მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
gearge
პოსტი Jul 11 2009, 02:16 PM
პოსტი #1

ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148

მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).

ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე.

საგანგებო მიმართვა
საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების
დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს

ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:

1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით;

2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება;

3.
თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი;

4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები;

5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით
ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს;

6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება;

7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა.

8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა;

9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში;

10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას;

11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს;

12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით
ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.

ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ.

2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

// პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად!

ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან.

ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო,
ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ
შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო!

ღრმა პატივისცემით,
პროფესორი ბიძინა სავანელი”

ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას.

ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა:

ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი?

რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:

  • მოკლა დედა-შვილი ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი
  • მოკლა ვაზაგაშვილი და რობაქიძე, ამოხოცა პატიმრები საკნებში და ახალგაზრდები კორტებთან
  • მოკლა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება
  • მოკლა ქართველი ერის საკუთრების უფლება მისთვის საარსებო და სტრატეგიულ ობიექტებზე
  • მოკლა ეროვნული წარმოება, საშუალო და მსხვილი ბიზნესი
  • მოკლა ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა
  • მოკლა მოქალაქეთა პირადი საკუთრების უფლება
  • მოკლა ქართული მეცნიერება, ხელოვნება და განათლება
  • მოკლა აზრის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი ტელესივრცე
  • მოკლა ხალხის უფლება გაუყალბებელ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე
  • მოკლა სხვა ერებთან და ეროვნებებთან მშვიდობიანი ქართველი ხალხის თანაარსებობის უფლება
  • მოკლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წამოიწყო ომი და სასიკვდილოდ გასწირა ქართველი მეომრები

ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან.

© გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას!

როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ!

ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური:

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.

P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები!

*საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი.
**დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში!
***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი:

(IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg)
წყარო: forum.ge

--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 11 2009, 03:48 PM
პოსტი #2

ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23

მე მხოლოდ ერთს რამეს ვიტყვი, ხალხი რომელიც დგას აქციებზე (ვგულისხმობ მოთავეებს) არიან დღევანდელი ხელისუფლების კუდები, თუ მართლა მომავალი გვინდა ეგ კუდები პირველ რიგში უნდა ჩავქოლოთ და ნამდვილი არაპოლიტიკური, ნამდვილად გულნთებული (და არა მილიონერი, მილიონების შენარჩუნების სურვილით) ხალხი დავაყენოთ სათავეში, აი მაშინ გვეშველება.
მანამდე ვინც გინდა გადააგდე, ის დაგვემართება, რაც შევარდნაძის წასვლით და მიშას მოსვლით დაგვემართა, დაფიქრდით ამაზე.

--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 11 2009, 04:10 PM
პოსტი #3

ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412

Bekward
თუ მოხდა "სასწაული" და ჩამოყალიბდა იგივე საარჩევნო ინსტტუტი, სასამართლო ინსტიტუტი და ა.შ. ვერავინაც ვერ მოვა სათავეში, რატომღაც მგონია, რომ ეს "სასწაული" მოხდება, რადგან ერთ პარტიული მიტინგები არ არის, მიშა როდესაც მოდიოდა იყო ერთი პარტია (ნუ სამი ერთში და ეს აღმოჩნდა სამში გრძელი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) ახლა კი მრავალპარტიულია და ელემენტარულად ერთმანეთს არ მოაგებინებენ და არ გააყალბებინებენ თუნდაც არჩევნებს, რაც შეეხება ვინ მოვა ხელისუფლებაში: თუ ხალხი აირჩევს (რა თქმა უნდა სამართლიანი არჩევნებით) ვინმეს, ვინც გადალახავს მინიმალურ ზღვარს ეგ ხალხის საქმეა! დარწმუნებული ვარ ბურჯანაძეს და იმ ვირს (ნოღაიდელს!) მაქსიმუმ 2-3% მისცემს ხმას (ეგეც ვაი!). რაც შეეხება სხვებს, კი არიან ისეთები ვინც ყველგან არიან და ყველა ბოთლს მოერგო თავისდროზე, მაგრამ არიან რეალურად ხალხი ვინც არ გასვრილა ჯერ, თუნდაც სალომე ზურაბიშვილი, კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე და ასე შემდეგ...

--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 04:36 PM
პოსტი #4

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

Giena
არ გეწყონოს და პოლიტიკა და გაუსვრელობა? პოლიტიკა იმის პოლიტიკაა რომ სიბინძურეა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

მოკლედ ჩემი აზრია რომ ხელისუფლებას არავითარი (ნუ მცირე) მნიშვნელობა აქვს და არის იმის გამოხატულება როგორც აზროვნებს ხალხი. მოკლედ ქვეყანას, რომ ეშველოს უნდა ეშველოს ხალხის აზროვნებას!

თუ აზროვნება არ შეიცვალა, დავით აღმაშენებელსაც გაუჭირდება შველა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

აზროვნების შეცვლის გზა კი ორია, ან ნებით ან ძალით. პირველი გამორიცხულია. ამიტომ არ არის საჭირო ეს დემოკრატიობანა. საჭიროა ვინმე ერთი რომელიც გადაწყვეტს ყველფერს, იქიმდე სანამ არ შეიცლვება ხალხის აზროვნება.

if($დემოკრატია=true){$შეიცვლება ხალხის აზროვნება=false} else {$შეიცვლება ხალხის აზროვნება=true}

if($შეიცვლება ხალხის აზროვნება=true) {echo "გვეშველა"} else {echo "რაც ხდება"}

მოკლედ დემოკრატიაა ის რაც უშლის განვითარებას!!!! გვინდა მონარქი რომ დაახჩოს, ორმოში ჩააგდოს ყველა დამნაშავე. ხოლო როცა პსიქოლოგიას ეშველება მერე შეიძლება ისევ არჩევაზე და დემოკრატიაზე ლაპრაკი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 11 2009, 04:41 PM
პოსტი #5

ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412

otosaxel
მაგაში გეთანხმები, რომ პოლიტიკაში უმეტესობა ისვრება, მაგრამ ეს ადამიანები ვინც ჩამოვთვალე რეალურად არ ყოფილან პოლიტიკაში! სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება იყო, მაგრამ ცუდი რა გააკეთა? მე ვრაფერს ვამჩნევ რატომღაც...

მეორე წინადადაებაშიც მართალი ხარ მეტის ღირსები ვართ ყველა, იქით ბიჭებს რომ ხოცავდნენ და აქეთ ლელა წურწუმიას კონცერტებზე რომ დავრბოდით მაგის გულისთვის, მაგრამ არსებობს ერთი ძალიან პატარა მაგრამ ვინ მიგვიყვანა აქამდე? ჯერ 200 წლიანმა რუსეთის ბატონობამ და მერე ორმა ნაძირალამ ზედიზედ!!! მოვიშოროთ ეგ ხალხი ყველა!!! და მერე ჩვენ სინდისზეა თუ პირველივე დანაშაულზე არ გამოვარდებით და არ დავახევთ თავზე იმ მანდატებს!!!

--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 04:50 PM
პოსტი #6

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 07:41 PM) *
მეორე წინადადაებაშიც მართალი ხარ მეტის ღირსები ვართ ყველა, იქით ბიჭებს რომ ხოცავდნენ და აქეთ ლელა წურწუმიას კონცერტებზე რომ დავრბოდით მაგის გულისთვის, მაგრამ არსებობს ერთი ძალიან პატარა მაგრამ ვინ მიგვიყვანა აქამდე? ჯერ 200 წლიანმა რუსეთის ბატონობამ და მერე ორმა ნაძირალამ ზედიზედ!!! მოვიშოროთ ეგ ხალხი ყველა!!! და მერე ჩვენ სინდისზეა თუ პირველივე დანაშაულზე არ გამოვარდებით და არ დავახევთ თავზე იმ მანდატებს!!!

ხოდა მთელი მუღამი მაგაშია, ეგრევე ყველა მანდატს ეხვევა! ჰოდა იმიტომაა ბანძები რომ ვართ...

ეს დამპალი პოლიტიკა იმისაა რომ ის სასტავი შესულიყო პარლამენტში და ერთმანეთი ეკონტროლებინა ორ მხარეს თუ რაც ქვია რა. მაგაშია მუღამი ერთმანეთს მგელიბივით რომ შეყურებენ, მაგრამ აქ ყველას პირველკაცობა უნდა....

ხოდა ამიტომ ერთია საშველი მონარქი რომელიც ყველა საეჭვო მასტს დაახჩობს, დახვრეტს და ა. შ. მერე თუ შეიცვალა პსიქოლოგია მერე შეიძლება საპარაკი რამეზე.

მოკლედ ვერავითარი "ნაძირალა" (ვიყენებ რა შენ ტერმინს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) ვერ მიიყვანს ვერავის ვერსად. თუ ხალხი ერთად ბრბოდ არ იქცევა. და მაგ ორივე "ნაძირალას" თავიდროზე აღმეთებდენენ და უჩოქებდნენ + მარტო მაგ ორს კი არა პირველსაც (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

plastic
ციტატა(plastic @ 11th July 2009 - 07:45 PM) *
და კიდევ ერთი, ამ გრეჩიხური გაგების დემოკრატიას გავარტყი, რა. მე არც მიშისტი ვარ და ძალიან საბედნიეროდ, არც გრეჩიხისტი და მისნაირებისტი. უბრალოდ, ბრმა უნდა იყო, რომ უკეთესი ვერ გაარჩიო, მათ შორის.

სწორეა მაგრამ თითქმის ერთიდაიგივე არის, უბრალოდ ერთი უცხოეთში ნასწავლია (მეორე უსწავლელი), სხვა განსხვავება არაა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 11 2009, 04:58 PM
პოსტი #7

ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26

plastic
ვაღიარებ, დამეზარა წერა და დაგელოდე, რომ +1 მიმეწერა :-)

მცირე შესწორებით: მე არც ერთს ვემხრობი, არც მეორეს და ვარ ასე, მოღალატესავით :-) - ვანოს შოუდან განაგონი ერთ-ერთი მართლა ხუმრობათაგანი.

gearge-მ კი იცის ჩემი აზრის "მოხაზულობა", მაგრამ თვითონ აზრი ვერ გავაგებინე ზუსტად ისევე, როგორც თვითონ ვერ გამაგებინა თავისი :-)

otosaxel
ციტატა(otosaxel @ 11th July 2009 - 08:36 PM) *
if($დემოკრატია=true){$შეიცვლება ხალხის აზროვნება=false} else {$შეიცვლება ხალხის აზროვნება=true}

if($შეიცვლება ხალხის აზროვნება=true) {echo "გვეშველა"} else {echo "რაც ხდება"}

აი, სად დაგვეტყო, რომ ტექნიკურ ფორუმზე ვართ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 05:04 PM
პოსტი #8

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

domen
ციტატა(domen @ 11th July 2009 - 07:58 PM) *
აი, სად დაგვეტყო, რომ ტექნიკურ ფორუმზე ვართ

ტექნიკურზე რა ცხოვრებაც ფუნქციებია, უბრალოდ ჩახლართული და ჯეჯერობით ადმაინისთვის გაუგებარი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ისე ერთი სტალინი არ აწყენდა რა!!!
STOP!!!!
ვიცი რომ სტალინმა დაგავაქცია, მაგრამ რას ვამბობ, მაგისნაიარი ძლიერი მასტი რომ ხმა ვერავინ ვერ ამოიღოს, იყოს ჭკვიანი, ზუსტი + პატრიოტი

აი ეს ბოლო აკლდა იმ ფსევდო ქართველ ნაგავს, ეგ რომ ქონოდა დღეს საქარველო ზესახელმწიფო იქნებოდა. მოკლედ ფსიქოლოგიას ეგ შეცვლის და სხვა არაფერი.

და იქამდე ვინც გინდათ ჩამოაგდეთ ვინც გინდათ მოიყვანეთ იგივე იქნება!

(ზემოთ მინდაოდა მიმატება, domen, შენა რ გეხება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , უბრალოდ შენი პოსტის მერე არავინ არ მიაცევდა ყურადღებას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 11 2009, 05:07 PM
პოსტი #9

ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412

plastic
მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ კაი?
როდესაც ლაპარაკობ გაუნათლებელ ხალხზე, რომელიც მიტინგზე დგას იქვე შეხედე რეზო ჩხეიძე დგას, ნინელი ჭანკვეტაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიგა ლორთქიფანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და კიდევ უამრავი ისეთი ადამინი, რომლებმაც ქვეყნის განვითარებაში შეიტანეს პატარა ან დიდი წვლილი. ეხლა მეორე მხარეს შეიხედე და ნახავ კობა ხაბაზსპავლე ყუბლაშვილს, გიგა ბოკერიას და ჩამოთვლაც კი მიჭირს რადგან ვიცი რომ არ მეყოფა ერთი პოსტი მაგათ ჩამოთვლაში... ეხლა მეორე, გრეჩიხისტი, იმისტი და ამისტი არავინ არ დგას იქ, თუ ერთხელ მაინც მიხვალ და დადგები იმ ხალხთან (ხალხთან და არა პოლიტიკოსებთან) ძალიან კარგად დაინახავ, რომ არავინ არავის გულისთვის არ დგას იქ, ყველა საქართველოისტები ვართ იქ არ ვამტკიცებ, რომ შენ რახან იქ არ დგახარ საქართველოისტი არ ხართქო, უბრალოდ განსხვავებული აზრი გაქვს, მაგრამ ძალიან გთხოვ ნუ დაუძახებ ქუჩაში მდგომ გამწარებლ ხალხს გაუნათლებელს როდესაც პარლამენტში დავით კირკიტაძე და გიორგი ასანიძე გვიზის

--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 05:08 PM
პოსტი #10

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:07 PM) *

გიენ აი ესეაა შედომა.

პლიტიკოსმა პოლიტიკა უნდა უბეროს და მწერალმა წეროს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და ა. შ.

აქ კი ყველა პოლიტიკაშია...

მოკლედ ფსიქოლოგია რა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ჰო, კითხვა აბა რა ვქნათ?

რადა ყველამ მივხედოთ ჩვენი დარგით ქვეყანს, ხო გვქვია "კომპიუტერშიკები" ჰოდა მივხედოთ კომპ. განათლების პრობლემას, ვინც ვინაა ყველამ ყველაფერს მიხედოს და გასწორდება ყველაფერი, თორე ყველა პოლიტიკაში რომ მირბის ეგ აქცევს ამ ქვეყანას (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 11 2009, 05:10 PM
პოსტი #11

ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412

otosaxel
ციტატა(otosaxel @ 11th July 2009 - 08:04 PM) *
აი ეს ბოლო აკლდა იმ ფსევდო ქართველ ნაგავს, ეგ რომ ქონოდა დღეს საქარველო ზესახელმწიფო იქნებოდა. მოკლედ ფსიქოლოგიას ეგ შეცვლის და სხვა არაფერი.

ბავშობაში სიყვარულს მასწავლიდნენ, და ახლაც ასე მგონია ერთადერთი გზა ადამიანის შეცვლისა, ქართველ ადამიანს ვერ დააჩმორებ და ეს იმითაც გამოიხატება, რომ 25 საუკუნის განმავლობაში მოვაღწიეთ როგორც ერმა, ამასთან დაინგრა ისეთი ზე სახელმწიფოები როგორიც იყო ეგვიპტე, შუმერი, მაიას ტომები, აცტეკები და ძალიან ბევრი კიდე...

ჩვენ არ ავირჩიეთ გიორგი ასანიძე? ან თუნდაც გია როინიშვილი?
პოლიტიკა (თუნდაც ფორუმის სახით) ახლა ქუჩაში დგას და შეუშვით ბატონო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 05:13 PM
პოსტი #12

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:10 PM) *
ბავშობაში სიყვარულს მასწავლიდნენ, და ახლაც ასე მგონია ერთადერთი გზა ადამიანის შეცვლისა, ქართველ ადამიანს ვერ დააჩმორებ და ეს იმითაც გამოიხატება, რომ 25 საუკუნის განმავლობაში მოვაღწიეთ როგორც ერმა, ამასთან დაინგრა ისეთი ზე სახელმწიფოები როგორიც იყო ეგვიპტე, შუმერი, მაიას ტომები, აცტეკები და ძალიან ბევრი კიდე.

იმიტომ შეცვალა, 3 თვეში უცბად პსიქოლოგია, 20 საუკუნის დასაწყისში (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:10 PM) *
ჩვენ არ ავირჩიეთ გიორგი ასანიძე? ან თუნდაც გია როინიშვილი?
პოლიტიკა (ფორუმის სახით) ახლა ქუჩაში დგას და შეუშვით ბატონო

ხოდა მაგაზე ვამბობ ფქსიქოლოგიის ამბავს, ვინ გექაჩებოდა რომ ირჩევდი?

გიენ არ მიწყინო და ეხლა ეგენი რომ შეუშვა მერე იგივეს დაწერ. მოკლედ არავითარი ზემდგომი ხალხის შეცვლა არ უშველის რა. ერთი გამოსავალია ფსიქოლოგიის ცვლელება, რაც რთულია...

ჰოდა ის ფსიქოლოგია მეც გაფუჭებული მაქ. რა მინდა ამ თემაში რომ ვპოსტავ ვპოსტავ? წავიდე რა Remote Instalacion Serveice 2003-ზე ფოტოები გავაკეთო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 11 2009, 05:20 PM
პოსტი #13

ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412

otosaxel
მე იდეალურ სახელმწიფო წყობილებაშიც კი ოპოზიციაში ვედგები ყველა მთავრობას, რადგან კარგი რაც კეთდება კარგია და მაგას გაპროტესტება არც ჭირდება, აი ცუდს რომ გააკეთებენ მერე უნდა ურტყა თავში!

ფსიქოლოგია შეგვიცვალა რუსეთმა და რუსეთის პირდაპირმა ფსიქოლოგიურმა ტირანიამ, აბა გაიხსენე ერთი მაგალითი მაინც 18-ე საუკუნემდე როდესაც ბატონყმობა არსებობდა. არა არსებობს ეგეთი ფაქტი არსებობდა პატრონყმობა როდესაც პატრონი ყმას შვილივით თუ არა არანაკლებ ზრდიდა ასწავლიდა, აჭმევდა, აცმევდა ქორწილს უხდიდა და ყველანაირ პირობას უქმნიდა ნორმალური ცხოვრებისათვის. ჩვენ გვაქსვ რა თქმა უნდა ფსიქოლოგია შეცვლილი, მაგრამ ეს ზუსტად რომ სიყვარულით უნდა შევიცვალოთ და არა ტირანიით და მათრახებით.

ციტატა
ხოდა მაგაზე ვამბობ ფქსიქოლოგიის ამბავს, ვინ გექაჩებოდა რომ ირჩევდი?

საქმე იმაშია და იმას ვჩივი, რომ კონკრეტულ ადამინებამდე არ უნდა დადიოდეს საუბარი ჩვენ ავირჩიეთ, მე საერთოდ არ ამირჩევია, მაგრამ ქართველებმა ავირჩიეთ ე.ი. ჩვენ და არა მე ან შენ...

--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 11 2009, 05:24 PM
პოსტი #14

ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26

Giena
ისე, საინტერესოა, რატომ მიაწერენ ხოლმე მეღვინეთუხუცესს და ჭანკვეტაძეს "ჭკვიანობას" როცა უბრალოდ კარგი მსახიობები არიან? სუფთად ის ვარიანტია "იმისთანა დაარტყა, სტალინი ვერ აიღებდაო" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

აი, ამირეჯიბის ამბავი მიკვირს, გულწრფელად.

--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 05:28 PM
პოსტი #15

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

domen
ციტატა(domen @ 11th July 2009 - 08:24 PM) *
ისე, საინტერესოა, რატომ მიაწერენ ხოლმე მეღვინეთუხუცესს და ჭანკვეტაძეს "ჭკვიანობას" როცა უბრალოდ კარგი მსახიობები არიან? სუფთად ის ვარიანტია "იმისთანა დაარტყა, სტალინი ვერ აიღებდაო"

ზუსტად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
P. S.
სტალინს ხელი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:20 PM) *
მე იდეალურ სახელმწიფო წყობილებაშიც კი ოპოზიციაში ვედგები ყველა მთავრობას, რადგან კარგი რაც კეთდება კარგია და მაგას გაპროტესტება არც ჭირდება, აი ცუდს რომ გააკეთებენ მერე უნდა ურტყა თავში!

ფსიქოლოგია შეგვიცვალა რუსეთმა და რუსეთის პირდაპირმა ფსიქოლოგიურმა ტირანიამ, აბა გაიხსენე ერთი მაგალითი მაინც 18-ე საუკუნემდე როდესაც ბატონყმობა არსებობდა. არა არსებობს ეგეთი ფაქტი არსებობდა პატრონყმობა როდესაც პატრონი ყმას შვილივით თუ არა არანაკლებ ზრდიდა ასწავლიდა, აჭმევდა, აცმევდა ქორწილს უხდიდა და ყველანაირ პირობას უქმნიდა ნორმალური ცხოვრებისათვის. ჩვენ გვაქსვ რა თქმა უნდა ფსიქოლოგია შეცვლილი, მაგრამ ეს ზუსტად რომ სიყვარულით უნდა შევიცვალოთ და არა ტირანიით და მათრახებით.

ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:20 PM) *
საქმე იმაშია და იმას ვჩივი, რომ კონკრეტულ ადამინებამდე არ უნდა დადიოდეს საუბარი ჩვენ ავირჩიეთ, მე საერთოდ არ ამირჩევია, მაგრამ ქართველებმა ავირჩიეთ ე.ი. ჩვენ და არა მე ან შენ...

კარგი რა გიენ არ ჯობია შეეშვა ამ პოლიტიკას და წყნარად "იკომპიუტერშიკო". ქვეყანას შენი დახმარება უნდა მიეშველე და გა-და-დე-ქი არაფერს არ შველის (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

ჰოდა ხომ შეცვალეს ფსიქიკა? მეთოდს რა მნიშვლობა აქვს (ნუ ეხლა როგორ არ აქვს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , მარა როცა სხვა გამოსავალი არაა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )?

P. S.
არიჩიე, პირადად შენ არ გეხებოდა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 11 2009, 05:29 PM
პოსტი #16

ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412

domen
ყოველშემთხვევაში ნინელი ჭანკვეტაძე გია როინიშვილზე ჭკვიანი, რომა არის მე მგონი შენც არ გეპარება ეჭვი მითუმეტეს ოთარ მეღვინეთუხუცესი (პირადად თუ იცნობ ოთარს არ გაგიჩნდებოდა ეგ კითხვა დამიჯერე)...

otosaxel
ციტატა(otosaxel @ 11th July 2009 - 08:28 PM) *
კარგი რა გიენ არ ჯობია შეეშვა ამ პოლიტიკას და წყნარად "იკომპიუტერშიკო". ქვეყანას შენი დახმარება უნდა მიეშველე და გა-და-დე-ქი არაფერს არ შველის

ვკომპიუტერშიკობ, მაგრამ პატრიოტი კომპიუტერშიკები არ გინახავს? პოლიტიკას როგორ უნდა შევეშვა? ჩემი საქმეა, შენი საქმეა და ყველას საქმეა პირდაპირი მნიშვნელობით!

--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 05:32 PM
პოსტი #17

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:29 PM) *
ვკომპიუტერშიკობ, მაგრამ პატრიოტი კომპიუტერშიკები არ გინახავს? პოლიტიკას როგორ უნდა შევეშვა? ჩემი საქმეა, შენი საქმეა და ყველას საქმეა პირდაპირი მნიშვნელობით!

კი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , ჰაკერები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , პოლიტიკას გახდი ჰაკერი (შენ გაქ მაგის ნიჭი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ) და რუსების ინფო გადაეცი ჩვენ ჯარებს, ცუდია?

ჰოდა ეგაა პრობლემა ყველას საქმე როა!

ომია? ქუდზე კაცი. და ისე სარკოზს ვინ ხელს როგორ ჩამორთმევს არაა ჩვენი საქმე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

კაროჩე პირველაკცობის ცვლებებით ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებ.

მთავარია შენ რას გააკეთებ, ის და ა. შ.
თუნდაც დანთლება, რა იქამდე კარგი იყო? ადრე დადებილება იყო არაოფიციალური. არავინ არ სწავლობდა (გამონაკლისების გარდა), ჰოდა ეხლა ეს ოფიცილურია, ანუ იქიდან წამოვიდა ეს! და ის გამორჩეული კიდევ სწავლობს, ხოლო ვინც არ სწავლობდა პლაკატს მაინც აწებებს და ერთ გვერდს მაინც კითხოლობს :0

ანუ ვისი ბრალია ხალხის!

მერე მკველობა, კარგია 14-15 წლის ბიჭი მეორეს მოკლავს?

ჰოდა აქაც ხალხი.

ანუ ვინც პირველია ის არის ხალხის სახე, ნუ რაღაც კატეგოებში, თორე ზოგი ენას ვერ ამბამს, ზოგი რა და ზოგი. ამიტომ ვერაფერს ვერ უშველის ლიდერის ცვლელება.

საჭიროა ფსიქოლოგიიის ცვლელბა. ანუ მე უნდა ვისწავლო, მე არ უნდა დავაშავო და ა. შ.
ეს რომ იქნება მარტო მაშინაა საშველი იქამდე კი გა-და-დე-ქია.
ჰოდა სანამ ეგ მოხდება ჯობია ამ უაზრო გა-და-დე-ქის ჩვენი საქმით მივხედოთ, ვიმეორებ არის კომპ. განათლების პრობლემა? ჰოდა ეგაა მისახედი და არა გა-და-დე-ქი

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 11 2009, 05:35 PM
პოსტი #18

ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412

otosaxel
ციტატა(otosaxel @ 11th July 2009 - 08:32 PM) *
ომია? ქუდზე კაცი. და ისე სარკოზს ვინ ხელს როგორ ჩამორთმევს არაა ჩვენი საქმე

ჩვენი პრეზიდენტი არ იყო მიწაზე რომ ფორთხვადა? რომელ ქუდზე კაცს მელაპარაკები?

ციტატა
კი , ჰაკერები , პოლიტიკას გახდი ჰაკერი (შენ გაქ მაგის ნიჭი ) და რუსების ინფო გადაეცი ჩვენ ჯარებს, ცუდია?

პირველ რიგში ქართველი ვარ და მერე კომპიუტერშიკი, მეორეც ჰაკერობა ბავშობიდან არ მიყვარდა და ყოველთვის ვებრძვი ეგეთ ტიპებს!

ციტატა
მერე მკველობა, კარგია 14-15 წლის ბიჭი მეორეს მოკლავს?

სახელმწიფო არ კლავს უდანაშაულო ბიჭებს? ეგეც არ იყო ომის ვეტერანები, რომ ეხვეწებოდნენ წაგვიყვანეთ ომშიო და მათ ნაცვლად რეზერვისტები, რომ წაიყვანეს რომლებსაც რეზერვში ყოფნის დროს ქეიფის და ჯოკრის თამაშის გარდა არაფერი უკეთებიათ არ იყო ეგ ხალხის ჩახოცვა?

როდესაც ვლაპარაკობთ ფსიქოლოგიაზე, ვიღაცამ უნდა შეგვიცვალოს ის და როდესაც საკუთარი პრეზიდენტი და მხედართმთავარი ბრძოლის ველიდან გარბის რა ფსიქოლოგია უნდა მქნდეს მე? პრეზიდენტი რომ გეუბნება აგერ ბუჩქებია და რაც გინდა ქენიო ვინ უნდა შეიცვალოს ფსიქოლოგია? განათლების მინისტრი რომ ვერ წერს სიტყვას ბავშვს მაგან უნდა შეგვიცვალოს ფსიქოლოგია? თუ რურუა რომ არის კულტურის მინისტრი? თუ გიგა ბოკერიამ, რომელიც მთელი თავის ცხოვრება იაღოველებს ლობირებდა და კუდში დაზდევდა? ფსიქოლოგიას შემცვლელი ჭირდება კარგი შემცვლელი, რომელიც მე დღევანდელ მთავრობაში არ მეგულება!

--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Jul 11 2009, 05:42 PM
პოსტი #19

ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255

Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:35 PM) *
ჩვენი პრეზიდენტი არ იყო მიწაზე რომ ფორთხვადა? რომელ ქუდზე კაცს მელაპარაკები?

ნუ ეგ იასნია, მაგრამ რა გარანტია გაქ რომ სხვა არ სხვა საქმეში არ "იფორთხებს"
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:35 PM) *
პირველ რიგში ქართველი ვარ და მერე კომპიუტერშიკი, მეორეც ჰაკერობა ბავშობიდან არ მიყვარდა და ყოველთვის ვებრძვი ეგეთ ტიპებს!

ჰეკრობა მეც არ მომწონს მაგრამ თუ ქვეყანას ჭირდება.

მოკლედ, გიენ, იცი როგორ პატივს გცემ და ამ პოლემიკით არ მინდა წაგეჩხუბო, თან პოლიტიკაზე მატად რავი რა დარგი მეზიზღება ჰოდა მგონი ჯობია ეს ტოპიკი დავტოვო (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 11 2009, 05:58 PM
პოსტი #20

ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23

Giena
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 08:41 PM) *
სალომე ზურაბიშვილს

კარგი რა, ამ ადამიანზე როგორ შეიძლება სერიოზულად იმსჯელო, მაგას პოლიტიკაში რა უნდა, ეგ ჯერ სკოლაში მივიდეს, ქართული, საქართველოს ისტორია ისწავლოს (ეგაც არ უშველის, ძალიან დიდხანს იცხოვრა ევროპაში) და მერე ამოიღოს ხმა, გუბაზ სანიკიძე მგონი ერთადერთია, ვისიც მართლა მჯერა.
ციტატა(Giena @ 11th July 2009 - 09:07 PM) *
როდესაც ლაპარაკობ გაუნათლებელ ხალხზე, რომელიც მიტინგზე დგას იქვე შეხედე რეზო ჩხეიძე დგას, ნინელი ჭანკვეტაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიგა ლორთქიფანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და კიდევ უამრავი ისეთი ადამინი, რომლებმაც ქვეყნის განვითარებაში შეიტანეს პატარა ან დიდი წვლილი

და იქვე დგას იგივე ოთარ კობერიძე, არანაკლედ ბაპიტვსაცემი პიროვნება, რომელიც სააკაშვილს უჭერს მხარს, არ აქვს მნიშვნელობა ვის სად დგას, საქმე ისაა ვინ ხედავს რეალურად სადა დგას (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

არ მინდა ერთი გადავაგდოთ და მერე გაჩეჩილაძისნაირმა გაზლუქებულმა მილიონერებმა მჯიჯგნონ და წაიღონ ჩვენი ქონება, მე ვერ ვხედავ განსხვავებას სააკაშვილი წაიღებს თუ გაჩეჩილაძე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და მერე გვეშველება.
და კიდევ როცას გვიკვირს გაუნათლებელს რატომ ვეძახით აქციაზე მდგომ ხალხს, დაფიქრდი განა შეიძლება ბურჯანაძეს და ნოღაიდელს მოუსმინო (მინიმუმ) და მერე ტაში დაუკრა აქციაზე (ბოდიშს რომ იხდიდა კინაღამ გული ამერია), აი მაშინ რომ ხალხს ეგ ნაძირალები ჩაექოლა ტაშის დაკვრის მაგივრად, მაშინ ვიტყოდი რომ ხალხი იქ მართლა იმისთვის დგას, რომ რეალურად უნდა რამის შეცვლა. ხალხი აყვა ოპოზიციის ტინგიცს (სკამების მეტი რომ არაფერი ადარდებთ) და შედეგად მიიღო რა? არაფერი.
აქ ფიშტო გავარდება უეჭველი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
სერიოზულად დახურეთ ეს ტოპიკი, არაა ამ თემის ადგილი ამ ფორუმზე, ტყუილა ვკამათობთ და ვაწყენინოთ კიდეც შეიძლება ერთმანეთს.

--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:48 AM