თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ World Wide Web _ ინტერნეტით ფულის შოვნა

პოსტის ავტორი: lasha_t May 27 2006, 10:51 AM

მემგონი ბევრს აინტერესებს ეს საკითხი . . .

მაგრამ პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი შრომის და წვალების გარეშე კაპიკსაც ვერ იშოვნით. დაივიწყეთ ის სისულელები რომ ვიღაცა დაგიქირავებთ თქვენ საიტებზე ირბენთ და ფულს იშოვნით.
აქ განვიხილავთ გაცილებით სერიოზულ და მძლავრ საშუალებებს ფულის საშოვნელად !



მე პირადად შემიძლია დავწერო მხოლოდ Google ADS სისტემის შესახებ, რადგან პირადი გამოცდილება საკმაოდ მაქვს და გარკვეული რაოდენობის თანხასაც ვშოულობ ყოველდღიურად . . .




Google ads ექაუნთის რეგისტრაცია
შევდივართ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense და ვაჭერთ ღილაკს Click Here to Apply, გაიხსნება პირადი ინფორმაციის შესაყვანი გვერდი, სადაც არის შემდეგი შემდეგი შესავსები ველები:
Website Information
Website URL: ( აქ უნდა მიუთითოთ თქვენი ვებ გვერდის სრული მისამართი. მაგალითად: http://www.chemisaiti.com )
Website language: ( აქ უნდა მიუთითოთ თუ რომელ ენაზეა თქვენი საიტი. სამწუხაროდ გუგლს არ აქვს შეყვანილი ამ სიაში "ქართული ენა", ასე რომ თუ თქვენ გაქვთ ქართულენოვანი საიტი ექაუნთს ვერ შექმნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ქართულ ენოვან საიტებზე აკრძალულია ამ რეკლამის დადება, უბრალოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო ინგლისურენოვანი საიტით და მერე სადაც გინდათ იქ დადებთ თქვენს რეკლამას. )
Contact Information
Account type: ( აქ უნდა მონიშნოთ თუ რა ტიპის ექაუნთს ქმნით. 2 ვარიანტია : 1.Individual ანუ თუ პირადად თქვენზე აფორმებთ და 2.Business ანუ იურიდიული ორგანიზაციებისათვის )
Country or territory: ( აქ მოუნიშნეთ ის ქვეყანა სადაც ცხოვრობთ )
Payee name: ( აქ უნდა ჩაუწეროთ პოტენციური ფულის ამღების სახელი და გვარი, ყურადღება მიაქციეთ იმას რომ პიროვნება რომლის სახელსაც აქ ჩაწერთ უნდა იყოს 18 წელს გადაცილებული )
Address line 1: ( აქ ჩაუწერე თქვენი ბინის ზუსტი მისამართი. მაგალითად თუ თქვენ ცხოვრობთ ფალიაშვილის ქუჩის 20 ნომერში, ბინა 4 ში, უნდა ჩაუწეროთ ასე: Paliashvili str#20, apt#4 )
Address line 2 (optional): ( აქ შეგიძლიათ ჩაუწეროთ თქვენი მეორე მისამართი, თუ გაქვთ რათქმაუნდა. ან შეგიძლიათ საერთოდ გამოტოვოთ ეს ველი )
City: ( აქ ჩაუწერეთ ის ქალაქი სადაც ცხოვრობთ )
State, province or region: ( თუ თქვენ საქართველოდან ხართ, ეს ველი შეგიძლიათ გამოტოვოთ და არ შეავსოთ )
Zip or postcode:( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი უბნის საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით დარეკეთ 09 ში და კითხეთ )
Phone: ( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგალიტად თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და თქვენი ნომერია 34-08-86 აქ უნდა ჩაუწეროთ ასე: +99532340886 )
Fax (optional)sad.gif თუ გაქვთ ფაქსი ჩაუწერეთ, ხოლო ვისაც არ გაქვთ შეგიძLიათ ეს ველი არ შეავსოთ )
Email preference: ( აქ არაფერი არ შეცვალოთ და დატოვეთ ისე როგორც არის )
Product Selection
Product(s): ( აქ შეგიძლიათ მოუნიშნოთ რეკლამის ის სახეები, რომლებსაც შემდგომ გამოიყენებთ. დეფაულტად მონიშნულია ყველაფერი და თქვენც ჯობია ხელს ნუ ახლებთ და დატოვეთ ისე როგორც არის )
Policies
ამ განყოფილებაში უნდა მოუნიშნოთ ხუთივე პუნქტი, თორემ რეგისტრაციას ვერ გაივლით.
Login Information
Email address ( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი ფოსტის მისამართი )
Password:( ჩაუწერეთ პაროლი )
Re-enter password: ( ჩაუწერეთ პაროლი განმეორებით )

და დააჭირეთ ღილაკს : Submit Information

ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს ფოსტაში, სადაც დაგხვდებათ გუგლის წერილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ ის წერილი, მაგრამ შინაარსი როგორც ყოველთვის არის ასეთი:
"მადლობთ რომ გამოთქვით სურვილი Google ads პროგრამაში რეგისტრაციიისათვის. ჩვენ უახლოესი 2 დღის განმავლობაში გადავამოიწმებთ თქვენს ინფორმაციას და თუ ის ეთანხმება ჩვენს წესებს, თქვენი ექაუნთი შეიქმნება"

ამ წერილის მერე უნდა დაელოდოთ საპასუხო წერილს, თუ თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ მაშინ 1-2 დღეში მოგივათ თანხმობა და თქვენ უკვე შეგეძლებათ დაიწყოთ ფულის შოვნა. ხოლო თუ შევსებისას დაუშვით რაიმე შეცდომა, მაშინ მოგივათ შემდეგი შინაარსის წერილი:
"გმადლობთ რომ გამოთქვით სურვილი ჩვენს პროგრამაში რეგისტრაციისათვის, მაგრამ თქვენი პირადი ინფორმაცია ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს. გთხოვთ ცადოთ მოგვიანებით"



მართვის პანელში შესვლა
შევდივართ მისამართზე https://www.google.com/adsense და მარჯვენა ზედა კუთხეში არის 2 შესავსები ველი.
პირველში უნდა ჩაუწეროთ იმ ფოსტის მისამართი რომელითაც გაიარეთ რეგისტრაცია, მეორეში კი პაროლი.


რეკლამის კოდის მირება და ჩვენს საიტზე განთავსება
მართვის პანელში შესვლის შემდეგ გადავდივართ ჩანართზე: AdSense Setup , სადაც არის 3 ბმული:
1. AdSense for content
2. AdSense for search
3. Referrals
ეს არის რეკლამების ხვადასხვა ტიპი და ამაზე დიდხანს არ გავჩერდები. თუ თქვენ ფულის შოვნის "პრეტენზია" გაქვთ ამაში გარკვევა არ უნდა გაგიჭირდეთ. სასურველი რეკლამის ტიპის ამორჩევის და მისი კონფიგურაციის შემდეგ მიიღებთ JAVA Script კოდს ტექსტურ ფორმატში. შემდეგ საჭიროა ეს მირებული კოდი ჩავსვათ ჩვენ საიტზე და მორჩა. იწყება ფულის შოვნა smile.gif


ეს იყო ყველაზე საბაზისო ნაწილი ანუ ის თუ როგორ მოვიპოვოთ ფულის შოვნის დაწყების უფლება. მთავარი კი ამის მერე იწყება. არის ხალხი რომლებიც თვეში 30 000 $ - ს შოულობს და არის ხალხი ვინც 2$ ის შოვნასაც ვერ ახერხებს.
ოღონდ ამ ყველაფერზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ . . .



P.S. თუ დაგებადებათ რაიმე შეკითხვები ან შეგექმნებათ რაიმე პრობლემები დაპოსტეთ აქ და სიამოვნებით გიპასუხებთ wink.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 6 2007, 09:09 AM

ესეც ჩემი სტატია ედსენსის შესახებ. ეს სტატია დაწერილია მას შემდეგ, რაც ლაშამ დაწერა თავისი სტატია, ასე რომ ინფორმაციული შეუთავსებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ ჩემი სტატიით smile.gif ჰო, გრამატიკული შეცდომები შეიძლება იყოს ჩემს სტატიაში, უნიკოდში გადმოვიყვანე და...

Google AdSense – დიდი ფული თუ...

ალბათ ბევრს გეცნობათ ეს სახელი, იცით რომ AdSense-ის საშუალებით საკუთარი საიტებით ხალხი ფულს შოულობს. ვინც არ იცით, AdSense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტური, ანუ თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს). რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპუნებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში) გუგლი გიხდით გარკვეულ თანხას. ეს თანხა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოითვლება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. AdSense მთლიანად დაფუძნებულია AdWords სერვისზე. ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც ხალხი ანთავსებს რეკლამას AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განმათავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რისი გადახდაც სურს ერთ წკაპზე (ეს თანხა განისაზღვრება 0.05$-დან 100$-მდე).
მაგალითად, მომხმარებელმა შექმნა საკუთარი საიტის რეკლამა (დაწერა სათაური და აღწერა), სარეკლამო ბიუჯეტად დააწესა 1000$, ხოლო მაქსიმალური თანხა ერთ წკაპზე დააწესა 1$. ამის შემდეგ უკვე Google განსაზღვრავს თუ რომელ საიტებზე გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა და რა თანხა ჩამოიჭრება (მაქს. 1$ ჩვენს მაგალითში) მომხმარებლის სარეკლამო ბიუჯეტიდან თითოეულ წკაპზე. ყოველი წკაპიდან გუგლი გარკვეულ თანხას თავისთვის იტოვებს, დანარჩენს კი საიტის მეპატრონეს უხდის. მაგრამ ამ თანხების ოდენობა გუგლის საიდუმლოა. The New York Times-მა განაცხადა, რომ გუგლი 1 წკაპიდან თანხის 78,5%-ს საიტის მეპატრონეს უხდის, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.
ახლა უკვე იცით, როგორ მუშაობს AdSense და შეგიძლიათ შემდეგ ეტაპზე, ანუ რეგისტრაციაზე გადახვიდეთ. ექაუნთის რეგისტრაციისთვის უნდა შეცუნცულდეთ აი ამ მისამართზე: http://www.google.com/adsense და დააჭირეთ ღილაკს Click Here to Apply. გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი, სადაც პირადი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. აქ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას:
Account Type-ში უნდა აირჩიოთ რა სახის ექაუნთის შექმნა გსურთ, Individual (კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის) ან Business (ორგანიზაციისთვის). Website URL-ში მიუთითეთ თქვენი საიტის მისამართი. მაგ: http://www.domain.com. აქ მხოლოდ ერთი საიტის მისამართის ჩაწერა შეგიძლიათ და ეს ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ ერთზე მეტი საიტი გაქვთ. რეკლამის ჩასმას იმდენ საიტზე შესძლებთ, რამდენზეც მოისურვებთ, აქ უბრალოდ თქვენი უდიდესი საიტის მისამართი ჩაწერეთ. Website Language-ში უნდა აირჩიოთ საიტის ენა. სამწუხაროდ აქ ქართული არ არის, ანუ ქართულენოვანი საიტით რეგისტრაციას ვერ გაივლით, თუმცა რეგისტრაციას უპრობლემოდ გაივლით იმ ენოვანი საიტით, რომელიც სიაშია. Payee Name-ში ჩაწერეთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვის სახელზეც ფული გამოიგზავნება. ეს პიროვნება უნდა იყოს 18 წლის, ან მეტის. ყურადღება მიაქციეთ მისამართის სწორად ჩაწერას. იგი ინგლისურად (თუმცა შეიძლება ქართულმაც გაამართლოს, არსებობს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ) უნდა ჩაიწეროს, ამიტომ აქვე დაგიწერთ მაგალითებს: რუსთაველის პროსპექტი #80 – Rustaveli Ave#80, ფალიაშვილის ქუჩა #28 – Paliashvili str#28, პირველი მ/რ – 1-st Micro, მე-9 კორპუსი – Building #9, ბინა #18 – Apt#18. ამ მაგალითების მიხედვით არ გაგიჭირდებათ საკუთარი მისამართის სწორად დაწერა, თუმცა აქვე მეორე გარემოებას ვახსენებ. სინამდვილეში თქვენი მისამართის ინგლისურ ენაზე დაწერა მხოლოდ თქვენი ინგლისურის ცოდნას ამჟღავნებს, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოება, Google ცხოვრებაში თქვენ არ ჩამოგაკითხავთ, მისამართი საჭიროა წერილების და კორესპონდენციის გამოსაგზავნად. შესაბამისად წერილს მიიღებს ჩვენი ფოსტალიონი, ახლა მითხარით როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ფოსტალიონებზე? ინგლისური მაგრად იციან? პასუხი გასაგებია, პირადად ორი დაკვეთა დავკარგე ჩემი ინგლისური ცოდნის გამომჟღავნებისას, ამიტომ იმ შემთხვევების შემდეგ მივმართავ მეორე მეთოდს, ინგლისური ასოებით ვწერ ქართულ მისამართს, მაგალითად: rusTavelis pr. #80, paliashvilis q. #28, pirveli micro raioni, korp. #9 bina 18, ასეთ მისამართს Google, მიიღებს კორექტულად, ჩვენი ფოსტალიონები კი თავის კომბალს მოიფხანენ და წერილს 99% შემთხვევაში უპრობლემოდ მიიტანენ ადრესატამდე. Zip or postcode-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით 09-ში დარეკეთ და გეტყვიან ეს არის ოთხნიშნა კოდი, თუ 09-ში ვერ რეკავთ ჩაწერეთ სათაო ფოსტის კოდი 0179, თუმცა ამ შემთხვევაში წერილი კიდევ რამდენიმე დღე დააგვიანებს რადგან ქართულ განყოფილებებს შორის იბოდიალებს წერილი. Phone-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგ, თუ თქვენი ნომერია 642931 აქ უნდა ჩაწეროთ შემდეგი სახით: +99532642931. Product Selection-ში და Policies-ში ყველაფერი მონიშნეთ (დანარჩენ ველებს იმედია თვითონ შეავსებთ) და დააჭირეთ Submit Information-ს. მაქს. 2 დღის შემდეგ E-Mail-ზე მოგივათ შეტყობინება გუგლისგან. თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ და თქვენი პირადი ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება გუგლის წესებს, თქვენ AdSense-ის მომხმარებელი გახდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ სცადეთ რეგისტრაცია წესების დაცვით.
ახლა კი უნდა გავეცნოთ გუგლის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია. თუ იმოქმედებთ წესების ფარგლებში, ბედნიერი იქნებით თქვენც და გუგლიც. თუ დაარღვევთ წესებს, გააბრაზებთ ბიძია გუგლს. ისიც საპასუხოდ სამუდამოდ დაგბლოკავთ თქვენც და თქვენს საიტებსაც AdSense-დან. პლიუს ამას, თქვენი ცუდი ქცევით რეპუტაციას შეულახავთ თქვენს სამშობლოს, რასაც მომავალში შეიძლება მისი ქვეყნების სიიდან ამოშლა მოყვეს. წესები განთავსებულია აქ: http://www.google.com/adsense/policies და აქ: http://www.google.com/adsense/localized-terms?hl=en_GB. წესებს მოკლედ აქაც ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გუგლის ოფიციალური წესები და პირობები. წესების მოკლე აღწერა: დაუშვებელია რეკლამების განთავსება პორნოგრაფიულ, ძალადობის, რასიზმისა და რელიგიური შუღლის მქადაგებელ, 18+, კაზინოების და უცენზურო საიტებზე. საიტებზე, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ/ყიდიან ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ნარკოტიკებს და იარაღს. დაუშვებელია რეკლამების განთავსება ისეთ საიტებზე, სადაც უკვე არის სხვა ისეთი სპონსორების რეკლამები, რომლებიც რეკლამების კონტექსტუალიზაციას ახდენენ გუგლის მსგავსად (მაგ: Yahoo! Publishers Network). დაუშვებელია რეკლამის განთავსება Pop-up და Pop-under ფანჯრებში, გვერდებზე, სადაც არ არის კონტენტი. დაუშვებელია რეკლამებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა და რეკლამის კოდის შეცვლა. დაუშვებელია საკუთარ რეკლამებზე დაწკაპუნება, პროქსი სერვერების გამოყენება და მათი მეშვეობით რეკლამებზე დაწკაპუნება, საიტის მომხმარებისთვის რეკლამებზე დაწკაპუნების თხოვნა (დასაშვები ფრაზებია მხოლოდ Sponsored Links და Advertisements). ესაა ის ძირითადი წესები, რომლის დარღვევითაც გამოირჩევიან ახალბედა მომხმარებლები (და არა მარტო ახალბედები). ნუ იფიქრებთ, რომ გუგლს მოატყუებთ. ვინც ასე იფიქრა სამუდამო Ban-იც აიკიდა. ზოგიერთმა 1000$-მდეც კი დაკარგა წესების დარღვევის გამო.
ახლა კი გადავიდეთ თვითონ რეკლამებზე. სულ რეკლამების 3 ტიპი სახეობა არსებობს:
1) AdSense for Content – აქ შედის სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის კონტექსტუალიზებული ტექსტური და გრაფიკული რეკლამები.
2) AdSense for Search – ამის საშუალებით საიტზე გუგლის Search Box-ს განათავსებთ.
3) Referrals – ეს არის რეფერალური პროგრამა.
რეკლამების ყველა ტიპი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense/adformats. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათი ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს.
დანარჩენი თვითონ ან იმ წიგნის დახმარებით გაარკვიეთ, რომელსაც სტატიის ბოლოს გაჩუქებთ. გაითვალისწინეთ, რეკლამის კოდის უბრალოდ საიტზე განთავსება დიდ შედეგს არ მოგცემთ. თქვენ შეგიძლიათ რეკლამების ფერები და სტილები აკონტროლოთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, უნდა ეცადოთ, რეკლამები ისეთ ადგილებში ჩასვათ, რომ მომხმარებლებს მათზე დაწკაპუნების სურვილი გაუჩნდეთ.
ალბათ გაინტერესებთ როგორ ითვლის გუგლი ერთ წკაპებზე გადახდილი თანხის რაოდენობას, გაინტერესებთ რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, რამდენიმე ტერმინს განგიმარტავთ:
Page Impressions - გაჩვენებთ იმას, თუ რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენს საიტზე გუგლის რეკლამა.
Page CTR – ეს მაჩვენებელი პროცენტულად აღნიშნავს დაწკაპუნების შეფარდებას Page Impressions-თან.
Page eCPM – ეს მაჩვენებელი აღნიშნავს რა ღირს თქვენს საიტზე რეკლამის 1000-ჯერ ჩვენება. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია 100$ და Page Impressions არის 20000, მაშინ თქვენი eCPM იქნება 100/20=5$
გუგლის მიერ ერთ წკაპზე გადახდილი თანხა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
1) თქვენი საიტის ენა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ინგლისურენოვან საიტებს ქართულენოვანი საიტებისგან განსხვავებით.
2) საიტის ტრაფიკი. ტრაფიკში მარტო ვიზიტორების რაოდენობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება ისიც, თუ საიდან მოდიან თქვენი ვიზიტორები. მაგალითად, გუგლი ესპანელი ვიზიტორის წკაპში უფრო მეტს იხდის, ვიდრე ქართველი ვიზიტორის წკაპში.
3) ჰოსტის ადგილმდებარეობა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ისეთ საიტებს რომლებიც ევროპულ და ამერიკულ სერვერებზეა განთავსებული, ქართული აქაც დაჩაგრულია.
4) საიტის კონტენტი (შიგთავსი), Keyword-ების დამთხვევა კონტენტთან და PageRank-ი. გუგლი გაცილებით მეტს უხდის მაგალითად ბიზნეს საიტებს ვიდრე გასართობ საიტებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა კონტენტისა და Keyword-ების დამთხვევას და თქვენი საიტის PageRank-ს გუგლის საძიებო სისტემაში.
5) Smart Pricing – ეს მაჩვენებელი AdSense-ის ყოველი ექაუნთისთვის განსხვავებულია. იგი თქვენი საიტებიდან გამომდინარე გამოითვლება. Smart Pricing-ი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომაც საჭიროა ზუსტად და დეტალურად იცოდეთ მისი არსი და მუშაობის პრინციპები. ამ ინფორმაციას წიგნში იპოვნით.
მივედით ბოლო ეტაპზე – ფულის გადმორიცხვაზე. ფულის მიღების 3 სახე არსებობს: 1) Electronic Funds Transfer – გადმორიცხვა პირდაპირ ბანკის ანგარიშზე, ან საკრედიტო ბარათზე. 2) Cheque – Standard Delivery – ფულის გამოგზავნა ჩეკით ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. ჩეკის გამოგზავნა უფასოა, მაგრამ საქართველოს პირობებში მისი მიღების ვადა 1-დან 2 თვემდეა და ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩეკი თქვენამდე მოაღწევს. 3) Cheque – Secured Express Delivery (USD 24.00 Processing Fee) – ფულის გადმოგზავნა ჩეკით ექსპრეს ფოსტის საშუალებით. ჩეკის მიღების ვადაა 3-7 დღე და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ფასიანია და ღირს 24$, რომელიც თქვენი ექაუნთის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. Electronic Funds Transfer მხოლოდ აშშ-სთვის და ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვისაა. ასე რომ, თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, ფულს მხოლოდ ჩეკის საშუალებით მიიღებთ. გირჩევთ აირჩიოთ ჩეკის გადმოგზავნა ექსპრეს ფოსტით, რადგან მისი ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მას ან მიიღებთ, ან ვერა. თანხის ჩეკით გამოგზავნის უფლება მოგეცემათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ექაუნთში შეიყვანთ PIN კოდს. PIN კოდი სტანდარტულად ჩვეულებრივი ფოსტით იგზავნება და ჩამოსვლის ვადა 2 კვირიდან 3 თვემდეა საქართველოს პირობებში. თუ კოდი არ ჩამოვიდა, შეგიძლიათ იგი თავიდან გამოაგზავნოთ (შეგიძლიათ გუგლს მისწეროთ მეილი რომ გსურთ პინის მიღება ექსპრეს ფოსტით. კოდს მიიღებთ 3-7 დღეში მაგრამ ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 60 მარადმწვანე). PIN კოდის გამოგზავნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ გექნებათ, როცა თქვენი შემოსავალი 50 დოლარს მიაღწევს. კოდის შეყვანის შემდეგ თანხა ყოველთვიურად გამოგეგზავნებათ, მაგრამ თუ თვეში 300+$-ს ვერ შოულობთ ამას აზრი არ აქვს (რატომ მოგვიანებით აგიხსნით). ამიტომ უნდა შეხვიდეთ My Account => Account Settings => Payment Holding და მონიშნეთ Hold Payment. როცა სასურველი ოდენობის თანხას დააგროვებთ, გააუქმებთ Hold Payment-ს და ფული გამოიგზავნება. როდესაც ჩეკი ჩამოგივათ საჭიროა მისი განაღდება. ამის ერთადერთი საშუალებაა მისი ბანკში მიტანა. კონკრეტული ბანკის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რეკლამაში რომ არ ჩამომერთვას. თითქმის ყველა ქართულ ბანკს ერთნაირი პირობები აქვს. ჩეკს ანაღდებენ 1 თვის ვადაში და საკომისიოს იტოვებენ 50$-ს (ზოგი ბანკი დამატებით მცირე 1-3%-ს იღებს თანხიდან). სწორედ ამიტომ არ ღირს ჩეკის გამოგზავნა, რომლის ღირებულებაც 200-300$ არაა. უბრალოდ, თქვენ ძალიან მცირე რაოდენობის თანხა დაგრჩებათ.
კიდევ ერთი: გამოიყენეთ Blogger.com. ბლოგით დაწყება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს ვებ-პროგრამირებაში განსაკუთრებულ ცოდნას. შექმენით რამდენიმე ბლოგი სხვადასხვა თემებზე და ჩასვით AdSense-ის რეკლამები ყოველ მათგანზე. გაითვალისწინეთ, რომ Blogger.com ბიძია გუგლის საკუთრებაა, რამდენს ნიშნავს ეს თქვენი რეკლამებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

დასკვნა
ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა გცოდნოდათ Google AdSense სისტემის შესახებ. მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციით შორს ვერ წახვალთ. საჭიროა ყველაფერი დეტალურად შეისწავლოთ და რაც მთავარია იშრომოთ. გახსოვდეთ, თუ საკუთარ საიტებზე მუშაობას დაიზარებთ, მხოლოდ ცენტებს იშოვნით. მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შემოსავლის თვეში 30000-მდე (და ეს ზღვარი არაა, თუმცა ქართულენოვან საიტებში ასეთ თანხებს ვერ იშოვით) გაზრდაც კი შეიძლება. ამის დასტურს სურათზე ხედავთ. ახლა კი შეპირებული საჩუქარი: ამ არქივში ორი წიგნია მოთავსებული AdSense-ის შესახებ. წიგნებში დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ის, რაც მე მოკლედ მიმოვიხილე (და არა მარტო ეს). ისწავლით როგორ მოახდინოთ საიტისა და რეკლამების ოპტიმიზაცია, გაეცნობით დამხმარე პროგრამებს და ა.შ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს წიგნები + თქვენი მონდომება დიდი ფულის წყარო შეიძლება გახდეს. ესეც წიგნები: http://www.wow-info.net/downloads/adsense-books.rar


პოსტის ავტორი: lasha_t Apr 6 2007, 01:40 PM

ქართული ნეტსითვის დაყვინთა ამ ამბავმა . . .
გუგლეს არ ძინავს და 0 - მდე დაიყვანა ქართული IP დან კლიკების შემოსავალი smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 10 2007, 06:08 AM

lasha_t
არც ადრე და არც ეხლა არ მქონია ქართულ ნეტზე მუშაობის სურვილი. ადრე თუ იყო რამე შემოსავვალი, ისედაც ძალიან მცირე... ეხლა გამოცდებს ჩავაბარებ და განვაახლებ მაგაზე შრომას smile.gif

პოსტის ავტორი: alchemist Apr 10 2007, 05:52 PM

გუგლი რომ მაგის გაბაზრებას კრძალავს ვიცი, მაგრამ სპორტული ინტერესისათვის, ვინმემ მითხარით, დაახლოებით რამდენს იხდის გუგლი ერთ წკაპში? (სტატისტიკისათვის ავიღოთ საშუალო ევროპული ქვეყნიდან წკაპიsmile.gif)

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 10 2007, 07:06 PM

alchemist
ძალიან ძნელი სათქმელია ეგ. ჩემს სტატიაშიც მიწერია რაღაცეები მაგაზე. + ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეგ. შესაძლოა ცენტებიც კი გადაიხადოს თუ დაბალფასიან რეკლამაზე დააკლიკავს, შედარებით ფასებს რაც შეეხება, აშშ და ევროპის კლიკები ყველაზე მეტად ფასობს. პირადად მე ერთი შემთხვევა მქონდა 1.43$ გადამიხადა გუგლმა ამერიკელის კლიკში (ნაცნობს დავაკლიკინე ამერიკიდან).

პოსტის ავტორი: NetDevil Apr 10 2007, 11:07 PM

proxy-ს ხვდება ხო დამპალი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 11 2007, 06:06 AM

NetDevil
კი, ხვდება, თან უცბად smile.gif

პოსტის ავტორი: DriZ Jul 3 2007, 12:44 AM

საღოლ მაგარი თემაა მართალია არც საიტის დაწერა ვიცი და რეკლამის გაკეტებაზე ხომ ვაბშემ მაგრამ ........... იმედია ამ წიგნებით და დიდი მონდომებით რაღაცას ვიზამ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: DriZ Jul 3 2007, 01:14 AM

როგორც უკვე ავღნიშნე ამ ამბავში მაგარი 0-ი ვარ და რაღაც სისულელეები თუ ვიკითხე იმედია არ დამცინებთ და ცოტას გამანათლებთ biggrin.gif

ამ რეკლამების განთავსება შეიძლება Piczo და კიდევ რაღაც მესამე ხარისხოვანი საიტები რომ არის მაგათზე ?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 3 2007, 08:32 AM

DriZ
შეძლებით შეიძლება, მაგრამ გუგლი ძალიან ცოტას გადაგიხდის ეგეთ საიტზე რეკლამაში. ანუ პიკზო Sucks რა smile.gif თU რეალური ფულის შოვნა გინდა, საჭიროა ევროპული ან ამერიკული სერვერი, და .com .net .biz .org და ა.შ. დომენი.

პოსტის ავტორი: DriZ Jul 3 2007, 06:42 PM

Power_VANOსპასიბა ამომწურავი ინფორმაციისთვის
მაგ დომენების აგება როგორ ხდება ფულის გადახდაა საჭირო? თუ კი, მაშინ რა გზით ხდება ფულის გადახდა?
(ისე რაიმე სტატია ან რამე მაგის მაგვარი ხომ არაა სადმე ფორუმზე რომ წავიკითხო და უფრო ღრმად რომ გავერკვე ამ დომენის აღების ამბავში?)


პოსტის ავტორი: ირკა Jul 3 2007, 06:51 PM

ის წიგნები არ იწერება, წყდება დაუნლოადი. ვანო. იქნებ ბინზე ამიტვირთო ის ფაილები?

პოსტის ავტორი: DriZ Jul 3 2007, 07:10 PM

http://bin.ge/?d=81A5732C

აჰა ბინზეა მაგრამ გუშინ მაქიდან გადმოვწერე უპრობლემოდ

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 3 2007, 08:44 PM

DriZ
ჰო, იასნია ფულია საჭირო, ისე ყველაზე კარგი ვარიანტი servage.net-ს აქვს 1 დომენს მთელი ცხოვრების განმავლობაში გჩუქნის. დეტალები თუ გაინტერებს, http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=761 ეს ნახე smile.gif

პოსტის ავტორი: DriZ Sep 2 2007, 09:31 PM

ადსენსზე ერთმა იუზერმა რამოდენიმეჯერ რომ დაკლიკოს შეილება?

პოსტის ავტორი: domen Sep 3 2007, 01:27 PM

DriZ
კი, ოღონდ საიტის მფლობელი არ უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: DriZ Sep 3 2007, 07:07 PM

domen
ერთ დღეში რამოდენიმეჯერ დაკლიკვა შეილება ? (ალბათ კლიკის ფასი დაიწევს ხო ?) თუ დღეში ერთხელ დაკლიკვა შეუძლია?

პოსტის ავტორი: DriZ Sep 4 2007, 12:02 AM

ჩემთან ერთად ვისაც ინეტერნეტი აქვს (ანუ მეზობელს რა) შეუძლია იმას ადსენსზე დაკლიკება? ან მაგალითად ინტერნეტკაფეში
რომ შეხვიდე და სხვადასხვა კომპიდან დააკლიკო მოსული პონტია ეგ?

პოსტის ავტორი: DriZ Sep 5 2007, 05:49 PM

ანუ ერთ აიპს 9 კლიკლის გაკეთება შეუძლია?

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 11 2007, 04:04 PM

giorgius

ციტატა
კი როგორ არა,მაგრამ ერთი აიპიდან 10 წკაპი ერთი საიტის ბანერზე ერთ წკაპად ითვლება

რაო? ცოტა უფრო დეტალურად გვითხარი smile.gif აშკარად ვერ მივხვდი smile.gif

პოსტის ავტორი: gio_kiborg Jan 26 2008, 07:36 AM

მე უფრო მარტივი გზა ვიცი,თუმცა ფულიც ბევრად ნაკლებია:არსად ძრომიალი არ გჭირდებათ,დაარეგისტრირებთ ექაუნთს,დაითრევთ ავტოკლიკერს და მიდი....
ხო ოღონდ 10 დოლარზე ნაკლებს არ რიცხავენ,ისიც paypal-ზე,ამიტომ მისი ექაუნთიც გჭირდებათ
http://autoclickers.uni.cc/en/downloads დან ჩამოწერთ ავტოკლიკერებს დარეგისტრირდებით შესაბამის საიტზე და ავტოკლიკერებში ჩაუწერთ იუზერნეიმს და პასვორდს

ეს მათთვის ვისთვისაც ADS -ები მიუწვდომელია(მაგალითად არა მაქვს საიტი)

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 26 2008, 10:13 AM

gio_kiborg
და რამდენს შოულობ საშუალოდ თვეში თუ საიდუმლო არაა მაგ ხერხით?

პოსტის ავტორი: gio_kiborg Jan 26 2008, 03:23 PM

Power_VANO
რა გითხრა,რეგულარულად არ მაქვს ხოლმე ჩართული,რადგენ ნეტი სამსახურში მაქვს,და 2 კვირაში 3.75 დოლარამდე ავედი bux.to ზე,
გამდიდრებას არ ვაპირებ მაგ ხერხით,უბრალოდ Rapid-ის პრემიუმისთვის ვაგროვებ :-)

პოსტის ავტორი: vatex Mar 30 2008, 02:28 PM

აუ web-moneyზეც დაცერეტ რა ინსტრუქცია

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 30 2008, 03:45 PM

vatex
კონკრეტულად რა გაინტერესებს? ვებმანიზე ძირითადში კლიკერობაა, ნერვების მომშლელი რამეა tongue.gif თუმცა, ყველგან არის უფრო სერიოზული საქმეებიც, დასერჩვა უნდა smile.gif

პოსტის ავტორი: Zerocool Apr 29 2008, 03:12 PM

http://www.kim.ge/register.php?r=zero

ქართული სარფერი გაიჩითა 1 დოლარს ხსნი ემონიზე wink.gif

პოსტის ავტორი: AVSITKVA Sep 2 2008, 06:07 PM

1 კვირაა რაც გადავწყვიტე გამეგო რამდენად რეალურია არ ფულის შოვნა და თვეში რამდენის შოვნა არის შესაძლებელი მაგრამ ჯერ სასიხარულო ვერაფერი ვიპოვე.

ყველაზე მოსახერხებელი მემგონი არის საიტები რომელთაც აქვტ ავტოკლიკერები, მაგრამ მე რაც ვიპოვე ყველა შავ სიაშია.

მაინტერესებს საიტები რომელთაც აქვთ ავტოკლიკერები და ასევე მაინტერესებს საიტები რომლებთაც ექნებათ ბევრი კლიკი (და არა მაქსიმუმ 30 , ამაზე მეტი კლიკი რაც ვნახე არცერთს არ ქონდა).

გამოცდილების რცევაც მაინტერესებს.... როგორ ვიშოვო ამ სახის საქმიანობით მეთი შემოსავალი ( ოგონდ არ მინდა ამ ეტაპზე რაგაც პრემიუმ პაკეტების შეძენა, რამე სხვა ხერხი თუ იცით)
, მაგალითად კაი საფოსტო სპონსორები და ა.შ.
დაწერეთ საიტები რომლებზეც დანამდვილებით იცით რომ იხდიან და აქვთ ავტოკლიკერები ან ბევრი კლიკი დღეში.

ყველას წინასწარ მადლობა გამოხმაურებისათვის



http://www.earn3.com/?r=avsitkva

არ დავიწყებ ქებას ამ სიტისას , რარომ ეგ ზემოთ მიწერია.....პროსტა ერთი ვიცი რომ იხდის ნამდვილად და იხდის 3 დოლარიდან

პოსტის ავტორი: AVSITKVA Sep 4 2008, 05:28 PM


http://07bux.net/?r=avsitkva ესეც კაი გადამხდელია, დღეში 16 კლიკი (1კლიკი=1 ცენტი). შენგან ვინც დარეგისტრირდება იმათი გამომუშავებული თანხის ზუსტ ოდენობას შენც გირიცხავს. მოკლედ კაი პონტია რა


თუ ბევრი ხალხ მოიძიე მარტო ამ საიტით იშოვი თვეში 50 დოლარზე მეტს....მთავარია ბევრი მოიზიდო

პოსტის ავტორი: Remage Jun 29 2009, 08:06 PM

ციტატა
პირველი ის რომ თუ შეილება რო ამ . https://www.google.com/adsense ამერიკიDან რო დავარეგისტრირო ჩემი ნათEსავი და იმან გადაირიცხოს ფული და მერე მე გადმომირციხოს თუ შეილება ეგეთI რამე? მაგასაც ხვდება ბ-ნი გოოგლე? და მერე AdSense for content ჩემ საიტებზე რო გამოვიყენო შეილება?


არც ისე გამოცდილი ვარ მაგრამ ვეცდები გიპასუხო.

ანუ როგორც მივხვდი გინდა გამოიყენო ამერიკაში მცხოვრები ნათესავი იმისათვის რომ შენ საიტზე გუგლის რეკლამა დაიდოს ხო?

კიბატონო დაარეგისტრიროს იმან არაა პრობლემა და ადსენსის კოდს რომ მისცემს გუგლი ის ჩასვი შენ საიტზე ზედმეტი პროიბლემების თავიდან ასაცილებლად არც შენ და არც შენმა ამერიკელმა ნათესავმა რეკლამაზე არ დააკლიკოთ თქვენი კომპეპიდან. (biggrin.gif)

ციტატა(administrat2 @ 29th June 2009 - 10:37 PM) *
კიდე თუ იცით blogspot.com ზე გაკეთებულ საიტებზე თU ქაჩავს გოოგლეს რეკლამა?
კიდე Eრტი თხოვნა მაქ თუ შეგიძლიათ პირველ გვერდზე რომ არის წიგნი ატვირტული თავიდან ათვიროტ? წაიშალა და .....


გუგლს საერთოდ უყვარს ბლოგები ასე რომ ბლოგსპოტზე გაქაჩავს და პირდაპირ ფუნქციაც კი აქვს გუგლის მეშვეობით ფულის გამომუშავების.

წიგნები ადრე გადმოწერილი მაქვს დავძებნი კომპშI და აგიტვირთავ

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 29 2009, 08:15 PM

lasha_t
ყოჩაღ ! მართლა სასარგებლო თემაა smile.gif ესეთი ქართული ვარიანტებიც ხომ არის?
კითხვა : შენ პირადად დაახლოებით რამდენი გიშოვნია ამ ასე ვთქვათ ბიზნესით ? (იმედია მაპატიებ ცნობისმოყვარეობას) wink.gif

პოსტის ავტორი: Remage Jun 30 2009, 01:31 PM

Giga1

ციტატა
May 27 2006, 02:51 PM


თემის გახსნის თარიღი ანუ თემის ავტორი როგორც ვიცი დიდი ხანია არ გამოჩენილა ფორუმზე მაგრამ საქართველოში არის სულ რამოდენიმე კაცი ვინც თვეში 300-350 $ შოულობს ამ გზით ნუ რაც უფრო ნაკლებზე თანხაზე იქნება საუბარი მშOვნელების რაოდენობა იზრდება wink.gif (თუ გინდა ბევრი იშოვო SEO-ში უნდა ერკვეოდე კარგად)

ქართული ვარიანტიც არის ადსპაყ.გე მაგრამ გუგლთან შედარებით ცოტას იხდის თუმცა განახდება უფრო ადვილია wink.gif

ესეც შეპირებული წიგნები:

http://depositfiles.com/files/jak9vylrw

http://depositfiles.com/files/hs3veyvdn




პოსტის ავტორი: Giga1 Jun 30 2009, 01:34 PM

Remage
ხო ვიცი (კილკებს ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: Remage Jun 30 2009, 05:27 PM

ციტატა
ხო ვიცი (კილკებს ვგულისხმობ)


ალბათ კლიკებს გულისხმობ biggrin.gif

კლიკებით და ბუქსებით ბევრს ვერაფერს ალბათ თითოეული ბუქსიდან თვეში 1$-მდე (ნუ გააჩნია ზადანიებს თუ შეასრულებ..... მაგრამ ისინიც ამოწურვადია wink.gif )

ანუ თუ იმუშავებ 10 ბუქსზე 10 დოლარამდე დააგროვებ თვეში (ნუ ხალხს თუ დაირეფერალებ შესაბამისად შემოსავალიც გეზრდება)

ასევე შეიძლება ფაილების ატვირთით და გადმოწერების რაოდენობითაც ფულის შოვნა ნორმალურ ვარეზ საიტებს თუ მიაგნებ ეგ ხერხი უფრო ჯობს wink.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 30 2009, 07:39 PM

Remage

ციტატა(Remage @ 30th June 2009 - 06:27 PM) *
ალბათ კლიკებს გულისხმობ

ნამდვილად tongue.gif
ციტატა(Remage @ 30th June 2009 - 06:27 PM) *
კლიკებით და ბუქსებით ბევრს ვერაფერს ალბათ თითოეული ბუქსიდან თვეში 1$-მდე (ნუ გააჩნია ზადანიებს თუ შეასრულებ..... მაგრამ ისინიც ამოწურვადია )

კი ნამდვილად sad.gif
ციტატა(Remage @ 30th June 2009 - 06:27 PM) *
ასევე შეიძლება ფაილების ატვირთით და გადმოწერების რაოდენობითაც ფულის შოვნა ნორმალურ ვარეზ საიტებს თუ მიაგნებ ეგ ხერხი უფრო ჯობს

მაგისთვის კარგი ინტერნეტია საჭირო wink.gif ამიტომ ჩვენს შემთხვევაში კლიკების ვარიანტი ჯობს ყველას

პოსტის ავტორი: PITERSONA Jul 3 2009, 12:54 PM

სმსქისაზე რა აზრის ხართ?
(smsqisa.com)

პოსტის ავტორი: Gioma Jul 3 2009, 01:03 PM

PITERSONA

ციტატა(PITERSONA @ 3rd July 2009 - 01:54 PM) *
სმსქისაზე რა აზრის ხართ?
(smsqisa.com)

დიდი შანსია არ ტყუოდნენ, მაგრამ აბა საქართველოში ვინ გადაიხდის ფულს მხოლოდ იმიტომ რომ საიტი მოსწონს . tongue.gif

ან მე სხვანაირად გავიგე მანდ რა წერია huh.gif

პოსტის ავტორი: PITERSONA Jul 3 2009, 01:56 PM

ციტატა(Gioma @ Jul 3 2009, 01:03 PM) *
PITERSONA

დიდი შანსია არ ტყუოდნენ, მაგრამ აბა საქართველოში ვინ გადაიხდის ფულს მხოლოდ იმიტომ რომ საიტი მოსწონს . tongue.gif

ან მე სხვანაირად გავიგე მანდ რა წერია huh.gif


ეგეც მართალია მგარმ რავიცი მაგათი სერვისი არსად არ მინახია . თუ რეალურად მუშაობს ვინმეს ხომ უნდა ქონდეს მაინც

პოსტის ავტორი: Remage Jul 4 2009, 09:07 PM

ციტატა(PITERSONA @ Jul 3 2009, 04:54 PM) *
სმსქისაზე რა აზრის ხართ?
(smsqisa.com)



არა არ ტყუის და ნამდვილად იხდის თუ ეგ გაინტერესებს unsure.gif

ამავე ჯგუფის გაკეთებულია emoney.ge-ც და მგონი ამ პროექტის მერე იმსახურებენ ნდობას smile.gif

ასევე არსებობს სხვადასხვა (არაქართული) ოპერატორები რომლებიც მსგავსი მაგრამ უფრო მრავალფუნქციური მომსახურება აქვთ სმს-ებიდან ფულის შოვნის მხრივ მაგრამ ისინი უფრო მეტ პროცენტს იტოვებენ

პოსტის ავტორი: Gioma Jul 4 2009, 09:16 PM

ციტატა(PITERSONA @ 3rd July 2009 - 01:56 PM) *
ეგეც მართალია მგარმ რავიცი მაგათი სერვისი არსად არ მინახია . თუ რეალურად მუშაობს ვინმეს ხომ უნდა ქონდეს მაინც

ხო აბა სადმე გინახავთ ვინმეს? თუ გინახავთ დაწერეთ ლინკი და ჩვენს ვნახოთ smile.gif

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო tongue.gif

პოსტის ავტორი: Remage Jul 5 2009, 08:26 AM

ციტატა(Gioma @ Jul 5 2009, 01:16 AM) *
ხო აბა სადმე გინახავთ ვინმეს? თუ გინახავთ დაწერეთ ლინკი და ჩვენს ვნახოთ smile.gif

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო tongue.gif



გამართულად მუშაობა და მისი გამოყენება ცოტა სხვადასხვა რამეა

მუშაობით მუშაობს მაგრამ შეიძლება მომხმარებელი არ ყავდეს იმიტომ რომ საქართველოში არავინ არაა სმს-ის გამგზავნი იმიტომ რომ შენი საიტი მოსწონთ

ადრე როგორც მახსოვს ფილე.გე-ზე იყო მაგრამ არ გაამართლა ალბათ და მოხსნეს

დასკვნა: მუშაობით მუშაობს მაგრამ რთულია ეს ხერხი საქართველოსში შემოსავლის წყაროდ აქციო smile.gif


პოსტის ავტორი: PITERSONA Jul 5 2009, 10:39 AM

ციტატა(Remage @ Jul 5 2009, 09:26 AM) *
დასკვნა: მუშაობით მუშაობს მაგრამ რთულია ეს ხერხი საქართველოსში შემოსავლის წყაროდ აქციო smile.gif


ხო, ძალიან ძნელია მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება გამოგადგეს

პოსტის ავტორი: giocoko Jul 12 2009, 09:50 AM

მე მაქვს BUX.to ზე accounti უკვე სადღაც 3 თვეა და ორი თვის წინ ვცადე cashout, მაგრამ როგორც ჩანს საერთოდ არ აპირებენ გადახდას. მერე სადღაც ვნახე bux3.com კარგი გადამხდელიაო, მაგრამ იქაც უკვე ერთი თვეა ველოდები და არაფერი. საერთოდ მგონია რო კლიკებით ფულის გაკეთება ძაან იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი, იმიტო რო bux საიტები ალბათ მარტო პირველი თვეები იხდიან და მერე წყვეტენ. ჩემი აზრით ინტერნეტით ფულის შოვნის ყვალაზე რეალური გზა ისევ საიტის გაკეთებაა.

რაც შეეხება smsqisa ს ჩემი აზრით (თუ სწორად მივხვდი მის შინაარს ) არც ისე მომგებიანია ეგ ბიზნესია, იმიტომ,რომ 1 ან 0.5 ლარს არავინ ან ძალიან ცოტა გადაიხდის მხოლოდ იმიტო, რომ საიტი მოეწონა.

ციტატა(Gioma @ Jul 4 2009, 10:16 PM) *
ხო აბა სადმე გინახავთ ვინმეს? თუ გინახავთ დაწერეთ ლინკი და ჩვენს ვნახოთ smile.gif

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო tongue.gif



testireba.ge ზე შემხვდა მე


პოსტის ავტორი: Goka710 Jul 24 2009, 08:39 AM

depacco.com-ზე დარეგისტრირდი მე–5 დღეა და ტყუილი ბაზარია? 5 000 ევროს მერე ხდება Payout

პოსტის ავტორი: domen Jul 27 2009, 08:45 AM

Goka710
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4490

პოსტის ავტორი: Bekward Sep 29 2009, 03:19 PM

ვინმეს გსმენიათ ამ საიტის შესახებ? კონკრეტულად კი იქ ნახსენები წიგნის შესახებ.
http://kutxe.com/ - იშოვე ფული ინტერნეტში, ავტორი: შოთა აბჟანდაძე.
ავტორი ყიდის წიგნის ლინკს 10 ლარად და ვინმეს ეგ წიგნი არ გაქვთ უფასოდ? dry.gif

პოსტის ავტორი: domen Sep 29 2009, 03:39 PM

Bekward
აუ, გაიხარე!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
მაგენმა შექმნეს მაგ პროგრამა იმისთვის, რომ ...


ციტატა
ადამიანს ამახსოვრდება, ინფორმაცია:

10% ინფორმაცია, წაკითხული მასალებიდან
20% ინფორმაცია, მოსმენილი მასალებიდან
70% ინფორმაცია, რაშიც ღებულობდნენ მონაწილეობას და რასაც ხედავდენ და უსმენდნენ


ციტატა
ასაკს მნიშვნელობა, არააქვს


ციტატა
გამარჯობა შოთა!

სასწაული წიგნია! მე როგორც შევიძინე, თვენი წიგნი იმ დღესვე წავიკითხე და უყურე ვიდეო მასალას. იმდენად მომეწონა თქვენი აღწერილი ხერხი, რომ მეორე დღესვე დავიწყე ამ ხერხის გამოყენება. უკვე 3 დღეა რაც ვმუშაობ, ჩემი მიღებული შემოსავალი შეადგენს 150 ლარს, და ეს კიდე მე არ გამიკეთებია არანაირი რეკლამა! და თქვენ წარმოიდგინეთ რეკლამის გაკეთების შემდეგ შემოსავალი შესაძლებელია გაიზარდოს სამჯერ...

ძალიან მიხარია რომ ჩვენ გვყავს, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები!

პატივისცემით ელგუჯა!


უჰ! biggrin.gif

P.S. ისე, ასე მალე დაგავიწყდა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4945? :-)

პოსტის ავტორი: Bekward Sep 29 2009, 03:47 PM

domen
უი ეგაა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: mixomai Mar 25 2010, 02:38 PM

აუ ვერცერთიდან ვერ ვიწერ ეგ წიგნები სადმე ამიტვირთეთ რა ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 7 2010, 08:55 PM

mixomai
აჰა ლინკი: http://www.wow-info.net/downloads/adsense-books.rar

პოსტის ავტორი: gigs May 10 2010, 07:06 PM

ინტერნეტში ფულის გამომუშავების ერთერთი გზა: cool.gif
ამ თემაში მე მინდა ზოგადად ვისაუბრო ინტერნეტში ფულის შოვნის ერთერთ გზაზე , ეს დასაქმება ეხება ინტერნეტ მარკეტინგს ხოლო, კერძოდ მე აგიხსნით ერთ ერთი კომპანისს არსებობას და მოკლედ იმასაც ავღწერ თუ როგორი გზით შეიძლება თანხის გამომუშავება.
ესეიგი კომპანიის სახელწოდება "global domains international" შემოკლებით "GDI" კომპანიას ესაჭიროება მომხმარებლები რომელც რეკლამირებას გაუკეთებს ინტერნეტსფეროში თავის დომეინს. GDI სარეკლამო დომეინის დასახელებაა "ws" დაბოლოება როგორც "com"
ნუ შინარსი მარტივია, ახლა კი აგიხსნით თქვენი თანხის გამომუშავების უპირტესობებს, პირველ რიგში თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ თვითონ კომპანიის ვებ გვერძე რის შემდეგაც მოგეცემათ თქვენი სამუშაო გვერდი .
კომპანია ასევე მოგცემთ ვებ სივრცეს ანუ ”ვებსაიტს ” რისი საშვალებითაც თქვენ შეძლებთ ამ კომპანის დომეინების ინტერნეტ სფეროში რეკლამირებას და შესაბამისად თქვენ მიერ დარეგისტრირებულ მომხმარებლებიდან იქნება თქვნი გამომუშავებული თანხის რაოდენობაც. ახლა ვისაუბრებ თუ როგორი სისტემაა თანხის გამომუშავების: მოკლედ დაუშვად თქვენ დარეგისტრირდით კომპანიის ვებგვერძე, თქვენ მოგეცემათ ვებსიატი სადაც გაკეთდება კომპანიაზე რეკლამირება ,7 დღის გნმვლობაში გექნებათ უფასოდ ხოლო შემდეგ ყოველ თვე გექნებათ 10$ დოლარი თქვენი საიტის საფასური გადასახდელი .
თქვენ მიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს ასევე ექნება თვიური
10$ დოლარი გადასახდელი. დაუშვათ თქვენ დაარეგისტრირეთ 5 მომხმარებელი თქვენი რეკლამირებით, თითოეული იხდის 10 $ თვიურ გადასახადს აქედან კომპანია გაძლევთ საკომისიოს 5 დოლარს. ამან არ შეგაშინოთ ახლა კი გეტყვით მთავარს, დაუშვათ თქვენმა დარეგისტრირებულმა 5 მომხმარებელმა თითოეულმა დაარეგისტრირა 5_5 მომხმარებელი თქვენი საკომისიო იქნება 25$, დაუშვათ 25 მომხმარებელმა კიდევ დაარეგისტრირა 5-5 თქვენი საკომისიო იქნება 125$ თუ ტენდენცია შენარჩუნდება თქვენი საკომისიო იქნება 625$, დაუშვათ კიდევ 5_5 მომხმარებელი 3125$. მოკლედ შეძლებთ ოცნება რიალობათ აქციოთ smile.gif არ დაზარდეთ და არ მოეკიდოთ ამ ყველაფერს არასერიოზულად კომპანია არის ამერიკაში და იგი რიალურად ფუნქციონირებს. არ მოგატყებთ და ყველაზე დიდი თანხა გამომუშავებული 12000$ მინახავს და იგი იყო ფეიფალის ანგარიშზე გადარიცხული ხოლო მომხმარებელი იყო ამერიკის წარმომადგენელი. დეტალური ინფორმაციისთვის შედით www.biznesi.tk ვებსაიტი არის ახალი შექმნილი და სიაახლებიც ნელნელა თავსდება, თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები შეგიძლიათ განათავსოდ შეკითხვები ვებსაიტზე ან მომწეროთ gigsgigs56@yahoo.com ასე რომ გავხდეთ ერთი გუნდის წევრები და გამოვიმუშაოთ ჩვენი მუშაობის შედეგად თანხა.
ეს კი თანხის გამომუშავების სქემატურა

პოსტის ავტორი: transfor Dec 6 2010, 02:21 PM

გამარჯობათ.Xrumer-ს რომ აქვს ერტ-ერთი ფუნქცია - ფორუმებზე და ვარეზებზე პმ-ის გაგზავნა, ამ ფუნქციის მქონე რამე უფასო ან გაცილებით იაფიანი პროგრამა ხომ არ იცით. მხოლოდ პმ-ს გაგზავნა მინდა სხვა არაფერი. ინტერნეტსჰი ბევრი ვეძებე მაგრამ რაც უფასო ვნახე არცერთი არ მუშაობდა, რაც შეეხებაა ფასიანს ვნახე იაფადაც, 10-20 დოლარის ფარგლებში, მაგრამ არ ვიცი რამდენად სანდოა და არ მინდა გარისკვა.

თუ ვინმემ იცით გთხოვთ დამეხმარეთ.

პოსტის ავტორი: Zevss Apr 11 2011, 02:07 AM

სუყველას მოგესალმებით!!! როგორ უნდა ვიშოვნო ფული ამიხსენით თუ შეიძლება. ჩემი სკაიპია butuna90 ველი ტქვენს პასუხს

პოსტის ავტორი: david1990 May 21 2011, 11:57 AM

გადამხდელი საიტები:
1)http://www.clixsense.com/?3513194 (მუშაობს 2007 წლიდან)
კლიკი: 0.001-0.01$
ასევე არის თამაში: 600 უჯრიდან ყოველდღე 25 შეიძლება ნახო .შეიძლება მაქსიმუმ მოიგო 5$. მომიგია !
მინ.გამოსატანი: 10$
2)http://www.onbux.com/?r=davidraketa
კლიკი: 0.005-0.01$
მინ.გამოსატანი: 2$
3)http://www.buximple.com/?ref=davidraketa
კლიკი: 0.001-0.01$
მინ.გამოსატანი: 2$
4)http://www.realbuxmoney.com/index.php?ref=davidraketa
კლიკი: 0.001-0.01$
მინ.გამოსატანი: 1$

პოსტის ავტორი: monitoring May 4 2017, 07:54 PM

საიტი, რმელიც დაგეხმარებათ 10 რუბლი აქციოთ 5273437500 რუბლად. http://moneymoney.mlmone.click/
ეს არის ურთიერთდახმარების მატრიცული საიტი, შიდა ანგარიშის გარეშე (ეს ნიშნავს, რომ თანხები საიტის ანგარიშზე არ გროვდება,არამედ ავტომატურად გადაირიცხება მომხმარებლების ანგარიშებზე.) მთლიანად ავტომატიზირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინი (ამ შემთხვევაში მე), დიდი სურვილიც, რომ ჰქონდეს თქვენ ფულს ვერ შეეხება.
ასევე მოქმედებს ავტომატური ეგრეთწოდებული “პერელივები“(პერელივი - გადასხმა ნიშნავს, რომ თქვენ რომც ვერ მოიწვიოთ ვერავინ, შემოსავალს მაინც მიიღებთ. რადგან ყველა საფეხურზე არის ხალხის მაქსიმალური რაოდენობა, ზედმეტი გადადის შემდეგ საფეხურზე. მაგ: 1 საფეხურზე მაქსიმუმია 5, თუ თქვენ ხართ თქვენი კურატორის 1 საფეხურზე 1 წევრი მის მირ მოწვეული 6 წევრი გადმოვა დაბლა და გახდება თქვენი 1 საფეხურის პირველი წევრი, ხოლო თქვენი კურატორისთვის მეორე საფეხურის 1 წევრი და ა.შ
საიტი რუსულ ენაზეა, რადგან სკრიპტია რუსული. ვინც რუსული იცით საიტის მთავარ გვერდზე ყველაფერი დაწვრილებით არის ახსნილი და სტრუქტურის ცხრილიც დევს. თუ ასეთ საიტთან შეხება არ გქონიათ ან რუსული არ იცით კარგად და რამეს ვერ გაიგებთ მომწერეთ.

პოსტის ავტორი: monitoring May 16 2017, 05:51 PM

ფულის ჩარიცხვის სკრინები https://yadi.sk/i/DJol3DhL3JDgBw https://yadi.sk/i/x-VzRYU43JDgJN

ეს კი ვიდეო განხილვაა : https://youtu.be/D3hF1li7vYw

ციტატა(Zevss @ Apr 11 2011, 03:07 AM) *
სუყველას მოგესალმებით!!! როგორ უნდა ვიშოვნო ფული ამიხსენით თუ შეიძლება. ჩემი სკაიპია butuna90 ველი ტქვენს პასუხს

ორი ბუტუნა90-ია სკაიპში, ამ ჯგუფში შემოდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/groups/1941563552755215/