მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

53 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> Invision Power Board (IPB) 2.2.X-2.3.X (კერძოდ, 2.3.3), ინსტალაცია, გაქართულება...
Power_VANO
პოსტი Feb 15 2008, 10:55 AM
პოსტი #1


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ამ თემაში დაიწერება ინსტრუქცია კონკრეტულად IPB 2.3.3-სთვის, თუმცა, ინსტრუქცია თავსებადი იქნება 2.3.X და 2.2.X ვერსიის ძრავებთანაც (2.2.X-ზე 100%-ით თავს ვერ დავდებ).

დავიწყოთ:

1) საინსტალაციო პაკეტი
საინსტალაციო პაკეტი დევს როგორც კომპინფოს (ქართული სერვერი) ასევე Servage-ის (უცხოური სერვერი) სერვერზე.

კომპინფოს სერვერი
Servage-ს სერვერი

პაროლი: compinfo.ge


2) ქართული ენის პაკეტი

ქართული ენის XML ფაილი იმპორტირებისათვის
ქართული ენის ფაილების არქივი (RAR ფაილი) (იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებისას პრობლემები შეგექმნათ)


3) ქართული ენის სკრიპტი

კომპინფოს სერვერი
Servage-ს სერვერი


4) ქართული ღილაკები

კომპინფოს სერვერი (ღილაკები მოგვაწოდა otosaxel-მა)
პაროლი: compinfo.ge

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Mar 3 2010, 08:17 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 15 2008, 11:14 AM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



წინასაინსტალაციო პირობები

იმისათვის, რომ IPB 2.3.3 ფორუმს პრობლემები არ ჰქონდეს ქართულ უნიკოდთან ურთიერთობისას, სასურველია, რომ სერვერზე ეყენოს MySQL, ვერსია 4.1 ან უფრო ახალი!!!

ფორუმის გაშვება/დაინსტალირებისთვის აუცილებელია მინიმუმ PHP 4.X.X და MySQL 4.1.

თუ დარწმუნდით, რომ სერვერზე ყველაფერი კარგადაა, მაშინ დროა მივხედოთ მონაცემთა ბაზას IPB-სათვის, ჩვენ გვჭირდება ქართულის მხარდაჭერა, ამიტომ გვინდა უნიკოდის მხარდაჭერა, იგივე UTF-8.

ამის გამო მონაცემთა ბაზას უნდა ჰქონდეს გარკვეული ფორმატი, ანუ collation უნდა იყოს "utf_general_ci".
collation-ის ამორჩევა ხდება მონაცემთა ბაზის შექმნისას, ლოკალურ სერვერზე ეს მარტივად ხდება, მაგრამ ქართულ ჰოსტინგის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ბაზის შესაქმნელი ინსტრუმენტები საკმაოდ მწირია ან შეზღუდულია, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია collation-ის შესაცვლელად phpMyAdmin-ის გამოყენება. იმედია მისი გამოყენება იცით. პაკეტის უფასოდ ჩამოქაჩვა შეიძლება შემდეგი საიტიდან: http://www.phpmyadmin.net
მაშ ასე, ვთვლით რომ სერვერზე ასევე აქაჩული გვაქვს phpMyAdmin, მაშინ აირჩიეთ თქვენი ბაზა თუ რანმდენიმე გაქვთ, გადადით ჩანართში Operations და იქ მდებარე ფორმაში Collation აირჩიეთ "utf_general_ci".

თუ სერვერზე არ გაქვთ phpMyAdmin ან MySQL-თან სამუშაო რომელიმე ვებ-გარსი, მაშინ იმედია ჰოსტერის სერვერზე გაქვთ SQL ბრძანების შესრულების ხაზი, ან კონსოლი და სწორედ აქ უნდა აკრიფოთ შემდეგი ბრძანება ანუ იგივე query:

პროგრამული კოდი
ALTER DATABASE `DB_Name` DEFAULT CHARACTER SET utf8 COLLATE utf8_general_ci


სადაც "DB_Name" არის თქვენი მონაცემთა ბაზის სახელი.
ამ პროცედურის შემდეგ შეგვიძლია მშვიდად დავიწყოთ ინსტალაცია.
თუმცა პირადად არაერთგზის ცდის შედეგად შემიძლია თამამად ვთქვა ამის გაკეთება უკვე დაინსტალირებულ შემთხვევაშიც შეიძლება, უბრალოდ შეიძლება გარკვეულ დოსკომფორტს გადააწყდეთ. კონკრეტული პრობლემები შემდეგ აქ დაპოსტეთ და გავარჩიოთ.

-------------------
ინსტალაციის პროცედურა ძალიან მარტივია, აქაჩეთ სერვერზე ფორუმის ფაილები, ბროუზერში აკრიფეთ: http://www.თქვენი_საიტი/forum/install ან http://www.თქვენი_საიტი/install, გააჩნია რომელ საქარალდეში გაქვთ აქაჩული ფორუმის ფაილები. დანარჩენი მარტივია, მიყევით ინსტრუქციებს, შეიყვანეთ MySQL-ის პარამეტრები, ადმინისტარტორის პაროლი და მოიცადეთ ცოტა ხანი, ავტომატურად მოხდება ცხრილების და ყველაფრის იმპორტირება და გამზადება. გაითვალისწინეთ, ინსტალაციის შემდეგ, სასურველია, სერვერზე წაშალოთ საქაღალდეები install და updates, შემთხვევით რომ ვიღაცამ ხიფათს არ გადაგყაროთ :-)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 05:08 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 17 2008, 12:32 PM
პოსტი #3


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



UTF-8 კოდირების მოწესრიგება

2.2.X და 2.3.X ვერსიაში, ისევე როგორც ძველ 2.1.X-ში შემოტანილია გვერდის კოდირების ცვლადი.
ამიერიდან, აღარ არის საჭირო ტვინის ჭყლეტა იმისათვის, რომ მთელი ფორუმი utf-8-ზე გადაიყვანო, ადრე HTML კოდში, სტილებში იყო კოდირების არჩევა საჭირო, დღეს ეს ერთი პარამეტრის შეცვლით ხდება.
შევდივართ აქ: ACP -> TOOLS & SETTINGS -> General Configuration -> Document character set და ვუთითებთ კოდირებას utf-8 (იხილეთ მიმაგრებული სურათი)

(IMG:http://www.compinfo.ge/~power_vano/images/ipb/1.jpg)

გარდა ამისა, მისათითებელია, რომ MySQL ბაზიდან სკრიპტმა ტექსტები სწორად გამოიტანოს. თუ ქვემოთ აღწერილ მეთოდს არ გამოიყენებთ, ნაწილი ტექსტი გამოჩნდება შუაში კუბიკების ჩანართებით, ხოლო ახალი აკრეფილი პოსტები ბაზას გადაეცემა კითხვის ნიშნების სახით.
ამიტომ ვიქცევით შემდეგნაირად:

რომელიმე HTML რედაქტორით ან თუნდაც Notepad-ით გახსენით ფაილი: ROOT_DIR/sources/ipsclass.php და ვიპოვნოთ მასში ეს კოდი:

პროგრამული კოდი
$this->DB->connect();


და მის შემდეგ, ვამატებთ ამ კოდს:

პროგრამული კოდი
$this->DB->query("SET CHARACTER SET utf8");


მორჩა, პრობლემა მოგვარებულია.

* ვიცი, რომ ბევრი ახალბედა დაიბნევა სახელით ROOT_DIR. ამიტომ აქ გიხსნით, შემდგომში იგულისხმება, რომ ასე აღინიშნება თქვენი ფორუმის ძირეული საქაღალდე, ანუ ის დირექტორია სადაც ფორუმის ფაილებია მოთავსებული. მოკლედ, საწყისი დირექტორია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Apr 28 2009, 08:18 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 17 2008, 12:47 PM
პოსტი #4


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Quick Reply Box-ის ავტომატური გახსნა

ეხლა კი მივხედოთ პირველად კონფიგურირებას.
ალბათ, მოსახერხებელია, როცა სწრაფი პასუხის ფანჯარა მუდმივად ღიაა, ისევე, როგორც ამ და ბევრ სხვა ფორუმში. მოკლედ, ჩავასწოროთ კოდი ისე, რომ ეს ყუთი ავტომატურად იხსნებოდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას მიუთითებს მომხმარებელი თავის კაბინეტში.

ამისათვის, პირველ რიგში, შესაბამის განყოფილებაში უნდა იყოს ჩართული სწრაფი პასუხის მხარდაჭერა.
ახალი განყოფილების შექმნისას, სწრაფი პასუხის მხარდაჭერა ავტომატურად ირთვება ხოლმე, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ:
ACP -> MANAGEMENT -> Manage Forums -> განყოფილების მენიუ* -> Edit Settings -> Enable Quick Reply - ეს პარამეტრი დააყენეთ Yes-ზე.

ამის შემდეგ ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/topics.php, ვპოულობთ მასში ამ კოდს:

პროგრამული კოდი
$sqr = isset($this->ipsclass->member['_cache']['qr_open']) ? $this->ipsclass->member['_cache']['qr_open'] : 0;


და ვცვლით ამით:

პროგრამული კოდი
$sqr = 1;


ამის შემდეგ, ყველა განყოფილებაში, რომელშიც ეს ფუნქცია ჩართულია, ეს ყუთი მომხმარებელს ავტომატურად გახსნილი დახვდება.

_______________________
* ამიერიდან, სადაც კი იქნება მოხსენიებული ტერმინი განყოფილების ან სკინის მენიუ, ჩათვალეთ, რომ იგულისხმება კონტექსტური მენიუ, რომელიც გამოდის განყოფილების ან სკინის სახელის გასწვრივ არსებული ღილაკის დაჭერისას (იხილეთ მიმაგრებული სურათი).

(IMG:http://www.compinfo.ge/~power_vano/images/ipb/2.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 06:06 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 17 2008, 12:49 PM
პოსტი #5


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ქართული ენის პაკეტის დაყენება

მეთოდი 1: ვიყენებთ XML ფაილს.

ვიწერთ ქართული ენის პაკეტის XML ფაილს. შემდეგ შევდივართ ACP -> LOOK & FEEL -> Import a Language -> ვაჭერთ ღილაკ Browse-ს და ვუთითებთ *.xml ფაილის მდებაობას. ველში Enter the name for this new language set-ში ვწერთ ლენგვიჯ პაკის სახელს, მაგ: Georgian და ვაჭერთ ღილაკ Import XML Language Set-ს (იხილეთ მიმაგრებული სურათი)

(IMG:http://www.compinfo.ge/~power_vano/images/ipb/3.gif)


მეთოდი 2: ვიყენებთ ენის პაკეტის ფაილების არქივს

ამ მეთოდს მივმართავთ მაშინ, როცა პირველი მეთოდი წარუმატებლად მთავრდება, ანუ ხდება იმპორტირება, მაგრამ ქართული შრიფტის მაგივრად ჩანს კითხვის ნიშნები ან სხვა პრობლემებია.

ვიწერთ ენის პაკეტის ფაილების არქივს და ამოვიღებთ ფაილებს. შემდეგ, მასში მდებარე ყველა ფაილს თავზე გადავაწერთ ROOT_DIR/cache/lang_cache/ენის_სახელი* საქაღალდეში მდებარე ფაილებს. მორჩა, პრობლემა ამოწურულია.


ლენგვიჯ პაკი შემოტანილია, ახლა დავაყენოთ იგი დეფაულტ ლენგვიჯად :
შევდივართ ACP => LOOK & FEEL => Manage Languages => და ქართული ენის პაკეტის გასწვრივ ვაჭერთ Make Default Language-ს.

___________________
* ენის_სახელი <- ესაა პირველი მეთოდით ენის პაკეტისთვის შერჩეული სახელი, მაგ: Georgian.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 06:19 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 04:56 AM
პოსტი #6


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ქართული კლავიატურები ფორუმის ფორმებში

ამჯერადაც, ქართული კლავიატურის დასაყენებლად გამოვიყენებთ Tim-ის მიერ დაწერილ ჯავასკრიპტს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.
პირველ რიგში უნდა ჩამოვტვირთოთ ქართული ენის სკრიპტი - [ ipb_geo.js ] (ამ ფაილის ჩამოსატვირთ ბმულებს პირველ პოსტში იხილავთ) და მოვათავსოთ სერვერზე საქაღალდეში ROOT_DIR/jscripts/
ამის შემდეგ შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Board Header & Footer Wrapper და გამოსულ ველში ამ კოდის შემდეგ:
პროგრამული კოდი
<% JAVASCRIPT %>

ვამატებთ ამ კოდს:

პროგრამული კოდი
<script language="Javascript" src="jscripts/ipb_geo.js"></script>

ამის შემდეგ დააჭირეთ ბოქსის ქვემოთ არსებულ ღილაკს: Save Wrapper (ამით კოდში შეტანილი ცვლილებები შეინახება).

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 06:26 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 05:08 AM
პოსტი #7


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ქართული კლავიატურა სწრაფი პასუხის ფორმაში

შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Topic View -> quick_reply_box_open
გამოსულ კოდში მოვძებნოთ აი ეს კოდის ნაწილი:

პროგრამული კოდი
<textarea


და ზუსტად მის შემდეგ ჩავსვათ ეს:

პროგრამული კოდი
onKeyPress="changeVal()"


ხოლო მის თავზე კი ეს:

პროგრამული კოდი
<input TYPE="CHECKBOX" checked NAME="geo" ><b>ქართული კლავიატურა</b> ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )<br>


შედეგად მივიღებთ აი ასეთ ლამაზ სწრაფი პასუხის ფორმას:
(IMG:http://www.compinfo.ge/~power_vano/images/ipb/4.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 06:47 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 05:40 AM
პოსტი #8


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ქართული კლავიატურა გამოხმაურების, ახალი PM-ისა და ახალი თემის ფორმებში

შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post / PM Editor -> ips_editor
გამოსულ კოდში მოვძებნოთ აი ეს კოდის ნაწილი:

პროგრამული კოდი
<textarea


და ზუსტად მის შემდეგ ჩავსვათ ეს:

პროგრამული კოდი
onKeyPress="changeVal()"


ამის შემდეგ მოვძებნოთ ეს კოდი:

პროგრამული კოდი
<td width='98%'>&nbsp;</td>


იგი შეგვხვდება ორ ადგილას, პირველი მათგანის მაგივრად კი ჩავწეროთ ეს კოდი:

პროგრამული კოდი
<td width='98%' align='center'><div class="rteimage"><input TYPE="CHECKBOX" checked NAME="geo"><b>ქართული კლავიატურა</b></div></td>



ეხლა კი იმისათვის, რომ სათაურებშიც დაიწეროს ქართულად

შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> topictitle_fields და გამოსულ კოდში მოვახდინოთ შემდეგი ოპერაციები:

ვიპოვოთ მასში ორ ადგილას ეს კოდი:

პროგრამული კოდი
<input type="text"


და ორივეგან შევცვალოთ იგი ამ კოდით:

პროგრამული კოდი
<input type="text" onKeyPress="changeVal()"


ამის შემდეგ შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> poll_box
მანდ კი ვპოულობთ ამას (სულ ოთხ ადგილას):

პროგრამული კოდი
<input type='text'


და ოთხივეგან ვცვლით ამით:

პროგრამული კოდი
<input type='text' onKeyPress='changeVal()'


და კიდევ, შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Messenger -> Send_form, სადაც ვპოულობთ ამ კოდს (ორ ადგილას):

პროგრამული კოდი
<input type="text"


და ორივეგან ვცვლით ამით:

პროგრამული კოდი
<input type="text" onKeyPress="changeVal()"


შემდეგ შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Messenger -> mass_pm_box, სადაც ვპოულობთ ამას:

პროგრამული კოდი
<textarea


და მის შემდეგ ვამატებთ ამას:

პროგრამული კოდი
onKeyPress="changeVal()"


მორჩა, ეს ეტაპიც დასრულებულია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 07:11 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 05:51 AM
პოსტი #9


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მომხმარებლის სახელზე დაწკაპუნებით მისი ჩასმა დაპოსტვის ველში


ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 07:17 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 06:55 AM
პოსტი #10


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



კოდირება ფორუმის მსუბუქ, Lo-Fi ვერსიაში

როგორც მოგეხსენებათ, IPB ფორუმს აქვს მსუბუქი, Lo-Fi ვერსიაც. იგი იმით განსხვავდება სრული ვერსიისაგან, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ფორუმის სხვადასხვა ელემენტები, გრაფიკა და დიზაინის ”პრიბამბასები”. იგი შეიქმნა იმათთვის, ვისაც ნელი ინტერნეტი აქვს ან ტრაფიკში იხდის ფულს, და არაფერში ჭირდება ფორუმის "მძიმე" დიზაინი.
ამ ვერსიასვე იყენებენ სხვადასხვა საძებნი სისტემების რობოტები ფორუმის ინდექსირებისას, ასევე ტრაფიკის დაზოგვის თვალსაზრისით.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფორუმი მსუბუქ ვერსიაშიც ისევე სწორად იკითხებოდეს, როგორც სრულში.

მსუბუქ ვერსიას ისევ მონაცემთა ბაზასთან აქვს პრობლემა - კერძოდ კი, იგი უნიკოდს ბაზიდან არასწორად იღებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/lofiversion/index.php და მასში ვპოულობთ ამ კოდს

პროგრამული კოდი
$ipsclass->init_db_connection();

მის შემდეგ კი ვამატებთ ამას:

პროგრამული კოდი
$this->DB->query("SET CHARACTER SET utf8");


მორჩა, ეს ეტაპიც გავიარეთ.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: May 5 2009, 11:31 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:35 AM
პოსტი #11


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



კოდირების ჩასმა ACP-ს ფრეიმში

საქმე იმაშია, რომ ACP-ში, სკინის რედაქტირების ერთ-ერთ ფრეიმში გვერდის კოდირება მითითებული არ არის, ასერომ მასში შეყვანილი ქართული უნიკოდური ტექსტი შესაძლოა ბაზაში არასწორად ჩაიწეროს.

ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/skin_acp/IPB2_Standard/acp_skin_html/cp_skin_global.php და ვპოულობთ მასში ამ კოდს

პროგრამული კოდი
<title>IPB</title>

და მის შემდეგ ვამატებთ ამას:

პროგრამული კოდი
<meta http-equiv="content-type" content="text/html; charset={$this->ipsclass->vars['gb_char_set']}" />


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 07:56 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:36 AM
პოსტი #12


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ქართული კლავიატურა პოსტის სწრაფი რედაქტირებისას

ალბათ ყველამ უკვე ნახეთ, რომ დაემატა ახალი ფუნქცია - პოსტის სწრაფი რედაქტირება - რომელიც საშუალებას იძლევა უახლესი ტექნოლოგია AJAX-ის გამოყენებით პოსტის ჩასწორება მოხდეს იქვე, გვერდიდან წაუსვლელად.
მაგრამ ეხლახანს შევნიშნე, რომ ამ ფუნქციის ფორმაში ქართული კლავიატურა ჯერ არ გაგვიკეთებია.
ხოდა, ამიტომაც აქაც ჩავრთოთ მშობლიური ენის მხარდაჭერა.

შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> inline_edit_quick_box და ვპოულობთ ამ ადგილს კოდში:

პროგრამული კოდი
<textarea style='margin:0px;padding:4px;width:98%' name='Post' tabindex='1' id='{$pid}_textarea' class='rte-iframe' cols='80' rows='15'>{$post}</textarea>

მის მაგივრად კი ვწერთ ამას:

პროგრამული კოდი
<textarea onKeyPress="changeVal()" style='margin:0px;padding:4px;width:98%' name='Post' tabindex='1' id='{$pid}_textarea' class='rte-iframe' cols='80' rows='15'>{$post}</textarea>

ალბათ შეამჩნევდით, რომ ესეც იგივე ჯავასკრიპტ-ფუნქციას იყენებს, რომელსაც სხვა ფორმები და, შესაბამისად, ამ ფუნქციის ასამუშავებლად გვერდზე უნდა იყოს თოლია geo. ამიტომაც, დახურულ თემებში პოსტის რედაქტირებისას ქართული კლავიატურა არ იმუშავებს.
მაგრამ ეგ არაფერი, თუ მაინცდამაინც დახურულ თემაში მოგინდა პოსტის ჩასწორება, ინგლისურად დაწერ, ან სხვაგან აკრიფავ ქართულად და მერე აქ დააკოპირებ.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 08:02 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:37 AM
პოსტი #13


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Quick Reply-ის პოსტზე მიმაგრება ანუ ზევით აწევა

პატარა პრობლემა წარმოიქმნება Quick Reply-ის ბოქსთან მიმარტებაში, საქმე იმაშია, რომ ეს ბოქსი შედარებით ქვევითაა და საკმაოდ მოუხერხებლად გამოიყურება, ამიტომ, სასურველია, ბოლო დაპოსტილის ქვევით განვათავზოთ. ამით მივიღებთ იმას, რომ მომხმარებელი უფრო ჩქარა შეძლებს პოსტის დაწერას, ჩვეულებრივად ქვევით განთავსებული ბოქსის შემთხვევაში ბევრი ვერ ამჩნევს ამ შესაძლებლობას და სარგებლობს სრული პასუხის შესაძლებლობით, იმიტომ რომ მისი ღილაკი Quick Reply-ის ფანჯრის ზემოთაა.

ამისათვის შემდივართ:
LOOK & FEEL->Skins & Templates->Skin Manager-> სკინის მენიუ->Edit Template HTML -> Topic View -> TableFooter.

ვნახულობთ ამ კოდს:
პროგრამული კოდი
<!--IBF.QUICK_REPLY_OPEN-->

ამას ამოჭრით და ჩასვავთ სულ თავში, ამით მოხდება Quick Reply-ის პოსტების შემდეგ განთავსება, საკმაოდ მოხერხებულია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 08:06 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:38 AM
პოსტი #14


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ფორუმის წესები და პირობები ქართულად

მოკლედ, რაშია საქმე:
IPB 2.3.3-ში ენის ფაილში lang_registrer.php ისევე როგორც წინა ვერსიებში კვლავ არის ცვლადი, რომელიც შეიცავს ამ წესებს და პირობებს (რომელიც რეგისტრაციის დროს გამოდის ხოლმე). მაგრამ საქმე იმაშია, რომ რატომღაც ეს ვერსია პირობების გამოტანისას ტექსტს ამ ცვლადიდან კი არ იღებს, არამედ მონაცემთა ბაზაში შენახული ტექსტიდან (ipb_conf_settings: conf_default WHERE conf_id=5).
ხოლო მაშინ, როდესაც ფორუმის გაქართულება გინდა, გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ტექსტის შეცვლისა არის მისი ბაზაში ჩასწორება, მაგრამ სჯობს ისევ კოდში ჩავასწოროთ რაღაცეები და ძველებურად ენის ფაილიდან გამოქონდეს ტექსტი, რათა გადასატანადაც უფრო ადვილი იყოს, ყველაფრის (ყველა თარგმანის) ერთად გადატანა.

მოკლედ, სერვერზე ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/register.php და მასში ვპოულობთ ამ ხაზს (1123):

პროგრამული კოდი
$text  = $cache['conf_value'] ? $cache['conf_value'] : $cache['conf_default'];

და ვცვლით ამით:

პროგრამული კოდი
$text = $this->ipsclass->lang['click_wrap'];

მორჩა, ამიერიდან პირობების ტექსტის გამოტანა მოხდება ფაილიდან lang_register.php (ცვლადი $lang['click_wrap']).

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 08:20 AM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:38 AM
პოსტი #15


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



RESERVED!


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:40 AM
პოსტი #16


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



RESERVED!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Feb 18 2008, 03:23 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:40 AM
პოსტი #17


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



RESERVED!


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 18 2008, 07:41 AM
პოსტი #18


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



RESERVED!


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Feb 21 2008, 11:34 AM
პოსტი #19





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




Power_VANO
ვანო 2.2-ზე ხომ არ უნდოდა მაგის ჩალიჩI ეხლა ისევ საჭირო გახდა (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

ვიშინგისთვის საკაიფო რამე ვიპოვნე მგონი გამოდგება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
http://www.code.ge/geokbd
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Feb 21 2008, 12:03 PM
პოსტი #20


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
ჰო, ეგ კი ვიცი, მაგრამ დრო უნდა ათვისებას და გატესტვას (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

განსაკუთრებით ყველა ელემენტზე მიბმის პერსპექტივა მხიბლავს ..


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

53 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 06:11 PM