კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
Apr 26 2009, 10:11 AM
პოსტი
#1
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
უკვე ერთი კვირაა პრობლემა მაქვს... რაც შემდეგში გამოიხატება.
ყოველ დღე რომ ვრთავ კომპს კეისი ირთვება მაგრამ გამოსახულება (ბიოსის ინფორმაციაც) არ იტვირთება, მონიტორი თითქოს დასვენების რეჟიმშია. რესტარტის ან გათიშვა ჩართვის შემდეგ მუშაობს მთელი დღე გამართულად... რომ გავთიშო ერთი ორი საათით პრობლემა არაა ჩაირთვება. იყო შემთხვევა რომ სისტემა ჩაიტვირთა გამოსახულების არ ქონის მიუხედავად, ხმა და კლავიატურა მუშაობდნენ რადგან ალტF4-ით დავარესტარტე და გავთიშე.(მასეთი დარესტარტების მერე მაინც არ გამოჩნდა) მაზერია P5P800 ეხლა რაც მოვიმოქმედე ამ კვირის მანძილზე. 1) კეისი გავწმინდე მთლიანად მტვრისგან, ჰარდები ამოვიღე სათითაოდ და დავაბრუნე ადგილზე. კონტაქტები შევამოწმე... 2) ანტი ვირუსი შევცვალე ახლით (მეყენა ავირა/ნოდ და დავაყენე კასპერსკი) ვირუსი არ ამოუგდია. 3) ოპერატიულები დავტესტე MemTest 3.7 და Memtest86+ არცერთს შეცდომის ერორი არ მოუცია. 4) მონიტორი მუშაობს სხვა კეისთან... 5) ჩემ კეისში სხვა ვიდეო კარტა ჩავდე და არ ჩაირთო ერთხელ... (ე.ი. ვიდეო კარტის ბრალი არ უნდა იყოს) 6) ჩემმა კეისმა სხვა მონიტორთან იგივე გააკეთა... არ ჩაირთო (ე.ი კეისშია პრობლემა) 7) ვინდოუზი გადავაყენე ახლიდან... (დავაფორმატე მარტო ც-დისკი) 8) ბიოსის ელემენტი შევცვალე ახლით და ჯამფერით ჩამოვყარე დეფაულტზე. სხვა რა გავაკეთო არ ვიცი... |
|
|
Apr 26 2009, 10:42 AM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
wass
უბრალოდ იმიტომ ვპოსტავ, რომ (როგორც მოდერმა :-)) მადლობა გადაგიხადო! ესეთი დალაგებული პოსტი იშვიათად შემხვედრია :-) პრობლემას რაც შეეხება, ადრე მქონდა მეც ეგეთი და ვერ ვიხსენებ ვერაფრით, როგორ მოვაგვარე, თუ გავიხსენე, გეტყვი აუცილებლად (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ერთს კი გირჩევ - თავი რომ დაიზღვიო, ცოტა ხნით CD/DVD და დამატებითი HDD-ები (თუ გაქვს) გამოაერთე და ისე სცადე, იქნებ კვებასთანაა დაკავშირებული. ხომ, კიდევ ვიდეოდაფის სტრეს ტესტიც გააკეთე, ძალიან ცოტა შანსია, მაგრამ იქნებ ის მეორე ვიდეოც არ იყო ფორმაში :-) და MalwareBytes-ის Anti-Malware-იც სცადე, ძალიან კარგი სკანერია. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Apr 26 2009, 10:44 AM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Apr 26 2009, 11:54 AM
პოსტი
#3
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
ვიდეოდაფის სტრეს ტესტიც გააკეთე როგორ და რითი კეთდება რომ არ ვიცი... CD/DVD და HDD ორივე თითო მიყენია და მაინც გავთიშო? (მაგ ორთავეს კვების კაბელები შევუცვალე ერთზე იჯდნენ ორივენი და ეხლა ცალცალკე არიან). ვინჩესტერის გარეშე რომ ჩავრთო რას უნდა დავუკვირდე... შეიძლება რომ მემორი ტესტებს რამე გაპარვოდათ? ვენდო ბრმად? 4 ცალი მიყენია დუალში და ხომ არ ჯობია ყოველ ჯერზე ორი ამოვიღო და 2 დავტოვო. MalwareBytes -მაც დაასკანერა და არაფერი არააო... |
|
|
Apr 26 2009, 04:02 PM
პოსტი
#4
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
wass
1) Welcome (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰოო, ადვილი სადიაგნოსტიკო პრობლემა არ გქონია. რადგან რაღაც-რაღაცები უკვე შეამოწმე, მაშინ 1) ოპერატიულების ბრალი ნაკლებადაა, MemTest86+ 3-4 PASS თუ გაიარა უშეცდომოდ, ე.ი. მაგ მხრივ რიგზეა ყველაფერი. 2) ვიდეო დაფაც რადგან სხვაზე გატესტე და იგივე პრობლემა მოხდა, გამოვრიცხოთ. მივადექით დედა დაფას. მაგრამ სანამ ამას დავადანაშაულებდეთ, როგორც დომენმა თქვა, შეიძლება კვების ბლოკის ბრალი იყოს. რა კვების ბლოკი გაქვს? ზუსტი მოდელი დაწერე თუ შეგიძლია. სცადე და გათიშე HDD და CD/DVD, უბრალოდ კვების კაბელები გამოაძრე და ისე სცადე ჩართვა. დედა დაფამ POST ტესტი უნდა გაიაროს, უბრალოდ დაგიწერს რომ ვერ ჩავიტვირთები, დისკი მინდაო. თუ HDD/CD/DVD-ს გათიშვამაც არ უშველა, დარჩა ორი - ან კვების ბლოკს სერიოზული პრობლემა აქვს, ან დედა დაფას. თუ სხვა კვების ბლოკზეც გატესტავ შენს სისტემას (ისეთზე, შენსაზე ძლიერი ბლოკი რომ იყოს), კარგი იქნება ძალიან. -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 26 2009, 06:34 PM
პოსტი
#5
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
ჰოო, ადვილი სადიაგნოსტიკო პრობლემა არ გქონია. აბაა... მთელი კვირა ჰარდზე სტატიების კითხვას ვუნდები... ცუდი ისაა რომ პრობლემა მარტო დიდი ხნის შესვენების მერე რომ იჩენს... ე.ი. დილით ერთი ცდის ჩატარების საშუალება მაქვს და შემდეგ ტესტისთვის მეორე დღეს უნდა ველოდო.ყველაზე მაგრა ის მიკვირს რესტარტის მერე რომ მუშაობს მთელი დღე უპრობლემოდ. მაზერიც ფუნქციონალურად მუშაობს... შეერთებული მაქვს USB-ვებ კამერა, ფლეშკებს ხედავს... თან სპეციალურად დიდხანს ვამუშავებ რომ რამე გააკეთოს. რა კვების ბლოკი გაქვს? ზუსტი მოდელი დაწერე თუ შეგიძლია. 500 ვატიანი KME PH500 ATX active PFC 24+4 pin
|
|
|
Apr 26 2009, 07:28 PM
პოსტი
#6
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
wass
პირველ რიგში ვიმეტიჩრებ, დომენს შევუერთდები და მადლობას გადაგიხდი კარგად ჩამოყალიბებული კითხვისთვის. უიშვიათესია, საერთოდ ქართული ნეტისთვის. გეტყობა კითხულობ თემატურ ლიტერატურას! რაც შეეხება პრობლემას, ეგეთი შემთხვევა ერთხელ მქონდა როცა ჩემს უსუსტეს მაზერბორდზე ოპერატიულების ასაჩქარებლად ხიდებს სიჩქარე მოვუმატე. მახსოვს რესტარტის შემდეგ ბრმათ, მეხსიერებით მომიწია ბიოსში ძრომიალი და მწარმოებლის დეფაულტებზე ჩაოყრა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ როგორც ჩანს მაგის ბრალი არაა შენს შემთხვევაში! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
Apr 26 2009, 08:10 PM
პოსტი
#7
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
აბაა... მთელი კვირა ჰარდზე სტატიების კითხვას ვუნდები... ცუდი ისაა რომ პრობლემა მარტო დიდი ხნის შესვენების მერე რომ იჩენს... ე.ი. დილით ერთი ცდის ჩატარების საშუალება მაქვს და შემდეგ ტესტისთვის მეორე დღეს უნდა ველოდო. ყველაზე მაგრა ის მიკვირს რესტარტის მერე რომ მუშაობს მთელი დღე უპრობლემოდ. მაზერიც ფუნქციონალურად მუშაობს... შეერთებული მაქვს USB-ვებ კამერა, ფლეშკებს ხედავს... თან სპეციალურად დიდხანს ვამუშავებ რომ რამე გააკეთოს. 500 ვატიანი KME PH500 ATX active PFC 24+4 pin იდეაში, მაგას ჰქვია Cold Boot-ის პრობლემა. ანუ "ცივი" სისტემა როცა არ ირთვება. ერთი-ორი რესტარტი და ყველაფეირ რიგზეა ხოლმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აჰა, კვების ბლოკი გასაგებია. ეხლა შენი კომპის კონფიგურაციასაც თუ ჩამოწერ რომ შევაფასოთ რეალურად რამდენად სამყოფია ეგ კვება შენი კომპისთვის, მთლად კარგი იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 27 2009, 07:54 AM
პოსტი
#8
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
კონფიგურაციასაც თუ ჩამოწერ რომ შევაფასოთ რეალურად რამდენად სამყოფია ეგ კვება შენი კომპისთვის, მთლად კარგი იქნება თვითონ კომპი რაღაც სასწაული არ არის რომ ვერ გაქაჩოს მაგ კვებამ თუ საღ ჭკუაზეა. რაზგონზე არ ვამუშავებ რადგან გაგრილება არ მიწყობს ხელს... 3 წლის მანძილზე კვებასთან პრობლემა არ მქონია... ერთი ისაა საერთოდ ზაფხულობით მაგარი ცხელდება კვებაც და მთლიანად კეისი ამიტომ სულ გახსნილი მაქვს. მიუხედავად მაგისა კონდესატორები დაბერილები არაა.LGA775 P4 2.66/1M/533 თავის დროზე კვება ქულერ მასტერის მინდოდა მაგრამ 24+4 pin-ზე მაშინ მარტო ეგ იყო და შემრჩა მასე.Asus p5p800 RAMDIMM 4x256mb 1GB HDD WD 80GB sata video FX5500 256mb DVD Combo ASUS IDE KME PH500 24+4 pin როგორც წინა დღეს მირჩიეთ ვინჩესტერი და დისკავოდი გავთიშე კვებიდან მხოლოდ,იდე და სატა შლეიფები შეერთებული იყო. გამოსახულება არ გამოსულა, გამოვიდა ჩამრთველი ღილაკის ხელმეორედ დაჭერის მერე (რესტარტი არ მიმიცია). იდეაში ესეთი რაღაც მაქვს, მაზერზე რომ გადავაადგილო რესეტის>პაუერის შნურები და ჩამრთველი გახდეს რესეტის ღილაკი... შეიძლება? (კი მითხრეს რომ ღილაკში არ იქნება პრობლემაო, დენს საერთოდ ვერ მიაწვდიდაო მაგრამ...) |
|
|
May 3 2009, 11:29 AM
პოსტი
#9
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
იდეაში ესეთი რაღაც მაქვს, მაზერზე რომ გადავაადგილო რესეტის>პაუერის შნურები და ჩამრთველი გახდეს რესეტის ღილაკი... შეიძლება? (კი მითხრეს რომ ღილაკში არ იქნება პრობლემაო, დენს საერთოდ ვერ მიაწვდიდაო მაგრამ...) კი, იდეაში მსგავსი რამის გაკეთება შეიძლება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ტექნიკურად განსხვავება არ უნდა იყოს მაგ ორი ღილაკის მუშაობის სპეციფიკაში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) სხვაობა დედა დაფიდან იწყება. -------------------- I do it from behind...
|
|
|
Oct 12 2009, 08:46 AM
პოსტი
#10
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
5 თვიანი შესვენების მერე თემას გავაცოცხლებ ისევ...
პრობლემა მოკლედ: სისტემური ბლოკი თავისით მიდის Sleep-ზე. როგორც მოველოდი აგრილდა და ისევ განაახლა პრობლემები ჩემმა ბებერმა... არადა მთელი ზაფხული უპრობლემოდ მუშაობდა. ბოლოს ისე გარეკა რომ რესტარტითაც აღარ ჩაირთო... ბოლოს ვიშოვე კვების ბლოკი ძველი codegen 350W. პირველ დღეს 3 ჯერ ჩავრთე იმუშავა უპრობლემოდ. მეორე დღეს კი მწარედ დაეკიდა სისტემა და რესტარტის გაკეთება მომიწია, და მაგ რესტარტის მერე ისევ სლიფზე წავიდა. ადრე თუ არ ირთვებოდა ეხლა ირთვება კარგად... მაგრამ დღის მანზძილზე ან თავისით მიდის სლიფზე ან ეკიდება და რესტარტის მერე იძინებს. ხელით უნდა გავთიშო კვების ბლოკი და მერე ირთვება. |
|
|
Oct 15 2009, 09:05 AM
პოსტი
#11
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 |
wass
ე.ი სავარაუდოდ კვების პრობლემაა, sleep-ს რაც შწწხება, Power option-ებიდან ხომ არ არის მითითებული გარკვეული დროის მერე მაგ რეჟიმში გადასვლა? ციტატა ბოლოს ვიშოვე კვების ბლოკი ძველი codegen 350W. პირველ დღეს 3 ჯერ ჩავრთე იმუშავა უპრობლემოდ. მეორე დღეს კი მწარედ დაეკიდა სისტემა და რესტარტის გაკეთება მომიწია, და მაგ რესტარტის მერე ისევ სლიფზე წავიდ ამან დამაფიქრა, მე ნამდვილად არ ვიცი და იქნებ ვანო იყოს საქმის ყურში, შეიძლება თუ არა მაზერზე იყოს რამე დაზიანებული ისე, რომ კვების ბლოკის დაზიანება გამოიწვიოს? -------------------- |
|
|
Apr 16 2010, 07:02 PM
პოსტი
#12
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 14 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 9.465 |
თუ კიდევ გაქვს ეს პრობლემა, ასეთი რამეც სცადე. ბიოსში კვების მენიუში ACPI რეჟიმი გათიშე.
-------------------- კომპიუტერების შესაძლებლობები ყოველ წელიწადნახევარში ორმაგდება და ამავედროს ფასი ნახევრდება!!!!!!! Gordon Moore
|
|
|
Sep 18 2010, 03:55 PM
პოსტი
#13
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 22 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 9.383 |
ესეიგი ეხლა რა პრობლემა მაქვს, კომპიუტერს რო ვრტავდი ეკრანზე გამოქონდა რაღაც თეთრი კუბიკები და კიდე უამრავი წვრილი ფერადი წერთილები და ამით ამთავრებს ანუ ამის მერე აღარაფერი აღარ ხდება, გუშინ სეივმოდით ჩავრთე და სისტემ რესტორი რო მივეცი გასწორდა ოღონდ დილით ისევ ისე ქნა, მერე ვინდოუსიც გადავაყენე და მაინც მასე შვება, ეს ყველაფერი შეიძლება რო ვიდეო კარტის ბრალი იყოს?
|
|
|
Sep 18 2010, 08:54 PM
პოსტი
#14
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 546 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ახლოს მაუსსა და კლავიატურასთან წევრი №: 9.195 |
დიდი შანსია. რა ვიდეო გაქვს? და კვება რამდენი?
-------------------- Power is nothing without control
ვაჭაშნიკებ ღვინოს თავისი პურმარილით... კარგი ხალხისათვის უსასყიდლოდ :) ვინდეუსის გადაყენებას რა უნდა ბიჯო © მიშა |
|
|
Sep 19 2010, 10:15 AM
პოსტი
#15
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 22 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 9.383 |
|
|
|
Sep 19 2010, 06:27 PM
პოსტი
#16
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 546 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ახლოს მაუსსა და კლავიატურასთან წევრი №: 9.195 |
ნახე ვიდეო ხომ არ ხურდება, + სხვა ვიდეო ჩადე ორიოდ წუთით და ნახე რას იზამს
-------------------- Power is nothing without control
ვაჭაშნიკებ ღვინოს თავისი პურმარილით... კარგი ხალხისათვის უსასყიდლოდ :) ვინდეუსის გადაყენებას რა უნდა ბიჯო © მიშა |
|
|
Sep 22 2010, 06:42 PM
პოსტი
#17
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 22 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 9.383 |
|
|
|
Sep 24 2010, 05:57 AM
პოსტი
#18
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 546 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ახლოს მაუსსა და კლავიატურასთან წევრი №: 9.195 |
არა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ნუ თუ ინტეგრირებული აქვს მაზერს მაშინ კი მაგრამ თუ გათიშავ ამოიღებ ვიდეოს ახალს ჩადებ და მერე ჩართავ მაგ შემთხვევაში ინტეგრირებულს არ უნდა გადართვა და ჩვეულებრივს რა თქმა უნდა არა -------------------- Power is nothing without control
ვაჭაშნიკებ ღვინოს თავისი პურმარილით... კარგი ხალხისათვის უსასყიდლოდ :) ვინდეუსის გადაყენებას რა უნდა ბიჯო © მიშა |
|
|
Sep 24 2010, 07:12 PM
პოსტი
#19
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 22 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 9.383 |
არა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნუ თუ ინტეგრირებული აქვს მაზერს მაშინ კი მაგრამ თუ გათიშავ ამოიღებ ვიდეოს ახალს ჩადებ და მერე ჩართავ მაგ შემთხვევაში ინტეგრირებულს არ უნდა გადართვა და ჩვეულებრივს რა თქმა უნდა არა დიდი მადლობა დახმარებისთვის |
|
|
Oct 2 2017, 07:31 PM
პოსტი
#20
|
|
ახალბედა ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 2 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 10.560 |
კომპი ჩართვისას დედა დაფის სურათზე შტერდება მირჩიეთ რამე რის ბრალია ოპერატიული და ვინჩესტერი შევამოწმე უკვე
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 05:56 PM |