მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> პრობლემა BIND-თან, კონფიგ ფაილი ვერ ვიპოვე:-)
Giena
პოსტი Jul 10 2007, 10:35 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



კიდევ ერთი პრობლემა(IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

დავაყენე ფედორა, ასევე დავაყენე Bind ხოდა /etc ში არის მხოლოდ ეს ფაილი named.caching-nameserver.conf შიგნით უწერია ეს:

პროგრამული კოდი
// DO NOT EDIT THIS FILE - use config-system-bind or an editor
// to create named.conf - edits to this file will be lost on
// caching-nameserver package upgrade.

რაღაც ვერ მივხვდი რა უნდა ვქნა ან როგორ უნდა შევქმნა ეგ Named.Conf ფაილი, არა ფაილის შექმნა კი ვიცი და შევქმნი მაგრამ შიგნით რა ჯანდაბა ჩავუწერო? ანუ RedHat-ში მაგ ფაილში არის ძალიან დიიიდი ტექსტი და ის სულ ხელით ვუწერო თუ გადმოვაკოპირო იქედან? ნუ გადმოკოპირებასაც მოვახერხებდი რამენაირად, მაგრამ 100% ერთმანეთს არ დაემთხვევა (იქ ძველი ვერსიაა)... მოკლედ მირჩიეთ რამე თქვენს იმედზე ვართ ჩემი "კასანდრა" და პირადად მე(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 12 2007, 04:36 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



მოკლედ ja_ja აქ არ არის ე.ი. კაცი არაა პასუხის გამცემი!
რადგანაც თქვენ არ გამეცით პასუხი ვიარე ვიარე ინეტში და ბოლოს წავწყდი, რომ თურმე ეს ყოფილა საკოფიგურაციო ფაილი(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) გავწერე შიგნით ზონები, შემდეგ /var/named -ში შევუქმენი მათ თავიანთი ფაილები, ხოდა როდესაც ვცდილობ ჩავრთო Nadmed სერვერი მიგდებს ასეთ რამეს

პროგრამული კოდი
[root@orange ~]# service named start
Starting named:
Error in named configuration:
zone orange.ge/IN: loading from master file orange.db failed: file not found
_default/orange.ge/IN: file not found
zone 1.168.192.in-adrr.arpa/IN: loading from master file 1.168.192.db failed: file not found
_default/1.168.192.in-adrr.arpa/IN: file not found
zone localhost.localdomain/IN: loaded serial 0
zone localhost/IN: loaded serial 0
zone 1.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.ip6.arpa/IN: NS '1.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.ip6.arpa' has no address records (A or AAAA)
zone 1.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.0.ip6.arpa/IN: loaded serial 0
zone 1.0.0.127.in-addr.arpa/IN: NS '1.0.0.127.in-addr.arpa' has no address records (A or AAAA)
zone 1.0.0.127.in-addr.arpa/IN: loaded serial 0
dns_rdata_fromtext: named.empty:8: near 'giena.orange.ge.': bad dotted quad
zone 0.in-addr.arpa/IN: loading from master file named.empty failed: bad dotted quad
_default/0.in-addr.arpa/IN: bad dotted quad
                                                           [FAILED]


ერთისმხრივ მეტყვით შეეშვი ძამიკო საქმეს თუ არ იციო, მაგრამ მეორეს მხრივ ზუსტად იგივეს ვაკეთებდი Red Hat 9.0.-ზე და ყველაფერი 5-ზე ეწყობოდა! გასაგებია რომ ეს ახალი ვერსიაა, მაგრამ... დოკუმენტაციაც ისეთი აქვს "ჩვენ ხომ ვიცით და სხვასაც ეცოდინებაო" დაიკარგები კაცი! საიდან დაიწყო და სად დაამთავრო ვერ გაიგებ(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 12 2007, 07:06 PM
პოსტი #3


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Giena
რგრო დააყენე BIND-ი?

ეგებ RPM-ი დააყენე და ეგ ურევს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 12 2007, 10:18 PM
პოსტი #4


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ja_ja
რავი ძამიკო თვითონ დააყენა, მანამდე ეშვებოდა ჩვეულებრივად ანუ სანამ ზონებს გავუწერდი, მაგრამ მერე გაჭედა! და მაგ ერორებს ყრის, არადა Named.Caching-Server.Conf-ში უწერია, რომ ფაილების მისამართი /Var/Named არისო! მანდ შევუქმენი "orange.db" და "1.168.192.db" ანუ ამ ზონების ფაილები! და როგორც მივხვდი ვერ პოულობს და რატო ნეტა? თუ გინდა დავყრი იმათ შიგთავსაც!


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 12 2007, 10:58 PM
პოსტი #5


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Giena
დაყარე კონფიგები რომელ ფაილში რა გაწერე.

და ეგრევე ვერ გავიგე
ციტატა
რავი ძამიკო თვითონ დააყენა
ეს რას ნიშნავს დააყენა ინსტალერმა თუ სოურსი დაქაჩედა დააკომპილირე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 12 2007, 11:44 PM
პოსტი #6


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



აგერ ავტვირთე შითავსები და ნახე:

Named.Caching-Server.Conf
(IMG:http://img117.imageshack.us/img117/3999/screenshotkz3.th.png)
გადიდება

Orange.db
(IMG:http://img508.imageshack.us/img508/9089/ornagedbgi9.th.png)
გადიდება

1.168.192.db
(IMG:http://img360.imageshack.us/img360/64/1168192dbxk3.th.png)
გადიდება

აი ესენია! თვითონ დაყენებაში ვგულისხმობდი, რომ ინსტალის დროს მივეცი Server ანუ სერვერისთვის დამიყენე ჯიგარო ყველაფერითქვა(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 13 2007, 11:07 AM
პოსტი #7


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



კაროჩე ამ BIND-მა გადამიყოლა რა... გუშინ დავაყენე ახალი Fedora ოღონდ მხოლოდ ბიბლიოთეკები, ინტერნეტი, Development tools, და ესეთი რაღაცეები ანუ სერვერის საერთოდ არაფერი დამიყენებია! შემდეგ ჩავიწერე openssl (bind-მა მომთხოვა 0.9.8b-ზე მაღალი ვერსია!) ასევე ჩავიწერე ეს შობელძაღლი bind-ი, დავაყენე openssl აქ ცოტას გადავუხვევ:
მოვიძიე დოკუმენტაცია bind-ის ინსტალაციიის შესახებ და იქვე იყო openssl-ის ინსტალაციის აღწერაც გამოიყურებოდა ასე:
პროგრამული კოდი
Download the latest stable release from OpenSSL.orge
Extract the tarball like so:
tar zxvf openssl-0.96b.tar.gz
cd openssl-0.96b
Configure the software:
perl util/perlpath.pl `which perl`
./config --prefix=/usr --openssldir=/usr/ssl shared
Compile it:
make
Remove all existing OpenSSL software:
rpm -q -a | grep openssl | while read line
do
rpm -e --nodeps $line
done
Install your new OpenSSL:
make install
Update your library resolutions:
ldconfig -v


სიტყვა სიტვით ესე გავაკეთე, მაგრამ როდესაც ვუწერდი ბრძანებას:
პროგრამული კოდი
rpm -q -a | grep openssl | while read line
do
rpm -e --nodeps $line
done

მიგდებდა შემდეგ შეცდომას:
პროგრამული კოდი
[root@orange openssl-0.9.8e]# rpm -q -a | grep openssl | while read line
> do
> rpm -e --nodeps &line
> done
bash: line: command not found
bash: line: command not found
[root@orange openssl-0.9.8e]# rpm: no packages given for erase
rpm: no packages given for erase

ბოლოს დავიკიდე ეგ და გავაგრძელე მოკლედრომ ვთქვა დაყენდა (?), ხო შემდეგ შევუდექი bind-ის ინსტალაციას იმავე წყაროდან (თუმცა მაგავე წყაროს (საიტზე) იყო სხვა სტატია bind-ის ინსტალაცის პროცესზე ოღონდ იქ საერთოდ სხვა რამეს წერდა) პროცესი გამოიყურებოდა შემდეგნაირად:
პროგრამული კოდი
tar zxvf bind-9.x.tar.gz
cd bind-9.x
Configure the software:

./configure --prefix=/usr \
--sysconfdir=/etc \
--enable-threads \
--localstatedir=/var/state \
--with-libtool \
--with-openssl=/usr/ssl
Compile it:

make
Remove all existing Bind software:

rpm -q -a | grep '^bind' | while read line
do
rpm -e --nodeps $line
done
Install your new Bind:

make install

თუმცა ამ პროცესისგან თავი შევიკავე (იმ მიზეზით რომ ერთგან ერთს წერდა მეორეგან მეორეს და მეთქი ალბათ ვერ არისთქო!)
შემდეგ ვნახე წიგნი : DNS and BIND, 5th Edition (რომელსაც Bind-ის ოფიციალურ საიტზე უწევდნენ რეკომენდაციას) სადაც წერია შემდეგი რამ ინსტალაციის პროცესზე:
პროგრამული კოდი
% ./configure

Or, if you need to disable threads, for example, run:

% ./configure --disable-threads

To build BIND, type:

% make all

The source code should compile without errors. To install BIND, type this as root:

# make install


შევასრულე ეგრე ანუ აქ რაც წერია ის გავიმეორე! მაგრამ ჩემი ფეხები, ბოლოს მაინს მივეცი (როდესაც ვაძლევ ან ./Configure ან Make ან make install სულ რაღაც პროცესამდე მიდის და კრეტინივით ჩერდება! არც ერორს აგდებს არ მეუბნება რაიმე ვქენიო!) Make install და აი ამ ადგილზე გაშეშდა ჯორივით:
პროგრამული კოდი
make[2]: Leaving directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc/arm'
making install in /tmp/install/bind-9.4.1/doc/misc
make[2]: Entering directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc/misc'
make[2]: Leaving directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc/misc'
making install in /tmp/install/bind-9.4.1/doc/xsl
make[2]: Entering directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc/xsl'
make[2]: Leaving directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc/xsl'
make[1]: Leaving directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc'
/bin/sh ./mkinstalldirs /usr/local/bin \
        /var/run /etc
/usr/bin/install -c isc-config.sh /usr/local/bin
[root@orange bind-9.4.1]# service named start //როგორც ხედავთ აქ ვცადე გამეშვა სერვისი Named
named: unrecognized service  //აგერ ამ ჯანდაბის პასუხიც!


ხო კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს, ეს დედაძაღლი Linux-ი ვთქვათ წარმატებით თუ დაინსტალირდა პროგრამა არ წერს არაფერს? ან გილოცავთ ან Enjoy ან ჯადაბა და შავი ჭირი, რაღაც ხომ უნდა დაწეროს ხო? ჩემტან ძირითადად წერს სულ ამას:

პროგრამული კოდი
make[1]: Leaving directory //აქ რაც უწერია აღარ დავწერე რა აზრი აქვს ყველა პროგრამაზე განსხვავებული დირექტორიაა
make[2]: Entering directory //აქ რაც უწერია აღარ დავწერე რა აზრი აქვს ყველა პროგრამაზე განსხვავებული დირექტორიაა
make[1]: Leaving directory//აქ რაც უწერია აღარ დავწერე რა აზრი აქვს ყველა პროგრამაზე განსხვავებული დირექტორიაა


მოკლედ აგერ ჩემი ისტორია, ან მიშველეთ რამე ან პატრულში ვრეკავ BIND-ი უნდა დავაჭერინო(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

P.S. ვითომ Fedora-ს ბრალი ხომ არ არის? თუ ჩემი ბრალია? ვეღარ გავიგე რა...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 15 2007, 11:58 PM
პოსტი #8


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ე ბიჭო ამოიღეთ ვინმემ ხმა!


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 16 2007, 06:25 PM
პოსტი #9


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



მე ახლა ვნახე
ჯერ არ წამიკითხია სასწრაფოდ გასასვლელი გავხდი
მოვივლი საქმეებს და აუცულებლად ვნახავ რა ხდება აქ
ჯერ ცოტაც მოიცა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 16 2007, 06:30 PM
პოსტი #10


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ja_ja
კაი ბატონო(IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ისე GCC კომპილაციაზე არ გინდა დაწერო თემა ან სტატია?(IMG:style_emoticons/default/tongue.gif) და კერნელის კომპილაციაც მაინტერესებს(IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 17 2007, 10:39 AM
პოსტი #11


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Giena
მოკელდ გადავხედე შენს ინფოს.
ახლა რა ხდება:

Open SSl-ითან დაკავშირებით, მე პირადად არასდროს არ გამომიყენებია ბრძანება
პროგრამული კოდი
rpm -q -a | grep '^bind' | while read line
do
rpm -e --nodeps $line


თუ მინდა ამოთხრა ამა თუ იმ კომპინენტის ვაძლევ ბრძანებას :

პროგრამული კოდი
rpm -e --nodeps openssl


მოკლედ მგონი მანდ გაქვს რარაც შეცდომა, ანუ rpm -eითითებს რომ ამოინსტალირებული იყოს rpm პაკეტი, შედეგ უთითებ პაკეტის სახელს, მაგრამ ამ დროს გამოდის შეტყობინება რომ ამ პაკეტს მოიხმარს ესა და ეს პროგრამები და მტელი ნუსხა გამორბის. თუ არ გინდა ამ შეტყობინების მირება და პირდაპირ ზედმეტი ტვინის ბურღვის გარეშე გინდა ამოთხრა მაშინ უნდა მიამატო პარამეტრი --nodeps შედეგად გამოგდის:
პაკეტო rpm თუ შეიძლება -e ამოაგდე პროგრამა, --nodeps და არ დაიწყო გახურება ვინ რას იყენებს openssl

მორჩა გათავდა. ალბათ მაგ რჩევის ავტორმა ნამეტანი გაირთულა საქმე ტავისთვისაც და შემთვისაც. ხოლო ბრძანება
პროგრამული კოდი
rpm -e --nodeps $line


უთითებს RPM-ს რომ ამოაგდოს პაკეტი ზედმეტი კითხვების გარეშე, რომლის სახელიც არის $line იასნია დაგიწერს პასუხს:
rpm: no packages given for erase

ეგეთი პაკეტი სისტემაში უბრალოდ არ არის.

ახლა რაც შეეხება BIND-ს.

მაგას ინსტალაცია უნდა შემდეგნაირად:

ნუ იასნია არქივს ხსნი, შედემგ აუცილებლად შექმენი შესაბამისი ჯგუფი და მომხმარებელი შესაბამსი ბრზანებებით:

ჯგუფის შექმნა
პროგრამული კოდი
groupadd -g 25 named > /dev/null || :


მომხმარებლის დამატება
პროგრამული კოდი
useradd -u 25 -g 25 -s /bin/false -M -r -d /var/named named > /dev/null 2>&1 || :


ხო ოღონდ ფაილში /etc/shells დაამატე ბოლოში ჩანაწერი:
/bin/false/
თორემ ვუთითებთ ამ შტუკას და არსად არ გვაქვს გაწერილი.

დალშე კონფიგურირება:

პროგრამული კოდი
./configure \
--prefix=/usr \
--localstatedir=/var \
--mandir=/usr/share/man \
--with-openssl \
--with-libtool \
--disable-ipv6

ნუ თუ გინდა შენი პარამეტრებიც მიამატე

ვაბშეტა სასურველია ოპტიმიზაციის პარამეტრები მისცე თავიდან, ანუ ბრძანება უნდა იყოს ასეთი:
პროგრამული კოდი
env CFLAGS="-O2 -march=pentium4 -funroll-loops" \
./configure \
--prefix=/usr \
--localstatedir=/var \
--mandir=/usr/share/man \
--with-openssl \
--with-libtool \
--disable-ipv6


ნუ აქ ვგულისხმობ რომ შენ გაქვს Pentium4 და იყენებ ოპტიმიზაციის დონეს ორს, სხვათაშორის არ დაიბნე CFLAGS="-O2 ნახსენები დიდი ინგლისური O და 2 არ შეცდე ნოლ-ორი არ დაწერო, შეცდომას მიიღებ.

კონფიგურირების შედმეგ უკვე აკრიფე:
პროგრამული კოდი
make


მერე იასნია აკრიფე
პროგრამული კოდი
make install


დალშე შექმენი ორი ახალი პაპკა
პროგრამული კოდი
mkdir -p /var/named
mkdir -p /var/run/named


ბოლო შტრიხიც
პროგრამული კოდი
install -c -m0600 bin/rndc/rndc.conf /etc/


დალშე შექმენი ფაილი /etc/named.conf და გაწერე შენი კონფიგები, თუ აქაც გაეჭედე დაწერე მანდაც ჩემებურ ვერსიას შემოგთავაზებ.

ნუ ამ დროს ვგულისხმობ რომ თავიდან სისტემაში BIND-ი ინსტალირებული RPM პაკეთით არ იყო, მე მაგას ინსტალირს არ ვაყენებინებ, შემდეგ ჩემით სოურსიდან ვაყენებ ხოლმე.

P.S. ჰო გაითვალისწინე CFLAGS="-O2 -march=pentium4 -funroll-loops"; export CFLAGS საჭირო არ იქნება თუ GCC და MAKE ავტომატურად ოპტიმიზირებულია, უბრალოდ ვთვლი რომ სტანდარტულ კონფიგურაციაში სისტემა ოპტიმიზირებულია i386-ზე

თუ გინდა შეამოწმო რა რაზეა ოპტიმიზირებული, მაშინ გააკეთე შემდეგი:

შექმენი რაიმე ახალი პაპკა, ვთქვათ jaja და შემდეგ შედი ამ პაკაში, აკრიფე ბრძანებები:
პროგრამული კოდი
touch cpu.c
gcc cpu.c -S -fverbose-asm
less cpu.s


არ დაიბნე, ტავიდან ქმნი CPU.C-ს მაგრამ მერე დამუსავების შედეგად იქნმნება CPU.S აი მანდ ინახება შენი კომპის და კომპილატორების ინფო.

კაროჩე შეგიძლაი ბოლო ბრძალება less cpu.s არც გაუშვა, პირდაპირ მაგ პაპაკაში იქნება ფაილი cpu.s თუ იყენებ MC-ს უბრალოდ ეგ ფაილი ნახე რეფაქტორში, ბოლო ხაზზე სავარაუდოდ ეწერება -mtune=i386 -march=i386 ანუ ამ პროცესორის არქიტექტურაზე მუშაობს ყველაფერი. ახლა თუ გაინტერესებს რა შედეგს მიირებ ოპტიმიზაციის დროს გაიმეორე მეორე ბრძანება ოღონდ ახალი პარამეტრებით:

პროგრამული კოდი
gcc cpu.c -S -fverbose-asm -O2 -mtune=pentium4 -march=pentium4 -funroll-loops -fomit-frame-pointer

ახლა ნახე ფაილი cpu.s გინდა ბრძანებით less cpu.s გინდა სხვა ტექსტური რედაქტორით გინდა MC-ს რედაქტორით. ნახავ რომ ოპტიმიზაციის პარამეტრები ოხრად გაიზარდა, პლიუს ჩაემატა sse, sse2 mmx-ი და ასე შემდეგ. შედეგად შენი ამ პარამეტრებით შენი დაკომპილირებული პაკეტი უფრო ჩქარა იმუშავებს და რაც მტავარია გამოიყენებს კონკრეტულად შენი პროცესორის შესაბამის ბრძანებებს, მათ შორის ოპტიმალურ mmx და sse ინსტრუქციებს.

მკითხავ მაშინ რატომ ტოვებენ ამ i386-სო! არ ვიცი, იმიტომ რომ დაუნები არიან. განმარტება არის შემდეგი ვითომ ყველა შესაბამისი კლასის პროცესორთან რომ იყოს თავსებადიო. მაგრამ ამ შობელზაღლებმა დეფაულტად i686-ი მაინც მიუთითონ რომელიც უტოლდება Pentium Pro-ს დონეს, სხვა თუ არაფერი AMD-ს პროცებიც არის მაგ i686-თან თავსებადი, და მინიმუმ sse და mmx ბრძანებების მხარდაჭერა მაინც არის ჯანდაბას დიდად არავინ დაეძებს sse2 და sse3-ს.


ვიღა იყენებს ახლა გინდა i386, i486, i586, არ ვიცი, რა. ტრომ კითხო ყველა ლინუქსისტს, მაგრები არიან, ეს ტორვალდსი ვააბშე გიჟია, თავისივე ლექტორი უხურებდა ეგეთი ნახევრად კომპილირებული პონტი ქლიბობაა ჯობია კონკრეტულ პროცზე და არქიტექტურაზე ოპტიმიზირებაო, ნუ ღოჟამ არა ასე ჯობიაო.

კაი ნაწილობრივ ვეთანხმები სხვადასხბვა სისტემაზე შეიძლება კოდის მორგება, მაგრამ ან ინსტალაციის დროს ხდებოდეს შესაბამისი ოტიმიზირება, ან რაიომე მითითება შეიძლებოდეს, ან ნომინალურად რაღაც დონე იყოს აღებული 21-ე საუკუნეა გარეთ და linux-ის ბირთვი დრემდე i386-ზეა ოპტიმიზირებული. გარეკვა შეიძლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 24 2007, 02:00 AM
პოსტი #12


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ja_ja
არაო. კერძოდ:
როდესაც ვაძლევ კონფიგურაციის დროს პარამეტრს
--atedir=/var \
მეუბნება არასწორი პარამეტრიაო, მაგასაც თავი დავანებოთ მოვაკელი ეგ პარამეტრი ისე გავუშვი ვითომ დასრულდა მთელი კონფიგურაცია (?) სემდეგ მივეცი Make და მის შემდეგ Make Install გაიარა ყველაფერმა და როდესაც ვაძლევ ბრძანებას Service named Start მაძლევს აი ამას:
[root@orange bind-9.4.1]# service named start
named: unrecognized service
ანუ მაგფერი სერვისი არ მაქვსო!
საერთოდ რა ვერ გავიგე იცი? როდესაც რაიმეს აინსტალირებ და ჩაიარა ყველაფერმა კარგად ეს დედაძაღლი არაფერს გეუბნება? ანუ ვთავთ Congratulations, Enjoy, Good Luck ან რამე ეგეთ ჯანდაბას? სულ ესეთ რაღაცეებს მიწერს თთქმის ყოველი ინსტალაციის ბოლოს (იგულისხმება Make და Make Install ბრძანებების შემდეგ)
make[2]: Entering directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc/xsl'
make[2]: Leaving directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc/xsl'
make[1]: Leaving directory `/tmp/install/bind-9.4.1/doc'
და რომ დავაკვირდი, ეს ხდება მაშინაც კი, როდესაც ინსტალაცია წარმატებით დამთავრდება! ვერ გავიგე რა...
რა მაინტერესებს იქნებ ამ ცემისას Fedora-სთან აქვს პრობლემა? წავიკითხე მაგის მთლიანი დოკუმენტაცია, რაც კი რაიმე ბიბლიოთეკა თუ პაკეტი ესაჭიროებოდა ყველაფერი დავაყენე და მერე დავიწყე კონფიგურაციაც და ინსტალაციაც მაგრამ არაფერი...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 24 2007, 10:44 AM
პოსტი #13


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ხო აი ეხლა დავამატებ რაღაც სურათებს კონფიგურაციის დროს გადვუღე სადაც კი მოვასწარი და ბევრი No, Not Found და ასეთი უარყოფითი მომენტები შევამჩნიე(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) და კიდევ ბოლო გადავიღე კონფიგურაციის და მაინტერესებს ეგრე უნდა მთავრდებოდეს?


(IMG:http://img176.imageshack.us/img176/6136/screenshotmf9kw9.th.jpg)
გადიდება

(IMG:http://img261.imageshack.us/img261/4098/screenshot1sd5co5.th.jpg)
გადიდება

(IMG:http://img261.imageshack.us/img261/4619/screenshot2ck1dw8.th.jpg)
გადიდება

აი ესე მთავრდება კონფიგურაცია, და სწორია? რაღაც არ არის სწორად და რა ვერ ვხვდები...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი Jul 25 2007, 10:28 PM
პოსტი #14


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Giena
ბლინ მე შემეშალა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ან რომ ვწერდი ნაწილი კოდი არ დაიწერა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

--atedir=/var \

შეცდომაა, უნდა მეწეროს:

--localstatedir=/var \

მოკელდ რატომღაც მთლიანი ოპცია არ დაიწერა, მე ავკრიფე შეცდომით თუ აკრეფისას არ დავაკვირდი ეგ უკვე არარ ვიცი.

ჰო შენ ეს გაასწორე და მე ზედა პოსტს ჩავასწორებ, თორემ ვირაც ამ პოსტს მერე ნახავს გააკეთებს და დაიწყება ვაი უშველებელი, ამ შემდგომ პოსტს სანამ მიადგებიან ვაი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ციტატა
როდესაც რაიმეს აინსტალირებ და ჩაიარა ყველაფერმა კარგად ეს დედაძაღლი არაფერს გეუბნება? ანუ ვთავთ Congratulations, Enjoy, Good Luck ან რამე ეგეთ ჯანდაბას?

რავი რა გითხრა, ზოგიერთი პროგრამა წერს, არღაც Congratlation და ეგეთები, ზოგიერთი აფსოლუტურად არაფერს არ წერს. ეგაა აქვს Linux-ს ცუდი. სამაგიეროდ თუ რაიმე Error-ი არ ამოაგდო კონფიგურაციამ და კომპილირებამ, ზნაჩიტ იდეაში პაკეტი დაყენდება უმტკივნეულოდ.


ციტატა
აი ესე მთავრდება კონფიგურაცია, და სწორია? რაღაც არ არის სწორად და რა ვერ ვხვდები...

მგონი სწორეა, წერია რომ Make ფაილები გააკეთა, პირადად უკვე კაიხნისწინ დავაყენე BIND-ი და არარ ამხსოვს რა დაწერა დაყენების დროს. რამდენი შტუკა დავაყენე ყველას კონსოლის შეტყობიენბა რომ დამემახსოვრებინა, ახლა უკვე გარეკილი მექნებოდა.


ციტატა
Service named Start მაძლევს აი ამას

იდეაში სერვისი ეგრე არ იშვება, იმისათვის რომ გაიშვას სერვისი, უნდა აკრიფო ბრზანება:

/etc/init.d/named start

მაგრამ ეს გულისხმობს იმას რომ გამშვები სკრიპტი უკვე გაქვს ჩაწერილი საქარალდეში /etc/init.d/ საერთოდ მანდ ინახება ავტომატურად ჩამტვირთავი სცენარები, ანუ რარაც Startap-ის პონტია.

მაგრამ კომპილირების დროს არ იქმნება გამშვების სკრიპტი, ან ხელით უნდა დაწერო, ან გამოიყენე მაგალითად RPM პაკეტის მიერ შექმნილია გამშვები ფაილი named რომელიც მაგ პაპკაში ჩავარდება.

თუ ეგ ფაილი გაქვს შენახული ან დაწერე, მაშინ შეგიძლია ავტოგაშვებაში ჩააგდო named-ი, ამისათვსი აკრიფე ბრძანება:

chkconfig --add named
chkconfig --level 2345 named on

პირველი ავტომატურად გაუშვებს კომპის ჩატვირთვისას Named-ს, ხოლო მეორე ხაზი აძლევს ან სერსისს შესაბამის უფლებებს და პირდაპირ ამ ბრზანების აკრეფვის მერე უკვე ჩართულია სერვისი (გადატვირთვის გარეშე).

ნუ თუ გამშვებ სკრიპტს ვერ იშოვი მე დავდებ ჩემს ვერსიას და rpm-ის მიერ გაეკთებულს, ნახე რომელიმე გამოგადგება, თუმცა შეიძლება ნაწილი პარამეტრები გადასაკეთებელი გაგიხდეს.


Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:13 AM