭდავ???? ახალ სტანდარტებს აწესებ თუ საერთოდ არ იცი რაზე ბეჭდავ?? პუუბლიკაციებს რა ზომაზე ამზადებ, ახლა არ თქვა A5 თორემ გავაფრენ!

მერეადა 3000$ ფერადი პრინტერები აღარ ღირს შენ თუ საბეჭდი ცეხი გინდა გახსნა მაშIნ დომინანტი ან რომაიორი იყიდე პრინტერებშI კი ყველაზე ძვირ შემთხვვეაშიც კი 150 ან 2000 არ ასცდები.

ახლა ამ შესავლის მერე გამცნობ რომ გარჩევადობა 300 Dpi დღეს რარიტეტია და თუ შენ რაიმე 1900 წელს გამოშვებულ პრინტერს არ იყიდი მაშინ მინიმუმ 600 Dpi გარჩევადობის პრინტერი შეგხვდება.

განსხვავება არის პრინტერებში შემდეგი, სახლის (ასევთქვათ ბიუჯეტური) და საოფისე (შედარებით პროფესიონალური). განსხვავება ფურცლების ამობეჭდვის მაქსიმუმზეა, ასე მაგალიტად HP 1010 ან HP 1020 რომ აიღო სახლისთვის მშვენიერია, მაგრამ მაქსიმუმ დაანგარიშებულია ცხოვრების მანძილზე 15-20 ათასი ფურცლის დაბეჭდვაზე, იასნია დიდმაშტაბიანი საქმეებისთვის არ გამოგადგება, მაშIნ იხედები ისეთი პრინტერებისკენ როგორიცაა HP 5000, ან HP 8000 (კაროჩე ახლა ყველა მოდელს ხომ ვერ ჩამოვთვლი ეძებე 5 ან 8 ათასის მოდიფიკაციებში).

შემდეგი აუცილებელი პირობა, რას ბეჭდავ სურათებს თუ ტექსტს, თუ ტექსტ ბეჭდავ 600 Dpi-ზე მეტიანი პრინტერი პროსტა არ გჭირდება, ერთადერთი თუ კალკაზე ამზადებ დასაბეჭდად დაგჭირდება სარკულად ამოტრიალება, მაგი ფუნქცია რომ გქონდეს, სასურველია PS ენის მხარდაჭერა ჰქონდეს, პრინტერს, მაგ შემთხვევაში ერთ პრიჩკას ჩართავ და პრინტერი თვითონ ბეჭდავს სარკულ ანარეკლში.

შედმეგი აუცილებელი პირობაა კარტრიჯის მოხმარება. ბიუჯეტურები ბეჭდავენ 1 კარტრიჯზე 1500-200 ფარცელს, პირველ კარტრიჯზე რომელიც მოყვება საერთოდ 50%-ს ბეჭდავენ, ეგ სპეციალურადაა გაკეთებული რომ ჩქარა იყიდო ახალი კარტრიჯი და შენგან ფული ამოიღონ. სასურველია პრინტერის კარტრიჯი დატენვას ექვემდებარებოდეს, უფრო იაფად გამოხვალ, მაგრამ თუ კონკრეტული მოდელის პარაშოკი არ იშოვება სხვა მიახლოებული ფხვნილის ჩაყრა უარეს ანაბეჭდს მოგცემს ამ შემთხვევაში დატენილი კარტრიჯი გამოგადგება კორექტურის ამოსაბეჭდად.

ნახმარის ყიდვა ღირს, მაგრამ უნდა ნახო რამდენი ფურცელია ამობეჭდილი და რა დღეშია მექანიკა და როლიკები, ასევე ფეჩი და პლიონკა ხომ არ არის დაზიანებული, ჩემს თვალწინ გაიყიდა პრინტერი რომელსაც ყველა რეზინის და პლასტმასის კბილანები დაზიანებული ჰქონდა, 2-ჯერ პლიონკა იყო გამოცვლილი და 245 ათასი ფურცელი ჰქონდა ამობეჭდილი, მაგისთანის ყიდვას ჯობია მტკვარში გადახტე. მაგრამ არის შემთხვევების როდესაც ერთერთი ახლობელი ყიდიდა 2 თვის ნახმარ პეინტერს რომელზეც სულ 500 ფურცელი იყო ამობეჭდილი და პრინტერი ვეჩნა ცელოფანში იყო გახვეული. მტვერიც კი არ ედო. ასე რომ გააჩნია სიტუაციას, შეიძლება სრული ქაქი იყოს და შეიძლება რაიმე გაჭირვების გამო იყიდებოდეს.

გარჩევადობა 1200 დაივიწყე, შენ ცხოვრებაში არ დაბეჭდავ მაგ გარჩევადობით, ის სტამბები რომლებიც კალკიდან ამობეჭდილებს იყენებენ 1200 წერტილიან კალკაზე ნადღაბნს ბეჭდავენ, რადგან ფორმაზე ამოწვისას ანაბეჭდში ნამეტანი წვრილი წერტილებია, ასე რომ ისევ 600 მოგიწევს ბეჭდვა, 1200 და 2400 თუ გინდა ეგრევე ფირებზე ფიქრობ, ან პირდაპირ კომპიდან სტანოკზე ბეჭდვას (თბილისში ეგეთიც არის, მაგრამ ფირების გამოუყენებლობა სგაიაფებას არ ნიშნავს!!!).

კაროჩე რა ახლა შენ თქვი რომ არიქა რაცხა მინმდა და მითხარით რამეო და ამასობაშI არც ზუსტ მონაცემებს იძLევი და არც არაფერი, პირიქით რაღაც 1/3-ზე ლაპარაკობ.

პირველ ჯერზე ეს ინფოც გეყოფა, თუ რაიმეს დაკონკრეტება გინდა იდეა ჩამოაყალიბე და ადამიანურად თქვი თუ ტექნიკურ ტერმინებში არ ერკვევი, სულაც არაა საჭირო რაღაც ახალი გამოიგონო და ისე შეეცადო ახსნას!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
jurnali
პოსტი Oct 23 2006, 02:55 PM
პოსტი #3


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 35
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 191



თავი სრული დებილი მგონია იმდენი იხალისე ამ 1/3-ზე(IMG:style_emoticons/default/smile.gif) კარგი რა, ეს უბრალო შეცდომაა. კი ბატონო, A3-ს ვგულისხმობდი(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ახლა, რა მინდა მე:
HP LaserJet 5000 Series PS ამ პრინტერისტვის ვამზადებ პუბლიკაციას რომელიც A5 ფორმატისაა
ციტატა
პუუბლიკაციებს რა ზომაზე ამზადებ, ახლა არ თქვა A5 თორემ გავაფრენ!

(არ გააფრენ, ასეა(IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა პატარა ბროშურები არ გინახავს?) სტამბა მთხოვს რომ კალკა 300 Dpi -ზე დაიბეჭდოს, 600 Dpi-ისაც ეშველება მაგრამ ზუსტად ეს პრინტერი ვერსად ვერ ვნახე. თანაც საქმე იმაშია, რომ სტამბისვე თხოვნით, კალკა იბეჭდება A3 ფორმატზე, რომელზეც 4 A5 გვერდია განთავსებული: 2 ქვემოთ და 2 ზემოთ ამოტრიალებული, ხომ მიხვდი, მერე დაბეჭდილი ფურცელი შუაში იკეცება და მორჩა. ასე რომ 24 გვერდიანი A5 ფორმატის ბროშურა PageMaker-ში სულ 6 გვერდს იკავებს და კალკაც შესაბამისად 6*4=24 ცალი მჭირდება. ყველა გვერდზე ფოტო იბეჭდება.
მე უბრალოდ მაინტერესებს, ვინმემ თუ იცით სადმე რომ იყიდებოდეს ისეთი პრინტერი მე რომ მჭირდება და დაახლოებით რა ეღირება ეს პოლიგრაფიული სიამოვნება(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
jurnali
პოსტი Oct 23 2006, 03:07 PM
პოსტი #4


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 35
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 191



ხო ja_ja დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Oct 23 2006, 04:56 PM
პოსტი #5


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



მოკლედ მგონი ჩემს მეტი არავინ წერს ამ კითხვაზე აპსუხს :-)

კაროჩე A5-ის იდეები და A3-ის დალაგება ახალი არაა, რამდენი წელია მაგას ვაკეტებ, მაგრამ მე გირჩევდი შემდეგს.

1. დააფურთხე შენს სტამბას, კი მესმის A3 მაგარია, მაგრამ ძვირი ღირს ეგეთი პრინტერები. სტამბისთვის კი დიდი პრობლემა არაა თუ A4-ებზე მიუტან დაბუკლეტებულ პუბლიკაციას, როგრორმე ახლა გაინძრნენ და ერთ გვერდს მეორე ამორტიალებული დაუმიზნონ. დღემდე დიდი რედაქციების 60% A4-ზე ზის, აგერ ტელეპროგრამების გაზეთებს დააკვირდი შუაში ყველა გაზეთი გაჭრილია და ისეა დაბეჭდილი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , გინდაც ცნობილი "სარკე: აიღე - დოლო თვეების ამბავი არ ვიცი და ერთი წლის წინ რომ ისევ A4-ზე იჯდნენ ვიცი. ასე რომ არ მესმის სახლის მომხმარებელი არტომ უნდა აყვეს სტამბის ცხვირაპრეხილ მოთხოვნას და რატომ უნდა იყოდოს ისეთი პრინტერი რომელიც ბევრ ორგანიზაციას არ აქვს. თუ ისინი მაგაში არ ხარჯავენ ფულს შენ რა ბევრი გაქვს???

2. გირჩევ რაიმე ახალი PS პრინტერი ნახო A4 ფორმატზე. საუკეთესო არჩევანი ადრე იყო HP 1200, მაგის კარტრიჯები უპრობლემოდ იტენებოდა და ფხვნილიც იშოვება, მაგრამ ეს HP 1300-ების კარტრიჯები დაცულია (ნუ დიდი არაფერია ტყდება, ქაღალდს შეაცურებს კონტაქტებში და ვსიო) მაგრამ პარაშოკი კონკრეტულად მაგ პრინტერისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ მარტო კარტრიჯებად იყიდება. კაროჩე აგას განსხვავებული აგხურების და მუშაობის გრაფიკი აქვს რის გამოც სხვა ფხვნილები შედარებით მკრთალ ანაბეჭდს იძლევიან. იგივეა 1018 და 1028 თუ რაღაც მაგდაგვარი რომ არის, თან მაგათ 20-22 ათასი აქვთ გამომუშავების ლიმიტი (თვეში მაქსიმუმ 2000), მერე ქინძდებიან.

3. ნუ გადაყვები ქსელურ პრინტერებს ფასი მოშნად იზრდება სარგებელი კი დიდი არ არის, მითუმეტეს თუ სახლში მუშაობ, ასევე შეეშვი 2000-ის სერიას, არ ვიცი რატომ ღირს ეგ სერია ასეთი ქაჯური ფასი, პრინტერები 700-800 დოლარს უტყაპუნებენ. კაროჩე ოპტიმალური არის 1000-იანის სერია (იდეაშI პრინტერების ფასი 400$-ს არ სცდება, ისიც გატრაკებული ვერსიის შემთხვევაში), მთავარია PS-ის მხარდაჭერა ჰქონდეს.

4. რაც შეეხება 300 Dpi-ს, ნუ უჯერებ მაგათ, დამიჯერე ტექსტის ბეჭდვისას მაგას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თუ არ ტქმა უნდა 150 Dpi-ზე არ ბეჭდავ, ხოლო სურათის ბეჭდვისას იღებ საშინელ ზერნოს. ანუ დაპიქსელებულია სურათები როგორც ძველ "კომუნისტის" გაზეთში. სხვათაშორის ეგ მოსწონდათ Quarc-ის მე-3 და მე-4 ვერსიაში ისიც კი არ იცოდნენ რომ პროგრამას კონფიგურირება უნდა და მერე სურათებს 300 Dpi-ზე არ დაბეჭდავდა :-).

5. 300 Dpi სურათებზე ახლავე გეტყვი რისთვისაა საჭირო, მაგ დროს ხდება სურათის გრადაციის დიდი წერტილების ფორმირება. მაგალითად რომ შეადარო იგივე ანაბეჭQდი 600 წერტილიანს შედარებით სუფთად გამოიყურება, ხოლო 1200-ზე კი პრიალა და გლადკია, მაგრამ სტამბაში თუ აპარატურას დასხივება ფორმაზე 600 მეტად არ შეუძლია, მაშინ მაღალი გარჩევადობით დაბეჭდილ წერტილებს სტამბის სტანოკი ვერ აღიქვასვ და იმის მაგივრად რომ ანაბეჭდი მიიღოს რეზინის ბარაბანი გამოსახულებაზე დასრიალებს, შედეგად გადღაბნილი გამოსახულება მიიღება. კაროჩე სტამბა იყენებს ძველისძველ სტანოკებს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მიაყენე კედელტან და დახვრიტე, ნ სხვა სტამბა ნახე, დრეს თბილის ერთი დიდი სტამბაა :-) ასე რმ ალტერნატივის ნახვა არ გაგიჭირდება.

6. ბოლო ბოლო თუ ძალიან გინდა ეგეთი დიდწერტილოვანი დაბეჭდვა შეგიძლია პრინტერის PPD ფაილი გამოიყენო, ანუ პრინტერის დრაივერს კომპლექტში მოყვება PPD ფაილი, ეგ არის პრინტერის კონგიგურირების ფაილი. შენ თუ PM-ს იყენებ, მაშინ ეგ ფაილი უნდა ჩააგდო მისამართზე:
C:\Program Files\Adobe\PageMaker 7.0\RSRC\UKENGLSH\PPD4
ან
C:\Program Files\Adobe\PageMaker 7.0\RSRC\USENGLSH\PPD4
კაროჩე გააჩნია როგორ დააყენე PM-ი, რა თქმა უნდა ქართული ასოებისთვსი ჯობია International English-ი ამოირჩიო ინსტალაციის დროს, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მაგას ყურადღებას არ აქცევს, აინსტალირებს რაც არის ჩართული, ანუ US English და მერე ქართული ასოების გადატანაზე პრობლემა აქვთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

კაროჩე ამ ფაილის გადაწერის შემდეგ, PRINT მენიუში პრინტერის დასახელების შემდეგ გაქვს ჩამოსაშლელი მენიუ PPD, მანდ აირჩიე შენი პრინტერის შესაბამისი PPD ფაილი. დაჟე 8000-ის სერიის დროს მაქსიმუმ LPI იქნება 85-105 ეგ უზრუნველყოფს კაკრას 600 წერტილით მუქ ბეჭდვას, მაგრამ 300 Dpi-ის პონტში დიდი წერტილების გამოსახულების ფორმირებას. იდეაში ეგ არის ჩანელის დახრის კუთხე, ნუ თუ არ იცი მაგის ახსნას აღარ დავიწყებ თორემ ხვალამდე ვერ მოვრჩები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კაროჩე ხომ გაგიგია მუარს და სეტკას რომ ეძახიან, აი მაგი არეგულირებს მაგას, თუ FreQuency 150-ის მაშინ იღებ სერიოზულ ნაბეჭდს, მაგალითად მაგთის ან ჯეოსელის ბუკლეტების დონეს, მაგრამ თუ ახვედი 200 LPI-ზე, მაშინ მიიღებ უცხოური ჟურნალებისნაირ პრიალა გამოსახულებას, მაგრამ ეგ ფერდაშლის სტანოკებზეა ეგეთი მნიშვნელობები, იასნია გარჩევადობაც მაგ დროს მაღალი უნდა იყოს ამორჩეული და არა საცოდავი 600 და 1200 DPI, პრინტერებზე მაქსიმუმი რაც მინახია ეგ არის LPI 105, მაგაზე მეტი არ მინახია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

პირიქით თუ პრინტერზე ფერად გამოსახულებას ბაბეჭდინებ ხოლმე USE PPD-ს ვათიშინებ ხოლმე და პროგრამულად ვაწერინებ 150 LPI-ს რომ შედარებით ნორმალური გამოსახულება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაშi კალკაზე PPD-თი და 85 ან 105 LPI-ით მიიღებ ვებერთელა სეტკით დაბეჭდილ გამოსახულებას. გამპარვია და ვიცი რა საშინელებაც არის :-). მარა შენს სტამბას იმენნო ვიცი რომ მოეწონება :-). ოღონდ დამიჯერე მაგის გამოყენება მხოლდო შავთეთრზე ღირს, ფერადზე არ მიქარო ანაბეჭდზე ხალხი რწყევას დაიწყებს :-) ახლა ხელთ არაფერი არ მაქვს თორემ დაგისკანერებდი და გაჩვენებდი.

მოკლედ იმედია ეს ინფო საკმარისია.

P.S. ჰო მართლა თუ ვენებს იჭრი და ძალიან გინდა, ვიცი რომ ერთი ყიდიდა HP 5000-ს და თუ გინდა გაგიგებ ყიდის კიდევ უ არა, მარა ვიცი რომ 1000 პრეზიდენტზე მეტი ეღირება. იდეაში ნახმარია, მაგრამ 500 გევრდამდეა მგონი ამობეჭდილი. რედაქციას ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ ის რედაქცია დაიხურა 3 ნომრის გამოშვების მერე და ახლა ტიპს სახლში უდევს და დასტირის :-)
Go to the top of the page
 
+Quote Post
jurnali
პოსტი Oct 23 2006, 10:10 PM
პოსტი #6


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 35
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 191



შენი ახსნის შემდეგ ვენებს ნამდვილად არ გადავიჭრი მაგ პრინტერზრ, მითუმეტეს, რომ დღეს უკვე შემომთავაზეს 2, ერთი - 1100 დოლარად, მეორე 1000-ად. ამდენი ფულის გადაყრას ჩემს პაწაწინატირაჟიან პუბლიკაციაში არ ვაპირებ.
კიდევ შემომთავაზეს HP 6 MP.200$. 500 ფურცელი აქვსო დაბეჭდილი. საიტებზე ვეძებე, ვიკითხე რაგაც ანოტაციები, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავიგე(IMG:style_emoticons/default/smile.gif) შენ რას იტყვი ოოო რკინაკავეულის გურუ ჯა_ჯა?. ღირს ვიყიდო?

შენს რჩევას გავითვალისწინებ.

ჩემთან FreQuency 60-ია.

იცი რა, ხუთშაბათს რომელიმე სააგენტოში კომპინფოსთვის ჩემს ბუკლეტს დავტოვებ საჩუქრად, მომდევნო ნომერს მონაცემებს შევუცვლი და ისე დავბეჭდავ. იმასაც დაგიტოვებთ(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნახე. უღრმესი მადლობა(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
პირადად შენ ja_ja ძალიან ბევრჯერ დამეხმარე, არც იცი ისე(IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ხო, სხვებს რაც შეეხება, თუ არ წერთ, ხომ კითხულობთ მაინც, გეგულებათ სადმე PS პრინტერი A4 ფორმატზე, 1000-იანი სერია?(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
RIPPER_RUNA
პოსტი Oct 24 2006, 08:09 AM
პოსტი #7


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: DARTH მოდერი
პოსტები: 180
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2



რას ლაპარაკობ - 6P არ იყიდო. ანტიკვარიატია. მაგის კარტრიჯის შოვნა მალე საერთოდ შეუძლებელი გახდება. ეს იგივეა, რომ დღეს წახვიდე და ლამფიანი ტელევიზორი შეიძინო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jurnali
პოსტი Oct 24 2006, 10:07 AM
პოსტი #8


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 35
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 191



ციტატა(RIPPER_RUNA @ Oct 24 2006, 08:09 AM) [snapback]4929[/snapback]

რას ლაპარაკობ - 6P არ იყიდო. ანტიკვარიატია. მაგის კარტრიჯის შოვნა მალე საერთოდ შეუძლებელი გახდება. ეს იგივეა, რომ დღეს წახვიდე და ლამფიანი ტელევიზორი შეიძინო.

ხო არა?! არადა კაცი დგეში 8-ჯერ მირეკავს(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Oct 24 2006, 11:32 AM
პოსტი #9


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



jurnali
ციტატა
ხო არა?! არადა კაცი დგეში 8-ჯერ მირეკავს

ახლა თვითონ თუ გირეკავს და ვენებს იჭრის ფაქტია შემოტენვას ცდილობს ასე რომ დაივიწყე.

რაც შეეხება:
ციტატა
იცი რა, ხუთშაბათს რომელიმე სააგენტოში კომპინფოსთვის ჩემს ბუკლეტს დავტოვებ საჩუქრად, მომდევნო ნომერს მონაცემებს შევუცვლი და ისე დავბეჭდავ. იმასაც დაგიტოვებთ ნახე. უღრმესი მადლობა

იდეა ვერ გავიგე რაიმე ბუკლებს აკეტებ ჩვენზე, თუ შენსას გვთავაზობ და რომელ სააგენტოზე იძახი???
Go to the top of the page
 
+Quote Post
jurnali
პოსტი Oct 24 2006, 01:01 PM
პოსტი #10


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 35
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 191



თქვენზე არაფერს არ ვაკეთებ სამწუხაროდ. რასაც ვწერ: A5 ფორმატი და პრინტერი და დახრის კუთხეები და რამეები.... ამ ყველაფერს ხომ რაგაც პროდუქციისათვის ვიყენებ, ხოდა მაგ პროდუქციას - პატარა ბუკლეტს დავტოვებ თქვენთვის სააგენტოში - პრესის გამავრცელებელთან რომელიმესთან, მაგალითად პლანეტა-ფორტეში. რედაქცია ხომ აკითხავს თავის გაზეთს ანგარიშსწორების დროს, ხოდა იქედან წამოიღებს. ისე, სანახავად, საჩუქრად(IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ მოგეწონება მითხარი. მეორე ნომერზე ბეჭდვის პარამეტრებს შვცვლი და იმასაც გამოგიგზავნი ნახეთქოო. ახლა გაიგე?(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Oct 24 2006, 02:45 PM
პოსტი #11


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



jurnali
იასნია!

რაც შეეხება პრინტერს ახლა მგონი ყველაზე კაი პონტია 1320 და 1022 ეგენი არის ALTA-ში, პროსტა 1022-ზე ნაღდად არ ვიცი აქვს თუ არა PS-ის მხარდაჭერა, ეგ გაარკვიე.
ნუ 1320 უკეთესია მგონი და დაგიჯდება სადღაც 350-380$-მდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:59 AM