თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ტერმინები განმარტებები _ კომპიუტერული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 14 2009, 09:59 AM

კარგი იქნებოდა რომ ასეთი რაღაც გაგვეკეთებინა, არა ოფიციალური და რამე, ჟარგონების განმარტებებიც რომ ჩაგვესვა (მაგ MOBo-დედადაფა) მოკლე განმარტებებით?? huh.gif
რას იტყვით?

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 14 2009, 12:07 PM

gi0_kiborg
კარგი იდეაა smile.gif ანუ შემოკლებული სიტყვების ლექსიკონი tongue.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jun 14 2009, 01:07 PM

IMHO და ეგეთებიც შეიტანეთ რა, მაგარი იდეაა მართლა wink.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 14 2009, 03:08 PM

gi0_kiborg
კი, საჭირო ნამდვილადაა, მაგრამ ჩვენი საქმე არაა ეგ, არ გამოგვივა smile.gif ლინგვისტების და ფილოლოგების საქმეს მოყვარული ხალხი ხარისხიანად ვერ გავაკეთებთ.

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 14 2009, 03:09 PM

domen
როგორც გამოგვივა გავაკეთოთ smile.gif იქნებ გვყვავს ვინმე მაგის მოყვარული tongue.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Jun 14 2009, 03:22 PM

UGT-ს აქვს გაკეთებული. windows-ს რომ თარგმნიდნენ მაგაზეც მუშაობდნენ რათქმაუნდა. ეხლა ვეღარ ვიპოვე რომ მენახებინა sad.gif
domen-მა მართალი თქვა, ჩვენ ვერ გავაკეთებთ მაგას ნორმალურად და აზრი არა აქვს

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 14 2009, 04:10 PM

კარგი დიდ და სრულყოფილ ლექსიკონს ნაღდად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ამ ფორუმზე გამოყენებული ტერმინოლოგიისას მემგონი შევძლებთ მაინც...
მერე აღარავის გაუჩნდება კითხვა IE და NET რა არის(საწყენად არავინ მიიღოს)

პოსტის ავტორი: domen Jun 14 2009, 05:16 PM

gi0_kiborg
ეგ შეიძლება smile.gif ოღონდ თავის მომბმელი და გამკეთებელი უნდა მაგ საქმეს :-)

ჩამოვწეროთ აბა ტერმინები.

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 14 2009, 06:24 PM

IE-Internet Explorer-Microsoft-ის საფირმო ინტერნეტ ბრაუზერი, რომელიც დეფაულტად მოყვება მის OS-ებს
Default-დეფაულტი ანუ პარამეტრები მწარმოებლის მიხედვით, ჰარდის შემთხვევაში საქარხნო მნიშვნელობები
OS-Operating System-ოპერაციული სისტემა-პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც მართავს კომპიუტერს(ჩვენს შემთხვევაში) და მის არეში მუშაობენ სხვა პროგრამები.
ამ სტილში რა....

პოსტის ავტორი: vaska94 Jun 14 2009, 06:30 PM

http://www.gia.ge/terminology/index.php < აქ შეიხედეთ biggrin.gif
თქვენ რაც გინდათ უკვე არსებობს მგონი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 14 2009, 07:12 PM

vaska94
არ გამიხსნა sad.gif

პოსტის ავტორი: sio777 Aug 17 2009, 09:24 AM


http://www.megafileupload.com/en/file/127146/----------------------------------------A---Z-xls.html

აი, მე რაც მაქვს დავდებ, იქნებ გამოგადგეთ...

პოსტის ავტორი: teo9 Dec 21 2009, 11:37 AM

http://lang.interes.ge/index.php?lang=compterm
ჩაწერე ტერმინი და ნახავ განმარტებას

პოსტის ავტორი: Giena Jan 19 2010, 03:18 PM

ეს თემა ჩავარდა! ამყავს ზემოთ, გიო საკმაოდ საინტერესო თემაა, მოდი აგერ პლასტიკურის და სიოს დადებული სია გამოვიყენოთ და დღეში კაცმა ერთი ორიცალი, რომ განმარტოს 1-2 წელკიწადში გავაკეთებთ biggrin.gif არა, სერიოზულად ვამბობ smile.gif