მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> Samsung W880 12MP
maugli
პოსტი Apr 8 2010, 07:39 PM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 241
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 9.253



იმ დროს, როდესაც მობილური ტელეფონების სამყარო გადართულია სონიერიქსონ სატიოს მოლოდინში, კომპანია სამსუნგმა წარმოადგინა ახალი, მულტიმედიური გიგანტი, სახელწოდებით W880. მისი მთავარი ღირსება 12 მეგაპიქსელიანი კამერა და ერთდროულად GSM და CDMA ქსელების მხარდაჭერაა. გარდა ამისა, გვხვდება უამრავი სასიამოვნო ფუნქცია.

ერთი შეხედვით ახალი სამსუნგი ციფრულ ფოტოაპარატს მოგვაგონებს და როგორც ირწმუნებიან კომპანიის წარმომადგენლები, იგი არაფრით არ იქნება თავისი კლასის ციფრულ ფოტოაპარატზე ნაკლები, თუ არა მეტი… პირველივე, რაც თვალში გვხვდება, ესაა მოძრავი ობიექტივი, რომელსაც გააჩნია სამმაგი ოპტიკური ზუმი. ასევე კამერა აღჭურვილი იქნება ქსენონის და LED განათებებით. 12 მეგაპიქსელიან კამერას შეეძლება 4000 x 3000 პიქსელის მქონე სურათის გადაღება, სახის და ღიმილის ამოცნობის ფუნქცია, Beauty Shot და მრავალი სხვა ფუნქცია…

რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, აქაც არაფერია დასაწუნი, გადაღების რეზოლუცია 720 x 480 პიქსელი იქნება 30 კადრი წამში. ასევე ექნება დამატებითი კამერა ვიდეო ზარის განსახორციელებლად.

სხვა ფუნქციებიდან აღსანიშნავია:
GSM 900 / 1800 / 1900 და CDMA 2000 / 800 / 1700
მესამე თაობის ქსელები UMTS 2100 და 1xEV-DO 800 / 1700
AMOLED სენსორული დისპლეი 16 მლნ. ფერით და 480 x 800 პიქსელით
აქსელერომეტრის სენსორი
4GB შიდა მეხსიერება
Micro SD ბარათის სლოტი, მაქსიმუმ 32GB
Bluetooth v2.0 A2DP მხარდაჭერით
T-DMB ციფრული სატელევიზიო მიმღები
DivX/XviD/H.263/H.264/MP4/WMV ვიდეო კოდეკების მხარდაჭერა
Li-Ion 1100 mAh აკუმულატორი

მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან კარგი ტელეფონი გამოუვიდა სამსუნგს, აღსანიშნავია ის მინუსი, რომ ტელეფონს არ აქვს Wi-Fi უკაბელო ინტერნეტი. Samsung W880 არის Sony Ericsson Satio_ს პირდაპირი კონკურენტი, მისი წარმატება დამოკიდებული იქნება ტელეფონის ღირებულებაზე. იგი გაყიდვაში გამოვა ოქტომბრის შუარიცხვებში.



მოკლედ რა ჯანდაბათ უნდა ადამიანს ესეთი ტელეფონი ვერ ვხვდები. ტელეფონია თუ ციფრული? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 9 2010, 07:41 AM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



სამსუნგში მოდელების სახელებს ვინ იგონებს ნეტა? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სონიერიქსონის უკვე ძველი ვოლქმენის სახელი რომ არ აერჩიათ, არ იქნებოდა ისე? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
maugli
პოსტი Apr 9 2010, 04:04 PM
პოსტი #3


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 241
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 9.253



საერთოდ ისეთი სახელები აქ სამსუნგს რო ეს საიდან მოთხარეს აზრზე არ ვარ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 08:56 PM