თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web პროგრამირება _ Joomla 1.5 ქართულად წერის პრობლემა

პოსტის ავტორი: ttt333 Feb 27 2010, 07:43 PM

გამარჯობა!

რამდენიმე დღეა ამ სკრიპტს გავეცანი.... არაფერში მქონია პრობლემა გარდა ქართულად წერისა. ესე იგი, გადმოვწერე Georgian Language Pack... მერე დავაინსტალირე და default-ად ავირჩიე. როგორც ვთქვი, დიდი არაფერი ვიცი ამ CMS-ის, ხოდა იქნებ ვინმემ იცოდეს მთავარ მენიუში ქართულად როგორ ვწერო? პირდაპირ შევედი მენიუ მენეჯერში და ქართულად რომ გადავარქვი კითხვის ნიშნები ანახა. ქვემოთ სურათია უკეთ რომ მიხვდეთ რას ვგულისხმობ, ხოდა სადაც Home, products და ა.შ ამათ მაგივრად რომ ეწეროს მთვარი და პროდუქტები... დამეხმარეთ...

http://img705.imageshack.us/i/kkkio.png/

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 3 2010, 06:58 AM

გადატანილია ვებ-პროგრამირებაში.


ttt333

მომავალში თემა სწორ ადგილას გახსენი ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: balulilu Jan 16 2011, 10:34 PM

Joomla!-ზე ქართული CMS არვიცი biggrin.gif უფრო ბაზის ამბავია biggrin.gif ბაზა რომ შექმენი მიუთითე სიმბოლური სტრუქტურა უნიკოდური ?

აგერ შენ კოდი და ბაზაზე გააკეთე ცვლილება თუ რათქმაუნდა მაგაშია პრობლემა

პროგრამული კოდი
ALTER DATABASE `DB_Name` DEFAULT CHARACTER SET utf8 COLLATE utf8_general_ci


ნუ DB_Name რაღათქმაუნდა შენი ბაზის სახელია wink.gif

გაუშვი ეგ ქუერი და მერე ხელახლა გადაარქვი Main_menu-ში სახელი რომელიმეს wink.gif

ისე რა ძველ თემას ვპასუხობ მოცლილივარ biggrin.gif